From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი ნაპოლი (იტალ. Società Sportiva Calcio Napoli) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ნეაპოლიდან. ჩამოყალიბდა 1926 წლის 25 აგვისტოს. ასპარეზობს იტალიის სერია A-ში. იტალიის სამგზის ჩემპიონი, იტალიის თასის ექვსგზის, იტალიის სუპერთასის ორგზის და უეფა-ს თასის მფლობელი.[1][2] 2016 წლის იანვარში უეფა-მ „ნაპოლი“ დაასახელა ევროპის მე-7 და იტალიის მე-2 საუკეთესო კლუბად. კლუბის საშინაო სტადიონია „დიეგო არმანდო მარადონა“.
სრული სახელი | Società Sportiva Calcio Napoli S.p.A | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
აძური (Azzurri), პართენოპეელები (Partenopei) | |||
დაარსდა | 25 აგვისტო, 1926 | |||
სტადიონი |
დიეგო არმანდო მარადონა ნეაპოლი, იტალია (ტევადობა: 54 726) | |||
პრეზიდენტი | აურელიო დე ლაურენტისი | |||
მწვრთნელი | ანტონიო კონტე | |||
კაპიტანი | ჯოვანი დი ლორენცო | |||
ლიგა | სერია A | |||
2023–24 | მე-10 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დაარსების დღიდან კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად იწოდებოდა როგორც „Associazione Calcio Napoli“, 1964 წელს გადაერქვა სახელი და ეწოდა „Società Sportiva Calcio Napoli“. ამ სახელს ატარებდა კლუბის გაკოტრებამდე — 2004 წლამდე. ახალმა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა აღადგინა კლუბი და უწოდა „Napoli Soccer“, ხოლო 2006 წელს მან კლუბს ძველი სახელი — Società Sportiva Calcio Napoli დაუბრუნა.
2017–18 სეზონზე, სერია A-ში, „ნაპოლიმ“ 90 ქულით შეძლო მეორე ადგილის დაკავება.
ფეხბურთის ისტორია ნეაპოლში 1904 წლიდან იღებს სათავეს, მას შემდეგ, რაც ინგლისელმა მეზღვაურმა უილიამ პოტსმა, მისმა კომპანიონმა ჰექტორ ბაიონმა და ნეაპოლელებმა — ამადეო სალსიმ, კატერინამ და კონფორდიმ ნეაპოლის საფეხბურთო და კრიკეტის კლუბი (Naples Foot-Ball & Cricket Club) დააარსეს.[3][4] კლუბის პრეზიდენტი ამადეო სალსი გახდა. პირველი მატჩი ნეაპოლელებმა ინგლისური გემის „არაბიკის“ ეკიპაჟის წევრებთან გამართეს და ანგარიშით 3–2 მოიგეს. 1906 წელს სიტყვა „კრიკეტი“ კლუბის დასახელებიდან ამოვარდა და კლუბს ნეაპოლის საფეხბურთო კლუბი (Naples Foot-Ball Club) ეწოდა.
ვინაიდან იტალიის ჩემპიონატის ადრეულ გათამაშებაში ქვეყნის სამხრეთის კლუბები არ მონაწილეობდნენ, „ნეაპოლი“ თამაშს ნავსადგურში შესული გემების მეზღვაურებთან განაგრძობდა ან ლიპტონის თასის (La Coppa Lipton) გათამაშებაში მონაწილეობდა, რომლის მოსაპოვებლად ერთმანეთს ნეაპოლისა და პალერმოს კლუბები ეპაექრებოდნენ.[5] 1909 და 1911 წლებში „ნეაპოლმა“ ამ თასის მოპოვება ორჯერ შეძლო. ამ დროისთვის ნეაპოლელთა საფეხბურთო ფორმის ფერებმა უკვე ამჟამად ყველასათვის ნაცნობი სახე შეიძინეს — ლურჯი მაისურები და თეთრი ტრუსები.[6]
№ | გუნდი | ქულა |
---|---|---|
14 | ბორუსია დორტმუნდი | 73.000 |
15 | ატლეტიკო მადრიდი | 72.000 |
16 | ნაპოლი | 71.000 |
17 | ბენფიკა | 69.000 |
18 | ვილიარეალი | 68.000 |
№ | მოთამაშე | ქვეყანა | დაბადების თარიღი | ყოფილი კლუბი | ||
---|---|---|---|---|---|---|
მეკარეები | ||||||
1 | ალექს მერეტი | 22 მარტი, 1997 | უდინეზე | |||
14 | ნიკიტა კონტინი | 21 მაისი, 1996 | კლუბის აღზრდილი | |||
25 | ელია კაპრილე | 25 აგვისტო, 2001 | ბარი | |||
მცველები | ||||||
4 | ალესანდრო ბონჯორნო | 6 ივნისი, 1999 | ტრაპანი | |||
5 | ჟუან ჟეზუსი | 10 ივნისი, 1991 | რომა | |||
13 | ამირ რაჰმანი | 24 თებერვალი, 1994 | ელას ვერონა | |||
16 | რაფა მარინი | 19 მაისი, 2002 | ალავესი | |||
17 | მათიას ოლივერა | 31 ოქტომბერი, 1997 | ხეტაფე | |||
22 | ჯოვანი დი ლორენცო | 4 აგვისტო, 1993 | ემპოლი | |||
30 | პასკუალე მაძოკი | 27 ივლისი, 1995 | სალერნიტანა | |||
37 | ლეონარდო სპინაცოლა | 25 მარტი, 1993 | რომა | |||
ნახევარმცველები | ||||||
6 | ბილი გილმორი | 11 ივნისი, 2001 | ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი | |||
8 | სკოტ მაკტომინეი | 8 დეკემბერი, 1996 | მანჩესტერ იუნაიტედი | |||
68 | სტანისლავ ლობოტკა | 25 ნოემბერი, 1994 | სელტა | |||
79 | მატია პოპოვიჩი | 8 იანვარი, 2006 | მონცა | |||
90 | მაიკლ ფოლორუნშო | 7 თებერვალი, 1998 | ელას ვერონა | |||
99 | ანდრე ზამბო-ანგისა | 16 ნოემბერი, 1995 | ვილიარეალი | |||
თავდამსხმელები | ||||||
7 | დავიდ ნერესი | 3 მარტი, 1997 | ბენფიკა | |||
11 | რომელუ ლუკაკუ | 13 მაისი, 1993 | რომა | |||
18 | ჯოვანი სიმეონე | 15 სექტემბერი, 1999 | ელას ვერონა | |||
21 | მატეო პოლიტანო | 3 აგვისტო, 1993 | ინტერი მილანი | |||
26 | სირილ ნგონგე | 26 მაისი, 2000 | ელას ვერონა | |||
77 | ხვიჩა კვარაცხელია | 12 თებერვალი, 2001 | დინამო ბათუმი | |||
81 | ჯაკომო რასპადორი | 18 თებერვალი, 2000 | სასუოლო | |||
მთავარი მწვრთნელი | ||||||
ანტონიო კონტე | 31 ივლისი, 1969 | ტოტენჰემ ჰოტსპური | ||||
ქვემოთ მოცემულია „ნაპოლის“ პრეზიდენტების, მწვრთნელების და ტექნიკური დირექტორების სია კლუბის დაარსების დღიდან.[10][11]
|
|
წლები | მწარმოებელი | სატიტულო სპონსორი |
---|---|---|
1978–1980 | Puma | არა |
1981–1982 | Snaidero | |
1981–1981 | NR | |
1982–1983 | Cirio | |
1983–1984 | Latte Berna | |
1984–1985 | Linea Time | Cirio |
1985–1988 | NR | Buitoni |
1985–1991 | Mars | |
1991–1994 | Umbro | Voiello |
1994–1996 | Lotto | Record Cucine |
1996–1997 | Centrale del Latte di Napoli | |
1997–1999 | Nike | Polenghi |
1999–2000 | Nike | Peroni |
2000–2003 | Diadora | Peroni |
2003–2004 | Legea | Russo Cicciano |
2004–2006 | Kappa | Sky Captain / Christmas in Love / Manuale d’amore / Mandi |
2005–2006 | Lete | |
2006–2009 | Diadora | |
2009–2011 | Macron | |
2011–2014 | Lete / MSC Cruise (მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა) | |
2014 | Lete-Pasta Garofalo (მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა) | |
2015 | Kappa |
კლუბის არსებობის მანძილზე „ნაპოლის“ საშინაო სტადიონი სულ 5 არენა იყო.
„ნაპოლი“ „სან პაოლოს“ სტადიონზე 1959 წელს გადავიდა. არენა 54 726 მაყურებელს იტევს და ტევადობით მე-3 სტადიონია („სან სიროსა“ და „სტადიო ოლიმპიკოს“ შემდეგ) იტალიაში. ეს იყო ერთ-ერთი არენა, რომელიც 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა, სწორედ მასზე გაიმართა ნახევარფინალური მატჩი არგენტინასა და იტალიას შორის, რამაც შემდგომში გარკვეული გავლენა მოახდინა ნეაპოლიტანური კლუბის ისტორიაზე.
2020 წლის 4 დეკემბერს სტადიონს „დიეგო არმანდო მარადონა“ ეწოდა.[16][17]
„ნაპოლის“ მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით თანაკლუბელებს შორის პირველობას ინარჩუნებს სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი — 520 შეხვედრა ყველა ტურნირზე, ჰამშიკი ასევე ფლობს რეკორდს, როგორც ეროვნულ ლიგაში ჩატარებული მატჩების (408), ასევე უეფას შეჯიბრებებში ჩატარებული მატჩების (80) მიხედვითაც.
მხოლოდ სატურნირო მატჩები, შეცვლების ჩათვლით.[18][19]
№ | მოთამაშე | წელი | ლიგა (სერია A) | თასი | უეფა | სხვა | ჯამში |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | მარეკ ჰამშიკი | 2007–2019 | 408 (408) | 32 | 80 | 0 | 520 |
2 | ჯუზეპე ბრუსკოლოტი | 1972–1988 | 387 (387) | 96 | 26 | 2 | 511 |
3 | ანტონიო ჯულიანო | 1962–1978 | 394 (355) | 72 | 20 | 19 | 505 |
4 | ლორენცო ინსინიე | 2009–2022 | 337 (337) | 23 | 73 | 1 | 434 |
5 | დრის მერტენსი | 2013–2022 | 295 (295) | 23 | 79 | 0 | 397 |
6 | მორენო ფერარიო | 1977–1988 | 310 (310) | 70 | 16 | 0 | 396 |
7 | ხოსე კალეხონი | 2013–2020 | 255 (255) | 25 | 69 | 0 | 349 |
8 | ჩირო ფერარა | 1984–1994 | 247 (247) | 47 | 28 | 0 | 322 |
9 | კალიდუ კულიბალი | 2014–2022 | 236 (236) | 17 | 64 | 0 | 317 |
10 | კრისტიანი მაჯო | 2008–2018 | 223 (223) | 21 | 47 | 0 | 307 |
2020 წლის 13 ივნისს, იტალიის თასის მატჩში „ინტერნაციონალეს“ წინააღმდეგ, ბელგიელმა დრის მერტენსმა „ნაპოლიში“ თავისი 122-ე გოლი გაიტანა და გახდა კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გატანილი ბურთების მიხედვით. სულ კი მის ანგარიშზეა 148 გატანილი ბურთი ყველა ტურნირის ჩათვლით.
მხოლოდ სატურნირო მატჩები.[18][19]
№ | მოთამაშე | წელი | ლიგა (სერია A) | თასი | უეფა | სხვა | ჯამში | საშ. |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | დრის მერტენსი | 2013–2022 | 113 (113) | 7 | 28 | 0 | 148 (397) | 0.373 |
2 | ლორენცო ინსინიე | 2009–2022 | 96 (96) | 8 | 18 | 0 | 122 (434) | 0.281 |
3 | მარეკ ჰამშიკი | 2007–2019 | 100 (100) | 5 | 16 | 0 | 121 (520) | 0.233 |
4 | დიეგო მარადონა | 1984–1991 | 81 (81) | 29 | 5 | 0 | 115 (259) | 0.444 |
5 | ატილა სალუსტრო | 1926–1937 | 106 (78) | 1 | 0 | 1 | 108 (266) | 0.406 |
6 | ედინსონი კავანი | 2010–2013 | 78 (78) | 7 | 19 | 0 | 104 (138) | 0.754 |
7 | ანტონიო ვოიაკი | 1929–1935 | 102 (102) | 0 | 0 | 1 | 103 (194) | 0.531 |
8 | ჟოზე ალტაფინი | 1965–1972 | 71 (71) | 11 | 0 | 15 | 97 (234) | 0.415 |
9 | კარეკა | 1987–1993 | 73 (73) | 15 | 8 | 0 | 96 (221) | 0.434 |
10 | გონსალო იგუაინი | 2013–2016 | 71 (71) | 3 | 15 | 2 | 91 (149) | 0.611 |
11 | ხოსე კალეჰონი | 2013–2020 | 64 (64) | 6 | 12 | 0 | 82 (349) | 0.235 |
12 | ჯუზეპე სავოლდი | 1975–1979 | 55 (55) | 19 | 3 | 0 | 77 (165) | 0.467 |
13 | ლუის ვინისიო | 1955–1960 | 69 (69) | 3 | 0 | 0 | 70 (155) | 0.452 |
კანე | 1962–1975 | 56 (56) | 4 | 0 | 10 | 70 (254) | 0.276 | |
15 | ჰანს იეპსონი | 1952–1956 | 51 (51) | 0 | 0 | 10 | 51 (112) | 0.455 |
თემატური საიტები |
---|
euro-football.ru · FootballDatabase.eu · Soccerway · Transfermarkt · Serie A |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.