დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ცნობილი როგორც გაერთიანებული სამეფო (UK ან U.K.)[10] ან დიდი ბრიტანეთი — სუვერენული სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მოიცავს კუნძულ დიდი ბრიტანეთს, კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს და მრავალ პატარა კუნძულს.[11] მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს — ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, აღმოსავლეთით - ჩრდილოეთის ზღვით, სამხრეთით - ლა-მანშის სრუტითა და სამხრეთ-დასავლეთით - კელტების ზღვით. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ერთმანეთისგან ირლანდიის ზღვა ჰყოფს. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით. გააჩნია მსოფლიოში მე-12 ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი. ფართობი – 240,000 კმ2
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო United Kingdom of Great Britain and Northern Ireland გაერთიანებული სამეფო |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: „God Save the King“[1] |
||||||
გაერთიანებული სამეფოს მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ლონდონი 51°30′ ჩ. გ. 0°07′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
აღიარებული რეგიონული ენები | შოტლანდიური, ოლსტერულ-შოტლანდიური, უელსური, კორნული, ირლანდიური, შოტლანდიურ-გელური[2] | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ბრიტანელი, ბრიტონი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ჩარლზ III | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | კირ სტარმერი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | ლორდთა პალატა | ||||
- | ქვედა პალატა | თემთა პალატა | ||||
ფორმირება | ||||||
- | უნიის აქტი 1707 | 1 მაისი, 1707 | ||||
- | უნიის აქტი 1800 | 1 იანვარი, 1801 | ||||
- | ანგლო-ირლანდიური ხელშეკრულება |
6 დეკემბერი, 1922 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 242,495[4] კმ2 (78-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.34 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასება | 67 886 004[5] (22-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 63 182 178[6] (22-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 270.7 კაცი/კმ2 (50-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2019 შეფასება | |||||
- | სულ | $3.131 ტრილიონი[7] (მე-9) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $46 827[7] (26-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2019 შეფასება | |||||
- | სულ | $2.744[7] ჯინის წელი = 2018 (მე-6) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $41 030[7] (მე-20) | ||||
ჯინი | 33.5[8] საშუალო · 33-ე |
|||||
აგი (2018) | 0.920[9] ძალიან მაღალი · მე-15 |
|||||
ვალუტა | გირვანქა სტერლინგი (GBP ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 (UTC) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+01:00 (UTC+1) | ||||
თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
მოძრაობა | მარცხენა | |||||
სატელეფონო კოდი | +44 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .uk |
მმართველობის მხრივ არის უნიტარული საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია.[12][13] ამჟამინდელი მონარქია მეფე ჩარლზ III. დედაქალაქი არის ლონდონი, გლობალური ქალაქი და ფინანსური ცენტრი 10.3 მილიონი მცხოვრებით.[14]
გაერთიანებულ სამეფოში შედის ოთხი ქვეყანა: ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია.[15] მათი დედაქალაქები, შესაბამისად, არის: ლონდონი, ედინბურგი, კარდიფი და ბელფასტი. ინგლისის გარდა, ქვეყნებს აქვთ თავიანთი ჩამოყალიბებული მთავრობები,[16] თითოეული განსხვავებული უფლებამოსილებით.[17][18] სხვა ძირითად ქალაქებს მიეკუთვნება: ბირმინგემი, გლაზგო, ლიდზი, ლივერპული და მანჩესტერი.
ახლომდებარე მენი, გერნზი და ჯერზი გაერთიანებულ სამეფოს არ ეკუთვნის; ისინი წარმოადგენენ სამეფოს დაქვემდებარებაში მყოფ გვირგვინის მიწებს, რომელთა წარმომადგენელი და მცველი დიდი ბრიტანეთის მთავრობაა.[19] ბრიტანეთის გავლენა მკაფიოდ შეინიშნება მისი ყოფილი კოლონიების ენაში, კულტურასა და პოლიტიკურ სისტემაში.[20][21][22][23][24] ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მსოფლიოში მე-6 უდიდესია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუტის (PPP) მიხედვით მე-9 ადგილს იკავებს. გააჩნია მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა და ადამიანის განვითარების ინდექსის ძალიან მაღალი რეიტინგი (მსოფლიოში მე-14 ადგილი). იყო მსოფლიოში პირველი ინდუსტრიული ქვეყანა და უპირველესი ძალა XIX-XX საუკუნეების დასაწყისში.[25][26] დიდი ბრიტანეთი რჩება დიდ ძალად, საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო, სამეცნიერო და პოლიტიკური გავლენით.[27][28] არის ბირთვული კლუბის წევრი; სამხედრო ხარჯების მიხედვით იკავეს მსოფლიოს მე-6 პოზიციას.[29] 1946 წლის პირველი სესიიდან მოყოლებული, არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.
გაერთიანებული სამეფო არის ერთა თანამეგობრობის, ევროპის საბჭოს, დიდი შვიდეულის, დიდი ოცეულის, ნატოს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ინტერპოლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოწინავე წევრი. იგი 1973 წლის 1 იანვრიდან, 47 წლის განმავლობაში, 2020 წლის 31 იანვრამდე იყო ევროკავშირის წევრი.
სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად - UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.
- ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული“, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი აიხსნას კელტური ქალღმერთის — ბრიგიდის სახელის მიხედვით.
- ქვეყნის კოდი — GB.
ისტორია
XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებსა და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.
გეოგრაფია და ბუნება
გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.
გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245 000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვას შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.
- ფართობი — 244 013 კვ. კმ. საზღვრები: მთლიანი — 8257 კმ; ინგლისი და უელსი — 3880 კმ; შოტლანდია — 4023 კმ; ჩრდილოეთი ირლანდია — 354 კმ. გეოგრაფიული რაიონები — შოტლანდიისა და ანტრიმის მაღლობები, ტბათა რაიონი, ლეინისა და გოუერის ნახევარკუნძულები.
- ბუნება: მთათა სისტემები — ბრეკონ-ბიკონსი, კამბრიის მთები, გრამპიანი, პენინები. უმაღლესი მწვერვალი — ბენ-ნევისი 1344 მ; მთ. მდინარეები (კმ) — ბანი, დიი, ერნი, სევერნი, თემზა 338; უდ. ტბა (კვ.კმ) — ლოხ-ნესი 396; მთავარი კუნძულები (კვ. კმ) — დიდი ბრიტანეთი 229 885, ირლანდია 14 120 (სულ 84 420), ჰებრიდის კუნძულები 7283, შოტლანდიის კუნძულები 1433, ორკნის კუნძულები 976; კლიმატი — ოკეანური, ზომიერი.
- ბუნებრივი რესურსები — ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, კალა, კირქვა, რკინის მადანი, მარილი, თიხა, ცარცი, თაბაშირი, ტყვია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო წყობა
- სიმბოლოები: ჰიმნი — God Save the King (Queen); სამეფო დევიზი - Dieu et mon droit.
- პოლიტიკური სისტემა — უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური — ბრიტანეთში მეფობენ უინძორთა დინასტიის წარმომადგენლები. მე-20 საუკუნის მონარქები: ედუარდ VII (1901-10), ჯორჯ V (1910-36), ედუარდ VIII (1936), ჯორჯ V (1936-52), დედოფალი ელისაბედ II (ELIZABETH II, რიგით მე-40 ბრიტანელი მონარქი, ტახტზეა1952 წლიდან).
- მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი (2016).
- საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი: ლორდთა პალატა (738 წევრი) და თემთა პალატა (646 წევრი).
- პარტიები — კონსერვატიული პარტია (ლიდერი ტერეზა მეი, დაარს. მე-17 საუკუნის ბოლოს), ლეიბორისტული პარტია, ლიდერი ჯერემი კორბინი, დაარს. 1890, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (ლიდერი ტიმ ფერონი). მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, 2016 წლიდან, ტერეზა მეი.
ადმინისტრაციული დაყოფა
გაერთიანებული სამეფო არის ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია: გერნსი, ჯერსი და მენი, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.
- სამფლობელოები. დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე მცირე სამფლობელო: ანგილია; ბერმუდის კუნძულები; ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები; კაიმანის კუნძულები; ფოლკლენდის კუნძულები; გიბრალტარი; მონსერატი; პიტკერნის კუნძულები; წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია; სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები; ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია; ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები.
დემოგრაფია
აღწერა გაერთიანებული სამეფოს ყველა წევრ ქვეყანაში ერთად, ათ წელიწადში ერთხელ ტარდება.[30] 63 181 775 მოსახლეობით (2011 წლის აღწერით),[31] სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში, ხოლო 22-ე უდიდესი – მსოფლიოში. ძირითადი მკვიდრნი არიან ინგლისელები (81,5 %), შოტლანდიელები (9,6 %), ირლანდიელები (2,4 %), უელსელები (1,9 %) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8 %). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩავიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91 % ცხოვრობს ქალაქში.
ინგლისის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით დაახლოებით 53 მილიონია.[32] ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა: 2015 წლის შუა პერიოდში 420 ადამიანი ცხოვრობდა კვადრატულ კილომეტრზე.[33] განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულია ლონდონი და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.[34] 2011 წლის აღწერის შედეგად შოტლანდიის მოსახლეობამ 5.3 მილიონი შეადგინა,[35] უელსმა – 3.06 მილიონი, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიამ – 1,81 მილიონით.[32]
2017 წელს საშუალო შობადობის მაჩვენებელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით შეადგენდა 1.7 ბავშვს/ქალზე.[36] აღნიშნული მაჩვენებელი 1964 (2.95 ბავშვი/ქალზე)[37] და 1815 (6.02 ბავშვი/ქალზე)[38] წლების შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა აღემატება 2001 წლის (1.63 ბავშვი/ქალზე) მაჩვენებელს.[39] 2011 წელს, ახალშობილთა 47.3% დაუქორწინებელ ქალებზე მოდიოდა.[40] 2018 წელს გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენდა 41.7 წელს.[41]
- რელიგია — ანგლიკანიზმი, კათოლიციზმი, პრესვიტერიანიზმი.
- ქალაქები (ათ.) — ლონდონი (7.418, აგლომ. — 11.219), გლაზგო (1.099, აგლომ. — 1.361), ბირმინგემი (972, აგლომ. — 3.193), მანჩესტერი (390), ლივერპული (462), ედინბურგი (460, აგლომ. — 664), შეფილდი (418, აგლომ. — 1.102), ლიდსი (417, აგლომ. — 1.493), ბრისტოლი (406, აგლომ. — 614).
ენა
გაერთიანებული სამეფოს დე-ფაქტო ენა არის ინგლისური.[44][45] დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 95% არის ინგლისურენოვანი მონოლენგუალი.[46] სამხრეთ აფრიკულ ენებზე, მათ შორის, პენჯატურ, ჰინდურ, ბენგალურ და გუჯარათულ ენებზე მოსაუბრეები, ქმნიან გაერთიანებული სამეფოს უდიდეს ლინგვისტურ ჯგუფს (ანგლოფონების გარდა), რომელშიც მთლიანი მოსახლეობის 2.7% შედის.[46] 2011 წლის აღწერის მიხედვით, ლინგვისტურ უმცირესობებს შორის მეორე ყველაზე გამოყენებადი ენაა პოლონური, რომელზეც 546,000 საუბრობს.[47]
გაერთიანებულ სამეფოში ვხვდებით სამ ძირძველ კელტურ ენას: უელსურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ-გელურ ენებს. სამეფოში ცდილობენ კორნული ენის, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს გაქრა, როგორც მშობლიური ენა, აღორძინებას: ვხვდებით მცირე ჯგუფს, რომლის წევრებიც კორნულს მეორე ენის სტატუსით ფლობენ.[48][49][50][51] 2011 წლის აღწერის მონაცემებით, უელსის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედმა (19%) თქვა, რომ მათ შეეძლოთ უელსურად საუბარი.[52][53] გარდა ამისა, დადგენილია, რომ ინგლისში დაახლოებით 200 000 ადამიანს შეუძლია უელსურად საუბარი.[54] ამავე აღწერის დროს ჩრდილოეთ ირლანდიაში 167,487 ადამიანი (10.4%) აცხადებდა, რომ ისინი „ირლანდიურს გარკვეულ დონეზე ფლობდნენ“. შოტლანდიაში 92000-ზე მეტმა ადამიანმა (მოსახლეობის მხოლოდ 2% -ზე ნაკლები) გარკვეულ დონეზე იცოდა გელური ენა, მათ შორის 72% ცხოვრობს გარე ჰებრიდებში.[55] სამეფოში იზრდება იმ ბავშები რიცხვი, რომლებიც უელსურ ან შოტლანდიურ-გელურ ენებს სწავლობენ.[56]
რელიგია
ამჟამინდელი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიებზე უკვე 1400 წელია, რაც ქრისტიენული რელიგიები დომინირებენ.[57] მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა რელიგიურ მრწამსს ჯერ კიდევ ქრისტიანობას უკავშირებს, ეკლესიის რეგულარული დასწრება მკვეთრად დაეცა XX საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ,[58] ხოლო ემიგრაციამ და დემოგრაფიულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო სხვა სარწმუნოების, განსაკუთრებით, ისლამის, ზრდას.[59]
2001 წლის აღწერის მიხედვით, გამოკითხულთა 71.6%-მა აღნიშნა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, შემდეგი მოდიოდნენ ისლამის (2.8%), ინდუიზმის (1.0%), სიქიზმის (0.6%), იუდაიზმის (0,5%), ბუდიზმის (0.3%) და ყველა სხვა რელიგიის (0.3%) მიმდევრები. გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ისინი არცერთ ერლიგიას მისდევდნენ, ხოლო 7%-მა გამოკითვაში მონაწილეობაზე უარი თქვა.[60] 2007 წელს ტარფუნდის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ კვირას ეკლესიაში დაახლოებით ერთი მეათედი დადიოდა.[61] 2001-2011 პერიოდში, სამეფოში იმ ადამიანთა რიხვი, რომლებიც თავს ქრისტიანად მიიჩნევდნენ, 12%-ით შემცირდა, ხოლო ურელიგიოთა რიცხვი გაორმაგდა. აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდში მუსლიმთა რაოდენობა 1.6 მილიონიდან (2001) 2.7 მილიონამდე (2011) გაიზარდა,[62] რითაც მუსლიმები რიგით მეორე უდიდესი რელიგიური ჯგუფი გახდნენ გაერთიანებულ სამეფოში.[63]
ეკონომიკა
გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე. წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1 %-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[64]
ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[65] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა და თვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 2, მრეწველობა — 26, მომსახურება — 72;
- ვალუტა — გირვანქა სტერლინგი.
- უდიდესი კომპანიები — როიალ დატჩ-შელი, ბრიტიშ პეტროლეუმი, იუნილევერი.
- უდიდესი ბანკები — ეიჩ-ეს-ბი-სი ჰოლდინგზი, ბარკლეიზ ბანკი, ნეშენალ უესტმინსტერ ბანკი, ჰალიფაქსი, ლოიდს გრუფი.
ტურიზმი
მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი მსფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული რეგიონია. ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია: ლონდონი, სტრატფორდი მდ, ეივონზე, უინძირო, ედინბურგი და ა. შ.
ტურისტების უდიდესი ნაწილი ჩამოდის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და ნიდერლანდებიდან. ბოლო წლებში ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი გახდა.
კულტურული მემკვიდრეობა
ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონული თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელი დილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, The Beatles-ისა და როლინგ სტოუნზის პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირსშესანიშნაობანი:
- ლონდონი — ბრიტანეთის მუზეუმი, თაუერის კოშკი, სამეფო ძვირფასეულობა, ვესტმინსტერის სააბატო (ბრიტანელი მონარქების კორონაციის ადგილი), პარლამენტის შენობა, ბიგ-ბენის კოშკი, ბაკინგემის სასახლე, მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი, ჰაიდ-პარკი;
- დარემის ციხე და ტაძარი, მეგალითური კომპლექსი სტოუნჰენჯი (ძვ. წ. 1500), კენტერბერიის საკათედრო ტაძარი, ძველი და ახალი ედინბურგი, გვინედის ციხე-სიმაგრე და ქალაქის კედლები; შექსპირის სახლ-მუზეუმი სტრატფორდში, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები;
- ანგლოსაქსური ეპოსი — ბეოვულფი (X ს.).
სპორტი
ვიქტორიანული ეპოქის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა ან დიდად, მნიშვნელოვნად განვითარდა სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა: ფეხბურთი, ჩორბურთი, რაგბი, რაგბი ლიგა, გოლფი, კრივი, ნეტბოლი, ნიჩბოსნობა და კრიკეტი. 2012 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ჟაკ როგემ, თქვა: „ეს დიდი, სპორტისმოყვარული ქვეყანა ფართოდ არის აღიარებული, როგორც თანამედროვე სპორტის სამშობლო. პირველად, აქ დაშიფრეს სპორტსმენისა და სამართლიანი თამაშის ცნებები გარკვეულ წესებში და აქ შედიოდა სპორტი სკოლის სასწავლო გეგმაში, როგორც სასწავლო ხელსაწყო“.[67][68]
საერთაშორისო კონკურსების უმეტესობაში ინგლისს, შოტლანდიასა და უელსს ცალკეული გუნდები წარმოადგენენ. ჩრდილოეთ ირლანდიას და ირლანდიის რესპუბლიკას, ჩვეულებრივ, ერთი გუნდი ჰყავთ, რომელიც მთლიან ირლანდიას წარმოადგენს საერთაშორისო შეჯიბრებებზე (გამონაკლისია ფეხბურთი და თანამეგობრობის თამაშები). სპორტულ კონტექსტებში, ინგლისის, შოტლანდიის, უელსის და ირლანდიის/ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდებს ხშირად კოლექტიურად მოიხსენიებენ, როგორც საშინაო ერები. არის რამდენიმე სპორტი, რომელშიც ერთი გუნდი წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს ყველა ქვეყანას (ოლიმპიადის ჩათვლით); ამ შემთხვევაში გუნდი დიდი ბრიტანეთის სახელით ასპარეზობს. 1908, 1948 და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადები ჩატარდა ლონდონში; ამით იგი გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა.
2003 წლის გამოკითვამ აჩვენა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია.[69] ინგლისი ფიფას მიერ აღიარებულია, როგორც ქვეყანა, სადაც ფეხბურთი წარმოიქმნა; მისი ფეხბურთის ასოციაცია ყველაზე ძველია ფეხბურთის წესებით, რომელიც პირველად 1863 წელს ებენეზერ-კობ მორლიმ შეადგინა.[70][71] სამეფოს თითოეულ წევრ ქვეყანას გააჩნია საკუთარი საფეხბურთო ასოციაცია, ეროვნული გუნდი და ლიგის სისტემა. ინგლისის უმაღლესი დივიზია, პრემიერლიგა, ყველაზე ყურებადი საფეხბურთო ლიგაა მსოფლიოში.[72] პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა 1872 წლის 30 ნოემბერს, ინგლისისა და შოტლანდიას შორის.[73] ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატებში, ჩვეულებრივ, ცალკეული ქვეყნის სტატუსით ასპარეზობენ.[74]
2003 წელს, რაგბი გაერთიანებული სამეფოს სპორტის მეორე ყველაზე პოპულარული სახეობა გახდა.[69] სპორტის სახეობა შეიქმნა რაგბის სკოლაში, იურიკშირში, და პირველი რაგბის საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა 1871 წლის 27 მარტს ინგლისსა და შოტლანდიას შორის.[75][76] ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი და იტალია ასპარეზობენ ექვსი ერის ჩემპიონატში (ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პრემიერლიგის საერთაშორისო ტურნირში). ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ირლანდიაში აღნიშნულ სპორტის სახეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ორგანიზებას სპორტის მმართველი ორგანოები დამოუკიდებლად უწევენ.[77] ოთხ წელიწადში ერთხელ, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი ქმნის გაერთიანებულ გუნდს, რომელიც ცნობილია როგორც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები. გუნდი სტუმრობს ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას.
კრიკეტი ინგლისში გამოიგონეს, ხოლო მისი წესები, 1788 წელს, მარილებონის კრიკეტის გუნდმა ჩამოაყალიბა.[78] ინგლისის კრიკეტის ნაკრები, რომელსაც ინგლისისა და უელსის კრიკეტის საბჭო მართავს, და ირლანდიის კრიკეტის ნაკრები, რომელსაც კრიკეტ-ირლანდია მართავს, წარმოადგენენ ინგლისის კლუბებს, რომლებსაც ტესტ სტატუსი გააჩნიათ. გუნდის წევრები არიან ქვეყნის მთავარი მხარეებიდან არიან არჩეულნი და მასში როგორც ინგლისელი, ისე უელსელი მოთამაშეები შედიან. კრეკეტი განსხვავდება ფეხბურთისა და რაგბისაგან, სადაც უელსსა და ინგლისს ცალკეული ეროვნულ გუნდები ჰყავთ; აღსანიშნავია, რომ უელსს წარსულში საკუთარი გუნდი ჰყავდა. ირლანდიელი და შოტლანდიელი კრიკეტის მოთამაშეები ინგლისში თამაშობდნენ, რადგან არცერთ მათგანს არ გააჩნდა ტესტ სტატუსი. ქვეყანაში ვხვდებით პროფესიონალური ლიგის ჩეპიონატსაც, რომელში ასპარეზობენ ინგლისის 17 მუნიციპალიტეტისა და 1 უელსის წარმომადგენლები გუნდები.[79]
თანამედროვე თამაში, ჩოგბურთი, ბირმინგემში (ინგლისში), 1860-იან წლებში წარმოიქმნა.[80] მსოფლიოს უძველესი ჩოგბურთის ჩემპიონატი, უიმბლდონის ტურნირი, პირველად 1877 წელს ჩატარდა, დღეს კი, აღნიშნული ჩემპიონატი ორ კვირის განმავლობაში, ივნისის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე, მიმდინარეობს.[81]
გოლფი, მიმდევართა რაოდენობით, ქვეყნის მეექვსე ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.
რესურსები ინტერნეტში
პორტალი „გაერთიანებული სამეფო“ | |
გაერთიანებული სამეფო ვიკისაწყობში |
- ბრიტანეთის მონარქიის ოფიციალური საიტი
- გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-09-07 საიტზე Wayback Machine.
- ძირითადი ინფორმაცია
- United Kingdom from the BBC News
- United Kingdom from UCB Libraries GovPubs
- გაერთიანებული სამეფო საიტზე Curlie
- United Kingdom Encyclopædia Britannica entry
- Key Development Forecasts for the United Kingdom from International Futures
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.