მიხო მოსულიშვილი დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. დედა, ციალა ზაქარიას ასული ვარაზაშვილი (17.02.1943 – 26.03.2022) იყო დიასახლისი, ხოლო მამა, ანზორ მიხეილის ძე მოსულიშვილი (4.04.1937 - 25.05.2021) კი მძღოლი. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, გეოლოგის სპეციალობით. 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია.
1986 წლიდან მუშაობდა გეოლოგად ფშავში, 1991-2010 წლებში კი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, 2010 წლიდან არის თავისუფალი მწერალი.
პირველი ნაწარმოები ტყის კაცი გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1984 წელს. გამოცემული აქვს რომანების, მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების ოცზე მეტი წიგნი. მისი პიესების მიხედვით სპექტაკლები დადგმულია საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ასევე ტელევიზიაში და რადიოში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ლატვიურ, ინგლისურ, გერმანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
2004 წლიდან მიხო მოსულიშვილი იყო ოცზე მეტი წიგნის რედაქტორი[3], რომელთა შორის სჭარბობს პოეტური კრებულები.
დარდისას გეტყვი (შვიდი მოთხრობა, მინიატურები რვა სხვადასხვა ციკლიდან და ორი ესსეი), თბ. ბაკმი, 2023
სიჩუმეს ვხედავ... (ლექსების წიგნი, ნაწერი იშვიათად, სტუდენტობიდან სიბერემდე[5]), რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი, თბ. კალმოსანი, 2023
მიღმურისა და სააქაოსი (შვიდი სადიდო და სამი საბავშვო პიესა[6])), თბ. საარი, 2024
გერმანულად:
გედები თოვლქვეშ[7], გერმანულად თარგმნეს ირმა შიოლაშვილმა და იოახიმ ბრიტცემ – Schwäne im Schnee[8] Übersetzung aus dem Georgischen von Irma Schiolaschwili und Joachim Britze. Kaukasische Bibliothek. (Hrsg. Uli Rothfuss und Traian Pop) Band 16. (Georgien). ISBN 978-3-86356-170-3, Pop Verlag, Ludwigsburg, 2017
თურქულად:
ზამთარმა მოიქნია კუდი (თურქ. Mart kapıdan baktırır) მოთხობების კრებულში: „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“ (არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან), თურქულად თარგმნა ფარნა-ბექა ჩილაშვილმა, (თურქ.: Sessiz Harfler Antolojisi[9] - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler), 2017, ISBN 978-605-84-7873-2
საშობაო ბატი კომშით, გერმანულად თარგმნა მაია ლიპარტელიანმა – Weihnachtsgans mit Quitten von Micho Mosulischwili im buch: "Zwischen Orient und Okzident" (Theaterstücke aus Georgien)[10], Verlag Theater der Zeit, 2015, ISBN 978-3-95749-061-2
ლატვიურად:
ჩემო მეჟოლია[11], ლატვიურად თარგმნა ნინო იაკობიძემ – Miho Mosulišvili Mana Sarkanrīklīte (Skumja, ïoti skumja komçdija), Vitola izdevnieciba, Latvia, 2016, ISBN 978-9934-554-06-3
მეცამეტე ექსპერიმენტული — ავთანდილ ციხიშვილის სახელობის უსინათლოთა დრამატული თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ლაბაძე, 2002
თეთრი ლაშქარი — სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეარტი „თეთრი ტალღა“, რეჟისორი გიორგი რატიანი, 2005
მოპარული ახალი წლის ზღაპარი — ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2008; გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2012; რუსულად: Сказка об украденном Новом годе — ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟისორი სერგეი შვედკოვი, 2012; ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი ეკატერინე სირაძე, 2013
ენკი–ბენკი (მხიარული დამბაჩა) — „მეორე თეატრი“, (საბავშვო თეატრი, მის: დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 60), რეჟისორი ნათია კავსაძე, 2008
საზღვრები — ლეონიდ ზორინის „ვარშავული მელოდიის“ მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრის „ახალი სცენა“, რეჟისორი გიორგი (გოგა) ოსეფაშვილი, 2014
მსუქანი ბიჭი ნატურმორტში — იონ საპდარუს სევდიანი კომედია ორ მოქმედებად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „ახალი სცენა“, რეჟისორი იონ საპდარუ, 2015
პინოკიოს თავგადასავალი — კარლო კოლოდის საბავშვო რომანის ინსცენირება, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრი, რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, 2016
ჩემი მეგობარი ჰიტლერი, ტელესპექტაკლის სცენარის თანაავტორი (იუკიო მისიმას მიხედვით), საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999, რეჟისორი ანდრო ენუქიძე.
წვრილ ვარსკვლავთა ღამე (ტელესერიალი), 45 სერია, სცენარის თანაავტორი, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999–2000
ღირსების მედალი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 132[12] (ჟურნალ „ცისკრის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1998 წლის 15 მარტის ნომერში), 1998
საქტელერადიო კომიტეტის პრემია რადიოპიესისათვის ტყის კაცი, 1987
პირველი პრემია თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ „ბესტსელერის“ ლიტერატურულ კონკურსში, რომანისთვის უჟამო ჟამის რაინდი, 1998.
საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის, „ბეკარის“ (ლიტერატურული ნაწარმოებები მუსიკაზე) პრემია ნომინაციაში „ჯაზი და როკ-მუსიკა: პროზა“ მოთხრობისათვის ურაკპარაკი (Глухомань — მთარგმნელი მაია ბირიუკოვა), 2005, მოსკოვი.
ლიტერატურული კონკურსის „ფორმულა-ნლო“-2006-ის (პროზა) დიპლომი და პრემია, 31 დეკემბერი, 2006, ათენი.
ლიტერატურული კონკურსის „ხერთვისის“ პრემია (პროზა) და სკულპტურა, 8 დეკემბერი, 2007, თბილისი.
ვერცხლის პრიზი გამომცემლობა "უსტარს" კინორომანისათვის “ჰელესა” (სინოპსისით) ეფექტური მარკეტინგის ჯილდოს კონფერენციაზე (The Summit Marketing Effectiveness Award) ნომინაციაში: “მცირე ბიუჯეტი”, 27 აგვისტო, 2012, პორტლენდი, ორეგონი, აშშ
თუმანიშვილის სახელობის ფონდის, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივი პროექტის „ახალი ქართული პიესა 2012“-ის პრიზი პიესისათვის ვაჟა-ფშაველა, 12 დეკემბერი, 2012
ლიტერატურული კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელისთვის“ პირველი ადგილი, მოთხრობისათვის „მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისათვის“, 30 სექტემბერი, 2019
ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“ მთავარი პრიზი ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ მოთხრობისათვის „ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“, 22 ივლისი, 2022
პირველი ადგილი ლიტერატურულ კონკურსზე „ლილე-2022“, მოთხრობისათვის „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“, 30 სექტემბერი, 2022; იგიგვე პრიზი „ლილე 2023“-ზე, მოთხრობისათვის „ჯავახეთის ფამფარულა, ჩემი...“, 11 სექტემბერი, 2023
პრემია „საგურამო“, ნომინაცია: პროზა, 12 სექტემბერი, 2024
თოდუა ნ., პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული დრამატურგია[13], თბ., თსუ, 2020
ჯალიაშვილი მ., ლიტერატურული წერილები, თბ., წყაროსთვალი, 2006 - ISBN 99940-899-0-0
ჯაველიძე ე., უკეთუ სულითა (ლიტერატურული წერილები), თბ., მერანი, 1989
ბენაშვილი გ., ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები, თბ., მერანი, 1989
გრიგალაშვილი ნ., ზრუნვის საგანი (ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები), თბ., მერანი, 1988