არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. Selección de fútbol de Argentina) — წარმოადგენს არგენტინას საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია. ასოციაცია ფიფას წევრია 1912 წლიდან, კონმებოლის წევრი 1916 წლიდან.
Remove ads
არგენტინის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო ნაკრებია — მათ სამჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი (პირველად 1978 წელს სესარ ლუის მენოტის თავკაცობით, მეორედ 1986 წელს კარლოს ბილარდოს, ხოლო მესამედ 2022 წელს ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით) და 16-ჯერ მოიპოვეს სამხრეთ ამერიკის თასი.
არგენტინის ნაკრები ცნობილია თავისი ისტორიული მეტოქეობით ბრაზილიის,[3][4] ურუგვაის, გერმანიის და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებთან, მათ შორის გამართული პრინციპული დაპირისპირებებიდან გამომდინარე.[5][6]
არგენტინის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობისა (189 მატჩი) და გატანილი ბურთების (112 გოლი) მიხედვით საუკეთესო შედეგი აქვს ნაკრების ამჟამინდელ კაპიტანს ლიონელ მესის, რომელსაც დიეგო მარადონასთან ერთად ყველა დროის უდიდეს არგენტინელ ფეხბურთელად მიიჩნევენ.
2024 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, არგენტინის ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.[7][8]
Remove ads
ისტორია
1970-იანი წლები
1974 წლის მუნდიალზე არგენტინამ დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დაიკავა ჯგუფში ბოლო ადგილი.
არგენტინამ მომდევნო, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მასპინძელთა ეროვნულმა გუნდმა შემტევი თამაშისა და გამარჯვებისადმი დაუოკებელი სწრაფვის წყალობით წარმატებით განვლო ორივე ჯგუფური ეტაპი და ფინალში ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. ფინალი თანაბარ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველ ტაიმში არგენტინელებმა მარიო კემპესის გოლის წყალობით მაინც შეძლეს დაწინაურება. ნიდერლანდელებმა შეხვედრის დასრულებამდე რვა წუთით ადრე დიკ ნანინგას გოლით ანგარიში გაათანაბრეს და თამაშის მიწურულს მატჩის მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ რობ რენსენბრინკის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია. დამატებით დროში მარიო კემპესისა და დანიელ ბერტონის გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[9]
დიეგო მარადონას ეპოქა
1986 წლის მუნდიალი დიეგო მარადონას ბენეფისად იქცა. ამ ჩემპიონატზე არგენტინამ მეორედ შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფინალში მათ გფრ-ს ნაკრები 3–2 დაამარცხეს. ბოლო, გამარჯვების გოლი მარადონას პასით ხორხე ბურუჩაგამ გაიტანა. მომდევნო, 1990 წლის მუნდიალის ფინალში არგენტინა კვლავ გფრ-ს დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად დამარცხდა — 0–1.
1998–2014
1998 წლის მუნდიალზე არგენტინა დიეგო მარადონას გარეშე გაემგზავრა, მაგრამ მას ჰყავდა გაბრიელ ბატისტუტა. არგენტინელებმა მერვედფინალში პენალტების სერიაში დაამაცხეს მუდმივი მეტოქე ინგლისი. მეოთხედფინალში მათი მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იყო. ნიდერლანდელები პატრიკ კლეივერტის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ კლაუდიო ლოპესის გოლით არგენტინამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ნიდერლანდელებმა 89-ე წუთზე დენის ბერგკამპის მიერ გატანილი გოლის წყალობით — ანგარიშით 2–1 გაიმარჯვეს. ფრენკ დე ბურის 55-მეტრიანი უზუსტესი გადაცემის მიღების შემდეგ, ბერგკამპმა ერთი მოძრაობით ჩამოიცილა რობერტო აიალა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა.[10]
2006 წლის მუნდიალზე არგენტინამ ჯგუფში მოიგო პირველი ორი მატჩი, ფრედ ითამაშა მესამე ნიდერლანდებთან, გაიყო მასთან ქულები, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით დაიკავა პირველი ადგილი და მეოთხედფინალში გამოეთიშა ტურნირს გერმანიასთან პენალტების სერიაში წაგებით.
2010 წლის მუნდიალზე არგენტინა კვლავ გერმანიამ გამოაგდო, კვლავ მეოთხედფინალიდან, ამჯერად მატჩი 0–4 დასრულდა. ასევე გერმანიას შეხვდა არგენტინა მუნდიალი 2014-ის ფინალში. ძირითადი დრო 0–0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი დამატებით დროის მეორე ტაიმში, 113-ე წუთზე ანდრე შურლეს ფლანგური გარღვევისა და პასის შედეგად შეცვლაზე შემოსულმა მარიო გეცემ გაიტანა. არგენტინამ 1990 წლის შემდეგ კვლავ ვერცხლის მედლები მოიპოვა. არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ მესი კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
Remove ads
მატჩები და შედეგები
ქვემოთ მოცემულია ბოლო 7 თვის მატჩების შედეგები და ასევე დაგეგმილი მომავალი მატჩები.
2023
Remove ads
მიღწევები
ოფიციალური
- კოპა ამერიკა
ჩემპიონი (16): 1921, 1925, 1927, 1929, 1937, 1941, 1945, 1946, 1947, 1955, 1957, 1959, 1991, 1993, 2021, 2024[12]
ვიცე-ჩემპიონი (14): 1916, 1917, 1920, 1923, 1924, 1926, 1935, 1942, 1959, 1967, 2004, 2007, 2015, 2016
მესამე ადგილი (5): 1919, 1956, 1963, 1989, 2019
ამხანაგური
ნიუტონის თასი (17): 1906, 1907, 1908, 1909, 1911, 1916, 1918, 1924, 1927, 1928, 1937, 1942, 1945, 1957, 1973, 1975, 1976 (რეკორდი)
ლიპტონის თასი (18): 1906, 1907, 1908, 1909, 1913, 1915, 1916, 1917, 1918, 1928, 1937, 1942, 1945, 1957, 1962, 1968, 1976, 1992 (რეკორდი)
არგენტინის ღირსების თასი (7): 1909, 1911, 1913, 1914,1918, 1919, 1980 (რეკორდი)
მაისის რევოლუციის ასი წლისთავის თასი (1): 1910
ურუგვაის ღირსების თასი (5): 1915, 1916, 1917, 1923, 1924
ხუან მიგნაბურუს თასი (5): 1935, 1936, 1938, 1940, 1943 (რეკორდი)
ექტორ რივადავია გომესის თასი (3): 1935, 1936, 1943 (რეკორდი)
როკას თასი (4): 1923, 1939, 1940, 1971
სუპერკლასიკო დე ლას ამერიკას (2): 2017, 2019
ერთა თასი (1): 1964
კირინის თასი (2): 1992, 2003
სან ხუანის თასი (1): 2019
ძირითადი მიღწევები
ნაკრების ფორმები წლების მიხედვით
საშინაო
საგარეო
1919[13]
|
1958[14]
|
||||||||
სარეზერვო
ალტერნატიული
მეკარეების
Remove ads
ლოგოები
ეკიპირება
გალერეა
- არგენტინის ნაკრები 1902
- არგენტინის ნაკრები 1920
- არგენტინის ნაკრები 1924
- არგენტინის ნაკრები 1930
- არგენტინის ნაკრები 1941
- არგენტინის ნაკრები 1945
- არგენტინის ნაკრები 1957
- არგენტინის ნაკრები 1958
- არგენტინის ნაკრები 1962
- არგენტინის ნაკრები 1986
- არგენტინის ნაკრები 1986
- არგენტინის ნაკრები 2018
- „ელ გრაფიკო“, 1927
- „ელ გრაფიკო“, მაისი 1978
- „ელ გრაფიკო“, ივნისი 1978
- „ელ გრაფიკო“, 22 მარტი 1983
- „ელ გრაფიკო“, 25 ივნისი 1978
- მარადონა თასით, 1986
Remove ads
შემადგენლობა
- განახლდა: 2023 წლის 6 სექტემბრის მონაცემებით
Remove ads
ნაკრების მწვრთნელები
Remove ads
რეკორდები
ჩატარებული მატჩები

ბომბარდირები
- განახლდა: 2024 წლის 15 ოქტომბრის მონაცემებით:[23]

მსოფლიო ჩემპიონატების ბომბარდირები
გოლები
- ყველაზე მეტი გატანილი გოლი: ლიონელ მესი (112)[24]
- ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი: მარტინ პალერმო, 36 წლის და 7 თვის — 2010 წელს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში[25]
- ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი: დიეგო მარადონა, 18 წლის, 7 თვის და 4 დღის — 1979 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში[26]
- ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა: ლიონელ მესი, 18 წლის და 357 დღის, სერბეთისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2006 წელს[27]
- ერთ მატჩში გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 5 – მანუელ სეოანე 1925 წელს, ხუან მარვესი 1941 წელს, ლიონელ მესი 2022 წელს[28]
- ყველაზე მეტი გოლი კალენდარული წლის განმავლობაში: 18 – ლიონელ მესი 2022 წელს[29]
- მსოფლიო ჩემპიონატების დასკვნით ეტაპზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 13 – ლიონელ მესი[30]
- მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 34 – ლიონელ მესი[31]
- ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორი ყველა საერთაშორისო შეჯიბრში, მათ შორის ამხანაგურ მატჩებში: 56 – ლიონელ მესი
- პირდაპირი საჯარიმო დარტყმით გატანილი ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე: 4 – ხუან რომან რიკელმე და ლიონელ მესი[31]
მსოფლიო ჩემპიონთა კაპიტნები
1978
1986
2022
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება. პირველად 1978 წელს, დანიელ პასარელას, მეორედ 1986 წელს, დიეგო მარადონას და მესამედ 2022 წელს, ლიონელ მესის კაპიტნობის პერიოდში. ამ სამეულიდან დანიელ პასარელა ერთადერთია არგენტინელ ფეხბურთელებს შორის, ვინც ორგზის (1978, 1986) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმავე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულებაში და იყო ერთადერთი ფეხბურთელი 1978 წლის ფორმაციის ნაკრებიდან, რომელიც მექსიკაში გაემგზავრა და ნაკრების შემადგენლობაში მეორედ მოიპოვა ფიფას მსოფლიო თასი.
Remove ads
მატჩების სტატისტიკა ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით
ქვემოთ წარმოდგენილია არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით. სტატისტიკა შედგენილია მსოფლიო ჩემპიონატების, საკვალიფიკაციო თამაშების, კოპა ამერიკისა თუ სხვა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირისა და მატჩებისგან.
- განახლდა: 25 მარტი, 2025
დადებითი სტატისტიკა ნეიტრალური სტატისტიკა უარყოფითი სტატისტიკა
- მათ შორის
დასავლეთი გერმანიასთან გამართული მატჩებიც.
- მათ შორის
იუგოსლავიასთან გამართული მატჩებიც.
ფაქტები
2016 წელს, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ თავისი ქვეყნის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მეკარე: უბალდო ფილოლი; მცველები: ხავიერ ძანეტი, რობერტო პერფუმო, დანიელ პასარელა, ალბერტო ტარანტინი; ნახევარმცველები: მიგელ ანხელ ბრინდისი, დიეგო მარადონა, ფერნანდო რედონდო; თავდამსხმელები: ლიონელ მესი, გაბრიელ ბატისტუტა, მარიო კემპესი.[32]
ბიბლიოგრაფია
- 100 Años de Fúbol — Historia del Fútbol Uruguayo (Editores Reunidos)
- Aguirre, Javier (2012). Ucronías Argentinas. Córdoba: Penguin Random House Grupo Editorial Argentina. ISBN 9789500739689
- Ardiles, Ossie (2010). Ossie's Dream: My Autobiography. London: Transworld. ISBN 0552-15918-2
- Argentina Mundial. Historia de la Selección 1902–2002 (Clarín Newspaper)
- Argentina, Historia de la Selección de Fútbol, desde 1893 hasta 1991 (R. R. Ediciones)
- Bilardo, Un Ciclo Brillante (Special Edition, El Gráfico)
- Blanco, Eduardo (2012). Ucronías Argentinas: Diez historias que pudieron haber cambiado la historia. Buenos Aires: Sudamericana. ISBN 9500-73968-2
- Cien Años con el Fútbol. Asociación del Fútbol Argentino. AFA. 1893 Centenario 1993 (AFA)
- El Gráfico Magazine (გამოც. #3195; 30 დეკემბერი, 1980; გვ. 8–13)
- El Gráfico Magazine (გამოც. #3270; 8 ივნისი, 1982; გვ. 4–7/49)
- El Libro del Fútbol (ტომი IV, ივლისი 1975, Editorial Abril)
- Enciclopedia Mundial del Fútbol (Editorial Océano — Viscontea)
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427
- Fútbol. Historia y Estadísticas Magazine (Editorial Perfil)
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
- Historia de la Selección Argentina 1902–1997 (El Gráfico)
- Historia del Fútbol Amateur en la Argentina (Jorge Iwanczuk)
- International Football in South America 1901–1991 (Miguel Angel Bestard, Michael Robinson & Mike Ross)
- La Celeste, Uruguay 1901–1991 (Javier Sandoval and Serge Van Hoof)
- O Almanaque do Futebol Brasileiro (1995, Marco Aurelio Klein and Sergio Alfredo Audinino)
- Rosario, Fútbol y Recuerdos (Oscar Armando Ongay)
- Sólo Fútbol Anuario '85 (პირველი გამოცემა)
- Sólo Fútbol Anuario '86 (მეორე გამოცემა)
- Sólo Fútbol Extra Magazine (Extra Edition, გამოც. #26; 18 ნოემბერი, 1993; გვ. 20–23)
- Sólo Fútbol Magazine (გამოც. #424; 2 აგვისტო, 1993; გვ. 19)
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- The Guinness Book of World Soccer (მეორე გამოცემა, 1995, Guy Oliver)
- Tira–Teima Placar N°1 Tudo o que voce sempre quis saber sobre Futebol (ნოემბერი 1997, Placar)
- Trost, Alex (2013). 100 of the Top World Cup Footballers of All Time. London: A&V. ISBN 1493-58316-6
- Uruguayos y Argentinos (Fascículo 5, Eduardo Gutiérrez Cortinas)
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads