Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სუფრის მარილი (NaCl, ასევე ეწოდება ქვამარილი) — სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალი. მარილის არომატი განეკუთვნება ოთხ ძირითად გემოს. ის არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაში.
საოჯახო მოხმარებისთვის იწარმოება შემდეგი სახის მარილები: არარაფინირებული (როგორიცაა ზღვის მარილი), რაფინირებული და იოდიზებული მარილი. მარილი არის თეთრი, ღია ვარდისფერი ან ღია რუხი, კრისტალიზებული, მყარი სხეული. ის ძირითადად მიიღება ზღვის წყლიდან ან კლდის ნალექიდან. კლდის მარილს თავისი შემადგენლობის გამო შეიძლება დაჰკრავდეს ღია რუხი ფერი.
ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის, ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას. მინერალის ან თვით ნატრიუმის ქლორიდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მარილის მოთხოვნილება. თუმცა მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის, მაღალწნევიანობას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.