ბუდაპეშტი

From Wikipedia, the free encyclopedia

ბუდაპეშტი

ბუდაპეშტი (უნგრ. Budapest) — უნგრეთის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. მოსახლეობის მიხედვით ის ევროკავშირის სიდიდით მეცხრე ქალაქია,[6][7][8] სადაც 525კმ² ფართობის ტერიტორიაზე 1 752 286 ადამიანი ცხოვრობს.[9] ბუდაპეშტი, რომელიც ერთოდროულად ქალაქიცაა და მედიეც, ქმნის ბუდაპეშტის აგლომერაციის ცენტრს. აგლომერაციის ფართობი 7626კმ²-ია და მისი მოსახლეობა 3 303 786 კაცს შეადგენს, რაც მთელი უნგრეთის მოსახლეობის 33%-ია.[10][11]

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ბუდაპეშტი
უნგრ. Budapest
ThumbThumb
Thumb
ThumbThumb

ზემოდან, მარცხნიდან მარჯვნივ: მდინარე დუნაი და უკანა ფონზე მატიაშის ეკლესია, ბუდას ციხესიმაგრე გელერტის მთიდან, უნგრეთის პარლამენტი, გმირთა მოედანი, წმინდა იშტვანის ბაზილიკა
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა  უნგრეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა I რაიონი, II რაიონი, III რაიონი, IV რაიონი, V რაიონი, VI რაიონი, VII რაიონი, VIII რაიონი, IX რაიონი, X რაიონი, XI რაიონი, XII რაიონი, XIII რაიონი, XIV რაიონი, XV რაიონი, XVI რაიონი, XVII რაიონი, XVIII რაიონი, XIX რაიონი, XX რაიონი, XXI რაიონი, XXII რაიონი და XXIII რაიონი
კოორდინატები 47°29′54″ ჩ. გ. 19°02′27″ ა. გ.
ქალაქის მერი გერგეი კარაჩონი[1] [2] [3]
დაარსდა 17 ნოემბერი, 1873
ფართობი 525,14 კმ²
ცენტრის სიმაღლე 117 მეტრი
ოფიციალური ენა უნგრული ენა
მოსახლეობა 1 686 222 (1 იანვარი, 2024)[4]
სიმჭიდროვე 3347,02 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 1
საფოსტო ინდექსი 1011–1239[5]
ოფიციალური საიტი budapest.hu
Thumb
დახურვა

ბუდაპეშტის ისტორია იწყება მაშინ, როდესაც ადრეული კელტური დასახლება რომაულ ქალაქ აკვინკუმად გარდაიქმნა[12][13] და ქვემო პანონიის დედაქალაქი გახდა.[12] უნგრელები ამ ადგილზე IX საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ,[14] მაგრამ 1241–42 წლებში ტერიტორია მონღოლების შემოსევის დროს გაიძარცვა და განადგურდა.[15] აღდგენილი ბუდა XV საუკუნისთვის რენესანსული ჰუმანიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაიქცა.[16][17][18] 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლას ოსმალების თითქმის 150 წლიანი მმართველობა მოჰყვა.[19] 1686 წელს ბუდას გათავისუფლების შემდეგ, რეგიონი განვითარების ახალ ეპოქაში შევიდა და პეშტ-ბუდა გლობალური ქალაქი გახდა, ხოლო 1873 წლის 17 ნოემბერს ბუდას, ობუდასა და პეშტის გაერთიანების შემდეგ ახალ დედაქალაქს „ბუდაპეშტი“ ეწოდა.[9][20] ბუდაპეშტი, ასევე, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის თანადედაქალაქი გახდა,[21] რომელიც 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა. ქალაქი იყო 1848 წლის უნგრეთის რევოლუციის, 1945 წლის ბუდაპეშტის ბრძოლისა და 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის ეპიცენტრი.[22][23]

ბუდაპეშტი არის ბეტა + გლობალური ქალაქი რომელსაც აქვს ძლიერი კომერცია, ფინანსები, მედია, ხელოვნება, მოდა, კვლევები, ტექნოლოგიები, განათლება და გართობა.[24][25] უნგრეთის ფინანსური ცენტრი,[26] 2014 წელს ევროპის რიგით მეორე სწრაფად განვითარებად ურბანულ ეკონომიკად დასახელდა.[27] ბუდაპეშტში მდებარეობს ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის[28], ევროკავშირის პოლიციის კოლეჯისა[29] და ჩინეთის საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოს პირველი საგარეო ოფისის შტაბ-ბინები.[30] ბუდაპეშტში წარმოდგენილია 40-ზე მეტი კოლეჯი და უნივერსიტეტი, მათ შორის, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი, ზემელვაისის უნივერსიტეტი და ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი.[31][32] 1896 წელს გახსნილი[33] ბუდაპეშტის მეტროთი ყოველდღიურად 1,27 მილიონი ადამიანი, ხოლო ბუდაპეშტის ტრამვაის მომსახურებით კი 1,08 მილიონი ადამიანი სარგებლობს.[34]

ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონი, მდინარე დუნაის გასწვრივ, გამოცხადებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად და წარმოდგენილია კლასიკური არქიტექტურის რამდენიმე ცნობილი ძეგლით, მათ შორისაა უნგრეთის პარლამენტი და ბუდას ციხესიმაგრე.[35] ქალაქს ასევე აქვს 80-მდე გეოთერმული წყარო,[36] თერმული წყლის გამოქვაბულების უდიდესი სისტემა,[37] სიდიდით მეორე სინაგოგა და სიდიდით მესამე პარლამენტის შენობა მსოფლიოში.[38] ბუდაპეშტი ყოველწლიურად 12 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს.[39] ის ასევე Big7Media-ს „ევროპის 2020 წლის საუკეთესო მიმართულებების“ სიის სათავეშიც მოექცა.[40] კომპანია Which?-ის მიერ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში ბუდაპეშტმა მესამე ადგილი დაიკავა.[41]

გეოგრაფია

კლიმატი

მეტი ინფორმაცია ჰავის მონაცემები — Budapest, 1991–2020, (extremes 1870-present), თვე ...
ჰავის მონაცემები — Budapest, 1991–2020, (extremes 1870-present)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 18.1 20.6 26.1 32.0 34.0 39.5 40.7 40.0 37.6 30.8 23.4 19.3 40.7
საშუალო მაღალი °C 3.0 5.8 11.3 17.9 22.6 26.2 28.1 28.0 22.5 16.4 9.4 3.5 16.2
საშუალო დღიური °C 0.0 2.0 6.6 12.4 16.9 20.7 22.5 22.3 16.9 11.3 5.9 0.8 11.5
საშუალო დაბალი °C −2.5 −1.3 2.3 7.1 11.6 15.2 16.7 16.6 12.2 7.2 3.1 −1.4 7.2
რეკორდულად დაბალი °C −27.1 −25.0 −15.5 −7.2 −3.3 0.5 4.0 5.0 −3.1 −9.5 −16.4 −22.0 −27.1
საშუალო ნალექი (მმ) 31 33 32 36 67 66 75 61 52 45 48 40 586
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0 mm) 6 6 5.7 5.7 8 6.6 6.4 5.6 5.6 6.7 7.1 6.8 76.2
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 79 74 66 59 61 61 59 61 67 72 78 80 68
ცვრის წერტილის საშუალო °C −3.9 −2.3 0.0 3.4 8.3 11.4 12.4 12.4 10.2 6.2 1.9 −1.8 4.9
საშუალო თვიური მზიანი საათები 53.8 83.4 133.4 179.5 233.8 250.6 279.4 253.8 195.7 150.7 65.1 49.2 1 928,4
საშუალო UV ინდექსი 2 3 3 5 5 6 6 6 4 3 2 2 4
წყარო 1: Hungarian Meteorological Service(temperature-precipitation) [42][43] (extremes)[44]
წყარო 2: NCEI(precipitation days[45])(humidity, dew point and sun 1961-1990 [46])

Weather Atlas (UV)[47]

დახურვა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.