ქართველი პოეტი From Wikipedia, the free encyclopedia
ტაგუ ვარდენის ძე მებურიშვილი (დ. 28 აგვისტო, 1934, ფერეთა, ვანის რაიონი — გ. 10 აპრილი, 2007, თბილისი)[1] — ქართველი პოეტი.
ტაგუ მებურიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 აგვისტო, 1934 |
დაბადების ადგილი | ფერეთა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 10 აპრილი, 2007 (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
1957 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1956 წელს, 1966 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული „მზე მაღლა იწევს“. პოეტური შემოქმედების გარდა დაკავებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობით, რედაქტორობით, აქტიურად მუშაობდა საბავშვო პოეზიაში. მისი შემოქმედება თარგმნილია რუსულ, სომხურ, თათრულ ენებზე.
1981 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობა „მერანის“ პოეზიის განყოფილებას. 2007 წელს, 6 აპრილის მწერალთა კავშირის სხდომაზე დაპირისპირება მოუვიდა გამომცემლობის დირექტორ ვაჟა ოთარაშვილთან, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, 2007 წლის 10 აპრილს, მწერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[1]
პოეზია
ნარკვევები
საბავშვო პოეზია
Seamless Wikipedia browsing. On steroids.