ნიუელს ოლდ ბოისი (საფეხბურთო კლუბი)

From Wikipedia, the free encyclopedia

ნიუელს ოლდ ბოისი (საფეხბურთო კლუბი)

ნიუელს ოლდ ბოისი (ესპ. Club Atlético Newell's Old Boys) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ როსარიოდან. ჩამოყალიბდა 1903 წლის 3 ნოემბერს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში.[1].

სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
ნიუელს ოლდ ბოისი
Thumb
სრული სახელი კლუბ ატლეტიკო ნიუელს ოლდ ბოისი
Club Atlético Newell's Old Boys
მეტსახელი La Lepra (კეთროვნები)
Rojinegro (წითელ-შავები)
დაარსდა 3 ნოემბერი, 1903; 121 წლის წინ (1903-11-03)
სტადიონი ესტადიო მარსელო ბიელსა
როსარიო, არგენტინა
(ტევადობა: 42 000)
პრეზიდენტი ედუარდო ბერმუდესი
მწვრთნელი ფრენკ დარიო კუდელკა
ლიგა არგენტინის პრიმერა დივიზიონი
2024 მე-25
საიტი ოფიციალური საიტი
Thumb
Thumb
Thumb
Thumb
ძირითადი ფორმა
Thumb
Thumb
Thumb
Thumb
რეზერვის ფორმა
Thumb
Thumb
Thumb
Thumb
მესამე ფორმა
დახურვა

კლუბის სახელწოდება დაკავშირებულია არგენტინული ფეხბურთის პიონერთან აიზეკ ნიუელთან (ინგლ. Isaac Newell) და ითარგმნება როგორც — „ნიუელის ძველი ბიჭები“. კლუბის დამფუძნებლად მიიჩნევენ აიზეკ ნიუელის ვაჟს — კლაუდიო ნიუელს.

„ნიუელს ოლდ ბოისი“ ექვსჯერ ფლობდა არგენტინის ჩემპიონის ტიტულს.

პირველად ქვეყნის ჩემპიონობა 1974 წელს მოიპოვა, როდესაც მეტროპოლიტანოს ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო ყველაზე დიდ შედეგებს 80-იანი და 90-იანი წლების მიჯნაზე მიაღწია, როდესაც სამჯერ დაეუფლა არგენტინის ჩემპიონობას და ორჯერ ლიბერტადორესის თასის ფინალში მოახერხა გასვლა.[2][3]

სტადიონი

ესტადიო მარსელო ბიელსა

კლუბის საშინაო არენაა „ესტადიო მარსელო ბიელსა“ (ესპ. Estadio Marcelo A. Bielsa), რომელიც 42 ათას მაყურებელს იტევს. სტადიონს, რომელსაც მანამდე უბრალოდ „ელ კოლოსო დელ პარკე“-ს ეძახდნენ (ესპ. El Coloso del Parque), კლუბის ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის — მარსელო ბიელსას სახელი ოფიციალურად 2009 წლის 22 დეკემბერს ეწოდა.[4][5]

მიღწევები

Thumb
„ესტადიო მარსელო ბიელსა“ (ესპ. Estadio Marcelo A. Bielsa) „ნიუელს ოლდ ბოისის“ საშინაო არენა.

არგენტინის დროშა არგენტინის ჩემპიონატი

არგენტინის პრიმერა დივიზიონი

საერთაშორისო ტურნირები

ლიბერტადორესის თასი
  • ფინალისტი (2): 1988, 1992
სანტიაგო პინასკოს თასი
  • თასის მფლობელი (2): 1905, 1906
ნიკასიო ვილას თასი
  • თასის მფლობელი (9): 1907, 1909, 1910, 1911, 1913, 1918, 1921, 1922, 1929
ლუსიანო მოლინას თასი
  • თასის მფლობელი (4): 1931, 1933, 1934, 1935
კოპა ესტიმულო
  • თასის მფლობელი (1): 1925

ცნობილი ფეხბურთელები

ადრეული პერიოდი
  • არგენტინის დროშა დომინგო ტარასკონი (1993)
1960-იანი და 1970-იანი
1980-იანი და 1990-იანი
2000-იანი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.