Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მიხალ ბილეკი (ჩეხ. Michal Bílek; დ.13 აპრილი, 1965, პრაღა) — ჩეხი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, პოციზიით მარჯვენა ნახევარმცველი. 2014 წლის ივნისში დაინიშნა თბილისის „დინამოს“ თავკაცად,[1] თუმცა ევროტურნირებზე მისი ხელმძღვანელობით გუნდის ცუდად გამოსვლის შემდეგ „დინამო“ დატოვა, მისი ადგილი კახაბერ გოგიჩაიშვილმა დაიკავა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიხალ ბილეკი | ||
დაბადების თარიღი | 13 აპრილი, 1965 | ||
დაბადების ადგილი | პრაღა, ჩეხოსლოვაკია | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1973–1982 | სპარტა პრაღა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1982–1983 | სპარტა პრაღა | 13 | (0) |
1984–1985 | უნიონი ხები | 50 | (4) |
1986–1990 | სპარტა პრაღა | 135 | (32) |
1990–1992 | რეალ ბეტისი | 59 | (11) |
1992–1993 | სპარტა პრაღა | 28 | (5) |
1993–1996 | ვიქტორია ჟიჟკოვი | 91 | (20) |
1996–1998 | სპარტა პრაღა | 15 | (1) |
1998–2000 | ტეპლიცე | 76 | (11) |
სულ | 467 | (84) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1987–1992 | ჩეხოსლოვაკია | 32 | (11) |
1992–1995 | ჩეხეთი | 3 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2001 | ტეპლიცე | ||
2001–2002 | კატარხინესი | ||
2002–2003 | ჩეხეთი 19 წლ. | ||
2003–2006 | ხმელი ბლშანი | ||
2006 | ვიქტორია პლზენი | ||
2006–2008 | სპარტა პრაღა | ||
2008–2009 | რუჟომბეროკი | ||
2009–2013 | ჩეხეთი | ||
2014 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მიხაილ ბილეკის კარიერის ძირითადი ნაწილი უკავშირდება პრაღის „სპარტას“, სადაც მან ოთხი ცალკეული პერიოდის მანძილზე ითამაშა. მისი დებიუტი მშობლიურ კლუბში შედგა 17 წლის ასაკში. 1984 წელს გადავიდა „ხებში“, სადაც ერთი სეზონის მანძილზე 50 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 1985 წელს დაბრუნდა „სპარტაში“, საიდანაც 1990 წელს ესპანურ „რეალ ბეტისში“ გადავიდა, ეს იყო მისი პირველი ტრანსფერი უცხოურ კლუბში. იმის გამო, რომ „ბეტისი“ პრიმერა დივიზიონიდან დაქვეითდა, ბილეკი ისევ ჩეხეთში დაბრუნდა და „სპარტას“ გარდა ითამაშა ორ ჩეხურ კლუბში, ჟიჟკოვის „ვიქტორიაში“ და „ტეპლიცეში“. ამ უკანასკნელში 2000 წელს კარიერა დაასრულა.
ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ ნაკრებში პირველად 27 წლის ასაკში გამოიძახეს. მისი დებიუტი 1987 წლის 27 ოქტომბერს ბრატისლავაში შედგა პოლონეთის წინააღმდეგ, მატჩი ჩეხოსლოვაკიის გამარჯებით დასრულდა (3-1). მონაწილეობა მიიღო 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში. 2 გოლის გატანა შეძლო მეოთხედფინალებში. 1992 წლიდან იყო დამოუკიდებელი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წევრი, რომელთან ერთადაც 3 მატჩი ჩაატარა უგოლოდ, მისი ბოლო მატჩი იყო 1995 წლის 29 მარტს, ბელარუსის წინააღმდეგ.
სამწვრთნელო კარიერა დაიწყო „ტეპლიცეში“ 2001 წელს, იმავე წელს გადავიდა კოსტა-რიკის კლუბ „კატარხინესში“, 2002 წელს დაბრუნდა სამშობლოში და წვრთნიდა ჩეხეთის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს.[2][3] შემდეგ იყო ორი ჩეხური კლუბი, ბლშანის „ხმელი“, პლზენის „ვიქტორია“. 2006 წელს ბილეკმა შეცვალა პრაღის „სპარტას“ თავკაცი სტანისლავ გრიგა[4] და პირველივე სეზონში გუნდთან ერთად შეძლო გამბრინუს ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, შემდეგ სეზონში კი მეორე ადგილის დაკავება. 2008 წლის მაისში ბილეკმა „სპარტა“ დატოვა[5] და სლოვაკურ „რუჟომბეროკს“ ჩაუდგა სათავეში. 2009 წლის ოქტომბერში მიხალ ბილეკი დაინიშნა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად. მან ივან ჰაშეკი შეცვალა, რომელმაც 2010 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი განიცადა. ბილეკის თავკაცობის ჩეხეთის ნაკრებმა შეძლო ევრო 2012-ის მეოთხედფინალამდე გასვლა, სადაც მინიმალური ანგარიშით (1-0) დამარცხდა პორტუგალიასთან.[6] 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში მისი ადგილი იოსეფ პეშიცემ დაიკავა.[7]
2014 წლის ივნისში ბილეკმა ხელი მოაწერა ერთ წლიან კონტრაქტს თბილისის „დინამოსთან“.[8][9] 2013-14 წლების სეზონის პირველი ნახევარი „დინამოს“ თავკაცი ბილეკის თანამემამულე დუშან უჰრინი უმცროსი იყო, მეორე ნახევარი კი მალხაზ ჟვანია. 6 ივნისს კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დინამო არენის მედია დარბაზში ბილეკი წარადგინა კლუბის ახალ დირექტორ ირაკლი ზუხბაიასთან ერთად,[10][11] 7 ივნისს კი ანდრო ჟორდანიას სახელობის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.[12] 30 ივლისს ბილეკმა თანამდებობა დატოვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.