დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი თბილისში From Wikipedia, the free encyclopedia

დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

„დინამო“ თბილისიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. საქართველოს ეროვნული ლიგის უცვლელი მონაწილე, ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი და ცამეტგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და ექვსგზის ფინალისტი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). საქართველოს ჩვიდმეტგზის ჩემპიონი და შვიდგზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის ცამეტგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის შვიდგზის მფლობელი და სამგზის ფინალისტი.

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ტერმინს „დინამო თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დინამო თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
დინამო თბილისი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი
მეტსახელი ლურჯ-თეთრები
დაარსდა 1925 წლის შემოდგომაზე
სტადიონი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 55 000)
პრეზიდენტი რომან ფიფია
მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა
2024 მე-7
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
დახურვა

კლუბის ყველაზე დიდ მიღწევად დღემდე რჩება 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა ანგარიშით — 2–1.

კლუბს თავის ისტორიაში შთამბეჭდავი გამარჯვებები აქვს მოპოვებული ევროპული ფეხბურთის გრანდებთან. მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური „ლივერპულის“,[1][2] „ვესტ ჰემის“,[3][4] უელსის „კარდიფ სიტის“,[5] ნიდერლანდების „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.

„დინამოს“ შემადგენლობაში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე,[კომ. 1] გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი,[კომ. 2] მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი,[კომ. 3][6] რამაზ შენგელია,[კომ. 4][7] ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981),[8] ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977)[9] და ალექსანდრე ჩივაძე (1980).

1990 წლიდან კლუბმა დაასრულა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატებში ასპარეზობა და მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ლიგის პირველობაზე. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით აგრძელებს მოღვაწეობას.

ისტორია

1920-იანები

Thumb
ბაქოსა და თბილისის დინამოელები, 1926

თბილისის „დინამოს“ ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს — ფეხბურთი იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით – 1–0 მოუგო. 3 დღის შემდეგ „დინამომ“ ბაქოს მეორე კლუბს „პროგრესს“ უმასპინძლა და ამჯერად იოლად დაამარცხა მოწინააღმდეგე — 3–0.

ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწა — ფინალში დაამარცხა „არსრაიონის“ ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით „დინამოს“ ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ასირ გალპერინი, ანდრო ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. დინამოელთა პირველი კაპიტანი ანდრო ჟორდანია იყო.

ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი, რომელიც იმ დროისათვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სტადიონი იყო.

1926 წლის აგვისტოში დინამოელებმა ერთთვიანი ტურნე მოაწყვეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ქალაქებში, სადაც 18 შეხვედრა გამართეს. ტურნე წარმატებული გამოდგა.[10]

1930-იანები

Thumb
ბორის პაიჭაძე — ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი

1936 წლის შემოდგომაზე თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, „დინამოსთვის“ კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო პირველობაზე ასპარეზობის მანძილზე, საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა.

საკავშირო ჩემპიონატების ფარგლებში გამართული 1424 კალენდარული მატჩიდან დინამოელთა პირველი შეხვედრა 1936 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე შედგა. მასპინძლები კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრას 10 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. ანგარიში მატჩის მე-3 წუთზე კიეველებმა გახსნეს, ბურთი სტუმართა ფორვარდმა შჩეგოცკიმ გაიტანა — 0–1. მე-17 წუთზე თბილისელთა თავდამსხმელი ნიკოლოზ სომოვი ანგარიშის გაქვითვას ახერხებს — 1–1. პირველი ტაიმის მიწურულს ბორის პაიჭაძეს ზუსტი დარტყმით წინ გაყავს თავისი გუნდი — 2–1. თუმცა შეხვედრის დამთავრებამდე სამიოდე წუთით ადრე კიეველთა ნახევარმცველი ვლადიმერ გრებერი ანგარიშს ათანაბრებს და მატჩიც ფრედ — 2–2 მთავრდება.[კომ. 5][11]

პირველი გამარჯვება „დინამომ“ თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის „სპარტაკთან“ მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადერთმა გოლმა თამაშის ბედი დინამოელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სადებიუტო სეზონში „დინამომ“ საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა — ლენინგრადის „კრასნაია ზარიასთან“ 2–3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.

იმავე 1936 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების მეოთხედფინალში, მოსკოვში ადგილობრივ „სპარტაკს“ 6–3 მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს, ფრედ 3–3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქეები მეორედ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3–3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6–3.

1936 წელს „დინამო“ თასის გათამაშების ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0–2 მარცხდება.

საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა. გუნდი ორჯერ გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ორჯერ თასის ფინალში გავიდა.

1937 წელს თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა — საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. „დინამო“ ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2–0 გაიმარჯვეს.[12]

1940-იანები

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა — 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, მაშინ როდესაც თბილისისა და მოსკოვის დინამოელები გათამაშებას ლიდერობდნენ.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის „დინამო“ პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა — ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.

1944 წლის ოქტომბერში თბილისის „დინამომ“ ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა — 20 ოქტომბერს ირანის ეროვნული ნაკრები დაამარცხა 5–1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია — 4–0.

1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, „დინამო“ კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.

თბილისელთა შორის გამოჩნდნენ ახალი ლიდერები: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრეი ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე და ა.შ.

1950-იანები

სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე „დინამოს“ მრავალგზის რეკორდსმენია.

ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის „დინამოში“ 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის „დინამო“ ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში ზემდგომი ორგანოები ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და ტენდენციური მსაჯობის წყალობით „დინამოს“ ოქროს მედლები დააკარგვინეს.

საბოლოოდ „დინამო“ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება — 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით „დინამო“ მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისური „დინამოსათვის“ წარუმატებელ წლებში მოირგეს.[13]

1960-იანები

Thumb

1964 წელს „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება — შესანიშნავი რუსი სპეციალისტის, გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა „დინამომ“ ჩემპიონატში მოსკოვის „ტორპედოსთან“ ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა. „ოქროს მატჩში“ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა — „დინამომ“ „ტორპედო“ 4–1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო.[კომ. 6]

60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში „დინამოს“ რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები და ა.შ.[14]

1970-იანები

Thumb
თბილისის დინამოელები სხიპჰოლის აეროპორტში, 25 სექტემბერი, 1972

სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა „დინამოში“ ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანეს — დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ა.შ.

1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში დინამომ უეფას თასზე იასპარეზა — პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ „ტვენტესთან“ ქართველმა ფეხბურთელებმა 3–2 მოიგეს. ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც დავით ყიფიანმა.[კომ. 7]

1973 წელს თბილისის „დინამო“ საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება. ესპანეთის ქალაქ უელვაში შეიკრიბნენ ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო“, პორტუგალიის ჩემპიონი ლისაბონის „ბენფიკა“, ინგლისის ჩემპიონი „დერბი ქაუნთი“ და თბილისის „დინამო“. თბილისელები ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდნენ, ძირითადი დრო ფრედ, 0–0 დამთავრდა. თერთმეტრიანების სერიაში კი „დინამოს“ მეკარემ დავით გოგიამ 2 პენალტი მოიგერია და „დინამოს“ ანგარიშით 4–2 მოაგებინა. მეორე ნახევარფინალში ლისაბონის „ბენფიკამ“ „დერბი ქაუნთი“ დაამარცხა და ფინალში „დინამოს“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა, ბევრი ყვითელი დარიგდა, ხოლო „ბენფიკას“ ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათიც უჩვენეს. თბილისელებმა ფინალი ანგარიშით 3–1 მოიგეს, კოლუმბის კარაველას დაეუფლნენ და დიდი თასი თბილისში წამოიღეს.[15][16][17][18]

1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი.

გუნდში ნოდარ ახალკაცის მთავარ მწვრთნელად მოსვლის პირველსავე წელს „დინამო“ ორჯერ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 გ., 1976 შ.) და რაც მთავარია, კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ეუფლება საბჭოთა კავშირის თასს.[19]

1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3–0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის „არარატს“დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენ.) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა „დინამოს“ პირველად არგუნა ბროლის თასი.

1977 წელს თბილისის „დინამო“ ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს — გუნდი ვიცე-ჩემპიონია.

1978 წელს კი „დინამო“ მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი — ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

იმ პერიოდის „დინამოს“ ღირსებას ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივართა მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო კლასის, გამორჩეული სათამაშო სტილისა და ინდივიდუალური ხასიათის მქონე ბრწყინვალე ფეხბურთელები იცავდნენ — დავით ყიფიანი,[20][21] მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი და ა.შ.[22]

1980-იანები

Thumb
თბილისის „დინამო“ ევროპის თასების თასის მფლობელი, 13 მაისი, 1981

1981 წლის 13 მაისს „დინამო“ ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლა — მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბი იენის „კარლ ცაისი“ ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით დაამარცხეს — 2–1.[23]

„დინამო“ გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა. იმავე 1981 წელს თბილისელებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს თასზე, სადაც მე-3 ადგილი დაიკავეს.[24]

Thumb
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

1982 წელს გუნდი კვლავ ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან. მეოთხედფინალში, დინამოელები პოლონურ „ლეგიას“ გაცდნენ და ნახევარფინალში, ბელგიის თასის მფლობელთან — ლიეჟის „სტანდარტთან“ მოუწიათ ფინალის საგზურისთვის ბრძოლა. მაგრამ „დინამო“ ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას.[25]

მომდევნო სეზონში, 1982 წლის სექტემბერში, დინამო უეფას 1982–83 წლების გათამაშებაში ჩაება და ტურნირიდან პირველივე რაუნდში — „ნაპოლისთან“, გასვლაზე გატანილი გოლის წესით გამოვარდა. იმავე შემოდგომაზე, ნოემბერში — საბჭოთა ლიგის სეზონი, თბილისელებმა მეოთხე ადგილზე დაასრულეს. ხოლო, აქედან ერთ თვეში — 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და 1981 წლის ფინალში „საუკუნის გოლის“ ავტორი ვიტალი დარასელია.[25]

1983 წლიდან კი დინამოს ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება — ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზევე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს. „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ, თბილისში ევროპული ფეხბურთი 5 წელი აღარ გამოჩენილა. „დინამო“ ევროთასებს 1987 წლის სექტემბერში — სოფიას „ლოკომოტივთან“ მატჩით დაუბრუნდა.[26] უკვე ახალი გუნდით და ახალი თაობით — გერმან ზონინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა, 1987–88 წლების უეფა-ს თასის კამპანია, „ლოკომოტივთან“ და ბუქარესტის „ვიქტორიასთან“ გამარჯვებების შემდეგ,[27] მესამე რაუნდში, კარლ-ჰაინც რიდლეს და ოტო რეჰაგელის ბრემენის „ვერდერთან“ მარცხით დაასრულა.[25][28]

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს ჩემპიონატში მონაწილეობა — კიევის „დინამოსთან“ უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2–2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენ.) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.[29]

1990-იანები

1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. ამ დროიდან იწყება თბილისის „დინამოს“ უახლესი ისტორია, რომელიც დღემდე (როგორც კლუბისთვის, ასევე „დინამოს“ გულშემატკივართათვის) გუნდის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე რთულ პერიოდად რჩება. რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო „დინამომ“, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტული საფეხბურთო სპეციალისტები ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდნენ[30][31][32][33][34] და რომლის თამაშის სტილი და უმაღლესი დონის ოსტატობა ათწლეულების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მრავალი თაობის მილიონობით ფეხბურთის მოყვარულს — ვერ შეინარჩუნა საერთაშორისო კლასის საფეხბურთო გუნდის სტატუსი.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის „კოლხეთი 1913“-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0–1 დამარცხდნენ.[35] მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, „დინამომ“ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის „დინამო“ პირველად ეუფლება საქართველოს თასს — ფინალში თბილისელები სოხუმის „ცხუმს“ ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის „დინამომ“ პირველად შეასრულა დუბლი — ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი — გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის „ლინფილდი“ „დინამომ“ 2–1 დაამარცხა — შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1–1 დასრულდა, „დინამოც“ დანიურ „კოპენჰაგენთან“ მატჩისთვის ემზადებოდა.

უეფა-მ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ აღწევდა.

1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია — ლუქსემბურგის „გრევენმახერის“ (4–0, 2–2), ნორვეგიული „მიოლდეს“ (2–1, 0–0) და მოსკოვის „ტორპედოს“ (1–0, 1–1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ „ბოავიშტასთან“ მარცხდებიან (1–0, 0–5).

იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა — „დინამოს“ სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.[36]

2000-იანები

2000-იანი წლების დასაწყისში „დინამო“ ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. კლუბმა 2003 წელს დუბლი შეასრულა — ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი მოიგო. 2004 წელს დინამოელებმა კვლავ იმარჯვეს თასის გათამაშებაში, მომდევნო წელს კი ჩემპიონატში. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, გუნდმა წარმატებას საერთაშორისო არენაზეც მიაღწია. 2004 წელს „დინამომ“, ხორვატი მწვრთნელის ივო შუშაკის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. გუნდმა ფინალში ლატვიის „სკონტო“ დაამარცხა 3–1. იმავე წელს დინამოელებმა წარმატებით დასძლიეს უეფა-ს თასის საკვლიფიკაციო ეტაპი. თბილისელმა ფეხბურთელებმა თანამიმდევრობით სძლიეს ბორისოვის „ბატეს“ (1–0, 3–2), პრაღის „სლავიასა“ (2–0, 1–3) და კრაკოვის „ვისლას“ (2–1, 3–4) და უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“,[37] ლისაბონის „სპორტინგი“, ფრანგული „სოშო“ და ბერძნული „პანიონიოსი“ იყვენენ. დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა. გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. საქართველოს ჩემპიონის მორიგი ტიტული „დინამომ“ 2008 წელს მოიპოვა, როდესაც გუნდს ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი ავარჯიშებდა. 2009 წელს კლუბმა დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა რუსთავის „ოლიმპი“ და საქართველოს თასს დაეუფლა.

2010-იანები

Thumb
„დინამოს“ შემადგენლობა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, 2013

2011 წლის იანვარში „დინამო“ ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა. „დინამოში“ ახალი მფლობელის მისვლის შემდეგ, მოხდა კლუბის სრული მოდერნიზაცია. განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედნის საფარი. სტადიონზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2013 წლის ივლისში ფუნქციონირება დაიწყო „დინამოს“ ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიამ.[38]

2011 წლის ზაფხულში გუნდმა წარმატებით დასძლია უეფა-ს ევროპის ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ პლეი–ოფში, ორი მატჩის ჯამში, დამატებით დროში დაუთმო ჯგუფური ეტაპის საგზური ათენის „აეკს“. საქართველოს ჩემპიონატის 2011–2012 წლების სეზონი გუნდისათვის წარუმატებელი გამოდგა. დინამოელები მე-4 ადგილზე გავიდნენ და საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ.

2012 წლის ივნისში გუნდის თავკაცად დუშან უჰრინი უმცროსი დაინიშნა[39]. სადებიუტო სეზონშივე მან „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. საშინაო წარმატებების შემდეგ, 2013 წლის ზაფხულში, გუნდი ევროტურნირებზეც გააქტიურდა: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების „სტრეიმური“ (6–1, 3–1) დაამარცხა, თუმცა მესამე ეტაპზე რიმუნულ „სტიაუასთან“ თამაში წარუმატებელი აღმოჩნდა (0–2, 1–1). „დინამომ“ მარცხი განიცადა უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფშიც, — განადგურდა ინგლისურ „ტოტენჰემთან“ (0–5, 0–3).

მომდევნო სეზონის შუა პერიოდში, 2013 წლის დეკემბერში, გუნდი დუშან უჰრინმა დატოვა[40], თუმცა ამას „დინამოსთვის“ ხელი არ შეუშლია ზედიზედ მეორე დუბლი შეესრულებინა, — საქართველოს ჩემპიონატი 6-ქულიანი სხვაობით მოიგო, თასის ფინალში კი საჩხერის „ჩიხურა“ 2–1 დაამარცხა.

სტადიონი

Thumb
თბილისის ცენტრალური სტადიონი, 1935

„დინამოს“ თავდაპირველი სტადიონის პროექტი 1932–1935 წლებში შემუშავდა და მისი მშენებლობა თბილისის მთავარი არქიტექტორის არჩილ ქურდიანის (1903–1988) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.[41] სტადიონის ტევადობა 23 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. სპეციალისტების შეფასებით, იგი თავისი ნოვატორული არქიტექტურული გადაწყვეტით იმ პერიოდის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა. როგორც კონსტრუქციული, ასევე სპორტულ-ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ითვლებოდა სპორტული დანიშნულების პირველ მასშტაბურ ნაგებობად საქართველოში და თავისი არქიტექტურული ღირსებით თავისი დროის საუკეთესო სპორტულ ნაგებობათა რიცხვში შედიოდა.

1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობითვე განხორციელდა სტადიონის რეკონსტრუქცია. რიგი არქიტექტურული და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანების გადაჭრისა და მათ შორის მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით გადაწყდა ლითონის კონსტრუქციების დამატება. შედეგად სტადიონის ტევადობა 23 000-დან 36 000-მდე გაიზარდა. თუმცა, დინამოელთა შემდგომმა წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ დღის წესრიგში ახალი და კიდევ უფრო მეტი ტევადობის მქონე სტადიონის აგების საჭიროება დააყენა. ამრიგად, უკვე 1960-იანი წლებიდან არქიტექტორების — არჩილ ქურდიანის, გია ქურდიანის და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე არქიტექტორთა, ინჟინერთა და სპეციალისტთა შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით იწყება „დინამოს“ სტადიონის ხელახალი, ამჯერად მისი ფუნდამენტური რეკონსტრუქციის, ფაქტობრივად კი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა, რის შედეგსაც წარმოადგენს თანამედროვე „დინამოს“ სტადიონი.[42]

1976 წლის 26 სექტემბერს სტადიონის საზემო გახსნის დროს მისი მრავალათასიანი მაყურებელი ფეხზე წამოდგომითა და უდიდესი ოვაციით მიესალმა მის ავტორებს. ხაზგასასმელია, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილი მადლიერების ამგვარი ემოციური ფორმა მათი მრავალწლიანი შრომისა და მოღვაწეობის სრულიად დამსახურებულ, ღირსეულ და მეტად მაღალ შეფასებას წარმოადგენდა.[43]

პირველი თამაში „დინამოს“ ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფა-ს თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის „კარდიფ სიტის“ უმასპინძლეს და 3–0 გაიმარჯვეს.

სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს, „დინამო“ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს „ლივერპულს“ მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1–2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი გულშემატკივარი მოვიდა.[კომ. 8] მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3–0 გაიმარჯვეს.[44][45][46] საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში „დინამოს“ სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.

Thumb

მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი. 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის.

ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვისა და კიევის დინამოელებიც ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს. 1985 წელს „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური მატჩი.

წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.

1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.

1996 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შუამდგომლობით მიმართა იტალიურ კომპანია „ფინეირო კონსალტინგს“, რომელმაც ეროვნულ სტადიონზე 20 ათასი ინდივიდუალური სკამის დამონტაჟება უზრუნველყო. თუმცა, ამის შემდეგ სტადიონზე ჩასატარებელი სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სახსრების მოძიება ვერ მოხერხდა და მისი განახლების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2006 წლის აპრილში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უეფა-ს მოთხოვნების მიხედვით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის თაობაზე. დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება რეკორდულად მცირე ვადებში უნდა დამთავრებულიყო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 2006 წლის 2 სექტემბერს დანიშნული მატჩისთვის სტადიონს ღირსეულად უნდა ემასპინძლა. აღნიშნული პროექტის მონაწილეებმა შეძლეს ამ უაღრესად შრომატევადი საქმიანობისთვის თავის გართმევა და დასახული ამოცანის დროულად და წარმატებით გადაჭრა. შედეგად, „დინამოც“ და ეროვნული ნაკრებიც კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდნენ, რომელიც ამჯერად ყველა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდა.[47]

უეფა-ს ახალი მოთხოვნების თანახმად სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრებისთვის მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ ეტაპზე 55.000-მდე მაყურებელს იტევს. ამასთან, მოხდა მეორე იარუსის სკამების უმეტესობის გადახურვა. სპეციალისტთა შეფასებით ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო არენად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში. აღნიშნულ პერიოდში (2006–2009) სტადიონის გენერალური დირექტორის მოვალეობას საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ასრულებდა.[48]

2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი თბილისის „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.[49]

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საბა მჟავანაძე დაინიშნა.[50]

ლოგოები

მიღწევები

Thumb
თბილისის „დინამო“ 1977 წელს.

საქართველო

საბჭოთა კავშირი

ევროპა

კლუბის ფერები

ლურჯი თეთრი

სპონსორები

მეტი ინფორმაცია პერიოდი, ფორმის მწარმოებელი ...
პერიოდი ფორმის მწარმოებელი სპონსორი
2001–2009 Jako ბორჯომი
2005–2009 BEKO
2009–2011 Saller VTB
2011–2012 Adidas PrivatBank
2012–2013 Nike
2013–2014
2014–2020 Adidas
2020–2023 Puma betlive.com
2022 Setanta Sports
2024 Jako
დახურვა

ფეხბურთელები

შემადგენლობა 2022

მეტი ინფორმაცია №, პოზიცია ...
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
30 მეკარე საქართველო საქართველო ლუკა კუტალაძე
2 მცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ მალი
3 მცველი საქართველო საქართველო ალექსანდრე კალანდაძე
4 მცველი საქართველო საქართველო საბა ხვადაგიანი
5 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ანზორ მექვაბიშვილი
6 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ულად-ომარ იმრანი
7 თავდამსხმელი საქართველო საქართველო დავით სხირტლაძე (კაპიტანი)
8 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი მოისწრაფიშვილი
9 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი გაბედავა
11 თავდამსხმელი უკრაინა უკრაინა სტანისლავ ბილენკი
13 მცველი საქართველო საქართველო ჯიმი ტაბიძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან ოსიყმაშვილი
18 ნახევარმცველი განა განა ბარნს ოსეი
20 მცველი საქართველო საქართველო გიორგი ჩხეტიანი
21 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი კუცია
22 მცველი ნიგერია ნიგერია გოდფრი სტეფენი
23 ნახევარმცველი საქართველო საქართველო თორნიკე კირკიტაძე
24 მცველი საქართველო საქართველო დავით კობოური
28 ნახევარმცველი გვინეა გვინეა უსმანე კამარა
31 მცველი საქართველო საქართველო გიორგი მაისურაძე
33 მეკარე საქართველო საქართველო დავით კერესელიძე
40 თავდამსხმელი ბელარუსი ბელარუსი დმიტრი ანტილევსკი
დახურვა
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა 2022 წლის 23 სექტემბრის მონაცემებით

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

შემადგენლობა 2023

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

მეტი ინფორმაცია №, პოზიცია ...
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო დავით კერესელიძე
2 მცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ მალი
3 მცველი საქართველო საქართველო ალექსანდრე კალანდაძე
4 მცველი საქართველო საქართველო საბა ხვადაგიანი
5 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ანზორ მექვაბიშვილი
7 თავდამსხმელი საქართველო საქართველო დავით სხირტლაძე (კაპიტანი)
9 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი გაბედავა
12 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი ხარაიშვილი
16 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან ოსიყმაშვილი
17 მეკარე საქართველო საქართველო გიორგი ლორია
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
18 ნახევარმცველი განა განა ბარნს ოსეი
21 მცველი საქართველო საქართველო ლუკა ლაკვეხელიანი
23 ნახევარმცველი საქართველო საქართველო თორნიკე კირკიტაძე
24 მცველი საქართველო საქართველო დავით კობოური
28 თავდამსხმელი გვინეა გვინეა უსმანე კამარა
31 მცველი საქართველო საქართველო გიორგი მაისურაძე
32 თავდამსხმელი სერბეთი სერბეთი ზორან მარუშიჩი
33 მცველი საქართველო საქართველო გაგი მარგველაშვილი
39 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლაშა ოდიშარია
დახურვა

კლუბის მმართველობა

მენეჯმენტი

მეტი ინფორმაცია პოზიცია, პერსონალი ...
პოზიციაპერსონალი [60]
გენერალური დირექტორისაქართველოს დროშა ზაზა დოლიძე
გენერალური დირექტორის მოადგილესაქართველოს დროშა თეა შამათავა
იურისტი - ლიცენზირების მენეჯერისაქართველოს დროშა ნინო გიორგიძე
ფინანსური დაგეგმარების და ანგარიშგების მენეჯერისაქართველოს დროშა ნატო ფიფია
უსაფრთხოების ოფიცერისაქართველოს დროშა ბეჟან ფარცვანია
მედია ოფიცერისაქართველოს დროშა ირაკლი ბუხალი
სოციალური მედიის ადმინისტრატორისაქართველოს დროშა რატი ტერაშვილი
აფგ პროგრამის ხელმძღვანელისაქართველოს დროშა ვალერი გაგუა
კომუნიკაციების მენეჯერისაქართველოს დროშა ზუკა რუხაძე
გულშემატკივართან მეკავშირე ოფიცერისაქართველოს დროშა იოანე კიკაბიძე
დახურვა

მწვრთნელები

მეტი ინფორმაცია პოზიცია, პერსონალი ...
პოზიციაპერსონალი [61]
მთავარი მწვრთნელიესპანეთის დროშა ანდრეს კარასკო
მთავარი მწვრთნელის ასისტენტიიტალიის დროშა სიმონე ძულო
მთავარი მწვრთნელის ასისტენტისაქართველოს დროშა გიორგი ჯავახიშვილი
მეკარეების მწვრთნელიბელარუსის დროშა ევგენი ტაიკევიჩი
ფიზმომზადების მწვრთნელისაქართველოს დროშა ოთარ გაგნიძე
ფიზმომზადების მწვრთნელიიტალიის დროშა დომენიკო ჯორდანო
ანალიტიკოსი მწვრთნელისაქართველოს დროშა დავით გელაშვილი
დახურვა

პერსონალი

მეტი ინფორმაცია პოზიცია, პერსონალი ...
პოზიციაპერსონალი [62]
ადმინისტრატორისაქართველოს დროშა ბესიკ ბერაძე
ადმინისტრატორისაქართველოს დროშა შალვა მელაძე
გუნდის ექიმისაქართველოს დროშა დავით ხარაბაძე
ექიმი-რეაბილიტოლოგიბელარუსის დროშა ალექსანდრ ოდინცოვი
მასაჟისტისაქართველოს დროშა ვალერი ჯალაღონია
მასაჟისტისაქართველოს დროშა ირაკლი სახვაძე
ოპერატორისაქართველოს დროშა ნიკოლოზ ხოშტარია
მედია ოფიცერისაქართველოს დროშა ირაკლი ბუხალი
დახურვა

დინამოს ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ეროვნება გოლები
2016 ოთარ კიტეიშვილისაქართველოს დროშა საქართველო5
2015–16 გიორგი ქვილითაიასაქართველოს დროშა საქართველო24
2014–15 გიორგი პაპუნაშვილისაქართველოს დროშა საქართველო14
2013–14 ჩისკო მუნიოსიესპანეთის დროშა ესპანეთი19
2012–13 ჩისკო მუნიოსიესპანეთის დროშა ესპანეთი24
2011–12 ჩისკო მუნიოსიესპანეთის დროშა ესპანეთი15
2010–11 ალექსანდრე კოშკაძე
ლევან ხმალაძე
საქართველოს დროშა საქართველო8
2009–10 ჯორჯ აკირემიგაბონის დროშა გაბონი11
2008–09 ილია სპასოევიჩი
გიორგი მერებაშვილი
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
საქართველოს დროშა საქართველო
13
2007–08 მიხეილ ხუციშვილისაქართველოს დროშა საქართველო16
2006–07 სანდრო იაშვილისაქართველოს დროშა საქართველო27
2005–06 ჯაბა დვალისაქართველოს დროშა საქართველო21
2004–05 ლევან მელქაძესაქართველოს დროშა საქართველო27
2003–04 ლადო ახალაიასაქართველოს დროშა საქართველო12
2002–03 ვიტალი დარასელია უმც.საქართველოს დროშა საქართველო15
2001–02 მიხეილ ბობოხიძესაქართველოს დროშა საქართველო13
2000–01 რობერტ ზირაქიშვილისაქართველოს დროშა საქართველო21
1999–00 რატი ალექსიძე
მიხეილ აშვეთია
საქართველოს დროშა საქართველო12
1998–99 მიხეილ აშვეთიასაქართველოს დროშა საქართველო26
1997–98 ლევან ხომერიკისაქართველოს დროშა საქართველო23
1996–97 გიორგი დემეტრაძესაქართველოს დროშა საქართველო26
1995–96 ალექსანდრე იაშვილისაქართველოს დროშა საქართველო26
1994–95 ალექსანდრე იაშვილისაქართველოს დროშა საქართველო24
1993–94 ალექსანდრე იაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს დროშა საქართველო19
1992–93 შოთა არველაძესაქართველოს დროშა საქართველო18
1991–92 კახაბერ კაჭარავასაქართველოს დროშა საქართველო26
1990–91 მიხეილ ყაველაშვილისაქართველოს დროშა საქართველო12
1989–90 გია გურულისაქართველოს დროშა საქართველო23

დინამოს მწვრთნელები

მეტი ინფორმაცია პერიოდი, მწვრთნელი ...
პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2024– საქართველოს დროშა ვლადიმერ კაკაშვილი
2024 ავსტრიის დროშა ფერდინანდ ფელდჰოფერი
2022–2024ესპანეთის დროშა ანდრეს კარასკო
2022 საქართველოს დროშა გიორგი ჭიაბრიშვილი 1 1 ჩემპიონატი
2021–2022საქართველოს დროშა კახა ცხადაძე
2020–2021საქართველოს დროშა გიორგი ნემსაძე
2020ესპანეთის დროშა ჩისკო მუნიოსი11 ჩემპიონატი
2019–2020საქართველოს დროშა კახა ჩხეტიანი
2019ესპანეთის დროშა ფელის ვისენტე11 ჩემპიონატი
2018–2019საქართველოს დროშა ზაურ სვანაძე
2017–2018საქართველოს დროშა კახა კაჭარავა
2016–2017უკრაინის დროშა ვიაჩესლავ გროზნი
2016სლოვაკეთის დროშა იურაი იარაბეკი21 ჩემპიონატი
1 თასი
2015–2016საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე11 თასი
2014–2015საქართველოს დროშა კახაბერ გოგიჩაიშვილი
2014ჩეხეთის დროშა მიხალ ბილეკი
2013–2014საქართველოს დროშა მალხაზ ჟვანია21 ჩემპიონატი
1 თასი
2012–2013ჩეხეთის დროშა დუშან უჰრინი უმც.21 ჩემპიონატი
1 თასი
2012საქართველოს დროშა ნესტორ მუმლაძე
2012–2012საქართველოს დროშა გიორგი დევდარიანი
2011–2012საქართველოს დროშა ალექს გარსია
2009–2011საქართველოს დროშა კახა კაჭარავა11 თასი
2008–2009გერმანიის დროშა რაინერ ცობელი11 სუპერთასი
2006–2008ჩეხეთის დროშა დუშან უჰრინი უფრ.11 ჩემპიონატი
2006საქართველოს დროშა კახა კაჭარავა
2006რუსეთის დროშა ანდრეი ჩერნიშოვი
2005–2006საქართველოს დროშა კახაბერ ცხადაძე21 ჩემპიონატი
1 სუპერთასი
2004–2005საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე11 საქართველოს თასი
2002–2004ხორვატიის დროშა ივო შუშაკი31 ჩემპიონატი
1 თასი
1 თანამეგობრობის თასი
2001საქართველოს დროშა გივი ნოდია
2001საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა
2000–2001საქართველოს დროშა რევაზ არველაძე
2000საქართველოს დროშა ჯემალ ჩიმაკაძე
1999–2000საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე11 სუპერთასი
1999საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე
1999ნიდერლანდების დროშა იოჰან ბოსკამპი11 ჩემპიონატი
1998–1999საქართველოს დროშა მურთაზ ხურცილავა11 სუპერთასი
1998საქართველოს დროშა ნოდარ აკობია
1996–1997საქართველოს დროშა დავით ყიფიანი73 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
2 სუპერთასი
1995საქართველოს დროშა ვაჟა ჟვანია
1994–1995საქართველოს დროშა სერგო კუტივაძე
1994საქართველოს დროშა თემურ ჩხაიძე
1992–1994საქართველოს დროშა გივი ნოდია32 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1992საქართველოს დროშა რევაზ ძოძუაშვილი21 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1988–1991საქართველოს სსრ–ის დროშა/საქართველოს დროშა დავით ყიფიანი42 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
1987–1988რსფსრ-ის დროშა გერმან ზონინი
1987–1988საქართველოს სსრ–ის დროშა კახი ასათიანი
1985–1986საქართველოს სსრ–ის დროშა ნოდარ ახალკაცი
1984–1985საქართველოს სსრ–ის დროშა დავით ყიფიანი
1976–1983საქართველოს სსრ–ის დროშა ნოდარ ახალკაცი41 საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
2 საბჭოთა კავშირის თასი
ევროპის თასების თასი
1974–1975რსფსრ-ის დროშა მიხეილ იაკუშინი
1974საქართველოს სსრ–ის დროშა გივი ჩოხელი
1973საქართველოს სსრ–ის დროშა სერგო კოტრიკაძე
1971–1972რსფსრ-ის დროშა გავრილ კაჩალინი
1967–1968რსფსრ-ის დროშა ვიაჩესლავ სოლოვიოვი
1966საქართველოს სსრ–ის დროშა ალექსანდრე კოტრიკაძე
1964–1965რსფსრ-ის დროშა გავრილ კაჩალინი11 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
1962–1963რსფსრ-ის დროშა მიხეილ იაკუშინი
1962საქართველოს სსრ–ის დროშა ნესტორ ჩხატარაშვილი
1961საქართველოს სსრ–ის დროშა ავთანდილ ღოღობერიძე
1958რსფსრ-ის დროშა ვასილი სოკოლოვი
1956–1957საქართველოს სსრ–ის დროშა გაიოზ ჯეჯელავა
1954საქართველოს სსრ–ის დროშა გრიგოლ გაგუა
1953–1954საქართველოს სსრ–ის დროშა ბორის პაიჭაძე
1950–1953რსფსრ-ის დროშა მიხეილ იაკუშინი
1949საქართველოს სსრ–ის დროშა მიხეილ მინაევი
1948საქართველოს სსრ–ის დროშა მიხეილ ბერძენიშვილი
1945–1947საქართველოს სსრ–ის დროშა ანდრო ჟორდანია
1942–1945საქართველოს სსრ–ის დროშა ასილ გალპერინი
1940რსფსრ-ის დროშა პეტრე ფილიპოვი
1940საქართველოს სსრ–ის დროშა მიხეილ მინაევი
1939–1940რსფსრ-ის დროშა მიხეილ ბუტუსოვი
1937–1939რსფსრ-ის დროშა ალექსეი სოკოლოვი
1936–1937საფრანგეთის დროშა ჟიულ ლიმბეკი
1935–1936საქართველოს სსრ–ის დროშა გრიგოლ ფაჩულია
დახურვა

ცნობილი ფეხბურთელები

უეფა-ს კლუბების რეიტინგში

განახლდა: 21 ოქტომბერი, 2022[63][64]
მეტი ინფორმაცია ადგილი, კლუბი ...
ადგილიკლუბიკოეფიციენტი
171ირლანდიის დროშა „შემროკ როვერსი“7.500
172ლუქსემბურგის დროშა „ფოლა“7.500
173საქართველოს დროშა „დინამო“ თბილისი7.500
174შოტლანდიის დროშა „დანდი იუნაიტედი“7.160
175შოტლანდიის დროშა „ჰარტსი“7.160
დახურვა

სეზონები

პირობითი აღნიშვნები

ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონი მესამე ადგილი აღზევდა

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი

მეტი ინფორმაცია სეზონი, ლიგა ...
საჩემპიონატო და სათასო ტურნირების სტატისტიკა სეზონების მიხედვით
სეზონი ლიგა გტ გშ სსრკ თასი სსრკ სუპერთასი ფედ. თასი უეფა
ფიფა
სახელი გოლები
ლიგა ბომბარდირი[65]
1936 651019417I პაიჭაძე6
1936 უმ 733114916III ფინალისტი ბერძენიშვილი6
1937 უმ 16745302434IV ფინალისტი პაიჭაძე8
1938 უმ. 251195533831VI პაიჭაძე14
1939 უმ 261457604133II ნფ პაიჭაძე19
1940 უმ 241545563034II ა/მ ჯეჯელავა
ბერეჟნოი
13
1941 უმ 9531211113[66] ა/მ პაიჭაძე7
ჩემპიონატი არ ჩატარებულა 1942–1944
1944 1/16ფ
1945 უმ 22985372226IV მფ ანთაძე9
1946 უმ 221534472633III ფინალისტი პაიჭაძე15
1947 უმ 241455573033III მფ ჯეჯელავა
ღოღობერიძე
11
1948 უმ 261376543533IV ნფ ჯეჯელავა11
1949 უმ 3415109624540VI მფ ზაზროევი19
1950 უმ 362079785047III 1/16ფ ღოღობერიძე25
1951 უმ 281567593636II 1/32ფ ღოღობერიძე16
1952 უმ 13562191216IV 1/16ფ ჭკუასელი7
1953 უმ 201154392427II მფ ღოღობერიძე14
1954 უმ 249510384723VIII 1/32ფ ღოღობერიძე10
1955 უმ 226412253616IX მფ ღოღობერიძე9
1956 უმ 228410424620VIII ა/მ ჭკუასელი11
1957 უმ 22859273321VII მფ ხასაია7
1958 უმ 228311345519IX 1/16ფ იამანიძე11
1959 უმ 221237483327III ა/მ კალოევი16
1960 უმ 10523181212VIII ფინალისტი კალოევი20
1961 უმ 3013710503033VII 1/16ფ კალოევი14
1962 უმ 221084292028III 1/16ფ კალოევი12
1963 უმ 3817138564247V 1/32ფ ბარქაია15
1964 უმ 3218104483046I 1/16ფ დათუნაშვილი13
1965 უმ 3212128373036VI ნფ ბარქაია9
1966 უმ 3613149473440VII 1/32ფ დათუნაშვილი20
1967 უმ 3616137533345III 1/16ფ ნოდია13
1968 უმ 3816139532945VII 1/16ფ გავაშელი22
1969 უმ 2612113341735III 1/32ფ ნოდია10
1970 უმ 3214810433036IV ფინალისტი ნოდია17
1971 უმ 301488333336III მფ ნოდია7
1972 უმ 3012117413435III მფ უეფა-ს თასი – რ1 ნოდია8
1973 უმ 30135/210423331V 1/16ფ უეფა-ს თასი – რ3 ნოდია11
1974 უმ 308148293430IX ნფ მაჩაიძე7
1975 უმ 3011910323231VIII ნფ ყიფიანი12
1976 უმ 15744181018III ყიფიანი6
1976 15654161217III მფლობელი თასების თასი – რ2 ყიფიანი
ჩელებაძე
წერეთელი
3
1977 უმ 3013134432639II 1/32ფ უეფა-ს თასი – რ3 ყიფიანი14
1978 უმ 301785452442I მფ უეფა-ს თასი – რ2 შენგელია15
1979 უმ 3419123542746IV მფლობელი ჩემპ. თასი – რ2 ჩელებაძე9
1980 უმ 3416711513239IV ფინალისტი შენგელია17
1981 უმ 3416108623542III 1/16ფ თასების თასიმფლობელი შენგელია23
1982 უმ 341699514741IV ნფ თასების თასი – ნფ შენგელია16
1983 უმ 349916414827XVI 1/32ფ უეფა-ს თასი – რ1 შენგელია11
1984 უმ 3414812364136VII 1/16ფ შენგელია9
1985 უმ 34111013343932VIII 1/32ფ ჩივაძე7
1986 უმ 301299363633V 1/16ფ ჯგ ჩელებაძე10
1987 უმ 309714314025XIII 1/16ფ ნფ უეფა-ს თასი – რ3 შენგელია9
1988 უმ 309516283723XIV მფ ჯგ გურული9
1989 უმ 3061311273225XI ნფ ჯგ კაჭარავა9
1990 [67] 1/16ფ[68]
დახურვა

ევროთასებზე

მოგება
ფრე
წაგება
მეტი ინფორმაცია სეზონი, შეჯიბრება ...
სეზონი შეჯიბრება რაუნდი მეტოქე გუნდი შინ სტ. წყარო
1972–73 უეფა-ს თასი 1/32 ნიდერლანდების დროშა ტვენტე 3–2 0–2 [69][70]
1973–74 უეფა-ს თასი 1/32 ბულგარეთის დროშა სლავია სოფია [კომ. 9] 4–1 0–2 [71][72][73][74]
1/16 იუგოსლავიის დროშა ოფკ ბელგრადი 3–0 5–1 [75][76][77][78]
1/8 ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური 1–1 1–5 [79][80]
1976–77 ევროპის თასების თასი 1/16 უელსის დროშა კარდიფ სიტი 3–0 0–1
1/8 უნგრეთის დროშა მტკ ბუდაპეშტი 1–4 0–1
1977–78 უეფა-ს თასი 1/32 იტალიის დროშა ინტერი მილანი 0–0 1–0 [81][82][83]
1/16 დანიის დროშა კბ კოპენჰაგენი 2–1 4–1
1/8 შვეიცარიის დროშა გრასჰოპერი ციურიხი 1–0 0–4
1978–79 უეფა-ს თასი 1/32 იტალიის დროშა ნაპოლი 2–0 1–1 [84][85][86][87]
1/16 გერმანიის დროშა ჰერტა ბერლინი 1–0 0–2
1979–80 ევროპის ჩემპიონთა თასი 1/16 ინგლისის დროშა ლივერპული 3–0 1–2 [88][89]
1/8 გერმანიის დროშა ჰამბურგი 2–3 1–3
1980–81 ევროპის თასების თასი 1/16 საბერძნეთის დროშა კასტორია 2–0 0–0 [კომ. 10]
1/8 ირლანდიის დროშა უოტერფორდი 4–0 1–0
1/4 ინგლისის დროშა ვესტ ჰემ იუნაიტედი 0–1 4–1 [90][91]
1/2 ნიდერლანდების დროშა ფეიენოორდი 3–0 0–2
ფინალი
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კარლ ცაისი 2–1
1981–82 ევროპის თასების თასი 1/16 ავსტრიის დროშა გრაცერი 2–0 2–2
1/8 საფრანგეთის დროშა ბასტია 3–1 1–1 [კომ. 11]
1/4 პოლონეთის დროშა ლეგია ვარშავა 1–0 1–0
1/2 ბელგიის დროშა სტანდარდი ლიეჟი 0–1 0–1 [კომ. 12][92][კომ. 13]
1982–83 უეფა-ს თასი 1/32 იტალიის დროშა ნაპოლი 2–1 0–1
1987–88 უეფა-ს თასი 1/32 ბულგარეთის დროშა ლოკომოტივი სოფია 3–0 1–3
1/16 რუმინეთის დროშა ვიქტორია ბუქარესტი 0–0 2–1
1/8 გერმანიის დროშა ვერდერი 1–1 1–2
1993–94 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ლინფილდი 2–1 1–1
1994–95 უეფა-ს თასი 1Q რუმინეთის დროშა უნივერსიტეტი კრაიოვა 2–0 2–1
1/32 ავსტრიის დროშა ტიროლი ინსბრუკი 1–0 1–5
1995–96 უეფა-ს თასი 1Q ბულგარეთის დროშა ბოტევი 0–1 0–1
1996–97 უეფა-ს თასი 1Q ლუქსემბურგის დროშა გრევენმახერი 4–0 2–2
2Q ნორვეგიის დროშა მიოლდე 2–1 0–0
1/32 რუსეთის დროშა ტორპედო მოსკოვი 1–1 1–0
1/16 პორტუგალიის დროშა ბოავიშტა 1–0 0–5
1997–98 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ქრუსეიდერსი 5–1 3–1
2Q გერმანიის დროშა ბაიერი ლევერკუზენი 1–0 1–6
1997–98 უეფა-ს თასი 1/32 ბელარუსის დროშა სლავია მოზირი 1–0 1–1
1/16 პორტუგალიის დროშა ბრაგა 0–1 0–4
1998–99 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ალბანეთის დროშა ვლაჟნია 3–0 1–3 [93]
2Q ესპანეთის დროშა ატლეტიკი ბილბაო 2–1 0–1 [94]
1998–99 უეფა-ს თასი 1/32 ნიდერლანდების დროშა ვილემი II 0–3 0–3 [95]
1999–00 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q მოლდოვის დროშა ზიმბრუ 2–1 0–2 [96]
2000 ინტერტოტოს თასი 1Q ბელგიის დროშა სტანდარდი 2–2 1–1
2001–02 უეფა-ს თასი 1Q ბელარუსის დროშა ბატე ბორისოვი 2–1 0–4
2002–03 უეფა-ს თასი 1Q ესტონეთის დროშა ტვმკ ტალინი 4–1 1–0
2Q ჩეხეთის დროშა სლოვანი ლიბერეცი 0–1 2–3
2003–04 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ალბანეთის დროშა ტირანა 3–0 0–3
2004–05 უეფა-ს თასი 1Q ბელარუსის დროშა ბატე ბორისოვი 1–0 3–2
2Q ჩეხეთის დროშა სლავია პრაღა 2–0 1–3
3Q პოლონეთის დროშა ვისლა კრაკოვი 2–1 3–4
ჯგუფური საფრანგეთის დროშა სოშო 0–2
X
ჯგუფური ინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი
X
0–2
ჯგუფური პორტუგალიის დროშა სპორტინგი ლისაბონი 0–4
X
ჯგუფური საბერძნეთის დროშა პანიონიოსი
X
2–5
2005–06 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ესტონეთის დროშა ლევადია ტალინი 2–0 0–1
2Q დანიის დროშა ბრონდბიუ 0–2 1–3
2006 ინტერტოტოს თასი 1Q სომხეთის დროშა კილიკია 3–0 5–1
2Q ავსტრიის დროშა რიდი 0–1 1–3
2007–08 უეფა-ს თასი 1Q ლიხტენშტაინის დროშა ვადუცი 2–0 0–0
2Q ავსტრიის დროშა რაპიდი ვენა 0–3 0–5
2008–09 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ფარერის კუნძულების დროშა ნსი რუნავიკი 3–0 0–1
2Q საბერძნეთის დროშა პანათინაიკოსი 0–0 0–3
2009–10 უეფა-ს ევროპის ლიგა 2Q ლატვიის დროშა მეტალურგი ლიეპაია 3–1 1–2
3Q სერბეთის დროშა ცრვენა ზვეზდა 2–0 2–5
2010–11 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q ესტონეთის დროშა ფლორა ტალინი 2–1 0–0
2Q შვედეთის დროშა ევლე 2–1 2–1
3Q ავსტრიის დროშა შტურმი გრაცი 1–1 0–2
2011–12 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q მოლდოვის დროშა მილსამი 2–0 3–1
2Q უელსის დროშა ლანელი 5–0 1–2
3Q ისლანდიის დროშა რეიკიავიკი 2–0 4–1
ფლეი-ოფი საბერძნეთის დროშა აეკი ათენი 1–1 0–1
2013–14 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q ფარერის კუნძულების დროშა სტრეიმური 6–1 3–1
3Q რუმინეთის დროშა სტიაუა ბუქარესტი 0–2 1–1
2013–14 უეფა-ს ევროპის ლიგა ფლეი-ოფი ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური 0–5 0–3
2014–15 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q ყაზახეთის დროშა აქტობე 0–1 0–3
2015–16 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q აზერბაიჯანის დროშა გაბალა 2–1 0–2
2016–17 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q სომხეთის დროშა ალაშკერტი 2–0 1–1
3Q ხორვატიის დროშა დინამო ზაგრები 0–1 0–2
2016–17 უეფა-ს ევროპის ლიგა ფლეი-ოფი საბერძნეთის დროშა პაოკი 0–3 0–2
2018–19 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q სლოვაკეთის დროშა დუნაისკა სტრედა 1–2 1–1
2019–20 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q ანდორის დროშა ენგორდანი 6–0 1–0
2Q აზერბაიჯანის დროშა გაბალა 3–0 2–0
3Q ნიდერლანდების დროშა ფეიენოორდი 1–1 0–4
დახურვა

იხილეთ აგრეთვე

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

კომენტარები

  1. 1995 წლიდან ბორის პაიჭაძის სახელს ატარებს მთავარი და ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი საქართველოში, რომელიც თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანია. 2011 წლიდან — ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა.
  2. 2005 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა.
  3. 2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს. მის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.
  4. 2015 წლის აპრილში ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა.
  5. ამ ისტორიულ მატჩში დინამოელები ასეთი შემადგენლობით გამოვიდნენ მოედანზე: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი.
  6. ფაქტობრივი მონაცემებით აღნიშნულ თამაშზე 110 000 მაყურებელზე ნაკლები არ ყოფილა, თუმცა ოფიციალური პროტოკოლებით, გარკვეული ტექნიკური ხასიათის რეგულაციებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროებში მითითებულია 80 000 მაყურებელი. მაყურებელთა იგივე რაოდენობა (ზოგან 90 000) ფიქსირდება საბჭოთა თუ უცხოურ მედიასა და პრესის ფურცლებზე წარმოდგენილ მასალათა უმრავლესობაშიც.
  7. თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: გივი ნოდიამ 5', გოჩა გავაშელმა 23', ლევან ნოდიამ 53' და მანუჩარ მაჩაიძემ 84'.
  8. 1980 წლის საბერძნეთის თასის მფლობელი „კასტორია“ „დინამომ“ თბილისში ვლადიმერ გუცაევის და რამაზ შენგელიას გოლებით დაამარცხა.
  9. „დინამო“ გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო და ფრანგულ „ბასტიას“ დაუპირისპირდა, პირველი მატჩი საფრანგეთში, როჟე მილას და გუცაევის გოლებით ფრედ დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა, თბილისელებმა — 3–1 მოიგეს.
  10. „დინამოს“ სტადიონზე ერთადერთი გოლი იოს დარდენმა (ნიდერლ. Jozef "Jos" Daerden) გაიტანა. დარდენმა გაიტანა ასევე საპასუხო შეხვედრაშიც, რომელიც კვლავ ბელგიელთა სასარგებლოდ — 1–0 დასრულდა. ფინალში გასული რაიმონ გუტალსის (ნიდერლ. Raymond Goethals) „სტანდარდი“, „კამპ ნოუზე“ უდო ლატეკის „ბარსელონასთან“ — 2–1 დამარცხდა.
  11. „დინამოსთან“ მოთამაშე „სტანდარდის“ ამ ფორმაციის გუნდიდან, 1982 წლის ესპანეთის მუნდიალზე, ბელგიის ნაკრებში ხუთი ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის იყო გუნდის კაპიტანი — ერიკ გერეტსი (ნიდერლ. Eric Maria Gerets). ლიეჟელთა კარს, შემდეგში ცნობილი მეკარე — მიშელ პრიუდომი (ფრანგ. Michel Jean Georges Ghislain Preud'homme) იცავდა. ბელგიელების გარდა, გუნდში თამაშობდნენ ნიდერლანდელი ლეგიონერები, „აიაქსისა“ და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები — არი ჰაანი (ნიდერლ. Adrianus "Arie" Haan) და სიმონ ტაჰამატა, ასევე შვედი ფორვარდი — ბენი ვენდტი (შვედ. Benny Wendt) — „კაიზერსლაუტერნის“ (გერმ. 1. Fußball-Club Kaiserslautern e. V.) ყოფილი ფეხბურთელი (1977–1981) და 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე შვედეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.