ნასიონალის ჩემპიონატი

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads
Remove ads

ნასიონალის ჩემპიონატი (ესპ. Campeonato Nacional) — საფეხბურთო შეჯიბრება (ტურნირი) არგენტინაში, რომელიც იმართებოდა 1967 წლიდან 1985 წლის ჩათვლით. ამ წლების განმავლობაში გაიმართა ნასიონალის 19 გათამაშება. ტურნირის მონაწილეთაგან სულ 9 კლუბმა მოიპოვა ნასიონალის ჩემპიონის ტიტული. აქედან სამჯერ გათამაშების ჩემპიონები გახდნენ „ინდეპენდიენტე“, „როსარიო სენტრალი“, „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“. ორ-ორჯერ — „სან-ლორენსო“ და „ფერო კარილ ოესტე“. თითოჯერ — „ესტუდიანტესი“, „ველეს სარსფილდი“ და „არხენტინოს ჯუნიორსი“.

1967–1985 წლებში, არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფარგლებში, ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში იმართებოდა ორი საფეხბურთო ტურნირი — ნასიონალი და მეტროპოლიტანო. ორივე ტურნირის (როგორც მეტროპოლიტანოს, ასევე ნასიონალის) ჩემპიონის ტიტული თანაბარმნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობდა. ფაქტობრივად, მეტროპოლიტანოს და ნასიონალის ჩემპიონატები წარმოადგენდა არგენტინის პრიმერა დივიზიონის ორ ნაწილს. პირველად ტარდებოდა ნასიონალის გათამაშება (წლის პირველ ნახევარში), ხოლო შემდეგ — მეტროპოლიტანოს (წლის მეორე ნახევარში). ნასიონალის გათამაშებისას იცვლებოდა როგორც მონაწილე კლუბების რაოდენობა, ისე მისი ჩატარების ფორმატი. გამოიყენებოდა როგორც ერთიანი გათამაშების სტანდარტული სისტემა, ასევე, ორ ჯგუფად გაყოფილი ტურნირის ფორმატი, შემდგომი ნახევარფინალური მატჩებით.

ნასიონალის პირველი (1967) გათამაშების გამარჯვებული გახდა აველიანედას „ინდეპენდიენტე“.[1][2][3]

Remove ads

ნასიონალის გათამაშების სტატისტიკა

მეტი ინფორმაცია წელი, გუნდები ...
Remove ads

რეკორდები და სტატისტიკა

დიეგო მარადონამ ორჯერ მოიპოვა ნასიონალის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (1979, 1980)[5]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads