From Wikipedia, the free encyclopedia
თაფსირი (არაბ. تفسير; განმარტება) — ყურანის განმარტება. თაფსირი ეწოდება როგორც მეცნიერებას ყურანის განმარტებას შესახებ, ასევე ამ თემაზე შექმნილ ნაშრომებს. მეცნიერს, რომელიც თაფსირის თემატიკითაა დაკავებული, მუფასირი ეწოდება.
|
სიტყვა თაფსირი სამთანხმოვნიანი ძირისგან „ფასარა“ (არაბ. فسر) წარმოდგება, რაც ახსნას, განმარტებას, გაცხადებას ნიშნავს.
თაფსირის მეთოდოლოგია სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს, ესენია:
შინააარსის მიხედვით, თაფსირები შემდეგ ჯგუფებად იყოფა:
კლასიკური ისლამის სწავლულის, ჯალალუდ-დინ ას-სუიუტის მიხედვით, მუფასირს, რომელსაც სურს ყურანის განმარტება, მოეთხოვება სრულყოფილი ცოდნა შემდეგი სფეროებისა[3]:
კლასიკური მუფასირები ყურანის აიებს შემდეგი წყაროების საფუძველზე განმარტავენ, შემდეგი ქრონოლოგიით:
იშარი თაფსირი, რომელსაც ადგენენ სხვადასხვა მიმდინარეობის ლიდერები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ეზოთერულ ცოდნაზე, შესაძლოა აიას როგორც ლექსიკური, ასევე რელიგიური მნიშვნელობის სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობას შეიცავდეს. ასეთი თაფსირი კლასიკურ ისლამში მიუღებელია, რადგან ჰადისის მიხედვით, მუჰამმადმა თქვა[4]:
„ვინც იტყვის რაიმეს ყურანზე ცოდნის გარეშე (განმარტავს მას თავისი სურვილების შესაბამისად), მოემზადოს ჯოჯოხეთის ცეცხლში შესასვლელად!“ |
ყურანის პირველი განმმარტებლები ისლამის ისტორიაში იყვნენ მუჰამმადის უახლოესი თანამიმდევრები 'აბდულლაჰ იბნ მას'უდი (გარდ. ჰიჯრით 32/653 წ.) 'აბდულლაჰ იბნ 'აბბასი (გ. — 68/687) 'უბაი იბნ ქა'ბი (გ. — 30/650), ზაიდ იბნ საბითი (გ. — 45/665), აბუ მუსა ალ–აშ'არი (გ. — 46/666) და 'აბდულლაჰ იბნ აზ–ზუბაირი (გ. — 73/692).[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.