Remove ads
არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
მარიო ალბერტო კემპესი (ესპ. Mario Alberto Kempes; დ. 15 ივლისი, 1954, ბელ-ვილიე, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1978 წელს ფრანგულ გაზეთ Onze Mondial-ისგან გადაეცა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო — Onze d'Or. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 98-ე ადგილზე დასახელდა.[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მარიო ალბერტო კემპესი | ||
დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1954 | ||
დაბადების ადგილი | ბელ-ვილიე, არგენტინა | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1971–1973 | ინსტიტუტო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973–1974 | ინსტიტუტო | 13 | (11) |
1974–1976 | როსარიო სენტრალი | 107 | (85) |
1977–1981 | ვალენსია | 142 | (95) |
1981–1982 | რივერ პლეიტი | 29 | (15) |
1982–1984 | ვალენსია | 42 | (21) |
1984–1986 | ჰერკულესი | 38 | (10) |
1986–1987 | ვენა | 20 | (7) |
1987–1990 | სანქტ-პელტენი | 96 | (34) |
1990–1992 | კრემსერი | 39 | (7) |
1995 | ფერნანდეს ვიალი | 11 | (5) |
1995–1996 | პელიტა ჯაია | 15 | (10) |
სულ | 537 | (290) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1973–1982 | არგენტინა | 43 | (20) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1996 | პელიტა ჯაია | ||
1996 | ლუშნია | ||
1997–1998 | მინეროს დე გაიანა | ||
1999 | სტრონგესტი | ||
2000 | ბლუმინგი | ||
2000–2001 | ინდეპენდიენტე პეტროლერო | ||
2001–2002 | კაზარანო | ||
2002 | სან-ფერნანდო | ||
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სხვადასხვა დროს იცავდა არგენტინის, ესპანეთის, ავსტრიის, ჩილესა და ინდონეზიის საფეხბურთო კლუბების ღირსებას, კარიერის დიდი ნაწილი კი ესპანურ ვალენსიაში გაატარა, სადაც 184 მატჩი ჩაატარა და 116 გოლი გაიტანა, პიჩიჩის ჯილდო კი ორჯერ მოიპოვა.
პირველი ოფიციალური მატჩში „ინსტიტუტოს“ რიგებში მარიო კემპესმა 1973 წლის 7 ოქტომბერს ჩაატარა. ეს იყო ნასიონალის ჩემპიონატის პირველი ტურის საშინაო შეხვედრა „ნიუელს ოლდ ბოისის“ წინააღმდეგ.[3] კემპესისთვის სადებიუტო შეხვედრა „ინსტიტუტომ“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ხორხე ომარ პერიოტი; ედუარდო მიგელ ანელი, არმანდო მიგელ ოლმედო, ხუან ხოსე მოიანო (მიგელ ოვიედო 75'), მარიო რობერტო კარბალო; ოსვალდო არდილესი, ხუან დომინგო მონტოია, ალბერტო ბელტრანი; ალბერტო უილინგტონი, მარიო ალბერტო კემპესი, ხოსე ლუის სალდანიო (ხოსე ლუის სებალოსი 27').
1973–1982 წლებში იცავდა არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 20 ბურთი გაიტანა. ეროვნულ გუნდში, რუბენ გალვანის და რიკარდო ბოჩინის მსგავსად, 1973 წელს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელები — ომარ სივორი და მიგელ ინომირიელო იწვევენ. პირველად ნაკრების მაისურით 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, 1973 წლის 23 სექტემბერს, ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ლა-პასში, „ესტადიო ერნანდო სილესზე“, გაიმართა და მას 19 266 გულშემატკივარი დაესწრო. არგენტინელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: დანიელ კარნევალე, ანხელ უგო ბარგასი, რუბენ გლარია, რუბენ გალვანი, რობერტო ტელჩი (მარსელო ტრობიანი 76'), რუბენ აიალა, მარიო კემპესი (რიკარდო ბოჩინი 64'), ოსვალდო რობერტო კორტესი, ოსკარ რამონ ფორნარი, ალდო პედრო პოი, დანიელ ტალიანი. ოსკარ რამონ ფორნარის გოლით არგენტინელებმა 1–0 გაიმარჯვეს.
ნაკრების რიგებში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. სამშობლოში ჩატარებულ 1978 წლის ჩემპიონატზე მისი ნაკრები ჩემპიონი გახდა, რომლის ფინალში ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები დაამარცხა (3–1). თავად კემპესმა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი ფინალში, რის შედეგადაც ტურნირის ბომბარდირი გახდა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1982 წლის 2 ივლისს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბარსელონაში, „ესტადიო სარიაზე“ გაიმართა და ბრაზილიელთა გამარჯვებით 3–1 დასრულდა.
მარიო კემპესმა მსოფლიო ჩემპიონატების 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 ბურთი გაიტანა.[4]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1974 | გერმანია | 13 | თავდამსხმელი | 6 | 0 | 1 | 2 | 3 | |
1978 | არგენტინა | 10 | თავდამსხმელი | 7 | 6 | 5 | 1 | 1 | |
1982 | ესპანეთი | 11 | თავდამსხმელი | 5 | 0 | 2 | 0 | 3 |
თემატური საიტები |
---|
AFS · BDFA · BDFutbol · Ciberche.net · FBref.com · FIFA.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · ESPNFC.com · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase (player) · Soccerway · Transfermarkt (player) · Transfermarkt (manager) · WorldFootball.net |
მედია |
---|
20Minutos · Abri La Cancha · Clarín · Infobae · MARCA · TyC Sports |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.