წლის მეშვიდე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში From Wikipedia, the free encyclopedia
ივლისი (ლათ. Julius) — გრიგორიანული კალენდრის მეშვიდე თვე. ივლისში 31 დღეა.
სახელი ეწოდა იულიუს კეისრის მიხედვით, რომელიც ამ თვეში იყო დაბადებული; ადრე მას ერქვა Quintilis, „მეხუთე“. ივლისის ძველი წარმართული კალენდრით — თიბისა, ხალხური სახელწოდებანია მკათათვე და კვირიკობისთვე. სულხან-საბას მიხედვით ადრე ავი და კვინტოლიონიც ეწოდებოდა.
ივლისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
ივლისის ზოდიაქოს ნიშნებია კირჩხიბი და ლომი.
ივლისი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც აპრილი ჩვეულებრივ წლებში, და იანვარი — ნაკიან წელში.
კორნელი კეკელიძე თიბისას 2 ივნისი — 1 ივლისით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „თიბისაჲ“ (თთუე), წმინდა ქართული სახელია, მაჩვენებელი იმ სეზონისა, როდესაც თიბვას აქვს ადგილი. მნიშვნელობით ეს იგივეა რაც სომხური „მარგაც“ („მარგა“ — მინდორი, ველი).
„პავლეს მაჴჳლითა თავი მოეკუეთა ოცდამეათექუსმეტესა წელს მაცხოვრისა ვნებასა, კეთილი ღუაწლი მოიღუაწა ჰრომეს შინა მეხუტესა დრესა პანემოსსა თთუესა, რომელსა ჰრქჳან ჰრომაებრ უწინარჱს სამთა კალენდათა ივლიოზისათა, რომელ არს თიბისაჲ... თთუესა ივნისსა, რომელ არს თიბისაჲ, ოცდამეცხრესა დღესა შევისწავლე ჭეშმარიტად ჟამი იგი წამებისაჲ პავლე მოციქულისაჲ[3].“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.