ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი ქუთაისში From Wikipedia, the free encyclopedia

ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)

„ტორპედო“ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქუთაისიდან. დაარსდა 1946 წელს. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 1949 წელს გახდა საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე არის ეროვნული ლიგის 4 გზის ოქროსა (2000, 2001, 2002, 2017) და სამგზის ვერცხლის (1999, 2003, 2005) პრიზიორი. ხუთჯერ გახდა საქართველოს თასის (1999, 2001, 2016, 2018, 2022) და ერთხელ საქართველოს სუპერთასის მფლობელი 2018 წელს. დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მხოლოდ სამი სეზონით მოხდა მისი დაქვეითება პირველ ლიგაში (2007–08, 2008–09, 2009–10), 2010 წლიდან ისევ აღზევდა უმაღლეს ლიგაში, სადაც დღემდე ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ატარებს რამაზ შენგელიას სტადიონზე, რომელიც 14 700 მაყურებელს იტევს.

სწრაფი ფაქტები სრული სახელი, დაარსდა ...
ქუთაისის ტორპედო
Thumb
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
დაარსდა 1946; 79 წლის წინ (1946)
სტადიონი რამაზ შენგელიას სტადიონი, ქუთაისი, საქართველო
(ტევადობა: 14 700)
პრეზიდენტი დავით კერესელიძე
მწვრთნელი დირკ შუსტერი
კაპიტანი მერაბ გიგაური
ლიგა ეროვნული ლიგა
2024 მე-2
საიტი ოფიციალური საიტი
Thumb
Thumb
Thumb
ძირითადი ფორმა
Thumb
Thumb
Thumb
რეზერვის ფორმა
Thumb
Thumb
მესამე ფორმა
დახურვა

თავის დროზე „ტორპედოს“ რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რევაზ ძოძუაშვილი, თამაზ კოსტავა (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1970), ანზორ კავაზაშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1967), ნოდარ ხიზანიშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მურთაზ ხურცილავა (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1962, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1969), სერგო კუტივაძე, ოთარ გაბელია (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მანუჩარ მაჩაიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1970), გივი ნოდია (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1972), თენგიზ სულაქველიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1980, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), გურამ ცხოვრებოვი, რამაზ ურუშაძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1961).

ისტორია

დაარსების პერიოდი

Thumb
ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა, 1940-იანი წლები

1946 წელს ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა გუნდი, სახელად ქუთაისის „ტორპედო“. უკვე 1949 წელს კი, ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი „ლოკომოტივი“, რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი ანდრო ჟორდანია. იმის გამო, რომ „ლოკომოტივის“ რესპუბლიკურმა საბჭომ თბილისიდან ვერ შეძლო გუნდის პატრონობა, ქუთაისის ხელმძღვანელობამ 1959 წლის 3 მაისს ქალაქის სპორტკომიტეტის დადგენილებით გუნდი გადასცა საავტომობილო ქარხანას და „ლოკომოტივის“ ნაცვლად მას „ტორპედო“ ეწოდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გიორგი ანთაძე. 1959 წლის 23 აპრილს ტორპედოელებმა ქუთაისში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს შვედეთის ქალაქ სუნდსვალის გუნდთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 1959 წლის 5 ივლისს ქუთაისს მეორე უცხოური გუნდი დანიის „ალიანსენი ეწვია. ტორპედოელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს — 3:3. 1959 წლის 4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ქუთათურებმა ფინეთის „პალლოსეურა“ გაანადგურეს-3:0. 1959 წლის საკავშირო ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-6 ადგილზე დაასრულა.

„ბ“ კლასი

1960 წლიდან ქუთაისის „ტორპედო“ საკავშირო გათამაშების „ბ“ კლასის მეორე ზონაში გამოდიოდა. ქუთაისელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი. გუნდმა 30 თამაშიდან 47 ქულა დააგროვა, 12 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლენინაბადის „დინამოს“ და პირველ ზონაში გამარჯვებულ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება „ტორპედოს“ დარჩა (3:1, 0:1) და „ბ“ ლიგაში პირველი ადგილი მოიპოვა. იმის გამო რომ 1960 წელს „ა“ კლასის საგზური არ გათამაშებულა, ტორპედოელებს მომავალ წელსაც დაბალ ლიგაში მოუხდათ ასპარეზობა, თუმცა გუნდის ფეხბურთელებს სპორტის ოსტატის წოდებები მიანიჭეს.

1961 წლის სეზონში უშანგი სალდაძის ხელმღვანელობით ტორპედოელები კვლავ გამარჯვებული გამოვიდნენ „ბ“ კლასის მეორე ზონის გუნდებს შორის და მოიპოვეს უფლება ებრძოლათ „ა“ კლასის საგზურისთვის. უმაღლესში გადასასვლელ სამთა ტურნირში, რომელიც კიშინიოვში გაიმართა ქუთაისელებმა ტალინის „კალევთან“ და თბილისის „ლოკომოტივთან“ პაექრობაში პირველი ადგილი მოიპოვეს და „ა“ კლასში აღზევდნენ.

„ა“ კლასი

Thumb
ქუთაისის „ტორპედოს“ მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ

1962 წელს 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის სასტარტო მატჩში მოსკოვის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. წინა დღით ქუთაისელთა დუბლებმა მოსკოველთა მეორე გუნდი 5:1 გაანადგურეს. ახალგაზრდების შემართება ძირითად გუნდსაც გადაედო და ქართველმა ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს — 4:2.[1] „ტორპედოს“ კარგი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ასპარეზობა ასევე წარმატებულად ვეღარ განაგრძო და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ქუთათურებმა უკან ჩამოიტოვეს საკმაოდ ცნობილი გუნდები: ლენინგრადის „დინამო“, მინსკის „დინამო“ და „კრილია სოვეტოვი“, რომლებსაც „ა“ კლასში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება გააჩნდათ. საყურედღებოა, რომ ქუთაისელებმა სანიმუშო სათამაშო დისციპლინისთვის გაზეთ „სოვეტსკი სპორტისგან“ მიიღეს პრიზი „სამართლიანი თამაშისთვის“.

Thumb
ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა 1962 წლის სეზონში

1963 წლის სეზონში „ტორპედო“ არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა: 15 აპრილს ქუთათურებმა თბილისის „დინამოს“ უმასპინძლეს. ამ მატჩის სანახავად ქალაქის სტადიონზე 40 000 კაცზე მეტი მივიდა. ეს ციფრი დღესაც სარეკორდოა „ტორპედოსთვის“. მატჩი დამთავრდა ფრედ — 0:0. საყურადღებოა, რომ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ჩაატარეს „მოსკოვური“ მატჩები. მოსკოვის „ცსკას“ 1963 წლის ჩემპიონატში ქუთაისელებთან სეხვედრამდე თამაში არ ჰქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სერია საკუთარ მოედანზე „ტორპედოსთან“ შეწყდა. ქუთათურებმა გასვლაზე დაამარცხეს მოსკოვის „ლოკომოტივი“, ხოლო კიევში „დინამოსთან“ ფრე 1:1 ითამაშეს. შეხვედრის შემდეგ კიეველმა მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებით მოხიბლეს. 18 აგვისტოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში ავტოქარხნელებმა 1:0 დაამარცხეს გათამაშების ლიდერი მოსკოვის „დინამო“ და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი, რომ ქუთაისის „ტორპედო“ მოსკოვური გუნდებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს წარმოადგენდა.

Thumb
ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა, 1960-იანი წლები

1963 წლის სეზონი მე-12-ე ადგილზე დაამთავრეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და მათ საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე. სეზონის დასასრულს ფეხბურთის საკავშირო ფედერაციამ გამოაქვეყნა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია, სადაც მეკარეთა სამეულში ლეგენდარული ლევ იაშინის შემდეგ მეორე ნომრად დასახელებული იყო „ტორპედოს“ გოლკიპერი რამაზ ურუშაძე.

Thumb
ჯუმბერ ხაჟალია – მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი

1964 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტორპედოელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რამაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. 25 აგვისტოს გასვლაზე ლენინგრადის „ზენიტის“ დამარცხებამ „ტორპედოელებს“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. 6 ოქტომბერს „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს, მოსკოვის „ტორპედოს“ უმასპინძლა. როგორც სტუმრებს, ასევე მასპინზლებს ორი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. მოსკოველები გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებდნენ ლიდერის პოზიციას, ხოლო ქუთაისელებს 2 ქულის დაკარგვის შემთხვევაში არავითარი თეორიული შანსი აღარ რჩებოდათ „ა“ კლასში დარჩენისთვის. ჯუმბერ ხაჟალიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა სანუკვარი ორი ქულა მოუტანა ქუთაისელ ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველებს ეს მარცხი მოგვიანებით ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდათ. „ტორპედომ“ ამის შემდეგ გასვლაზე დაამარცხა „როსტოვი“ და მოსკოვის „დინამო“, შემდეგ კი დამატებით მატჩში გორკის „ვოლგა“ დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის „ტორპედოდან“ ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რამაზ ურუშაძე, იუზა ლოსაბერიძე, სერგო კუტივაძე, ჯემალ ხერხაძე და ვალერიან ჩხარტიშვილი.

1965 წელს „ტორპედომ“ პროგრამა მინიმუმი კვლავ შეასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებმადე სამი ტურით ადრე „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და ლოსაბერიძის გოლით 1:0 დაამარცხა. ქუთაისში მარცხი კიეველებსაც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: „რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები. სწორედ მათ წაართვეს ფინიშზე კიეველებს ის ორი ქულა, რომელიც ოქროს მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდათ უკრაინელ ფეხბურთელებს. გუნდმა, რომელმაც დაამარცხა ვერცხლისას და ბრინჯაოს პრიზიორები, სუსტად ჩაატარა შეხვედრები აუტსაიდერებთან...“ საკავშირო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ტორპედოელები“ საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად აფრიკაში გაემგზავრნენ. ქუთათურებმა 5:1 დაამარცხეს გვინეის ნაკრები, ფრედ 0:0 ითამაშეს მალის ნაკრებთან, 7:0 დაამარცხეს ნიგერიის ერთ-ერთი გუნდი, ბოლოს კი დაამარცხეს მალის ნაკრები - 1:0.

1966 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-15 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გუნდები, როგორებიც იყვნენ მოსკოვის „ლოკომოტივი“ და ლენინგრადის „ზენიტი“. 1967 წლის ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-13-ე ადგილზე დაასრულა. რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო ისეთი პატარა ქალაქის გუნდისთვის როგორიც ქუთაისია. სეზონის ბოლოს „ტორპედოში“ აღზრდილი რევაზ ძოძუაშვილი მიიწვიეს თბილისის „დინამოში“, მოკლე ხანში კი მან საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. 1968 წელს 9 ქულით ჩამოიტოვა ბოლო ადგილზე მყოფი კიროვაბადის „დინამო“ და კვლავ შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. მომდევნო წელს კი ქუთათურებმა ჩემპიონატში მე-14 ადგილი მოიპოვეს. 1970 წლის ჩემპიონატის ფინიშზე „ტორპედო“ გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა მე-16 ადგილზე აღმოჩნდა და უმაღლესი ლიგა დატოვა.

დაქვეითება

1971 წლიდან ქუთათურები საბჭოთა პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ. 11 წლის მანძილზე გუნდი იბრძოდა საუკეთესოთა შორის დასაბრუნებლად. მრავალწლიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1981 წელს „ტორპედომ“ პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას უმაღლესი ლიგისკენ უხსნიდა გზას. 1982 წლის სეზონში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს კი ბოლოსწინა მე-17-ე და კვლავ დაბალ ლიგაში დაქვეითთდა. 1984 წლის ჩემპიონატი ქუთაისელებმა წარმატებით წარმართეს და უკვე მესამედ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში. 1985 წელს გუნდი მთელი სეზონის მანძილზე სახიფათო ზონაში იყო, მაგრამ ფინიშის სწორზე ზედიზედ სამმა გამარჯვებამ „ტორპედოს“ საბოლოოდ მე-11 ადგილი მოუტანა, რაც საუკეთესო შედეგია ქუთაისელთა უმაღლეს ლიგაში 13 წლიანი ასპარეზობის მანძილზე. 1986 წელს მართალია ცალკეულ შეხვედრებში ტორპედოელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, მაგრამ, მთლიანობაში გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა და „ტორპედო“ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

დამოუკიდებლობის პერიოდი

Thumb
ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა 2011

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ტორპედო“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს „დინამოს“ ჰეგემონიის დამხობა და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.

2008 წელს ქუთაისის „ტორპედო“ ფინანსური გარანტიის არ ქონის გამო დააქვეითეს, მაგრამ მიუხედავად ამის „ტორპედო“ 2008-2009 წლებში უკონკურენტოდ გადავიდა | ლიგაში, ხოლო 2009-2010 წლებში უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაც შეძლეს. „ტორპედომ“ 2010-2011 წლის სეზონი არა სტაბილურად დაიწყო რასაც გულშემატკივრის მოთხოვნით მთავარი მწვრთნელის ნესტორ მუმლაძის განთავისუფლება მოჰყვა, ახალ მწვრთნელად კი გია გიგატაძე დანიშნეს, რომელმაც თამაშის დალაგება შეძლო და ბოლო ადგილიდან გუნდი მე-4-ე ადგილზე გაიყვანა და საქართველოს თასის ფინალის საგზურიც მოიპოვა რომელშიც მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა გაგრის გუნდ გაგრასთან..[2] მომდევნო ორ სეზონში „ტორპედომ“ 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეროვნული ლიგიდან, 2016 წელს კი საქართველოს თასიც აღმართა.

იმავე წელს ტორპედო აუქციონის წესით გაიყიდა. ახალი მფლობელი და კლუბის პრეზიდენტი ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა გახდა.[3] საქართველოს თასის მოგების შემდეგ, კლუბი ჩაიბარა კახაბერ ჩხეტიანმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ტორპედოს“ შემადგენლობაში 6 სეზონი გაატარა.

15 წლიანი ლოდინის შემდეგ, 2017 წლის 26 ნოემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში თბილისის „დინამო“ დაამარცხა.[4]

2018 წლის გახსნით მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ საჩხერის „ჩიხურას“ მოუგო, რითაც გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის ტიტული. მოცემულ სეზონში გუნდი ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, თასის ფინალში კი „გაგრასთან“ გაიმარჯვა და ტიტულსაც დაეუფლა.

2019 წელი კიდევ ერთი გამარჯვებითა და ტიტულით დაიწყო გუნდისთვის. „ტორპედომ“ სუპერთასის ფინალში დაამარცხა „საბურთალო“ და ბოლო 26 თვეში მეხუთე ტიტულს დაეუფლა. მარტში, „ტორპედოს“ 27 მატჩიანი წაუგებელი სერია „ლოკომოტივთან“ მარცხით დასრულდა.[5] კლუბში ფინანსურმა კრიზისმა იჩინა თავი, რის გამოც „ტორპედოს“ გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას გადადგომას ითხოვდნენ.[6]

აგვისტოს ბოლოს, ზაალ ჩაჩავამ „ტორპედო“ ქუთაისი დატოვა.[7] ფინანსური პრობლემის გამო, კლუბიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც წავიდნენ, რის გამოც კახაბერ ჩხეტიანმა „საბურთალოსთან“ მატჩში „ტორპედოს“ 18 წლამდელთა ახალგაზრდული კლუბიდან 11 მოთამაშე დაიმატა, მათ შორის იყო 13 წლის მეკარე სოსო კოპალიანი.[8]

გუნდმა შეინარჩუნა ადგილი ეროვნულ ლიგაში, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა ტორპედო ქუთაისი 2019 წლის დეკემბერში დატოვა.[9]

2020 წლის თებერვალში, კლუბში ახალი ინვესტორები გამოჩნდნენ. გუნდის ახალი მფლობელი და პრეზიდენტი ფაბრიციო მანინი გახდა, თუმცა მოგვიანებით მანაც დატოვა დაკავებული თანამდებობა.[10]

2021 წლის ივნისში კახაბერ ჩხეტიანი მეორედ დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე[11], თუმცა იმავე წლის 1-ელ ნოემბერს გუნდის დირექციამ ის გაათავისუფლა. კახაბერ ჩხეტიანის გაშვების მთავარი მიზეზი გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები და არსებული სატურნირო ვითარება იყო.[12]

2021 წლის სექტემბერში, კლუბის 100%-იანი მფლობელი კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ გახდა.[13]

სტადიონი

Thumb

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი აშენდა 1949-1956 წლებში მაშინდელი ახალი ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად რეკონსტრუქცია 1998 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2010 წელს მოეწყო უეფას სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად სტადიონი 15 000 მაყურებელს იტევს.

სტადიონის გარდა „ტორპედოს“ გააჩნია საკუთარი ბაზა,[14] ჩოგბურთის კორტების კომპლექსი,[15] საცურაო აუზი,[16] ფიტნეს კლუბი, სოლარიუმი და სხვ.

სტადიონის მთავარი სპორტული არენა მოიცავს საფეხბურთო მოედანს (105X75 მ), 400-მეტრიან სარბენ წრეს და ხტომისა და ტყორცნის სექტორებს. საერთაშორისო სტანდარტის ტაბლო და განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და პრეს–ზონა უმაღლესი კლასის თამაშებისათვის საჭირო პირობებს ქმნის.[17]

სახელწოდება

  • 1946: დაარსდა როგორც ტორპედო ქუთაისი
  • 1949: დაერქვა ლოკომოტივი ქუთაისი.
  • 1960: დაერქვა ტორპედო ქუთაისი
  • 1990: დაერქვა სკ ქუთაისი.
  • 1992: დაერქვა ტორპედო ქუთაისი
  • 2008: დაერქვა ტორპედო-2008 ქუთაისი
  • 2010 წლიდან ტორპედო ქუთაისი

სიმბოლიკა

ლოგოები

კლუბის ფერები

შავი თეთრი

სპონსორები

მეტი ინფორმაცია პერიოდი, სპონსორები ...
პერიოდი სპონსორები ეკიპირება გენერალური სპონსორი
2011-12 Saller Wissol
2011-12 JAKO Wissol
2012–13 ვისოლი, AUTO ექსპრესი, ლაგუნა, სმარტი, ავერსი, ალფა, სილქნეტი, საქკაბელი, TravelMinder NIKE Wissol
2013–14 ვისოლი, AUTO ექსპრესი, ლაგუნა, სმარტი, ავერსი, ალფა, სილქნეტი, საქკაბელი, TravelMinder UMBRO
2018 კრისტალბეთი Adidas Crystalbet
2019 კრისტალბეთი Adidas Crystalbet
2020 ედენარო Kappa Edenaro.com
2021 ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი Puma New Vision University
დახურვა

ტიტულები

შიდა ჩემპიონატები
საერთაშორისო ტურნირები
  • თურქმენეთის პრეზიდენტის თასი
  • 1 გამარჯვებული (1): 2002
  • 2 ფინალისტი (1): 2004
  • თანამეგობრობის თასი/პირველი ლიგა წყარო (დონე 2)
  • 1 გამარჯვებული (1): 2001 (გაზიარებული რეკორდი)
საბჭოთა დროის ჩემპიონატები
  • საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
  • 1 ჩემპიონი (1): 1949
  • საბჭოთა პირველი ლიგა (დონე 2)
  • 1 ჩემპიონატი (2): 1960, 1961
  • 2 მეორე ადგილი (3): 1949, 1981, 1984 (გაზიარებული რეკორდი)
  • 3 მესამე ადგილი (1): 1975
  • საბჭოთა მეორე ლიგა (დონე 3)
  • 1 ჩემპიონი (1): 1988
  • ენძელას თასი
  • ფინალისტი (1): 1967
ტორპედოს დუბლების ტიტულები
  • ბენდელას თასი
  • ფინალისტი (1): 2013
ტორპედოს ახალგაზრდული გუნდის საერთაშორისო ტიტულები
  • ევიმას თასი
  • გამარჯვებული (1): 2013
ტორპედოს ფანების ტიტულები
  • ოფიციალური ფანკლუბი „ჯუნგლები“
  • ბალუს თასი
  • გამარჯვებული (1): 2012
  • დასავლეთ საქართველოს თასი
  • გამარჯვებული (2): 2013, 2014

(რეკორდი)

  • ჩიბოს თასი
  • გამარჯვებული (2): 2016, 2023

რეკორდები

მეტი ინფორმაცია გოლი N., სახელი ...
გოლი N. სახელი ქვეყანა თარიღი
100 დავით ჯანაშია საქართველოს დროშა საქართველო 16 სექტემბერი, 1991
200 მამუკა ხუნდაძე საქართველოს დროშა საქართველო 10 მაისი, 1993
300 მამუკა ხუნდაძე საქართველოს დროშა საქართველო 19 ნოემბერი, 1994
400 მიხეილ აშვეთია საქართველოს დროშა საქართველო 13 მაისი, 1996
500 გიორგი მეგრელაძე საქართველოს დროშა საქართველო 4 სექტემბერი, 1997
600 გია იმედაძე საქართველოს დროშა საქართველო 19 მაისი, 1999
700 დავით ჯანაშია საქართველოს დროშა საქართველო 3 დეკემბერი, 2000
800 შოთა ბაბუნაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 15 სექტემბერი, 2002
900 გიორგი მეგრელაძე საქართველოს დროშა საქართველო 14 აგვისტო, 2004
1000 ნიკოლოზ ნადირაძე საქართველოს დროშა საქართველო 20 მაისი, 2007
1100 მერაბ გიგაური საქართველოს დროშა საქართველო 15 სექტემბერი, 2012
დახურვა

გამოჩენილი ფეხბურთელები

ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში არაერთხელ იყვნენ დასახელებული სხვადასხვა თაობის ტორპედოელები: გურამ ცხოვრებოვი, რევაზ ძოძუაშვილი, ჯემალ ხერხაძე, სერგო კუტივაძე, გივი ნოდია, თენგიზ სულაქველიძე, თამაზ კოსტავა და სხვები. ხოლო რამაზ შენგელია ორჯერ სსრკს ნომერ-1 ფეხბურთელად იქნა აღიარებული. ძმები გივი და ლევან ნოდიები ევროპის ჩემპიონები არიან იუნიორთა შორის. 1969 წლის საკავშირო ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობდა „ტორპედოელთა“ თავდამსხმელი ჯუმბერ ხაჯალია, რომელმაც 16 გოლი გაიტანა და გაზეთ „ტრუდის“ პრიზის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი იყო. ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილები მიხეილ აშვეთია და მალხაზ ასათიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული წევრები იყვნენ, ხოლო ნუკრი რევიშვილი ახლაც ნაკრების პირველი ნომერია.

მეტი ინფორმაცია სახელი, პოზიცია ...
სახელი პოზიცია ქვეყანა საფეხბურთო წლები ნათამაშები გოლები
რევაზ ძოძუაშვილიმცველისაქართველოს დროშა1964–1967671
თამაზ კოსტავამცველისაქართველოს დროშა1973–19761060
ანზორ კავაზაშვილიმეკარესაქართველოს დროშა1972310
ნოდარ ხიზანიშვილიმცველისაქართველოს დროშა198360
მურთაზ ხურცილავამცველისაქართველოს დროშა1975–1976474
სერგო კუტივაძენახევარმცველისაქართველოს დროშა1962–19661289
ოთარ გაბელიამეკარესაქართველოს დროშა1983–1984290
მანუჩარ მაჩაიძენახევარმცველისაქართველოს დროშა1981–1982456
გივი ნოდიათავდამსხმელისაქართველოს დროშა1965–1966369
თენგიზ სულაქველიძემცველი / ნახევარმცველისაქართველოს დროშა1974–19781382
გურამ ცხოვრებოვიმცველისაქართველოს დროშა1961–1963572
რამაზ ურუშაძემეკარესაქართველოს დროშა1961–1964910
ირაკლი ზოიძემეკარესაქართველოს დროშა2000–2001360
დავით გავარამიძემეკარესაქართველოს დროშა2000–2001190
ნიკოლოზ ტოგონიძემეკარესაქართველოს დროშა2001–200260
დავით ჯანაშიათავდამსხმელისაქართველოს დროშა1989–1993, 1997–2001, 2002, 2005–200718279
მიხეილ აშვეთიათავდამსხმელისაქართველოს დროშა1993–1994, 2000–20014023
მალხაზ ასათიანიმცველი / ნახევარმცველისაქართველოს დროშა1999–20037615
ვალერ აბრამიძემცველისაქართველოს დროშა1998–2002, 2005–2006 ? ?
კახაბერ კვეტენაძენახევარმცველისაქართველოს დროშა1993–2001, 2002–200325130
ზურაბ იონანიძეთავდამსხმელისაქართველოს დროშა1992–1993, 1997–2003171104
ანდრეი პოროშინითავდამსხმელიუკრაინის დროშა2001–20035523
მამუკა მანაგაძენახევარმცველისაქართველოს დროშა1985-1986203
გიორგი მეგრელაძეთავდამსხმელისაქართველოს დროშა1995-2000, 2004-2005, 2011-201417586
დახურვა

ტორპედოს ბომბარდირები

მეტი ინფორმაცია სეზონი, ფეხბურთელი ...
დახურვა

ცხრილში გოლთა რაოდენობა მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

სეზონები

გასაღები

ჩემპიონი მეორე ადგილი მესამე ადგილი აღზევდა დაქვეითდა
მეტი ინფორმაცია სეზონი, ჩემპიონატი ...
ლიგის და თასის ჩემპიონატის შედეგები სეზონების მიხედვით
სეზონი ჩემპიონატი გტ გშ პოზ შიდა თასი ფედერაციის თასი სუპერთასი უეფა
ფიფა
სახელი გოლი
ლიგა ბომბარდირი
1949 სპლ/რკ 261682582540მე-2 1/32 n/a  ??
1953 1/64 n/a  ??
1955 Z4,1/128 n/a  ??
1957 სპლ/ზ3 301668542838მე-6 Z3,1/2 n/a  ??
1958 სპლ/ზ4 301767663540მე-4 Z4,1/4 n/a  ??
1959 სპლ/ზ3 261169363428მე-6 n/a n/a  ??
1960 სპლ 3021727021491-ლი Z3,1/4 n/a  ??
1961 სპლ 3022264923461-ლი 1/32 n/a  ??
1962 სულ 18756211619მე-15 1/16 n/a  ??
1963 სულ 3862111223733მე-12 1/16 n/a  ??
1964 სულ 3210715203727მე-13 1/16 n/a  ??
1965 სულ 328321296919მე-16 1/16 n/a  ??
1966 სულ 3691017445928მე-15 1/16 n/a  ??
1967 სულ 3681513375031მე-13 1/16 n/a  ??
1968 სულ 3891019274828მე-19 1/16 n/a  ??
1969 სულ 264616205014მე-14 1/16 n/a  ??
1970 სულ 3261115244223მე-16 1/8 n/a  ??
1971 სპლ 42121515475339მე-11 1/16 n/a  ??
1972 სპლ 3819613493244მე-5 1/16 n/a  ??
1973 სპლ 3816418404634მე-9 1/16 n/a  ??
1974 სპლ 38141014374238მე-8 1/32 n/a  ??
1975 სპლ 3818137553149მე-3 წე n/a რამაზ შენგელია15
1976 სპლ 38131510463841მე-7 ე2 n/a რამაზ შენგელია12
1977 სპლ 3815815454838მე-9 ე1 n/a  ??
1978 სპლ 3814915444137მე-9 ე1 n/a  ??
1979 სპლ 46171514444046მე-11 ჯე n/a  ??
1980 სპლ 4618919625445მე-13 ჯე n/a  ??
1981 სპლ 4626416574656მე-2 ჯე n/a დევის დარჯანია19
1982 სულ 34101014394530მე-13 ჯე n/a მერაბ მეგრელაძე19
1983 სულ 3441218265818[19]მე-16 1/4 n/a  ??
1984 სპლ 4223910765555მე-2 1/16 n/a ოთარ კორღალიძე24
1985 სულ 3411914405131მე-11 1/32 n/a  ??
1986 სულ 305718246017მე-16 1/16 ჯე  ??
1987 სულ 4211121930513421-ე 1/16  ??
1988 სმლ 3024427021521-ლი 1/32  ??
1989 სპლ 4218519697341მე-13 1/4 მერაბ მეგრელაძე33
1990 უმლ[20] 342059623365მე-4 1/4[20]  ??
1991 უმლ 191126343035მე-3 n/a[21]  ??
1991–92 უმლ 3815419666049მე-11 1/2  ??
1992–93 უმლ 3216412705452მე-5 1/2  ??
1993–94 უმლ 3215710564952მე-3 1/16  ??
1994–95 უმლ 3014214584744მე-6 1/8  ??
1995–96 უმლ 301578694952მე-7 1/4  ??
1996–97 უმლ 3014412705846მე-5 1/8  ??
1997–98 უმლ 301596513054მე-4 1/8  ??
1998–99 უმლ 302145732767მე-2 გამარჯვებული ფინალისტი ინტერტოტოს თასი - ე2  ??
1999–00 უმლ 2819727016641-ლი ფინალისტი n/a უეფა-ს თასი - ე1 ზურაბ იონანიძე25
2000–01 უმლ 3220844915681-ლი გამარჯვებული n/a უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს  ??
2001–02 უმლ 3223546418741-ლი ფინალისტი n/a უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს ანდრეი პოროშინი17
2002–03 უმლ 322264652072მე-2 1/2 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს ზურაბ იონანიძე26
2003–04 უმლ 3215611463851მე-7 ფინალისტი უეფა-ს თასი - სე სულიკო დავითაშვილი20
2004–05 უმლ 3620106563170მე-2 1/4  ??
2005–06 უმლ 308616284230მე-12 SR უეფა-ს თასი - 1ს  ??
2006–07 უმლ 269413243531მე-7[22] 1/4  ??
2007–08 პილ 2711610383139მე-11 ჯე  ??
2008–09 პილ 3014313322245მე-9 1/16  ??
2009–10 პილ 2822427012701-ლი ე2 რევაზ კვერნაძე14
2010–11 უმლ 3614139312255მე-4 ფინალისტი გიორგი მეგრელაძე14
2011–12 უმლ 362079503267მე-3 1/4 უეფა-ს ევროპის ლიგა - 1ს რევაზ გოცირიძე13
2012–13 უმლ 321976573064მე-3 1/4 უეფა-ს ევროპის ლიგა - 1ს ნიკოლოზ საბანაძე12
2013–14 უმლ 3214612434448მე-9 1/4 ოთარ კვერნაძე7
2014–15 უმლ 3010119393341მე-8 1/4 ოთარ კვერნაძე10
2015–16 უმლ 3014610504248მე-6 1/4 თორნიკე კაპანაძე9
2016 უმლ
(თეთრი ჯგუფი)
12435161215მე-3 (ჯგუფში) გამარჯვებული ოლეგ მამასახლისი5
2017 ეროვნული ლიგა 36 23 7 6 59 27 76 გამარჯვებული ფინალისტი ფინალისტი უეფა-ს ევროპა ლიგა - 1ს თორნიკე კაპანაძე 14
2018 ეროვნული ლიგა 36 20 9 7 66 25 69 მე-3 გამარჯვებული გამარჯვებული უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 1ს


უეფა-ს ევროპა ლიგა - პლეი-ოფი

თორნიკე კაპანაძე 21
2019 ეროვნული ლიგა 36 12 8 16 53 54 44 მე-6 1/2 გამარჯვებული უეფა-ს ევროპა ლიგა - 1ს ბუდუ ზივზივაძე 13
2020 ეროვნული ლიგა 20 5 6 9 20 31 17 მე-8 1/4 გიორგი ფანცულაია 11
2021 ეროვნული ლიგა 38 10 13 15 41 46 40 მე-8 1/16 ფადი ზიდანი 8
2022 ეროვნული ლიგა 36 15 9 12 48 49 54 მე-5 გამარჯვებული გიორგი კუხიანიძე 8
2023 ეროვნული ლიგა 36 16 12 8 55 37 60 მე-3 1/8 მე-3 უეფა-ს კონფერენს ლიგა - 2ს გიორგი არაბიძე 14
2024 ეროვნული ლიგა 36 21 7 8 58 40 70 მე-2 1/8 გამარჯვებული უეფა-ს კონფერენს ლიგა - 2ს ბიორნ იონსენი 23
2025 ეროვნული ლიგა უეფა-ს კონფერენს ლიგა - 1ს
დახურვა

ყველა ტურნირის სტატისტიკა

განახლდა: 4 ივლისი, 2023
მეტი ინფორმაცია ტურნირი, სეზონი ...
ტურნირი სეზონი მატჩები გტ გშ
ეროვნული ლიგა (დონე 1) 32 982 479 211 292 1598 1118
ეროვნული ლიგა 2 (დონე 2) 3 85 47 13 25 140 65
საქართველოს თასი 34 181 98 41 42 338 180
საქართველოს სუპერთასი 5 6 2 2 2 4 4
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 3 10 4 2 4 12 15
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა 5 12 2 2 8 14 28
უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1 4 2 1 1 9 3
საბჭოთა უმაღლესი ლიგა (დონე 1) 14 443 107 129 207 402 659
საბჭოთა პირველი ლიგა (დონე 2) 20 746 338 169 239 1037 818
საბჭოთა მეორე ლიგა (დონე 3) 1 34 25 7 2 76 24
სსრკ-ს თასი 37 82 27 15 40 93 123
სსრკ-ს ფედერაციის თასი 1 3 0 2 1 3 4
დახურვა

არაოფიციალური ტურნირები

განახლდა: 12 ივლისი 2013
მეტი ინფორმაცია ტურნირი, სეზონი ...
ტურნირი სეზონი მატჩები გტ გშ
თანამეგობრობის თასი (დონე 1) 2 8 4 1 3 12 12
თანამეგობრობის თასი/პირველი ლიგა წყარო (დონე 2) 1 3 3 0 0 8 1
თურქმენეთის პრეზიდენტის თასი 2 8 3 3 2 8 7
მარბელიას თასი 1 3 0 1 2 4 7
დახურვა

ევროთასებზე

მეტი ინფორმაცია სეზონი, ტურნირი ...
სეზონი ტურნირი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
1998–99 უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1R სომხეთის დროშა ერებუნი 6–0 1–1
2R ბელგიის დროშა ლომელი 1–2 1–0
1999–00 უეფა-ს თასი QR ესტონეთის დროშა ლანტანა ტალინი 4–2 5–0
1R საბერძნეთის დროშა აეკ ათენი 0–1 1–6
2000–01 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2R სერბეთის დროშა ცრვენა ზვეზდა 2–0 0–4
2001–02 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ლინფილდი 1–0 0–0
2R დანიის დროშა კოპენჰაგენი 1–1 1–3
2002–03 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R ფარერის კუნძულების დროშა ბ-36 ტორსჰავნი 5–2 1–0
2R ჩეხეთის დროშა სპარტა პრაღა 1–2 0–3
2003–04 უეფა-ს თასი 1R საფრანგეთის დროშა ლანსი 0–2 0–3
2005–06 უეფა-ს თასი 1R ბელარუსის დროშა ბატე ბორისოვი 0–1 0–5
2012–13 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R ყაზახეთის დროშა აკტობე 1–1 0–1
2013–14 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R სლოვაკეთის დროშა ჟილინა[23] 0–3 3–3
2017-18 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R სლოვაკეთის დროშა ტრენჩინი 0–3 1-5
2018-19 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R მოლდოვის დროშა შერიფი 2–1 0–3
უეფა-ს ევროპა ლიგა 2R ფარერის კუნძულების დროშა ვიკინგური 3–0 4–0
3R ალბანეთის დროშა კუკესი 5–2 0–2
PO ბულგარეთის დროშა ლუდოგორეცი 0–1 0–4
2019-20 უეფა-ს ევროპა ლიგა 1R ყაზახეთის დროშა ორდაბასი 0–2 0–1
დახურვა

ევროპული რეკორდი

განახლდა: 27 ოქტომბერი 2021
მეტი ინფორმაცია ტურნირი, სეზონი ...
ტურნირი სეზონი მატჩები გტ გშ
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 4 12 5 2 5 14 19
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა 8 22 5 2 15 27 48
უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1 4 2 1 1 9 3
ჯამში 13 38 12 5 21 50 70
დახურვა

უეფა-ს კლუბების რეიტინგში 2021

მეტი ინფორმაცია ადგილი, ქვეყანა ...
ადგილიქვეყანაკლუბიკოეფიციენტი
297ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთ ირლანდიაკოლერაინი3.750
298ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულებირუნავიკი3.750
299საქართველოს დროშა საქართველოტორპედო ქუთაისი3.750
300უნგრეთის დროშა უნგრეთიუიპეშტი3.500
301ლიეტუვის დროშა ლიეტუვაკაუნო ჟალგირისი3.500
დახურვა
განახლდა: 27 ოქტომბერი 2021 წყარო

მწვრთნელები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

ლიტერატურა

  • ზურაბ ჯავახაძე, ქუთაისის ფეხბურთი 100 წლისაა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.