Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ციხედიდის ბრძოლა 1561 — ქართლის მეფის სიმონ I-ის ბრძოლა სპარსელთა წინააღმდეგ თბილისის გასათავისუფლებლად ციხედიდის მიდამოებში.
გამეფებისთანავე სიმონ I-მა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახა ყიზილბაშთაგან თბილისის გათავისუფლება. მან დახმარება სთხოვა კახეთის მეფე ლევანს, რომელმაც ჯარი მიაშველა უფლისწულ გიორგის მეთაურობით. გაერთიანებული ლაშქარი ციხედიდთან (ძეგვის მიდამოებში) დაბანაკდა. ბანაკს საგანგებო თხრილები შემოავლეს. ყარაბაღის მმართველი შაჰვერდი ზიად-ოღლუ ფარულად შევიდა თბილისის ციხეში, ყიზილბაშთა გარნიზონის დასახმარებლად. 6 აპრილს, აღდგომის დღეს, ადგილ დევის ნამუხლართან[1] დატოვებული საყარაულო რაზმის უფროსი ფარეშა გერმანოზიშვილი რაზმთან ერთად მუხათგვერდში წირვის მოსასმენად ავიდა. მტერმა ისარგებლა ქართველთა ამ მოდუნებით და მოულოდნელად დაეცა მათ ბანაკს. ხელჩართულ ბრძოლაში, დიდი თავგანწირვის მიუხედავად, ქართველები დამარცხდნენ. ბრძოლაში მოკლეს უფლისწული გიორგი. მიუხედავად ამ მარცხისა, სიმონ I-ს სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.