Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სტოუნჰენჯი (ინგლ. Stonehenge) — პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში (სოლზბერის ვაკე). 1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები.
სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 51°10′43″ ჩ. გ. 1°49′28″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 373 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 373 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მსოფლიოს ეს ცნობილი ძეგლი შედგება 3 სამშენებლო ფენისგან:
ეს უკანასკნელი ქვათა კონსტრუქცია ქმნის 30 მ დიამეტრის წრეს. წრეში 5 ტრილიტია(ზემოდან ფილაგადაფარებული 2 ქვა), რომელიც თავის მხრივ საკურთხევლის ქვის გარშემოა განლაგებული.[1]
სტოუნჰენჯი ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსის ცენტრია, რომელიც მოიცავს ასეულობით სამარხ მიწაყრილს.[2]
არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმოსადეგი ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500 წლების ფარგლებში აღიმართა.[3] მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ იგი ძვ. წ. 3000 წელზე ადრეა აღმართული. გარს შემოვლებული მიწაყრილი, რომელიც მონუმენტის ყველაზე ადრეულ ეტაპს წარმოადგენს, ძვ. წ. 3 100 წლით თარიღდება.
2008 წელს, არქეოლოგებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტოუნჰენჯი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა. აღმოჩენილია ადამიანის კრემაციის ნარჩენები, რომლებიც ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება, ანუ იმ დროით, როდესაც სტოუნჰენჯის თავდაპირველი კომპონენტები - მიწაყრილები შექმნეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.