Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუელს ოლდ ბოისი (ესპ. Club Atlético Newell's Old Boys) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ როსარიოდან. ჩამოყალიბდა 1903 წლის 3 ნოემბერს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში.[1].
სრული სახელი |
კლუბ ატლეტიკო ნიუელს ოლდ ბოისი Club Atlético Newell's Old Boys | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
La Lepra (კეთროვნები) Rojinegro (წითელ-შავები) | |||
დაარსდა | 3 ნოემბერი, 1903 | |||
სტადიონი |
ესტადიო მარსელო ბიელსა როსარიო, არგენტინა (ტევადობა: 42 000) | |||
პრეზიდენტი | ედუარდო ბერმუდესი | |||
მწვრთნელი | ფრენკ დარიო კუდელკა | |||
ლიგა | არგენტინის პრიმერა დივიზიონი | |||
2019–20 | მე-8 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბის სახელწოდება დაკავშირებულია არგენტინული ფეხბურთის პიონერთან აიზეკ ნიუელთან (ინგლ. Isaac Newell) და ითარგმნება როგორც — „ნიუელის ძველი ბიჭები“. კლუბის დამფუძნებლად მიიჩნევენ აიზეკ ნიუელის ვაჟს — კლაუდიო ნიუელს.
„ნიუელს ოლდ ბოისი“ ექვსჯერ ფლობდა არგენტინის ჩემპიონის ტიტულს.
პირველად ქვეყნის ჩემპიონობა 1974 წელს მოიპოვა, როდესაც მეტროპოლიტანოს ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო ყველაზე დიდ შედეგებს 80-იანი და 90-იანი წლების მიჯნაზე მიაღწია, როდესაც სამჯერ დაეუფლა არგენტინის ჩემპიონობას და ორჯერ ლიბერტადორესის თასის ფინალში მოახერხა გასვლა.[2][3]
კლუბის საშინაო არენაა „ესტადიო მარსელო ბიელსა“ (ესპ. Estadio Marcelo A. Bielsa), რომელიც 42 ათას მაყურებელს იტევს. სტადიონს, რომელსაც მანამდე უბრალოდ „ელ კოლოსო დელ პარკე“-ს ეძახდნენ (ესპ. El Coloso del Parque), კლუბის ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის — მარსელო ბიელსას სახელი ოფიციალურად 2009 წლის 22 დეკემბერს ეწოდა.[4][5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.