მაჰმადი

არაბულ პოლიტიკურ ლიდერს და ისლამის დამფუძნებელს From Wikipedia, the free encyclopedia

მაჰმადი

მაჰმადი, მუჰამადი (არაბ. محمّد — მუჰამმად; დ. 20 აპრილი, 570, მექა — გ. 8 ივნისი, 632, მედინა) — ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციის და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, წინასწარმეტყველი.

სწრაფი ფაქტები

ისლამის თემები
Thumb
ისლამი

მოძღვრება

ალაჰი · თავჰიდი
მაჰმადი · წინასწარმეტყველები

ხუთი ბურჯი

შაჰადა · სალათი
საუმი · ზაქათი · ჰაჯი

წმინდა წერილი

ყურანი · სუნა · ჰადისი

წმინდა ადგილები

მექა · ქააბა · მედინა

ისტორია

მართლმორწმუნე ხალიფები · ისლამის ოქროს ხანა
სუნიზმი · შიიზმი
სუფიზმი · ვაჰაბიზმი

კულტურა

არქიტექტურახელოვნება
კალენდარიმეჩეთებიფილოსოფიამეცნიერებაჯიჰადიშარიათიფიყჰითაფსირიმაზჰაბი

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

დახურვა

მაჰამადი დაიბადა 570 წელს მექაში და გარდაიცვალა 632 წლის 8 ივნისს მედინაში, თანამედროვე საუდის არაბეთის ჰეჯაზის რეგიონში. სახელი მაჰმადი არაბულად ნიშნავს "განდიდებულს". ისლამში მუჰამედი ცნობილია როგორც "წინასწარმეტყველი" და "მაცნე". ყურანი მას ასევე მოიხსენებს როგორც "წინასწარმეტყველთა ბეჭედს".

მაჰმადის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ VIII საუკუნეში დაწერა იბნისჰაკმა. მაჰმადი წარმოშობით იყო ღარიბი ვაჭრის ჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. ის ადრე დაობლდა და აღზარდა ბიძამ, აბუ-ტალიბმა. ბავშვობა გაატარა მოჯამაგირეობაში, იყო მწყემსი, შემდეგ ქარავნის გამყოლი და აქლემთა გამრეკავი. მას შეარქვეს ალ-ამანი ანუ „სანდო“.

მაჰმადი არაბეთსა და მის ფარგლებს გარეთ გაეცნო იუდაისტურ, ქრისტიანულ მონოთეიზმს და სხვა რელიგიას, პოლიტიკურ მოძღვრებას. 595 წელს დაქორწინდა 40 წლის მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივზე, ხადიჯაზე. მისი ვაჟები, კასიმი და აბდ ალაჰი ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ. დარჩა ოთხი ქალიშვილი: ზაინაბი, რუქია, უმ ქულსუმი და ფატიმა. ხელსაყრელმა დაქორწინებამ 25 წლის მაჰმადს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-ეთიკური პრობლემებისათვის, რაზე დაფიქრებაც პირადმა ტრაგედიამ აიძულა.

მაჰმადი იყო ქააბას მომლოცველი, დადიოდა ებრაელთა სინაგოგებში და ქრისტიანულ ეკლესიებშიც. ხშირად განმარტოვდებოდა და ლოცვებს აღავლენდა. ყურანის თანახმად 610 ან 612 წელს რამადანის თვეში, ჰირის მთაზე მას გამოეცხადა მთავარანგელოზი ჯიბრაილი და მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“. მაჰმადი გახდა წინასწარმეტყველი და ერთი ღმერთის ― ალაჰის ― მოციქული.

მალე ხაჯიდა გარდაიცვალა და მაჰმადმა ორი ცოლი შეირთო. მათგან უმცროსი იყო თაანამორწმუნის, აბუ-ბაქრის ქალიშვილი.

მაჰმადი თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებში დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა და იძულებული გახდა მომხრეებითურთ 622 წელს გადასულიყო იასრიბში (მედინაში). ამ გადასახლებას შემდგომ ,,ჰიჯრა" ეწოდა და ეს თარიღი მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად იქცა. 630–631 წლებში მუსლიმანებმა მაჰმადის მეთაურობით დაიმორჩილეს მექა. შემდეგ კი არაბეთის სხვა რაიონებზეც გაავრცელეს ძალაუფლება. მაჰმადი გახდა მისივე შექმნილი პირველი ისლამური თეოკრატიული სახელმწიფოს მეთაური.

მაჰმადი დასაფლავებულია მედინაში. მაჰმადის აკლდამა არის მუსლიმანთა მეორე წმინდა ადგილი ქააბას შემდეგ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არამუსლიმანი ბიოგრაფები

მუსლიმი ბიოგრაფები

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.