From Wikipedia, the free encyclopedia
ზღვის მარილი − ზღვის წყლის აორთქლების შედეგად მიღებული მარილი, რომელიც განსხვავებულია მოპოვების ადგილმდებარეობაზე დამოკიდებულებით. გამოიყენება მედიცინასა და ქიმიურ მრეწველობაში.
ზღვის მარილს ზღვის წყლიდან ან ბუნებრივად მლაშე ტბებიდან იღებენ. ის, გარდა ნატრიუმისა და ქლორისა, სხვა ნივთიერებებსაც შეიცავს, მათ შორის – კალიუმს, კალციუმს, რკინას, სულფატებს, მაგნიუმს, მანგანუმს. ზღვის წყალში მარილის შემცველობა საშუალოდ 34-35 გრამია ერთ კილოგრამზე (დაახლოებით 976 მლ-ზე).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.