From Wikipedia, the free encyclopedia
უეფა-ს ევროპა ლიგა[1][2] (ინგლ. UEFA Europa League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1971 წლიდან. უეფა-ს ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ევროპაში. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპა ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში. ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად გადის კვალიფიკაციას მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.
დაარსდა |
1971 (2009 წლიდან ახლანდელ ფორმატში) |
---|---|
რეგიონი | ევროპა (უეფა) |
გუნდების რაოდენობა |
48 (ჯგუფური ეტაპი) +8 გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდგომ. 160 (სულ) |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | სევილია (6-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | აინტრახტი ფრანკფურტი (2-ჯერ) |
ვებ-საიტი | ოფიციალური |
ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან იმართებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2004 წლიდან გათამაშებამ მიიღო ლიგის ფორმატი, გაუქმდა რა სრულად ოლიმპიური სისტემა და დაემატა ჯგუფური ეტაპი. 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპა ლიგა.
სულ, ევროპა ლიგა 28 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული[3]. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „სევილია“, რომელმაც 5-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ჩელსი“[4].
უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1955 წელს დაარსდა შვეიცარიელი ერნსტ ტომენის, იტალიელი ოტორინო ბარაზისა და ინგლისელი სერ სტენლი როუზის იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად. 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი უეფა-მ ითავა და 1971–72 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „ტოტენჰემ ჰოტსპური“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.
ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა 1999 წელს, მას შემდეგ რაც უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა. დაარსებიდან 2004 წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004–05 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.
2009–10 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპა ლიგა“[5]. შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილოსნები ემატებათ და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.
თასი 15 კილოგრამს იწონის და ის 1972 წელს მილანში დაამზადა კომპანია ბერტონიმ. 2009 წლიდან თასს, რომელიც ყოველ წელს წარმოდგენილია დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველთვის იტოვებს უეფა. ორიგინალი თასის სრული ზომის ასლი კი გადაეცემა გამარჯვებულ კლუბს. ევროპა ლიგის გამარჯვებულ კლუბს გადაეცემა 40 ოქროს მედალი, ხოლო მეორე ადგილზე კლუბს 40 ვერცხლის მედალი[6].
2018–19 წლების სეზონის მიხედვით, ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის გუნდი ჯილდოვდება 2,920,000 ევროთი. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ფასდება 570,000 ევროდ, ფრე 190,000-ით. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული იღებს 1,000,000 ევროს, ხოლო მეორე ადგილოსანი 500,000-ს. 1/32 ეტაპზე გასული გუნდი დამატებით იღებს 500,000 ევროს, 1/16-ში 1,000,000-ს, მეოთხედფინალისტი 1,5 მილიონს, ხოლო ნახევარფინალისტი 2.4 მილიონს. ფინალისტი გუნდი იღებს 4.5 მილიონს, ხოლო ჩემპიონი კი 8.5 მილიონ ევროს[7].
სეზონი | ქვეყანა | გამარჯვებული | ანგარიში | დამარცხებული | ქვეყანა |
---|---|---|---|---|---|
1971–72 | ტოტენჰემ ჰოტსპური (1) | 2–1; 1–1 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი | ||
1972–73 | ლივერპული (1) | 3–0; 0–2 | ბორუსია მენხენგლადბახი | ||
1973–74 | ფეიენოორდი (1) | 2–2; 2–0 | ტოტენჰემ ჰოტსპური | ||
1974–75 | ბორუსია მენხენგლადბახი (1) | 0–0; 5–1 | ტვენტე | ||
1975–76 | ლივერპული (2) | 3–2; 1–1 | ბრიუგე | ||
1976–77 | იუვენტუსი (1) | 1–0; 1–2 | ატლეტიკ ბილბაო | ||
1977–78 | პსვ (1) | 0–0; 3–0 | ბასტია | ||
1978–79 | ბორუსია მენხენგლადბახი (2) | 1–1; 1–0 | ცრვენა ზვეზდა | ||
1979–80 | აინტრახტი ფრანკფურტი (1) | 2–3; 1–0 | ბორუსია მენხენგლადბახი | ||
1980–81 | იფსუიჩ თაუნი (1) | 3–0; 2–4 | აზ ალკმაარი | ||
1981–82 | გეტებორგი (1) | 1–0; 3–0 | ჰამბურგი | ||
1982–83 | ანდერლეხტი (1) | 1–0; 1–1 | ბენფიკა | ||
1983–84 | ტოტენჰემ ჰოტსპური (2) | 1–1; 1–1 დ.დ; პენ.4–3 | ანდერლეხტი | ||
1984–85 | რეალ მადრიდი (1) | 3–0; 0–1 | ვიდეოტონი | ||
1985–86 | რეალ მადრიდი (2) | 5–1; 0–2 | კელნი | ||
1986–87 | გეტებორგი (2) | 1–0; 1–1 | დანდი იუნაიტედი | ||
1987–88 | ბაიერ 04 ლევერკუზენი (1) | 0–3; 3–0 დ.დ; პენ.3–2 | ესპანიოლი | ||
1988–89 | ნაპოლი (1) | 2–1; 3–3 | შტუტგარტი | ||
1989–90 | იუვენტუსი (2) | 3–1; 0–0 | ფიორენტინა | ||
1990–91 | ინტერი (1) | 2–0; 0–1 | რომა | ||
1991–92 | აიაქსი (1) | 2–2; 0–0 | ტორინო | ||
1992–93 | იუვენტუსი (3) | 3–1; 3–0 | ბორუსია დორტმუნდი | ||
1993–94 | ინტერი (2) | 1–0; 1–0 | ზალცბურგი | ||
1994–95 | პარმა (1) | 1–0; 1–1 | იუვენტუსი | ||
1995–96 | ბაიერნი (1) | 2–0; 3–1 | ბორდო | ||
1996–97 | შალკე 04 (1) | 1–0; 0–1 დ.დ; პენ.4–1 | ინტერი | ||
1997–98 | ინტერი (3) | 3–0 | ლაციო | ||
1998–99 | პარმა (2) | 3–0 | მარსელი | ||
1999–00 | გალათასარაი (1) | 0–0 დ.დ; პენ.4–1 | არსენალი | ||
2000–01 | ლივერპული (3) | 5–4 დ.დ | ალავესი | ||
2001–02 | ფეიენოორდი (2) | 3–2 | ბორუსია დორტმუნდი | ||
2002–03 | პორტუ (1) | 3–2 დ.დ | სელტიკი | ||
2003–04 | ვალენსია (1) | 2–0 | მარსელი | ||
2004–05 | ცსკა მოსკოვი (1) | 3–1 | სპორტინგი ლისაბონი | ||
2005–06 | სევილია (1) | 4–0 | მიდლზბრო | ||
2006–07 | სევილია (2) | 2–2 დ.დ; პენ.3–1 | ესპანიოლი | ||
2007–08 | ზენიტი (1) | 2–0 | რეინჯერსი | ||
2008–09 | შახტარი დონეცკი (1) | 2–1 დ.დ | ვერდერი | ||
2009–10 | ატლეტიკო მადრიდი (1) | 2–1 დ.დ | ფულემი | ||
2010–11 | პორტუ (2) | 1–0 | ბრაგა | ||
2011–12 | ატლეტიკო მადრიდი (2) | 3–0 | ატლეტიკ ბილბაო | ||
2012–13 | ჩელსი (1) | 2–1 | ბენფიკა | ||
2013–14 | სევილია (3) | 0–0 დ.დ; პენ.4–2 | ბენფიკა | ||
2014–15 | სევილია (4) | 3–2 | დნიპრო | ||
2015–16 | სევილია (5) | 3–1 | ლივერპული | ||
2016–17 | მანჩესტერ იუნაიტედი (1) | 2–0 | აიაქსი | ||
2017–18 | ატლეტიკო მადრიდი (3) | 3–0 | მარსელი | ||
2018–19 | ჩელსი (2) | 4-1 | არსენალი |
კლუბი | გამარჯვებული | ფინალისტი | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|---|---|
სევილია | 6 | 0 | 2006, 2007, 2014, 2015, 2016, 2020 | |
იუვენტუსი | 3 | 1 | 1977, 1990, 1993 | 1995 |
ინტერი | 3 | 1 | 1991, 1994, 1998 | 1997 |
ლივერპული | 3 | 1 | 1973, 1976, 2001 | 2016 |
ატლეტიკო მადრიდი | 3 | 0 | 2010, 2012, 2018 | |
ბორუსია მენხენგლადბახი | 2 | 2 | 1975, 1979 | 1973, 1980 |
ტოტენჰემ ჰოტსპური | 2 | 1 | 1972, 1984 | 1974 |
ფეიენორდი | 2 | 0 | 1974, 2002 | |
გეტებორგი | 2 | 0 | 1982, 1987 | |
რეალ მადრიდი | 2 | 0 | 1985, 1986 | |
პარმა | 2 | 0 | 1995, 1999 | |
პორტუ | 2 | 0 | 2003, 2011 | |
ჩელსი | 2 | 1 | 2013, 2019 | |
აიაქსი | 1 | 1 | 1992 | 2017 |
პსვ | 1 | 0 | 1978 | |
აინტრახტი ფრანკფურტი | 1 | 0 | 1980 | |
იფსუიჩ თაუნი | 1 | 0 | 1981 | |
ბაიერ 04 ლევერკუზენი | 1 | 0 | 1988 | |
ნაპოლი | 1 | 0 | 1989 | |
ბაიერნი | 1 | 0 | 1996 | |
შალკე 04 | 1 | 0 | 1997 | |
გალათასარაი | 1 | 0 | 2000 | |
ვალენსია | 1 | 0 | 2004 | |
ცსკა | 1 | 0 | 2005 | |
ზენიტი | 1 | 0 | 2008 | |
შახტარი დონეცკი | 1 | 0 | 2009 | |
ანდერლეხტი | 1 | 0 | 1983 | 1984 |
მანჩესტერ იუნაიტედი | 1 | 0 | 2017 | |
ბენფიკა | 0 | 3 | 1983, 2013, 2014 | |
მარსელი | 0 | 3 | 1999, 2004, 2018 | |
ატლეტიკ ბილბაო | 0 | 2 | 1977, 2012 | |
ესპანიოლი | 0 | 2 | 1988, 2007 | |
ბორუსია დორტმუნდი | 0 | 2 | 1993, 2002 | |
არსენალი | 0 | 2 | 2000, 2019 | |
ვულვერჰემპტონ უონდერერსი | 0 | 1 | 1972 | |
ტვენტე | 0 | 1 | 1975 | |
ბრიუგე | 0 | 1 | 1976 | |
ბასტია | 0 | 1 | 1978 | |
ცრვენა ზვეზდა | 0 | 1 | 1979 | |
აზ ალკმაარი | 0 | 1 | 1981 | |
ჰამბურგი | 0 | 1 | 1982 | |
ვიდეოტონი | 0 | 1 | 1985 | |
კელნი | 0 | 1 | 1986 | |
დანდი იუნაიტედი | 0 | 1 | 1987 | |
შტუტგარტი | 0 | 1 | 1989 | |
ფიორენტინა | 0 | 1 | 1990 | |
რომა | 0 | 1 | 1991 | |
ტორინო | 0 | 1 | 1992 | |
ზალცბურგი | 0 | 1 | 1994 | |
ბორდო | 0 | 1 | 1996 | |
ლაციო | 0 | 1 | 1998 | |
ალავესი | 0 | 1 | 2001 | |
სელტიკი | 0 | 1 | 2003 | |
სპორტინგი ლისაბონი | 0 | 1 | 2005 | |
მიდლზბრო | 0 | 1 | 2006 | |
რეინჯერსი | 0 | 1 | 2008 | |
ვერდერი | 0 | 1 | 2009 | |
ფულემი | 0 | 1 | 2010 | |
ბრაგა | 0 | 1 | 2011 | |
დნიპრო | 0 | 1 | 2015 |
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს უეფას თასისა და ევროპა ლიგის მოგება და 5-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. სულ 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოახერხეს თასის მოპოვება.
ქვეყანა | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|
ესპანეთი | 11 | 5 |
იტალია | 9 | 6 |
ინგლისი | 9 | 7 |
გერმანია | 6 | 8 |
ნიდერლანდები | 4 | 3 |
პორტუგალია | 2 | 5 |
შვედეთი | 2 | 0 |
რუსეთი | 2 | 0 |
ბელგია | 1 | 2 |
უკრაინა | 1 | 1 |
თურქეთი | 1 | 0 |
საფრანგეთი | 0 | 5 |
შოტლანდია | 0 | 3 |
ავსტრია | 0 | 1 |
იუგოსლავია | 0 | 1 |
უნგრეთი | 0 | 1 |
შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს[8]
პოზიცია | ეროვნება | მოთამაშე | გოლი |
---|---|---|---|
1 | ჰენრიკ ლარსონი | 40 | |
2 | კლას-იან ჰუნტელარი | 34 | |
3 | რადამელ ფალკაო | 31 | |
არიც ადურისი | |||
4 | დიტერ მიულერი | 29 | |
5 | შოთა არველაძე | 27 | |
6 | ალესანდრო ალტობელი | 25 | |
მლადენ პეტრიჩი | |||
7 | კლაუდიო პისარო | 24 |
მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.
სეზონი | გამარჯვებული[9] | კლუბი | ||
---|---|---|---|---|
1971–72 | ბილ ნიკოლსონი | ტოტენჰემ ჰოტსპური | ||
1972–73 | ბილ შენკლი | ლივერპული | ||
1973–74 | ვილ კურვერი | ფეიენორდი | ||
1974–75 | ჰენეს ვაისვაილერი | ბორუსია მენხენგლადბახი | ||
1975–76 | ბობ პეისლი | ლივერპული | ||
1976–77 | ჯოვანი ტრაპატონი | იუვენტუსი | ||
1977–78 | კეს რეივერსი | პსვ | ||
1978–79 | უდო ლატეკი | ბორუსია მენხენგლადბახი | ||
1979–80 | ფრიდელ რაუში | აინტრახტი ფრანკფურტი | ||
1980–81 | ბობი რობსონი | იფსუიჩ თაუნი | ||
1981–82 | სვენ-იორან ერიქსონი | გეტებორგი | ||
1982–83 | პოლ ვან ჰიმსტი | ანდერლეხტი | ||
1983–84 | კიტ ბარკინშოუ | ტოტენჰემ ჰოტსპური | ||
1984–85 | ლუის მოლოვნი | რეალ მადრიდი | ||
1985–86 | ლუის მოლოვნი (2) | რეალ მადრიდი | ||
1986–87 | გუნდერ ბენგტსონი | გეტებორგი | ||
1987–88 | ერიხ რიბეკი | ბაიერ 04 ლევერკუზენი | ||
1988–89 | ოტავიო ბიანკი | ნაპოლი | ||
1989–90 | დინო ძოფი | იუვენტუსი | ||
1990–91 | ჯოვანი ტრაპატონი (2) | ინტერი | ||
1991–92 | ლუი ვან გალი | აიაქსი | ||
1992–93 | ჯოვანი ტრაპატონი (3) | იუვენტუსი | ||
1993–94 | ჯამპიერო მარინი | ინტერი | ||
1994–95 | ნევიო სკალა | პარმა | ||
1995–96 | ფრანც ბეკენბაუერი | ბაიერნი | ||
1996–97 | ჰუბ სტევენსი | შალკე 04 | ||
1997–98 | ლუიჯი სიმონი | ინტერი | ||
1998–99 | ალბერტო მალეზანი | პარმა | ||
1999–2000 | ფათიჰ თერიმი | გალათასარაი | ||
2000–01 | ჟერარ ულიე | ლივერპული | ||
2001–02 | ბერტ ვან მარვეიკი | ფეიენორდი | ||
2002–03 | ჟოზე მოურინიო | პორტუ | ||
2003–04 | რაფაელ ბენიტესი | ვალენსია | ||
2004–05 | ვალერი გაზაევი | ცსკა მოსკოვი | ||
2005–06 | ხუანდე რამოსი | სევილია | ||
2006–07 | ხუანდე რამოსი (2) | სევილია | ||
2007–08 | დიკ ადვოკატი | ზენიტი | ||
2008–09 | მირჩა ლუჩესკუ | შახტარი დონეცკი | ||
2009–10 | კიკე სანჩეს ფლორესი | ატლეტიკო მადრიდი | ||
2010–11 | ანდრე-ვილაშ ბოაში | პორტუ | ||
2011–12 | დიეგო სიმეონე | ატლეტიკო მადრიდი | ||
2012–13 | რაფაელ ბენიტესი (2) | ჩელსი | ||
2013–14 | უნაი ემერი | სევილია | ||
2014–15 | უნაი ემერი (2) | სევილია | ||
2015–16 | უნაი ემერი (3) | სევილია | ||
2016–17 | ჟოზე მოურინიო (2) | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
2017–18 | დიეგო სიმეონე (2) | ატლეტიკო მადრიდი | ||
2018–19 | მაურიციო სარი | ჩელსი |
მწვრთნელი | ჩემპიონი | სეზონები |
---|---|---|
ჯოვანი ტრაპატონი | 3 | 1977, 1991, 1993 |
უნაი ემერი | 2014, 2015, 2016 | |
ლუის მოლოვნი | 2 | 1985, 1986 |
რაფაელ ბენიტესი | 2004, 2013 | |
ხუანდე რამოსი | 2006, 2007 | |
ჟოზე მოურინიო | 2003, 2017 | |
დიეგო სიმეონე | 2012, 2018 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.