From Wikipedia, the free encyclopedia
ნუკრი რევიშვილი (დ. 2 მარტი, 1987, ქუთაისი) — ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე.
გორის „დილაში“ | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნუკრი რევიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 2 მარტი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 188 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004–2005 | ტორპედო ქუთაისი | 14 | (0) |
2006–2009 | რუბინი ყაზანი | 7 | (0) |
2010–2011 | ანჟი მაჰაჩყალა | 40 | (0) |
2012–2013 | კრასნოდარი | 15 | (0) |
2013–2014 | დილა გორი | 24 | (0) |
2014 | ვალეტა | 11 | (0) |
2014–2015 | ტოსნო | 21 | (0) |
2015–2016 | მორდოვია სარანსკი | 22 | (0) |
2016–2017 | დინამო თბილისი | 7 | (0) |
2017 | დაჩია | 0 | (0) |
2017 | დინამო თბილისი | 10 | (0) |
2018 | რუსთავი | 16 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2003 | საქართველო 17 წლ. | 1 | (0) |
2004–2005 | საქართველო 19 წლ. | 6 | (0) |
2006–2008 | საქართველო 21 წლ. | 7 | (0) |
2005–2016 | საქართველო | 33 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ნუკრი რევიშვილმა კარიერა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი იყო თემურ ნადირაძე. თავდაპირველად ნუკრი „ტორპედოს“ დუბლებში გამოდიოდა, მაგრამ 2005 წელს, 18 წლის ასაკში, „ტორპედოში“ იური კვერნაძის მოსვლის შემდეგ იგი გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახდა. ჯამში 14 მატჩი ჩაატარა მშობლიურ გუნდში. 2006 წელს ქართველი ფეხბურთელი ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, მაგრამ ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა – სულ 7 მატჩი ჩაატარა 3 წლის მანძილზე. 2010 წელი ნუკრისთვის უთამაშებლობისგან თავის დაღწევის და ეროვნულ გუნდში დამკვიდრების წელი გახდა. „რუბინიდან“ მაჰაჩყალაში გადმოსულმა რევიშვილმა 30 ტურიდან 14-ში დაიცვა „ანჟის“ კარი. 2011 წლის მიწურულს ნუკრიმ „ანჟი“ დატოვა და მეტი სათამაშო პრაქტიკის მიზნით ისევ რუსულ საფეხბურთო კლუბ „კრასნოდარში“ ჩაირიცხა ,სადაც უკვე თამაშობდნენ ქართველები – ოთარ მარცვალაძე და ალექსანდრე ამისულაშვილი. კრასნოდარში 2013 წლამდე დარჩა, შემდეგ გორის დილაში გადავიდა, რომელთან ერთადაც უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ვენის „რაპიდთან“ დამარცხდა. 2014 წლის იანვრიდან თანაგუნდელ ირაკლი მაისურაძესთან ერთად მალტურ „ვალეტაში“ გადავიდა. მალტის ჩემპიონატისა და თასის მოგების შემდეგ რევიშვილი ახალშექმნილ რუსულ კლუბ „ტოსნოში“ გადავიდა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და 2014-15 წლების სეზონში უკვე რუსეთის მეორე დონის ჩემპიონატში აღზევდა. მასთან ერთად „ტოსნოში“ ქართველი მცველი გიორგი ნავალოვსკიც გადავიდა, კლუბში უკვე ირიცხებოდა ასევე ქართველი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვს - მიხეილ გორელიშვილი. 2015 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღების შემდეგ ნუკრი სარანსკის „მორდოვიას“ შეუერთდა.
რევიშვილის სანაკრებო კარიერა ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშით დაიწყო, 17 წლამდელთა ნაკრებში მან 1 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, 19 წლამდელთა ნაკრებში 6, ხოლო 21 წლამდელთა ნაკრებში 7 მატჩი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდა ყაზახეთის წინააღმდეგ. იმ მატჩში ნუკრიმ მშრალად დაიცვა კარი .შემდეგ იყო დიდი ხნის უთამაშებლობის პერიოდი კლუბში და აქედან გამომდინარე სანაკრებო პაუზა, თუმცა მაჰაჩყალის „ანჟიში“ კარიერის აწყობის და ნაკრებიდან გიორგი ლომაიას წასვლის შემდეგ რევიშვილი ნაკრების ნომერი პირველი მეკარე გახდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელად თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, ნუკრი რევიშვილი საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გახდა. ევროპის ლიგაზე „დილას“ სახელით წარმატებით ასპარეზობის შემდეგ ისევ დაიბრუნა ნაკრებში პირველობა, რომელიც დროებით თბილისის „დინამოს“ მეკარის გიორგი ლორიას ხელში იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.