6 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე–96 დღე (ნაკიან წლებში - 97–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 269 დღე. სწრაფი ფაქტები << აპრილი >> ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 2025 დახურვა დღის მოვლენები ძვ. წ. 46 : იულიუს კეისარმა თაფსუსის ბრძოლაში დაამარცხა პომპეუსის მომხრეთა გაერთიანებული ჯარები, რომელშიც ნუმიდიელები მეტელუს სციპიონისა და იუბას მეთაურობით იბრძოდნენ. 648 : ყველაზე ადრეული აღრიცხული მზის დაბნელება ძველი ბერძნების მიერ. 1561 : ციხედიდის ბრძოლა. ქართველები დამარცხდნენ ყიზილბაშებთან. 1652 : ჰოლანდიელი მეზღვაური იან ვან რიბეეკი პირველ მუდმივ ევროპულ დასახლებას აფუძნებს სამხრეთ აფრიკაში, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც კეიპტაუნი. 1782 : რამა I ცვლის სიამის მეფე ტაქსინს და დასაბამს აძლევს ჩაკრის დინასტიას. 1814 : ნაპოლეონ ბონაპარტი გადადგა. ის შემდეგ გადასახლებული იქნა ელბაზე. 1886 : ბრიტანეთის კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალაქი ვანკუვერი დაარსდა. 1896 : თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნა ათენში. 1917 : აშშ-მ ომი გამოუცხადა გერმანიას. 1994 : კიგალის აეროპორტში, რუანდა, დაშვებისას თვითმფრინავის, რომელშიც იმყოფებოდნენ რუანდისა და ბურუნდის პრეზიდენტები, ჩამოგდებამ დასაბამი მისცა რუანდის გენოციდს. 2009 : მიწისძვრამ ლ’აკვილაში (იტალია), სულ მცირე 150 ადამიანი იმსხვერპლა და 40.000 უბინაოდ დატოვა. 2010 : 102 ადამიანი დაიღუპა რიო-დე-ჟანეიროში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად. მაოისტმა აჯანყებულებმა 75 ინდოელი ჯარისკაცი მოკლეს კონვოიზე თავდასხმის შედეგად დანტევადას რეგიონში, ჩხატისგარჰის შტატში. 2012 : მალის მეამბოხე ტუარეგებმა აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 2015 : უკრაინელი მოჭადრაკე მარია მუზიჩუკი ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2024 : პეტერ პელეგრინი სლოვაკეთის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ დღეს დაბადებულნი 1903 : დავით V (დევდარიანი) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1928 : უოტსონი, ჯეიმზ — ამერიკელი ბიოქიმიკოსი 1964 : ვუდარდი, დეივიდ — ამერიკელი მწერალი და დირიჟორი ამ დღეს გარდაცვლილნი 1520 : რაფაელი — იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი 1528 : დიურერი, ალბრეხტ — გერმანელი მხატვარი 1829 : აბელი, ნილს — ნორვეგიელი მათემატიკოსი 1946 : ჰაუპტმანი, გერჰარტ — გერმანელი მწერალი. 1971 : სტრავინსკი, იგორ — რუსი კომპოზიტორი. 1992 : ვახტანგ ჭაბუკიანი — ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი 1992 : აზიმოვი, აიზეკ — ამერიკელი მწერალი 1994 : ჰაბიარიმანა — რუანდის პრეზიდენტი 2000 : ჰაბიბ ბურგიბა — ტუნისის პრეზიდენტი 2012 : ბინგუ ვა მუთარიკა — მალავის პრეზიდენტი დღესასწაულები მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს: არტემონ სელევკიელი ზაქარია მმარხველი აგრეთვე: ეთიოპია : გამარჯვების დღე (1941) იხილეთ აგრეთვე სხვა თვეები იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი Wikiwand - on Seamless Wikipedia browsing. On steroids.