ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი From Wikipedia, the free encyclopedia
გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.
გოდერძი ჩოხელი | |
---|---|
სრული სახელი | გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი |
დაბადების თარიღი | 2 ოქტომბერი, 1954 |
დაბადების ადგილი | ჩოხი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
გარდაცვალების თარიღი | 16 ნოემბერი, 2007 (53 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი. |
ენა | ქართული |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრ კავშირი საქართველო |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
პერიოდი | 1977–2007 |
მეუღლე | ნინო მელაშვილი |
შვილ(ებ)ი | ლუკა ჩოხელი, ნიკა ჩოხელი[1] |
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“. ლექსების კრებული „ბედი მდევარი„, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი“, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“, „სულეთის კიდობანი“.
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
გოდერძი ჩოხელი ვიკიციტატებში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.