წლის მეოთხე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში From Wikipedia, the free encyclopedia
აპრილი (ლათ. Aprilis) — გრიგორიანული კალენდრის მეოთხე თვე. აპრილში 30 დღეა.
სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის გამო: aperire — „გახსნა, გაშლა“. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელწოდებაა იგრიკა.
აპრილი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
აპრილის ზოდიაქოს ნიშნებია ვერძი და კურო. აპრილი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ივლისი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც იანვარი — ნაკიან წელში.
კორნელი კეკელიძე იგრიკს 4 მარტით — 2 აპრილით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „იგრიკაჲ“ ანუ თთუე იგრიკისაჲ, ნამდვილი პირველადი ფორმა არის „იგრი“, „იგრისაჲ“. იგრი უნდა იყოს მოდიფიკაცია სომხურში „არეგი“-სა, რომელმაც თავში ა-ი ახმოვანებით, შუაში გ-რ მეტათეზით და ნათესაობით მრუნვაში „ე“ ბგერის გამოვარდნით, მოგვცა „იგრისა“. ქართული „იგრიკას“ სომხურ „არეგასთან“ აახლოებდა მარი ბროსეც[3].
„და გჳრგჳნოსან იქმნა აკჳლინა პირველსა მას დღესა თთუესა იგრიკისას[4].“ |
„კალენიკემ კეთილითა მით ძილითა დაიძინა მეორესა დღესა თთჳსა იგრიკისასა[5].“ |
„მას ჟამსა შეკრბეს ორასნი იგი ბრძანებითა მეფისაჲთა და მოჰკუეთეს თავები და აღესრულნეს წმიდანი მეშჳდესა დღესა თთუესა იგრიკისასა[6].“ |
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.