2007 (ორი ათას შვიდი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-7 წელი.
საქართველოში
პოლიტიკა
- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის 5 იანვრისთვის, ქვეყანაში მოცული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
- რუსეთის ელჩი დაბრუნდა თბილისში: რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ელჩი გაიწვია საქართველოს მიერ ოთხი რუსეთის მოქალაქის 2006 წელს შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრების გამო. ურთიერთობა რუსეთთან კვლავ მწვავე რჩება.
- რუსეთმა დაასრულა სამხედრო შენაერთების გაყვანა საქართველოდან ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვით, თუმცა რუსეთის სამხედრო შენაერთები კვლავ რჩებიან აფხაზეთში სამშვიდობების სახით.
- საქართველომ ახალი გზა გაიყვანა კოდორის ხეობაში, რითაც განმტკიცდა კონტროლი ზემო აფხაზეთზე.
- საქართველოს ხელისუფლების მხადაჭერით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეიქმნა, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა.
- 1993 წელს ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში დაკრძალული ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთი დააბრუნეს საქართველოში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
- საქართველომ გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ერაყში 2000-მდე, რითაც სამხედროების რაოდენობით მესამე სახელმწიფო გახდა აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ ამ ქვეყანაში.
- აგვისტოში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნაღმი გადმოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ წითელუბანთან (სამაჩაბლო). ნაღმი არ აფეთქებულა და რუსეთსაც ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა არ აუღია.
- აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირი შემოვიდა საქართველოში, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას რუსეთის ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება შეემცირებინა.
ბიზნესი
- საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იწყებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის მშენებლობას ნოემბრის ბოლოს. გახსნის ცერემონია ჩატარდა მარაბდასთან სამი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით.
- აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტოსტრადის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელმაც შეაერთა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის ორი მონაკვეთი ნოემბრის ბოლოს.
- თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა თებერვალში თურქული კომპანია TAV LLC-ის მონაწილეობით, რომელმაც მასში $100 მილიონი დოლარი დააბანდა (ბათუმის აეროპორტთან ერთად).
- საქართველოს ენერგიის სექტორის პრივატიზება დასრულდა ივნისში. საერთო შემოსავლებმა $500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
- ნოემბერში საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რითაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეებისთვის.
- საქართველოში შემოვიდა ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC.
- სასტუმროების ქსელების გიგანტები „კემპინსკი“ და „ჰაიატი“ თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობას იწყებენ.
სპორტი
- ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
- საქართველოს სამი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს: ორი ჭიდაობაში (დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე) და ერთი ძიუდოში (ირაკლი ცირეკიძე). ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 18 წელიწადში, როდესაც საქართველო ჩემპიონი გახდა თითოეულ ამ სპორტის სახეობაში.