Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
არაბული ენა (არაბულად, თვითსახელრქმევით اَللُّغَةُ اَلْعَرَبِيَّة, al-luġatu al-ʿarabiyya‚ ‚არაბული ენა‘, მოკლე ფორმა العربية, al-ʿarabiyya ‚არაბული‘,) — აფროაზიური ენათა ოჯახის სემიტური შტოს ყველაზე უფრო გავრცელებული ენა, რომლის ზერეგიონული სალიტერატურო ფორმა ფუსჰა (الفصحى / Fuṣḥā) გაერთიანებული ენების ორგანიზაციის 6 ენთაგან ერთ-ერთ ოფიციალურ სამუშაო ენას წარმოადგენს.
არაბულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი სავარაუდოდ 206 მილიონი კაცი ამ ენას მშობლიურ ენად მიიჩნევს, ხოლო 246 მილიონი ადამიანი კი მას მეორე ან მესამე ენად მიიჩნევს. არაბული ენა მსოფლიო ენად საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა უწინარესად ღვთისმსახურების ენის ფუნქციის გამო. თანამედროვე არაბული ენის სტანდარტული ვარიანტი ეფუძნება კლასიკურ არაბულს, - ყურანისა და პოეზიის ენას და იგი ძლიერ განსხვავდება ამ ენისავე სამეტყველო ვარიანტებისაგან.
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი: ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო, ერაყი, საუდის არაბეთი, სუდანი, იემენი, სირია.
არაბული ენა უძველესი დროიდანვე გამოირჩეობა დიალექტური დანაწევრებით. თანამედროვე სალაპარაკო არაბული დიალექტების 5 ძირითად ჯგუფად იყოფა: აღმოსავლური (მესოპოტამია), არავიული (საუდის არაბეთი ), ცენტრალურარაბული, ეგვიპტურ-სუდანური, ჩრდილოაფრიკული (მაღრიბის ქვეყნები).
ლიტერატურული არაბული ენა ერთიანია. არაბულის კლასიკური ფორმა ჩამოყალიბდა V-VI სს-ის ისლამამდელი პოეზიაში და VII ს-ის ყურანის ენაში. არაბული ენის უძველესი წერილობითი ძეგლებია საბეური ანბანით (ძვ.წ. V - ახ.წ. IV სს.) შესრულებული სამუდის, ლიხიანის და საფის წარწერები, ნაბატეური დამწერლობით (IV ს.) შესრულებული ნებარული წარწერები და სხვა. კლასიკური არაბულის უძველესი წერილობითი ნიმუშია არაბული გრაფიკით გაფორმებული ყურანი (VII ს.).
...
ფრაზები და სიტყვები
რიცხვები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.