Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლევან ხმალაძე (დ. 6 აპრილი, 1985, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, კვიპროსული „ოთელოსისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლევან ხმალაძე | ||
დაბადების თარიღი | 6 აპრილი, 1985 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ოთელოსი | ||
ნომერი | 8 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001-2003 | ნორჩი დინამოელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004-2010 | დინამო თბილისი | 86 | (6) |
2005-2006 | → სიონი ბოლნისი (იჯარით) | 28 | (2) |
2010 | ჰაპოელი ხაიფა | 2 | (0) |
2010-2013 | დინამო თბილისი | 91 | (17) |
2014 | ჩიხურა საჩხერე | 13 | (0) |
2014- | ოთელოსი | 8 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2003 | საქართველო 19 წლ. | 1 | (0) |
2008- | საქართველო | 12 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ნოემბერი, 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2014 |
ლევან ხმალაძემ კარიერა 2001 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად თბილისის „ნორჩ დინამოელში“ დაიწყო თამაში, შემდეგ გადავიდა თბილისის „დინამოში“, ხოლო სამი სეზონის შემდეგ კლუბმა ბოლნისის „სიონში“ გაანათხოვრა. ლევანის ბოლნისური კარიერა ძალიან კარგ დროს დაემთხვა, 2005–2006 წლების სეზონში „სიონმა“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2010 წელს თამაშობდა ხაიფის „ჰაპოელში“. 2008 წელს ხმალაძე კვლავ დინამოში დაბრუნდა, სადაც 2013 წლამდე ითამაშა. 2013 წელს ხმალაძემ გიორგი შაშიაშვილთან და ირაკლი ლექვთაძესთან ერთად „დინამო“ დატოვა.[1] სეზონის დასრულებამდე იცავდა საჩხერის „ჩიხურას“ ღირსებას.[2] ივნისიდან კვიპროსული „ოთელოსის“ ფეხბურთელია.
ლევან ხმალაძე 2008 წლიდან თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. იმავე წლის აგვისტოში უელსთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში[3] ნაკრების მწვრთნელმა ექტორ კუპერმა გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ექტორისთვისაც და ლევანისთვისაც სადებიუტო იყო ეროვნულ ნაკრებში. შემდეგ იყო ძირითად შემადგენლობაში იტალიასთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.