ინდოევროპული ოჯახის დასავლური გერმანული ენა From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისური ენა (თვითსახელწოდება ინგლ. English [ˈɪŋɡlɪʃ] — „ინგლისური“, ასევე English language) — ფრიზიულ ენათა ჯგუფს ეკუთვნის და ინდოევროპულ ენათა ქვეოჯახის, დასავლეთ გერმანიკული ენების შტოს წარმოადგენს.
ინგლისური English | |
გავრცელებულია | 67 ქვეყანა (იხ. ამავე სტატიაში ქვესათაური „ქვეყნები ოფიციალური სტატუსით“), სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანებები და ორგანიზაციები,
|
მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლ. ენა: დაახლ. 360-400 მლნ (2006 წ.) მეორე ენა: დაახლ. 400 მლნ მთლიანობაში: დაახლ. 600-700 მლნ კაცი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური (ინგლისური ვარიანტი) |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-en}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ინგლისური |
ინგლისური ენა ყველაზე ახლოს ფრიზიულ ენასთანაა. ასევე ენათესავება ნიდერლანდურ ენასა და გერმანული ენის დიალექტებს. გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებს სალიტერატურო გერმანულ ენასთანაც.
V საუკუნეში დღევანდელი დანიისა და ჩრდილოეთ გერმანიის ტერიტორიიდან ინგლისში გადმოსახლდნენ ანგლები, საქსები და იუტები. ამ ტომთა ენების, ან დიალექტების საფუძველზე ჩამოყალიბდა შერეული ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს. ინდოგერმანულ ენათა საწყისი ენა — პროტო-ინდოგერმანული ენა კი, სავარაუდოდ, ჩვ. წ. V საუკუნის დადგომამდე ბევრად ადრე, დაახლოებით, 5 ათასი წლის წინათ უნდა არსებულიყო.
ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა დღევანდელ მსოფლიოში და მას გლობალურ ან მსოფლიო ენასაც უწოდებენ. მართალია, მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდია ჩინური ენა, მაგრამ მას მშობლიურ ენად, უმთავრესად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები მიიჩნევენ.
სავარაუდოდ, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 380 მილიონს აღემატება. აქედან მოლაპარაკეთა ნახევარზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთის კუნძულებზე, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 360-370 მილიონ ადამიანზე მეტისთვის ინგლისური მეორე ენაა, რომლის შესწავლის აუცილებლობაც განპირობებულია ცალკეული ქვეყნების: ინდოეთის, პაკისტანის, ნიგერიის, კენიისა და სხვა სახელმწიფოების მრავალენოვნებით. ამ ქვეყნებში ინგლისური ზერეგიონალური კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მეორე ოფიციალური ენაა.
მრავალი ქვეყნის სკოლებში, სადაც ინგლისური არც პირველი და არც მეორე სახელმწიფო ენა არაა, მას სწავლობენ პირველ უცხო ენად, მეორე ან მესამე უცხო ენის დაწყებამდნენ. მეორე და მესამე ენები, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, მაგრამ ინგლისურს ყოველთვის სწავლობენ პირველი უცხო ენის სახით.
ინგლისური ენა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი ოფიციალური ენაა, ასევე — საერთაშორისო თემატური კონფერენციების სამუშაო ენაც.
ინგლისურ ენას ძალიან მდიდარი სიტყვის მარაგი აქვს, რომელიც ენის განვითარების პერიოდში მნიშვნელოვნად განივრცო და გაფართოვდა.
ინგლისური ენის სრული ლექსიკონი, „ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონი“ (Oxford English Dictionary, 13 ტომი, 1933), „ახალი ინგლისური ენის ლექსიკონი“ (A New English Dictionary on Historical Principles, 10 ტომი, 1884-1933; შევსებული გამოცემა) 500 ათას სიტყვას შეიცავს.
ენათმეცნიერთა შეფასებით, თანამედროვე ინგლისური ენაში, დაახლოებით, ერთ მილიონზე მეტი სიტყვაა. ამას ემატება უამრავი გამოთქმა სლენგიდან თუ დიალექტებიდან; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროდან შემოსული ცნებები და ტერმინები, რომელთა უმეტესი ნაწილი მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოიყენება.
ინგლისური ენის ლექსიკის დაახლოებით ერთი ნახევარი გერმანიკული (ძველი ინგლისური და სკანდინავიური), ხოლო მეორე ნახევარი – რომანული (ფრანგული და ლათინური) სიტყვებისაგან შედგება.
ბოლო ორი-სამი საუკუნის განმავლობაში ინგლისურ ენაში გამუდმებით შემოდიოდა ნასესხები სიტყვები არა მარტო ევროპული (ლათინური, ბერძნული, ფრანგული, სკანდინავიური) და აღმოსავლური წამყვანი ენებიდან (არაბული და სპარსული), არამედ ნაკლებად ცნობილი ენებიდანაც. სწორედ ამით აიხსნება დღევანდელი ინგლისური ლექსიკის დიდი მოცულობა.
ძველი ინგლისური ენიდან შემორჩა რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები, პირის ნაცვალსახელები, მრავალი არსებითი და ზედსართავი სახელი. ფრანგული ენიდან ინგლისურში, ძირითადად, ინტელექტუალური, განყენებული ცნებები შევიდა. მაგალითად, ფრანგული წარმოშობისაა რანგისა და სტატუსის გამომხატველი სიტყვები: duke (ჰერცოგი), marquis (მარკიზი) და baron (ბარონი).
მრავალრიცხოვანი ახალი სიტყვების წარმოქმნასა და ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა სხვადსახვა ლინგვისტურმა პროცესმა:
ინგლისური ენის ორთოგრაფია მნიშვნელოვნად განსხვავდება ორთოეპიისგან. ეს აიხსნება ისტორიულად განპირობებული ორი მიზეზით:
ორთოგრაფიასა და ორთოეპიას შორის არსებული განსხვავებები განსაკუთრებით თვალშისაცემია ექვსი სიტყვის მაგალითზე: bough, cough, thorough, thought, through და rough. მართლწერაში შემორჩენილი gh მომდინარეობს იმ დროიდან, როდესაც ეს ფონემა ჯერ კიდევ წარმოითქმოდა. ძველად gh-ს წამოთქვამდნენ ქართული ანბანის ასო-ბგერა ხარის მსგავსად. ცხადია, გერმანული და ინგლისური ენების მცოდნე იოლად გაავლებს პარალელს ინგლისურ daughter-სა და გერმანულ Tochter-ს შორის.
დანარჩენი შეუსაბამობები შეინიშნება ბგერა შ-ს დაწერის 14 ვარიანტში. მაგალითად, anxious, fission, fuchsia და ocean.
ფონემა მნიშვნელობის განმასხვავებელი უმცირესი მჟღერი ერთეულია. თეორიის მიხედვით, ფონემათა წერილობითი ფიქსაციით მაქსიმალურად უნდა დაფიქსირდეს ენის ჟღერადობრივი თვისებები. სიტყვა enough-ს აქვს ოთხი ფონემა და ექვსი ასო-ნიშნით იწერება. მსგავსი სურათია სიტყვა breath-ის შემთხვევაშიც: გვაქვს ოთხი ფონემა და ექვსი ასო-ნიშანი (იხ. ფონოლოგია).
ინგლისური ენის მნიშვნელოვანი ხმოვანი ფონემები ნაჩვენებია მუქი შრიფტით: bit, beat, bet, bate, bat, but, botany, bought, boat, boot, book და burr. ამ ფონემებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ საარტიკულაციო ადგილის მიხედვით. ოთხი ინგლისური ხმოვანი ბგერა (დიფტონგები) წარმოიქმნება ერთი საარტიკულაციო ადგილიდან მეორე, უფრო მაღალ ადგილზე გადასვლის შედეგად.
ინგლისური ენა XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა ლონდონური დიალექტის საფუძველზე. დღემდე მან განვითარების სამი საფეხური გაიარა. ეს ეტაპებია:
თანამედროვე ინგლისურის პერიოდი იყოფა ორ ქვეპერიოდად:
ინგლისურ ენაზე წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოიპოვება.
თანამედროვე ინგლისურ ენაში ფლექსია ნაკლებადაა განვითარებული.
გრამატიკის სახელმძღვანელოთა მრავალი ავტორი ინგლისური ენის სიტყვათა მარაგს 8 ნაწილად ჰყოფდა, ძველბერძნულ-ლათინური ტრადიციის შესაბამისად. ამის მიუხედავად, თანამედროვე გრამატიკოსებმა სცადეს ინგლისური ენის სხვაგვარად კლასიფიცირება. ამერიკელმა ლინგვისტმა ჩარლზ კარპენტერ ფრისმა (Charles Carpenter Fries) 1952 წელს თავის წიგნში „ინგლისური ენის სტრუქტურა“ (The Structure of English) სიტყვების უმეტესობა ოთხ დიდ კლასად დაყო.
ინგლისურ წინადადებაში სიტყვათა თანმიმდევრობა ფიქსირებულია. ორთოგრაფიაში მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია ტრადიციული ფორმები.
ა) ინგლისურ ენას აქვს ზმნის ორი კლასი:
ბ) ზმნებს be, have, need და dare სრული ზმნებივით აქვს ინფინიტური (განუსაზღვრელი) და პარტიციპული (მიმღეობითი) ფორმები; მაგრამ can, could, may, might, must, ought, shall, should, will და would ზმნებს არ გააჩნიათ აღნიშნული განუსაზღვრელი და მიმღეობითი ფორმები და მათ შეუძლიათ აწარმოონ ზმნის ფორმათა მხოლოდ გარკვეული, მეტად შეზღუდული რაოდენობა. სწორედ ინფინიტივის არქონის გამო, დასახელებისას ამგვარ ზმნებს წინ to-ს არ ურთავენ.
ფორმის სახელწოდება | თხრობითი ფორმა | უარყოფითი ფორმა | |
---|---|---|---|
ინფინიტივ-პრეზენსი (განუს. ფორმა, ახლ. დრო) | to work | not to work | |
ინფინიტივ-პრეზენსის განგრძობითი ფორმა | to be working | not to be working | |
ინფინიტივ-პერფექტი | to have worked | not to have worked | |
ინფინიტივ-პერფექტის განგრძობითი ფორმა | to have been working | not to have been working | |
პარტიციპ-პრეზენსი და გერუნდივი | working | not working | |
პარტიციპ-პერფექტი და გერუნდივი | having worked | not having worked | |
პარტიციპ-პერფექტი (წარსული დროის მაწარმოებელი) | worked | not worked |
დამოუკიდებელი და წესიერი ზმნები ნამყოსა და ნამყო მიმღეობით (პარტიციპ-პერფექტი) ფორმებს იწარმოებენ ინფინიტივზე -d-ს ან -ed-ის დართვით. ზმნის განუსაზღვრელი ფორმის ბოლო თანხმოვანი ზოგჯერ ორმაგდება (მაგ., ban, banned).
აწმყო მიმღეობისა (პარტიციპ-პრეზენსი) და გერუნდივის ფორმები ერთი საერთო წესის მიხედვით იწარმოება. კერძოდ, ზმნის ინფინიტივი დაირთავს -ing დაბოლოებას. თანხმოვანთა გაორმაგების წესი ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.
ა) ინგლისურ ზმნას, სხვა ენების მსგავსად, სამი დრო აქვს – აწმყო (ახლანდელი), ნამყო (წარსული) და მყოფადი (მომავალი); მაგრამ ინგლისურში ეს სამი დრო დამატებით ფორმებად იყოფა, რომელთაც დროის ფორმებს უწოდებენ.
დრო | დროის ფორმა | ნიმუში | |
---|---|---|---|
აწმყო present | განუსაზღვრელი simple განგრძობითი continuous სრული perfect სრული განგრძობითი perfect continuous | he works he is working he has worked he has been working | |
ნამყო past | განუსაზღვრელი simple განგრძობითი continuous სრული perfect სრული განგრძობითი perfect continuous | he worked he was working he had worked he had been working | |
მყოფადი future | განუსაზღვრელი simple განგრძობითი continuous სრული perfect სრული განგრძობითი perfect continuous | he will work he will be working he will have worked he will have been working | |
აწმყო present | პირობითი conditional პირობითი განგრძობითი conditional continuous | he would work he would be working | |
ნამყო perfect | პირობითი conditional პირობითი განგრძობითი conditional continuous | he would have worked he would have been working |
'ბ) თხრობითი წინადადებების მოკლე ფორმები
დამხმარე ზმნებს be, have, will, would მოკლე ფორმებიც აქვთ:
am = 'm,
have = 've,
will = 'll,
is = 's,
has = 's,
would = 'd,
are = 're,
had = d.
ზმნა has ფორმის შესამოკლებლად s გამოიყენება, ხოლო had და would ფორმებისთვის – d:
მოკლე ფორმები გამოიყენება ნაცვალსახელების, here, there, ზოგიერთი კითხვითი სიტყვის პატარა არსებითი სახელების შემდეგ:
თხრობითი წინადადების ბოლოში მოკლე ფორმა არ გამოიყენება:
ამ წინადადების ბოლოს შემოკლებული ფორმის – I'm გამოყენება სრულიად მიუღებელი იქნებოდა.
ზმნათა shall ან should, was და were ფორმებს არ გააჩნიათ შემოკლებები, მაგრამ სასაუბრო ენაში მათთვისაც არსებობს შემოკლებული ფორმები, რომლებიც ასე ისმის ზეპირ მეტყველებაში: [ʃl], [ʃəd], [wəs], [wə(r)].
გ) აქცენტირება, მახვილის დასმა
თავისი ფუნქციის შესრულებისას დამხმარე ზმნებს მახვილი არ დაესმის, ხოლო მთავარ (მნიშვნელობის მქონე) ზმნას მახვილს აქვს.
ა) ახლანდელი დროის აწმყო განუსაზღვრელის (present simple) ფორმა: მხოლობითი რიცხვის მესამე პირში does not ან doesn't + ინფინიტივი: სხვა პირებში do not ან don't + ინფინიტივი.
სასაუბრო ენაში ხშირია შემოკლებული ფორმების გამოყენება:
უარყოფითი წინადადების მისაღებად, დამხმარე ზმნის შემდეგ not ემატება. სასაუბრო მეტყველებაში ხშირია შემოკლებები:
ბ) მოკლე ფორმები უარყოფით წინადადებებში.
დამხმარე ზმნები be, have, will, would, shall, should, do შემოკლდებიან შემდეგნაირად:
have not და has not ფორმების შემოკლებული ვარიანტებია haven't და hasn't, ხოლო სრული დროის (Perfect) მოკლე ფორმებია: 've not და 's not:
შემოკლებული will not ორიდან ერთ-ერთ ფორმას იღებს: won't ან 'll not.
გ) ინგლისურ ენაში უარყოფითი წინადადება შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ერთ უარყოფას. ინგლისურ წინადადებაში ორმაგი უარყოფა წინადადების აზრს ატრიალებს საპირისპირო მნიშვნელობით და დადებითი შინაარსის გამოდის: Nobody did nothing (სიტყვასიტყვით თარგმანში „არავინ აკეთებდა არაფერს“), ინგლისელი გულისხმობს, რომ „ყველა რაღაცას აკეთებდა“ ანუ „უსაქმოდ არავინ იყო“.
ასეთივე მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვები: never, no (ზედსართავი სახელი), none, nobody, no one, nothing, hardly, hardly ever და მისთ.:
ა) აწმყო განსუზღვრელი დროის კითხვითი ფორმა: does he (she, it) + ინფინიტივი; do I (you, we, they) + ინფინიტივი.
ნამყო განსუზღვრელი დროის კითხვითი ფორმა: did + ქვემდებარე (არსებითი სახელი) + ინფინიტივი.
მაგ.:
ყველა სხვა დანარჩენ დროში კითხვითი ფორმები იწარმოება დამხმარე ზმნის შემდეგ ქვემდებარის (არსებითი სახელის) მოთავსებით:
ბ) დამხმარე ზმნების შემოკლებული ფორმები კითხვით წინადადებებში
კითხვითი სიტყვების შემდეგ: how, what, who, where და why, შეიძლება გამოვიყენოთ am, is, are, have, had, will და would-ის მოკლე ფორმები:
სიტყვა where-ის შემდეგ დამხმარე ზმნა will შეიძლება ასე შემოკლდეს:
თუ ზმნა პირველ ადგილზეა წინადადებაში, მაშინ დაწერისას არ გამოვიყენებთ მოკლე ფორმას. გამონაკლისია მხოლოდ უარყოფით-კითხვითი ფორმები. მეტყველებაში შემოკლებები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნაწერში.
Shall, should, do და did ფორმებს შემოკლებები არ გააჩნია. თუმცა აქაც არის მცირე გამონაკლისი do-ს სახით: do you ზოგჯერ d'you ფორმით გვხვდება. ზეპირ მეტყველებაში shall, shoud და do you ფორმები შეიძლება ასე შეამოკლონ ხოლმე: [ʃl, ʃəd, dju:].
გ) კითხვითი ფორმები გამოიყენება შეკითხვის დასასმელად. გამონაკლისი შემთხვევებია:
დ) თხოვნა ასევე გამოიხატება კითხვითი ფორმით:
ზმნის კითხვითი ფორმა თხოვნის მტკიცებით ფორმად გარდაიქმნება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს თხოვნა I wonder, I was wondering ანდა Do you think ფრაზით იწყება:
მაგრამ: I wonder if you could give me a hand. I was wondering if you could give me a hand. I wondered if you could give me a hand.
ანდა: Do you think you could give me a hand?
ირიბად თქმისას ეს პრობლემა არ არსებობს, რადგან ირიბი თხოვნა შეიძლება გამოვხატოთ ზმნაზე ask ობიექტისა და ინფინიტივის დართვით:
ask + ობიექტი + ზმნის განუსაზღვრელი ფორმა.
ე) კითხვითი ფორმა გამოიყენება question tags-ში ნეგირებული ზნის შემდეგ:
ვ) თუ წინადადების თავშია ისეთი სიტყვები ან გამოთქმები, როგორიცაა: never, rarely, seldom, only when, only by, not only, not till, განსაკუთრებული აზრობრივი აქცენტის დასასმელად, მაშინ მომდევნო სრული ზმნა ინვერტირებულ (კითხვით) ფორმაში გამოიყენება:
ა) ეს ფორმა იწარმოება not-ის დასმით კითხვითი ფორმის შემდეგ:
ამ ფორმას, თითქმის, ყოველთვის შემოკლებული სახით გამოიყენებენ:
not დგას ამჯერად სუბიექტის წინ.
ფორმას am I not? გააჩნია არაწესიერი (უწესო) შემოკლებული ფორმა aren't I?
ბ) უარყოფით-კითხვითი ფორმების გამოყენება შეიძლება, თუ მოსაუბრე დადებით პასუხს ელის:
გ) უარყოფით-კითხვითი ფორმები გამოიყენება აგრეთვე (question tags-ში) დადებითი წინადადების შემდეგ:
ინგლისური ენა განასხვავებს დამხმარე ზმნებს. ესენია:
ცნება „დამხმარე ზმნა“ დამკვიდრდა იმის გამო, რომ ამ ზმნების მეშვეობით წინადადებაში შესაძლებელია რთული შედგენილი დროების წარმოება. დამხმარე ზმნა ერთვის ძირითადი საუღლებელი ზმნის პირველ, მეორე ანდა მესამე ფორმებს (infinitive, present participle და present perfect):
როდესაც დამხმარე ზმნა დაერთვის ძირითადი საუღლებელი ზმნის საწყის ფორმას, იგი გამოხატავს ნებართვას, შესაძლებლობას, ვალდებულებასა და ა.შ.
მოდალური დამხმარე ზმნების ცალკე დასახელებისას მათ to-ს არ დაურთავენ.
ენათმეცნიერული კონვენციის თანახმად, ცალკე დასახელებისას ნახევრადმოდალური used არ დაირთავს to-ს. ეს წესი არ შეეხება ამ ზმნის ინფინიტიურ ფორმას.
ა) to be, to have და to do დამოუკიდებელ ზმნებადაც არსებობენ წინადადებაში. თუმცა ძალიან ხშირად მათ დამხმარე ზმნის ფუნქცია აკისრიათ.
მთავარი დამხმარე ზმნები | ინფინიტივი | პრეზენსი | პრეტერიტუმი | პარტიციპ-პრეზენსი (წარსულის მეშველი სიტყვა) | |
---|---|---|---|---|---|
ყოფნა | to be | am, is, are | was, were | been | |
ქონა, ყოლა | to have | have, has | had | had | |
ქმნა, კეთება, ჩადენა | to do | do, does | did | done |
მოცემულ ზმნათა მნიშვნელობების თარგმნა შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როცა მათ დამოუკიდებელი ფუნქცია აკისრიათ. თუკი ისინი მხოლოდ მორფოლოგიურ ფუნქციას ასრულებენ, მაშინ მთავარი საუღლებელი ზმნის მნიშვნელობას განავრცობენ ან აზუსტებენ დროის, პირისა თუ რიცხვის შესაბამისად. სწორედ ამ თვისების გამო უწოდებენ მათ დამხმარე ზმნებს.
be და do დამხმარე ზმნები უარყოფითსა და კითხვით ფორმებში შემდეგ სქემას ემორჩილებიან:
უარყოფითი ფორმა, ზმნა + not:
კითხვითი ფორმა, სუბიექტი + ზმნა:
Have დამხმარე ზმნების ასეთ წყობას მისდევს:
ზოგჯერ გამოიყენება do/did ფორმებიც:
be მოითხოვს სრულ ინფინიტურ ფორმას (to + ინფინიტივი):
have მოითხოვს აგრეთვე სრულ ინფინიტურ ფორმას, გარდა ორი კონსტრუქციისა (იხ. თავი „have+ობიექტი+პარტიციპ-პერფექტი“, „have+ობიექტი+პარტიციპ-პრეზენსი“).
do ინფინიტივს უკავშირდება to-ს დაურთველად:
თუ be, have და do დამხმარე ზმნებადაა გამოიყენებული, საჭიროა ზმნის პირველი (infinitive) ანდა მესამე (participle) ფორმა იმის მიუხედავად, რომ ეს ფორმები პასუხებსა და კომენტარებში იგულისხმება:
be, have და do ზმნების გამოყენება შეიძლება სრული (დამოუკიდებელი) ზმნების სახით. ამ შემთხვევაში, მათ საკუთრივი მნიშვნელობა უნარჩუნდება:
ამ შემთხვევაში be, have, do ზმნები ცალკე უნდა იდგნენ:
თვითონ do იუღლება do-სავე მეშვეობით:
ხოლო ზმნა have შეიძლება ორნაირად ვაუღლოთ:
ბ) Can, could, may, might, must, ought, will, would, shall და should (დამხმარე მოდალური ზმნები)
დამხმარე მოდალური ზმნები მხოლობითი რიცხვის მესამე პირში დაბოლოება s-ს არ დაირთავს:
I must, he must, I can, he can
ისინი უარყოფით და კითხვით ფორმებს შემდეგი ნიმუშის მიხედვით აწარმოებენ:
Will not he...? Will he...?
Ought not he...? Ought he...?
საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოდალურ ზმნებს არ გააჩნია წარსულის ფორმები; მიუხედავად იმისა, რომ could, might, should, would ფორმები არსებობს, მათი გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია.
მოდალურ ზმნებს არ გააჩნია ინფინიტური ფორმები, მიმღეობები და ამ მიზეზის გამო, შეუძლებელია მათი განგრძობით ფორმაში (contnuous form) ჩასმა და გამოყენება. Ought-ის გარდა, ყველა მოდალურ ზმნას მხოლოდ ინფინიტივი მოსდევს:
მაგრამ:
მოდალური ზმნა ყოველთვის მოითხოვს ინფინიტივს, რომელიც ზოგჯერ იგულისხმება.
გ) need, dare და used (ნახევრადმოდალური ზმნები)
თუ used და dare ზმნები დამხმარე ზმნების ფუნქციას ასრულებენ, მაშინ ისინი მხოლოდ ინფინიტივს შეერწყმიან წინადადებაში.
He need not wait.
Need და dare შეიძლება გამოვიყენოთ დამოუკიდებელ ზმნებად:
Used (ზოგჯერ used to) წარსულის საწარმოებლად გამოიყენება. უარყოფითი ანდა კითხვითი ფორმა ასეთია:
მიუხედავად იმისა, რომ ზმნა used-ს არა აქვს ინფინიტივი, მაინც გაიგონებთ ასეთი სახით:
Didn't he use to?
Did she use to?
მოკლე კითხვა-პასუხით მიმდინარე საუბარში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დამხმარე ზმნების გამოყენება შესაბამისი ფორმებით. თანამოსაუბრის მიერ ნახსენები ზმნის გამეორების თავიდან ასაცილებლად, როდესაც საჭიროა დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა (დათანხმება, არდათანხმება, შენიშვნის უარყოფა ან განვრცობა და ა.შ.), გამოიყენება დამხმარე ზმნა.
კითხვები, რომლებიც პასუხად „დიახ“ ან „არა“-ს მოითხოვენ (შემდეგი სახის შეკითხვებია: Do you smoke? Can you ride a bicycle?), საჭიროებენ სიტყვებზე yes ანდა no + დამხმარე ზმნით პასუხის გაცემას. არსებითი სახელით გამოხატულ სახელს შეცვლის ნაცვალსახელი. ნაცვალსახელით გამოხატული ქვემდებარეები შეიძლება შეიცვალონ ისე, როგორც მაგალითებშია მოცემული:
თუ კითხვით წინადადებაში ერთზე მეტი დამხმარე ზმნაა, პასუხში გამოიყენება პირველი დამხმარე ზმნა:
"Should he have gone?" "Yes, he should (have (done))."
ისეთი დამხმარე ზმნების შემცველი კითხვითი წინადადებები, როგორიცაა must I / he და ა.შ. ან need I / he და ა.შ. ასეთ პასუხს მოითხოვენ:
Yes, you (he, she და ა.შ.) must.
ანდა:
No, you (he, she და ა.შ.) needn't:
"Must I take all these pills?" "Yes, you must."
"Need I take all these pills?" "No, you needn't."
პასუხად მხოლოდ yes-ის ან no-ს თქმა არათავაზიანად ჟღერს და ინგლისელის ყურისთვის ძალიან უხეშ პასუხად აღიქმება.
ა) დადებითი (affirmative) შინაარსის თხრობით წინადადებაზე პასუხის გაცემა შეიძლება ამგვარად: yes / so / of course + დამხმარე ზმნის თანხმობის გამომხატველი ფორმა. წინადადებაში ნახსენები დამხმარე ზმნა პასუხში მეორდება. თუ წინადადება არ შეიცავდა დამხმარე ზმნას, მაშინ პასუხში დამხმარე ზმნის ის ფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც მოითხოვს პირველ წინადადებაში არსებული დამოუკიდებელი ზმნა (do, does ან did):
ბ) უარყოფითი შინაარსის წინადადებაზე შედავება, შეკამათება ან საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა ასე შეიძლება: yes, oh yes + დამხმარე ზმნის თანხმობის გამომხატველი ფორმა. ამ დროს დამხმარე ზმნა განსაკუთრებულად ხაზგასმით წარმოითქმის აქცენტირების საშუალებით:
გ) უარყოფითი (negative) შინაარსის წინადადებისთვის იწარმოება no + დამხმარე ზმნის უარის გამომხატველი ფორმა, რომელიც დასტურს გამოხატავს (თუ პასუხის გაცემისას დამხმარე ზმნის თანხმობის გამომხატველი ფორმა გამოვიყენებთ, შინაარსობრივად გამოგვივა, რომ არ ვეთანხმებით თანამოსაუბრეს):
დ) დადებითი (affirmative) შინაარსის თხრობითი წინადადება შეგვიძლია უარვყოთ no/oh no + დამხმარე ზმნის უარის გამომხატველი ფორმის მეშვეობით:
კავშირის but გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც თანამოსაუბრე არ ეთანხმება კითხვითი წინადადებით გამოთქმულ აზრს:
Question tag ეწოდება ყოველთვის წინადადების ბოლოს მოთავსებულ მოკლე კითხვით ფრაზას. თმცა ინგლისურად question tag-ის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენიც დამხმარე ზმნაა, ქართულში მათი ზუსტი თარგმანი სიტუაციურად შეიძლება იყოს: „განა არა?“ ან უბრალოდ „არა?“ ზოგჯერ კი „ხომ“. ინგლისურში ამ მოკლე კითხვითი ფრაზის ფუნქციაა მოსაუბრისგან დასტურის მიღება გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით.
კითხვითი ფრაზა იმავე დამხმარე ზმნით იწარმოება, რომელიც გამოყენებულია მთავარ წინადადებაში. თუ მთავარი წინადადება მტკიცებითი (დადებითი) შინაარსისაა, მაშინ კითხვითი ფრაზა უარყოფითი უნდა იყოს. თუ მთავარი წინადადება უარყოფითი შინაარსისაა, მაშინ კითხვითი ფრაზა მტკიცებითი (დადებითი) შინაარსის უნდა იყოს. მაგალითად:
რიცხვი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი | რიგობითი რიცხვითი სახელი | რიცხვი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი | რიგობითი რიცხვითი სახელი | რიცხვი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი | რიგობითი რიცხვითი სახელი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | one | 1st — first | 20 | twenty | 20th — twentieth | 110 | (one) hundred-(and)-ten | (one) hundred-(and)-tenth |
2 | two | 2nd — second | 21 | twenty-one | 21st — twenty-first | 120 | (one) hundred-(and)-twenty | (one) hundred-(and)-twentieth |
3 | three | 3rd — third | 30 | thirty | thirtieth | 130 | (one) hundred-(and)-thirty | (one) hundred-(and)-thirtieth |
4 | four | 4th —fourth | 40 | forty | fortieth | 140 | (one) hundred-(and)-forty | (one) hundred-(and)-fortieth |
5 | five | 5th — fifth | 50 | fifty | fiftieth | 150 | (one) hundred-(and)-fifty | (one) hundred-(and)-fiftieth |
6 | six | 6th — sixth | 60 | sixty | sixtieth | 160 | (one) hundred-(and)-sixty | (one) hundred-(and)-sixtieth |
7 | seven | 7th — seventh | 70 | seventy | seventieth | 170 | (one) hundred-(and)-seventieth | (one) hundred-(and)-seventieth |
8 | eight | 8th — eighth | 80 | eighty | eightieth | 180 | (one) hundred-(and)-eighty | (one) hundred-(and)-eightieth |
9 | nine | 9th — ninth | 90 | ninety | ninetieth | 190 | (one) hundred-(and)-ninety | (one) hundred-(and)-ninetieth |
10 | ten | 10th — tenth | 100 | (one) hundred | hundredth | 200 | two hundred | two hundredth |
11 | eleven | 11th — eleventh | 101 | (one) hundred-(and)-one | (one) hundred-(and)-first | 210 | two hundred-(and)-ten | two hundred-(and)-tenth |
12 | twelve | 12th — twelfth | 102 | (one) hundred-(and)-two | (one) hundred-(and)-second | 220 | two hundred-(and)-twenty | two hundred-(and)-twenty |
13 | thirteen | 13th — thirteenth | 103 | (one) hundred-(and)-three | (one) hundred-(and)-third | 300 | three hundred | three hundredth |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.