გიორგი ლორია

ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia

გიორგი ლორია

გიორგი ლორია (დ. 27 იანვარი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, კვიპროსული საფეხბურთო კლუბის არადიპუს „ომონიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
გიორგი ლორია
Thumb
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ლორია
დაბადების
თარიღი
27 იანვარი, 1986 (1986-01-27) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი
საქართველოს სსრ
სსრ კავშირი
სიმაღლე 197 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ომონია არადიპუ
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1994–2002 ავაზა თბილისი
2002–2005 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2014 დინამო თბილისი 171 (0)
2014–2015 ოფი 25 (0)
2015 ოლიმპიაკოსი 0 (0)
2015–2018 კრილია სოვეტოვი 39 (0)
2017–2018   ანჟი მაჰაჩყალა 13 (0)
2019 მაგდებურგი 11 (0)
2019–2023 ანორთოსისი 111 (0)
2023–2024 დინამო თბილისი 26 (0)
2024– ომონია არადიპუ 22 (0)
ეროვნული ნაკრები
2007 საქართველო 21-წლ. 2 (0)
2008– საქართველო 78 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 თებერვალი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2023
დახურვა

კარიერა

საკლუბო კარიერა

Thumb
გიორგი ლორია 2016 წელს.

გიორგი ლორიამ თავისი საკლუბო კარიერის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა ლიგაში იასპარეზა.

17 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადავიდა, საიდანაც მთავარ გუნდში პირველად 2005 წელს ითამაშა.

„დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ, კლუბი 2014 წლის ივლისში დატოვა და თამაში ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო.

შემდეგ იყო პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, მაგრამ გუნდიდან მალევე წავიდა.

გამოდიოდა რუსეთის პრემიერლიგის სამარის „კრილია სოვეტოვში“, მაჰაჩყალის „ანჟიში“, მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“.

2019 წლის 4 ივლისს ხელი კვიპროსის „ანორთოსისთან“ კონტრაქტს მოაწერა, სადაც ოთხი სეზონი იყო გუნდის პირველი მეკარე.

ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის ივნისში ლორია თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა და სეზონის ბოლოს, ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. 2024 წლის 15 მაისს ლორიამ „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი ლორია თბილისის „დინამოს“ დაემშვიდობა და კარიერას არადიპუს „ომონიაში“ განაგრძობს — ტრანსფერი კვიპროსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.[1]

სანაკრებო კარიერა

2008 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.[2] პირველად ნაკრების მაისურით 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოდის მინდორზე. შეხვედრას ტალინის A. Le Coq Arena მასპინძლობს და მას 2500 ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მოედანზე ასეთი შემადგენლობით გამოდის: ლორია, ხიზანიშვილი, ლობჟანიძე, ნავალოვსკი, კვირკველია, ასათიანი, კობიაშვილი, ცქიტიშვილი, ალექსიძე, იაშვილი და ოდიკაძე. დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1–1 მთავრდება.[3]

სანაკრებო სტატისტიკა

განახლდა: 12 ოქტომბერი, 2023
მეტი ინფორმაცია ეროვნული ნაკრები, წელი ...
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველო
საქართველოს დროშა
200850
201020
201150
201250
201350
201470
201550
201640
201730
201870
201980
202060
202190
202251
202320
ჯამში780
დახურვა

მიღწევები

საკლუბო

კვიპროსის დროშა ანორთოსისი
კვიპროსის თასი
  • თასის მფლობელი: 2020–21
კვიპროსის სუპერთასი
  • ფინალისტი: 2021
საქართველოს დროშა დინამო თბილისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი
საქართველოს სუპერთასი
  • თასის მფლობელი (2): 2005–06, 2008–09
  • ფინალისტი (2): 2009–10, 2013–14

ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

მეტი ინფორმაცია თემატური საიტები ...
თემატური საიტები
AFS · BeSoccer · FlashScore.com · FootballFacts.ru · National Football Teams · Transfermarkt · Soccerway · UEFA.com
დახურვა

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.