Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
უელსური ენა, ვალიური ენა (Cymraeg [kəmˈrɑːɨɡ] ან y Gymraeg [ə ɡəmˈrɑːɨɡ]) — უელსის სახელმწიფო ენა ინგლისურთან ერთად. მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის კელტური ენების ბრიტულ შტოს. გავრცელებულია დიდ ბრიტანეთში, უელსის ნახევარკუნძულზე. უელსური ენა, ადგილობრივი სახელის მიხედვით ასევე მოიხენიება, როგორც კიმრული ან ლათინური სახელწოდებით მიხედვით, როგორც კამბრიული.
უელსური ენა Cymraeg (y Gymraeg) | |
გავრცელებულია | გაერთიანებული სამეფო, არგენტინა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 750 ათ.-მდე |
ოფიციალური სტატუსი | დიდი ბრიტანეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი:
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-1: — ISO 639-2: wel ISO/FDIS 639-3: cym |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-cy}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — უელსური ენა |
2004 წლის მონაცემებით უელსურ ენაზე 611 000 ადამიანი საუბრობდა (21.7% ოჯახურ პირობებში), რაც 2001 წლის ამავე მაჩვენებელს 0.9 პროცენტით, შესაბამისად, 35 000 ენის მატარებლით აღემატება. ხსენებული 611 000 კაციდან ენას სრულყოფილად 57% (315 000) ადამიანი ფლობს, ხოლო 78% (477 000) გამართულად ლაპარაკობს. მოლაპარაკეთა 62% (340 000) აცხადებს, რომ უელსურ ენას ყოველდღიურად იყენებს, მათ შორის სრულყოფილად მოსაუბრეთა 88%. უელსური მისალმება ერთ-ერთია იმ 55-ენოვანი მისალმებიდან, რომელიც ნასას ვოიაჟერმა 1977 წელს თავისი „ოქროს ჩანაწერების“ სახით კოსმოსში გაუშვა.
მისალმება უელსურად შემდეგნაირად ჟღერს: Iechyd da i chwi yn awr ac yn oesoedd და სიტყვასიტყვით „ჯანმრთელობას გისურვებ აწ და მარადის“ ითარგმნება.
უელსის მთავრობამ 2011 წელს უელსურ ენას ოფიციალური სტატუსი მიანიჭა უელსის ტერიტორიაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.