Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალიის სერია A — ცნობილი როგორც Seria A TIM, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა იტალიური კლუბებისთვის. წარმოადგენს იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს.
ქვეყანა | იტალია |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა |
1898 (1929-დან ახალი ფორმატით) |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 20 |
ქვეითდება | სერია B |
საშინაო თასები |
იტალიის თასი იტალიის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „ინტერი“ (20-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „იუვენტუსი“ (36-ჯერ) |
ტვ პარტნიორები |
Sky Italia Mediaset Premium |
საიტი | ოფიციალური |
2022-23 |
იტალიის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 16 კლუბი. ჩემპიონატს სამი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „იუვენტუსის“ (36 ტიტული), „ინტერის“ (20) და „მილანის“ (19) სახით[1]. მოქმედი ჩემპიონია „მილანი“.
უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, სერია A მეოთხე ადგილს იკავებს[2]. 2015–16 წლების სეზონში სერია A-ს მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 22 644 ადამიანი[3].
სერია A-ს გათამაშებას ხშირად უწოდებენ ”სკუდეტო”-ს. იტალიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებულ კლუბად ითვლება ტურინის იუვენტუსი, რომელმაც ტურნირი 36-ჯერ მოიგო. იუვენტუსს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა 2 სკუდეტო (2004–05, 2005–06) და აქედან ერთი გადაეცა მილანის ინტერს, ცნობილი სკანდალის – კალჩოპოლის გამო. იუვენტუსის შემდეგ სკუდეტოების რაოდენობით მოდიან მილანური გრანდები – მილანი და ინტერი, რომლებმაც 19–19-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი. ათჯერ ჩემპიონობის შემთხვევაში, გუნდს უფლება ეძლევა კლუბის ემბლემის (ლოგოს) თავზე ატაროს პატარა ოქროს ვარსკვლავი. ამგვარად იუვენტუსი ფლობს 3 ვარსკვლავს, ხოლო მილანი და ინტერი თითო-თითოს.
ისტორიის მანძილზე, სერია A ძირითადად 16 ან 18 გუნდისგან შედგებოდა. 2004–05 წლების სეზონიდან ჩემპიონატში 20 გუნდი იღებს მონაწილეობას.
სერია A-ს ამჟამინდელი ფორმატი სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898-დან–1929 წლამდე ჩემპიონატი ტარდებოდა რეგიონული პრინიციპით, სადაც ყველა რეგიონს საკუთარი გუნდი ჰყავდა. სერია A-ში კლუბების რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა.
1929–34: 18 კლუბი
1934–42: 16 კლუბი
1942–46: 18 კლუბი
1946–47: 20 კლუბი
1947–48: 21 კლუბი
1948–52: 20 კლუბი
1952–67: 18 კლუბი
1967–88: 16 კლუბი
1988–2004: 18 კლუბი
2004–დღემდე: 20 კლუბი
საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (აგვისტო-მაისი) ყველა კლუბი 2-ჯერ ხვდება ერთმანეთს. ამგვარად სეზონის განმავლობაში კლუბი მართავს 38 მატჩს (19-ს პირველ წრეში და მეორე 19-ს მეორეში). შეხვედრების მიმდევრობა ორივე წრეში იდენტურია.
კლუბები გამარჯვებისათვის იღებენ 3 ქულას, 1 ქულა ეძლევათ ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ხოლო წაგებული გუნდი უქულოდ რჩება. თუ კლუბები დააგროვებენ ქულათა ერთი და იმავე რაოდენობას, ამ შემთხვევაში ადგილები გადანაწილდება გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობით. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულების დაგროვების შემთხვევაში, კლუბი გამოცხადდება გათამაშების გამარჯვებულად. 3 გუნდი, რომლებიც ჩემპიონატს ცხრილის ბოლო ნაწილში დაასრულებენ (მე-18, მე-19, მე-20 ადგილებზე), დაქვეითდებიან იტალიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში – სერია B-ში.
სერია A-ს პირველი 3 კლუბი, უფლებას იღებს მონაწილეობა მიიღოს მომავალი წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. აქედან პირველი 2 კლუბი პირდაპირ ერთვება ჯგუფური ეტაპიდან, ხოლო მესამე კლუბი ასპარეზობას იწყებს ჩემპონთა ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდიდან, სადაც ჯგუფრ ეტაპზე მოსახვედრად მოუწევს ორმატჩიანი დაპირისპირება სხვა ქვეყნის კლუბთან. მე-4 და მე-5 ადგილების დაკავების შემთხვევაში, კლუბს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს უეფა-ს ევროპა ლიგაში. ამავე ტურნირში მონაწილეობის უფლება ეძლევა იტალიის თასის გამარჯვებულს, მაგრამ თუ იტალიის თასის გამარჯვებულმა უკვე გაიარა კვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპა ლიგის გათამაშებებში, მაშინ მესამე საგზურის მფლობელი ხდება ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გასული კლუბი.
კლუბი | ჩემპიონები | მეორე ადგილი | ჩემპიონობის წლები |
---|---|---|---|
იუვენტუსი | 36 | 21 | 1905, 1926, 1931, 1932, 1933, 1934, 1935, 1950, 1952, 1958, 1960, 1961, 1967, 1972, 1973, 1975, 1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986, 1995, 1997, 1998, 2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020 |
ინტერი | 20 | 16 | 1910, 1920, 1930, 1938, 1940, 1953, 1954, 1963, 1965, 1966, 1971, 1980, 1989, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2021, 2023 |
მილანი | 19 | 17 | 1901, 1906, 1907, 1951, 1955, 1957, 1959, 1962, 1968, 1979, 1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004, 2011, 2022 |
ჯენოა | 9 | 4 | 1898, 1899, 1900, 1902, 1903, 1904, 1915, 1923, 1924 |
ტორინო | 7 | 6 | 1928, 1943, 1946, 1947, 1948, 1949, 1976 |
ბოლონია | 7 | 4 | 1925, 1929, 1936, 1937, 1939, 1941, 1964 |
პრო ვერჩელი | 7 | 1 | 1908, 1909, 1911, 1912, 1913, 1921, 1922 |
რომა | 3 | 14 | 1942, 1983, 2001 |
ნაპოლი | 2 | 7 | 1987, 1990 |
ლაციო | 2 | 6 | 1974, 2000 |
ფიორენტინა | 2 | 5 | 1956, 1969 |
კალიარი | 1 | 1 | 1970 |
კაზალე | 1 | 0 | 1914 |
ნოვეზე | 1 | 0 | 1922 |
ელას ვერონა | 1 | 0 | 1985 |
სამპდორია | 1 | 0 | 1991 |
ინტერი ტურინი | 0 | 2 | |
მილანეზე | 0 | 2 | |
ვიჩენცა | 0 | 2 | |
ლივორნო | 0 | 2 | |
ალბა ტრასტევერე | 0 | 2 | |
ტორინეზე | 0 | 1 | |
ვენეცია | 0 | 1 | |
პიზა | 0 | 1 | |
სამპიერდარენეზე | 0 | 1 | |
ფორტიტუდო | 0 | 1 | |
სავოია | 0 | 1 | |
უდინეზე | 0 | 1 | |
პერუჯა | 0 | 1 | |
პარმა | 0 | 1 |
სეზონი | ეროვნება | მოთამაშე[4] | კლუბი | გოლების რაოდენობა |
---|---|---|---|---|
1929–30 | ჯუზეპე მეაცა | ინტერი | 31 | |
1930–31 | როდოლფო ვოლკი | რომა | 29 | |
1931–32 | ანჯელო სკიავიო | ბოლონია | 25 | |
პედრო პეტრონე | ფიორენტინა | |||
1932–33 | ფელიჩე ბორელი | იუვენტუსი | 29 | |
1933–34 | ფელიჩე ბორელი (2) | იუვენტუსი | 31 | |
1934–35 | / | ენრიკე გუაიტა | რომა | 28 |
1935–36 | ჯუზეპე მეაცა (2) | ინტერი | 25 | |
1936–37 | სილვიო პიოლა | ლაციო | 21 | |
1937–38 | ჯუზეპე მეაცა (3) | ინტერი | 20 | |
1938–39 | / | ეტორე პურიჩელი | ბოლონია | 19 |
ალდო ბოფი | მილანი | |||
1939–40 | ალდო ბოფი (2) | მილანი | 24 | |
1940–41 | / | ეტორე პურიჩელი (2) | ბოლონია | 22 |
1941–42 | ალდო ბოფი (3) | მილანი | 22 | |
1942–43 | სილვიო პიოლა (2) | ლაციო | 21 | |
1945–46 | ეუსებიო კასტილიანო | ტორინო | 13 | |
1946–47 | ვალენტინო მაცოლა | ტორინო | 29 | |
1947–48 | ჯამპიერო ბონიპერტი | იუვენტუსი | 27 | |
1948–49 | იშტვან ნიერში | ინტერი | 26 | |
1949–50 | გუნარ ნორდალი | მილანი | 35 | |
1950–51 | გუნარ ნორდალი (2) | მილანი | 34 | |
1951–52 | იონ ჰანსენი | იუვენტუსი | 30 | |
1952–53 | გუნარ ნორდალი (3) | მილანი | 26 | |
1953–54 | გუნარ ნორდალი (4) | მილანი | 23 | |
1954–55 | გუნარ ნორდალი (5) | მილანი | 26 | |
1955–56 | ჯინო პივატელი | ბოლონია | 29 | |
1956–57 | / | დინო და კოშტა | რომა | 22 |
1957–58 | ჯონ ჩარლზი | იუვენტუსი | 28 | |
1958–59 | / | ანტონიო ანჯელილო | ინტერი | 33 |
1959–60 | / | ომარ სივორი | იუვენტუსი | 28 |
1960–61 | სერჯო ბრიგენტი | სამპდორია | 27 | |
1961–62 | / | ჟოზე ალტაფინი | მილანი | 22 |
აურელიო მილანი | ფიორენტინა | |||
1962–63 | ჰარალდ ნილსენი | ბოლონია | 19 | |
პედრო მანფრედინი | რომა | |||
1963–64 | ჰარალდ ნილსენი (2) | ბოლონია | 21 | |
1964–65 | სანდრო მაცოლა | ინტერი | 17 | |
ალბერტო ორლანდო | ფიორენტინა | |||
1965–66 | ლუის ვინისიო | ვიჩენცა | 25 | |
1966–67 | ლუიჯი რივა | კალიარი | 18 | |
1967–68 | პიერინო პრატი | მილანი | 15 | |
1968–69 | ლუიჯი რივა (2) | კალიარი | 21 | |
1969–70 | ლუიჯი რივა (3) | კალიარი | 21 | |
1970–71 | რობერტო ბონინსენია | ინტერი | 24 | |
1971–72 | რობერტო ბონინსენია (2) | ინტერი | 22 | |
1972–73 | ჯუზეპე სავოლდი | ბოლონია | 17 | |
პაოლო პულიჩი | ტორინო | |||
ჯანი რივერა | მილანი | |||
1973–74 | ჯორჯო კინალია | ლაციო | 24 | |
1974–75 | პაოლო პულიჩი (2) | ტორინო | 18 | |
1975–76 | პაოლო პულიჩი (3) | ტორინო | 21 | |
1976–77 | ფრანჩესკო გრაციანი | ტორინო | 21 | |
1977–78 | პაოლო როსი | ვიჩენცა | 24 | |
1978–79 | ბრუნო ჯორდანო | ლაციო | 19 | |
1979–80 | რობერტო ბეტეგა | იუვენტუსი | 16 | |
1980–81 | რობერტო პრუცო | რომა | 18 | |
1981–82 | რობერტო პრუცო (2) | რომა | 15 | |
1982–83 | მიშელ პლატინი | იუვენტუსი | 16 | |
1983–84 | მიშელ პლატინი (2) | იუვენტუსი | 20 | |
1984–85 | მიშელ პლატინი (3) | იუვენტუსი | 18 | |
1985–86 | რობერტო პრუცო (3) | რომა | 19 | |
1986–87 | პიეტრო პაოლო ვირდისი | მილანი | 17 | |
1987–88 | დიეგო მარადონა | ნაპოლი | 15 | |
1988–89 | ალდო სერენა | ინტერი | 22 | |
1989–90 | მარკო ვან ბასტენი | მილანი | 19 | |
1990–91 | ჯანლუკა ვიალი | სამპდორია | 19 | |
1991–92 | მარკო ვან ბასტენი (2) | მილანი | 25 | |
1992–93 | ჯუზეპე სინიორი | ლაციო | 26 | |
1993–94 | ჯუზეპე სინიორი (2) | ლაციო | 23 | |
1994–95 | გაბრიელ ბატისტუტა | ფიორენტინა | 26 | |
1995–96 | იგორ პროტი | ბარი | 24 | |
ჯუზეპე სინიორი (3) | ლაციო | |||
1996–97 | ფილიპო ინძაგი | ატალანტა | 24 | |
1997–98 | ოლივერ ბირჰოფი | უდინეზე | 27 | |
1998–99 | მარსიო ამოროზო | უდინეზე | 22 | |
1999–2000 | ანდრეი შევჩენკო | მილანი | 24 | |
2000–01 | ერნან კრესპო | ლაციო | 26 | |
2001–02 | დავიდ ტრეზეგე | იუვენტუსი | 24 | |
დარიო უბნერი | პიაჩენცა | |||
2002–03 | კრისტიან ვიერი | ინტერი | 24 | |
2003–04 | ანდრეი შევჩენკო (2) | მილანი | 24 | |
2004–05 | კრისტიანო ლუკარელი | ლივორნო | 24 | |
2005–06 | ლუკა ტონი | ფიორენტინა | 31 | |
2006–07 | ფრანჩესკო ტოტი | რომა | 26 | |
2007–08 | ალესანდრო დელ პიერო | იუვენტუსი | 21 | |
2008–09 | ზლატან იბრაჰიმოვიჩი | იუვენტუსი | 25 | |
2009–10 | ანტონიო დი ნატალე | უდინეზე | 29 | |
2010–11 | ანტონიო დი ნატალე (2) | უდინეზე | 28 | |
2011–12 | ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2) | მილანი | 28 | |
2012–13 | ედინსონ კავანი | ნაპოლი | 29 | |
2013–14 | ჩირო იმობილე | ტორინო | 22 | |
2014–15 | ლუკა ტონი (2) | ელას ვერონა | 22 | |
მაურო იკარდი | ინტერი | |||
2015–16 | გონსალო იგუაინი | ნაპოლი | 36 | |
2016–17 | ედინ ჯეკო | რომა | 29 | |
2017–18 | ჩირო იმობილე (2) | ლაციო | 29 | |
მაურო იკარდი | ინტერი |
ადგილი | ფეხბურთელი[5] | წლები | გოლი |
---|---|---|---|
1 | სილვიო პიოლა | 1929–1954 | 274 |
2 | ფრანჩესკო ტოტი | 1992–2017 | 250 |
3 | გუნარ ნორდალი | 1948–1958 | 225 |
4 | / ჟოზე ალტაფინი | 1958–1976 | 216 |
ჯუზეპე მეაცა | 1929–1947 | ||
6 | ანტონიო დი ნატალე | 2002–2016 | 209 |
7 | რობერტო ბაჯო | 1986–2004 | 205 |
8 | კურტ ჰამრინი | 1956–1971 | 190 |
9 | ჯუზეპე სინიორი | 1991–2004 | 188 |
ალესანდრო დელ პიერო | 1993–2012 | ||
ალბერტო ჯილარდინო | 1999–2017 |
ადგილი | ფეხბურთელი[6] | წლები | გოლი |
---|---|---|---|
1 | პაოლო მალდინი | 1985–2009 | 647 |
2 | ჯანლუიჯი ბუფონი | 1995–2018 | 640 |
3 | ფრანჩესკო ტოტი | 1992–2017 | 619 |
4 | ხავიერ ძანეტი | 1995–2014 | 615 |
5 | ჯანლუკა პალიუკა | 1987–2007 | 592 |
6 | დინო ძოფი | 1961–1983 | 570 |
7 | პიეტრო ვერხოვოდი | 1980–2000 | 562 |
8 | რობერტო მანჩინი | 1981–2000 | 541 |
9 | სილვიო პიოლა | 1929–1954 | 537 |
10 | ენრიკო ალბერტოზი | 1958–1980 | 532 |
მწვრთნელი[7] | ჩემპიონი | ჩემპიონობის წლები |
---|---|---|
ჯოვანი ტრაპატონი | 7 | 1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986, 1989 |
ფაბიო კაპელო | 5 | 1992, 1993, 1994, 1996, 2001 |
მარჩელო ლიპი | 1995, 1997, 1998, 2002, 2003 | |
მასიმილიანო ალეგრი | 2011, 2015, 2016, 2017, 2018 | |
ჰერმან ფელსნერი | 4 | 1925, 1929, 1939, 1941 |
კარლო კარკანო | 1931, 1932, 1933, 1934 | |
არპად ვეისი | 3 | 1930, 1936, 1937 |
კარლო პაროლა | 1950, 1952, 1975 | |
ელენიო ერერა | 1963, 1965, 1966 | |
რობერტო მანჩინი | 2006, 2007, 2008 | |
ანტონიო კონტე | 2012, 2013, 2014 | |
ლუიჯი ფერერო | 2 | 1946, 1947 |
ალფრედო ფონი | 1953, 1954 | |
ფულვიო ბერნარდინი | 1956, 1964 | |
ნერეო როკო | 1962, 1968 | |
ჩესტმირ ვიცპალეკი | 1972, 1973 | |
ნილს ლიდჰოლმი | 1979, 1983 | |
ჟოზე მოურინიო | 2009, 2010 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.