დავით ყიფიანი
ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
დავით ყიფიანი (დ. 18 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 სექტემბერი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980), და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981).[1] ღირსების ორდენის კავალერი.
![]() დავით ყიფიანი 1981 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით დავითის ძე ყიფიანი | ||
დაბადების თარიღი | 18 ივნისი, 1951 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
17 სექტემბერი, 2001 (50 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1964–1966 | თბილისის 35-ე სკოლა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1968 | ლოკომოტივი | 1 | (0) |
1969 | დინამო თბ. | 0 | (0) |
1970 | ლოკომოტივი | 28 | (3) |
1971–1982 | დინამო თბ. | 246 | (79) |
ეროვნული ნაკრები | |||
1974–1981 | სსრ კავშირი | 19 | (7) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984–1985 | დინამო თბილისი | ||
1988 | დინამო თბილისი | ||
1990–1991 | დინამო თბილისი | ||
1992–1993 | ოლიმპიაკოსი | ||
1995–1997 | დინამო თბილისი | ||
1997 | საქართველო | ||
1998 | რასინგი მეხელენი | ||
1998 | შინიკი | ||
1999–2001 | ტორპედო ქუთაისი | ||
2000–2001 | საქართველო | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[2][3] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.[6][7][8][9] საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით.[10][11]
საკლუბო კარიერა
დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს, თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში დაიწყო 35-ე სკოლაში მწვრთნელ ფ. ჭელიძის ხელმძღვანელობით.[12]
1968 წელს, ყიფიანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, სოჭში გამართული „იმედის თასის“ გამარჯვებული გახდა. იმავე წელს ამ გუნდმა თბილისში, საბჭოთა კავშირის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2–1 დაამარცხა.[13]
1970 წელს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ (1970), ხოლო 1971–1982 წლებში — თბილისის „დინამოში“.
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[14][15][16][17][18]
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; ევროტურნირებზე — 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981).
სანაკრებო კარიერა
1974–1981 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა და 7 ბურთი გაიტანა.[19][20][21]
პირველად ეროვნული ნაკრების მაისურით 1974 წლის 17 აპრილს, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ქალაქ ზენიცაში, სტადიონ „ბილინო პოლეზე“ გაიმართა. დავით ყიფიანი მინდორზე შეხვედრის მეორე ნახევარში გამოვიდა ვლადიმერ ფედოტოვის ნაცვლად და უკვე ოთხ წუთში შეძლო მეტოქის კარის აღება — თავისი პირველი და ამავე დროს გამარჯვების მომტანი გოლი პირველივე სანაკრებო შეხვედრაში. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრაც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 46-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული დავით ყიფიანი 68-ე წუთზე მანუჩარ მაჩაიძემ შეცვალა, რომლისთვისაც აღნიშნული შეხვედრა, ასევე სადებიუტო იყო სანაკრებო კარიერაში. მაჩაიძისა და ყიფიანის გარდა, თბილისის დინამოელთაგან საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა რევაზ ძოძუაშვილიც.[22]
სანაკრებო მატჩები და გოლები
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 17.04.1974 | ზენიცა | იუგოსლავია ![]() | 0–1 | ![]() | ამხანაგური | ![]() | ![]() ![]() | [23] |
2 | 23.03.1977 | ბელგრადი | იუგოსლავია ![]() | 2–4 | ![]() | ამხანაგური | ![]() | ![]() | [24] |
3 | 24.04.1977 | მოსკოვი | სსრკ ![]() | 2–0 | ![]() | მსოფ. შეს. | ![]() | [25] | |
4 | 30.04.1977 | ბუდაპეშტი | უნგრეთი ![]() | 2–1 | ![]() | მსოფ. შეს. | ![]() | ![]() | [26] |
5 | 10.05.1977 | ათენი | საბერძნეთი ![]() | 1–0 | ![]() | მსოფ. შეს. | [27] | ||
6 | 18.05.1977 | თბილისი | სსრკ ![]() | 2–0 | ![]() | მსოფ. შეს. | [28] | ||
7 | 28.07.1977 | ლაიფციგი | გდრ ![]() | 2–1 | ![]() | ამხანაგური | [29] | ||
8 | 26.02.1978 | მარაქეში | მაროკო ![]() | 2–3 | ![]() | ამხანაგური | ![]() | [30] | |
9 | 05.04.1978 | ერევანი | სსრკ ![]() | 10–2 | ![]() | ამხანაგური | ![]() | [31] | |
10 | 14.05.1978 | ბუქარესტი | რუმინეთი ![]() | 0–1 | ![]() | ამხანაგური | ![]() | [32] | |
11 | 19.11.1978 | ტოკიო | იაპონია ![]() | 1–4 | ![]() | ამხანაგური | [33] | ||
12 | 23.11.1978 | ტოკიო | იაპონია ![]() | 1–4 | ![]() | ამხანაგური | ![]() | [34] | |
13 | 27.11.1978 | ოსაკა | იაპონია ![]() | 0–3 | ![]() | ამხანაგური | [35] | ||
14 | 19.05.1979 | თბილისი | სსრკ ![]() | 2–2 | ![]() | ევრ. შეს. | ![]() | [36] | |
15 | 27.06.1979 | კოპენჰაგენი | დანია ![]() | 1–2 | ![]() | ამხანაგური | [37] | ||
16 | 04.07.1979 | ჰელსინკი | ფინეთი ![]() | 1–1 | ![]() | ევრ. შეს. | ![]() | [38] | |
17 | 05.09.1979 | მოსკოვი | სსრკ ![]() | 1–0 | ![]() | ამხანაგური | [39] | ||
18 | 12.09.1979 | ათენი | საბერძნეთი ![]() | 1–0 | ![]() | ევრ. შეს. | ![]() | [40] | |
19 | 30.05.1981 | რექსემი | უელსი ![]() | 0–0 | ![]() | მსოფ. შეს. | ![]() | [41] |
სამწვრთნელო კარიერა
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. იყო თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, იაროსლავლის „შინიკის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ (1990, 1995, 1996, 1997) და ქუთაისის „ტორპერდო“ (2000, 2001) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე „დინამომ“ (1995, 1996, 1997) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.[19]
სტატისტიკა
საკლუბო
კლუბი[42] | წელი | ჩემპიონატი | თასი | ევროთასები | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ლოკომოტივი თბ. | 1968 | 1 | 0 | – | – | – | – | 1 | 0 |
Total | 1 | 0 | – | – | – | – | 1 | 0 | |
დინამო თბილისი | 1969 | – | – | – | – | – | – | – | – |
Total | – | – | – | – | – | – | – | – | |
ლოკომოტივი თბ. | 1970 | 28 | 3 | 1 | 0 | – | – | 29 | 3 |
Total | 28 | 3 | 1 | 0 | – | – | 29 | 3 | |
დინამო თბილისი | 1971 | 23 | 3 | 1 | 0 | – | – | 24 | 3 |
1972 | 28 | 7 | 3 | 0 | 2 [43] | 1 | 33 | 8 | |
1973 | 20 | 5 | 3 | 0 | 5 | 3 | 28 | 8 | |
1974 | 5 | 1 | 3 | 4 | – | – | 8 | 5 | |
1975 | 24 | 12 | 2 | 1 | – | – | 26 | 13 | |
1976 | 18 | 9 | 5 | 5 | 2 [44] | 1 | 25 | 15 | |
1977 | 27 | 14 | – | – | 5 | 2 | 32 | 16 | |
1978 | 25 | 7 | 6 | 1 | 4 | 1 | 35 | 9 | |
1979 | 22 | 3 | 2 | 1 | 4 | 2 | 28 | 6 | |
1980 | 31 | 8 | 7 | 3 | 4 | 0 | 42 | 11 | |
1981 | 18 | 8 | 1 | 0 | 5 | 0 | 24 | 8 | |
1982 | 4 | 2 | 1 | 2 | 4 | 0 | 9 | 4 | |
ჯამში | 245 | 79 | 34 | 17 | 35 | 10 | 314 | 106 | |
სულ | ჯამში | 274 | 82 | 35 | 17 | 35 | 10 | 344 | 109 |
სანაკრებო
საბჭოთა კავშირი[45][46] | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1974 | 1 | 1 |
1975 | – | – |
1976 | – | – |
1977 | 6 | 3 |
1978 | 6 | 3 |
1979 | 5 | 0 |
1980 | – | – |
1981 | 1 | 0 |
ჯამში | 19 | 7 |
ფაქტები

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც დავით ყიფიანი 1976 წლის საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[47]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად დავით ყიფიანი (მიხეილ მესხის, ბორის პაიჭაძისა და სლავა მეტრეველის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[48][49]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[50]
2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს.[51]
1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0–4).
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას.
მის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.
მიღწევები



საკლუბო
- კარაველას თასი
- თასის მფლობელი: 1973[56]
- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო
- ჩემპიონი: 1976
სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები
- ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1976
ინდივიდუალური
- საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი: 1977 [57][58][59][60][61][62]
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი: 115 გოლი
- 33 საუკეთესო
- №1: 1977, 1978
- №2: 1976, 1980, 1981
- №3: 1973, 1975, 1979
სამწვრთნელო
- თასის მფლობელი: 2000–2001
ლიტერატურა
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 3, 11. 117 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—78 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. — გვ. 23, 41–44. 87 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 34, 94. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 28, 63. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—86 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1986. — გვ. 58. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—87 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. — გვ. 78. 168 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 22–23. 158 გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 194. 371 გვ.
- მოსაშვილი, მინდია, მარადიული დღესასწაული, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 51. 210 გვ.
- ფანჯიკიძე, გურამ, დინამო, დინამო, დინამო!, თბ.: საბჭ. საქართველო, 1981. — გვ. 50, 56. 64 გვ.
- ქურდობაძე, ალექსანდრე, ქართული ფეხბურთის ქრონიკები, თბ.: გ.გ., 2018.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 654.
ბიბლიოგრაფია
- აკოფოვი, გ. (1972). ფეხბურთი—72 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი—74 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1975). ფეხბურთი—75 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი—76 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1977). ფეხბურთი—77 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი—78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი—79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980) ფეხბურთი—80 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). ფეხბურთი—81 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1982). ფეხბურთი—82 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1983). ფეხბურთი—83 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ. (1984). ფეხბურთი—84 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1985). ფეხბურთი—85 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1986). ფეხბურთი—86 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1987). ფეხბურთი—87 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1989). ფეხბურთი—89 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). გზა თასისაკენ : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გორგოძე, გიორგი (2003). დღესასწაულის წადილი. თბ.: რეინგოლდ და კომპანია.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). N 1 ფეხბურთელი : რ. შენგელია. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
- ჟორდანია, ანდრო (1976). ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. თბ.: საბჭოთა საქართველო.
- Кенкишвили, Симон (2017). Великий мастер Давид Кипиани. Ростов-на Дону: ФНО.
პერიოდიკა
- მებურიშვილი, ტაგუ, „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- 33 საუკეთესო // „ლელო“, 16 იანვარი, 1979, № 11 (6322), გვ. 4.
- რესპუბლიკაში საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1981, № 250 (7061), გვ. 1.
- დოლიძე, ბეჟან, „კარაველას“ რაინდები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10.
- ინტერვიუ დავით ყიფიანთან // „ლელო“, 14 მარტი, 1982, № 50 (7111), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები |
---|
AFS · FootballFacts.ru · National Football Teams · WorldFootball.net · КЛИСФ |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
მედია |
---|
ეპოქა და ადამიანი · საუკუნის პორტრეტები · 60 კითხვა · Goal.ge |
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.