ბორის სიჭინავა (დ. 28 ოქტომბერი, 1936, ზუგდიდი, საქართველოს სსრ — გ. 17 მაისი, 2011, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა როგორც მცველის, ისე ნახევარმცველსა და თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1957), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1978).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბორის შალვას ძე სიჭინავა | ||
დაბადების თარიღი | 28 ოქტომბერი, 1936 | ||
დაბადების ადგილი |
ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 17 მაისი, 2011 (74 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1955 | ნეფტიანიკი | 5 | (0) |
1955–1956 | ოდო თბ. | ? | (?) |
1957 | სკვო თბ.[1] | 28 | (1) |
1958–1967 | დინამო თბ | 240 | (6) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1968 | განთიადი კასპი | ||
1994–1995 | დინამო თბილისი (თ.) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[2][კომ. 1][3][კომ. 2][4][კომ. 3][5]
ბიოგრაფია
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩაატარა 240 მატჩი და გაიტანა 6 გოლი. პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და დინამოს ახალგაზრდულ გუნდს (1994–1995).
1996 წლის 16 დეკემბერს საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის საფეხბურთო კლუბ „ნორჩი დინამოელის“ მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბორის სიჭინავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[6]
მიღწევები
საკლუბო
- ფინალისტი: 1960[8]
ინდივიდუალური
- 33 საუკეთესო
- №2: 1964
ბიბლიოგრაფია
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი 1967 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1967.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
პერიოდიკა
- ქორიძე, რ., აუტსაიდერებსაც აქვთ ბრჭყალები // „ლელო“, 2 ნოემბერი, 1965, № 216 (2936), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
- ბორის სიჭინავა — 84 — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
ქართული სპორტი · dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
Спортивный некрополь |
„ლელო“ · ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
კომენტარები
- ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულიაორიგინალიდან.
- ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან.
- Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულიაორიგინალიდან.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.