Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
გიბრალტარი — ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია. მდებარეობს იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, გიბრალტარის სრუტესთან, რომელიც ატლანტის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აერთებს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესპანეთი. ისტორიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა იყო ბრიტანელებისთვის და დღესაც აქ ბრიტანეთის საზღვაო ძალების ბაზა არის განლაგებული.
გიბრალტარი გიბრალტარი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Badge of the Rock of Gibraltar“ | ||||||
ჰიმნი: „God save the Quenn“ |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | გიბრალტარი 36°08′ ჩ. გ. 5°21′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური და ესპანური | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ჩარლზ III | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 6,7 კმ2 | ||||
- | წყალი (%) | 0 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 აღწერა | 32 194 | ||||
მშპ (მუპ) | 2013 შეფასებით | |||||
- | სულ | 1,64 მლრდ £ | ||||
- | ერთ მოსახლეზე | 50 941 £ | ||||
აგი | 0,961 (მაღალი) | |||||
ვალუტა | ფუნტი სტერლინგი (GBP ) |
|||||
დროის სარტყელი | +1 (UTC) | |||||
- | ზაფხულის (DST) | +2 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | GI | |||||
სატელეფონო კოდი | +350 | |||||
¹ ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. |
ტერიტორიის სახელი მომდინარეობს არაბულიდან „ჯაბალ ატ-თარიქ“ (جبل الطارق), ნიშნავს „თარიქის მთას“. სახელი უკავშირდება უმაიადთა გენერალ თარიქ იბნ-ზიადს, რომელიც წინ უძღოდა მავრიტანელთა შემოჭრას იბერიაზე 711 წელს. უფრო ადრე ეს ადგილი ცნობილი იყო, როგორც კალპე, ჰერკულესის ერთ-ერთი საყრდენთაგანი. ამჟამად კოლოქვიალურად გიბრალტარს უწოდებენ „გიბს“ (ქვა).
გიბრალტარის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია ინგლის-ესპანურ ურთიერთობებში. ესპანეთი 1713 წელს გამოყოფილი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, თუმცა გადაცემის ყოველი მცდელობას თავად გიბრალტარელები თითქმის ერთხმად წინააღმდეგობით შეხვდნენ.
გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია 2013 წლის 24 მაისს უეფას 54-ე წევრად მიიღეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.