Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები (ფრანგ. Équipe nationale de France de football) — წარმოადგენს საფრანგეთს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია. ფედერაცია ფიფას წევრია 1904 წლიდან, უეფას წევრი 1954 წლიდან. ფრანგები იყვნენ ამ ორივე ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლები. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ორგზის (1984, 2000) და მსოფლიოს ორგზის (1998, 2018) ჩემპიონია.
მეტსახელ(ებ)ი | Les Bleus (ლურჯები) | ||
---|---|---|---|
ასოციაცია |
საფრ. ფეხბურთის ფედერაცია (Fédération Française de Football) | ||
კონფედერაცია | უეფა (ევროპა) | ||
მთავარი მწვრთვნელი | დიდიე დეშამი | ||
კაპიტანი | კილიან მბაპე | ||
ყველაზე მეტი კეპი | უგო ლორისი (145) | ||
ბომბარდირი | ოლივიე ჟირუ (56) | ||
ფიფა-ს კოდი | FRA | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
ბელგია 3–3 საფრანგეთი (ბრიუსელი, ბელგია; 1 მაისი, 1904) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
საფრანგეთი 14–0 გიბრალტარი (ნიცა, საფრანგეთი; 18 ნოემბერი, 2023) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
დანია 17–1 საფრანგეთი (ლონდონი, ინგლისი; 19 ოქტომბერი, 1908) | |||
გამოსვლა | (პირველად 1930) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1998 და 2018 | ||
გამოსვლა | (პირველად 1960) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1984 და 2000 |
ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის მწვრთნელად ემე ჟაკე დაინიშნა. ჟაკემ მისი ხელმძღვანელობით გამართულ მეოთხე მატჩში 1994 წლის 17 აგვისტოს ათამაშა „ბორდოს“ ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი. ჟაკემ შეკრიბა ნაკრები, რომელშიც მსოფლიო თასის ჩაგდების შემდეგ დაბრუნდნენ ვეტერანები: ერიკ კანტონა, დიდიე დეშამი, ლორან ბლანი, ბიშენტე ლისარასუ, მარსელ დესაი, ემანუელ პეტი, რომლებსაც შეუერთდნენ იმედისმომცემი ახალგაზრდები ზიდანი, ლილიან ტურამი, კრისტოფ დიუგარი.
საფრანგეთთან ერთად საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდნენ რუმინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანისა და ისრაელის ნაკრები გუნდები. ფრანგებმა ცუდად დაიწყეს ტურნირი. პირველი სამი მატჩი რუმინეთთა, სლოვაკეთთან და პოლონეთთან დაასრულეს ფრედ 0–0. გუნდა პირველი გამარჯვება მოიპოვა 1994 წლის 13 დეკემბერს აზერბაიჯანთან, 2–0. მომდევნო მატჩი ისრაელთან კვლავ ფრედ დასრულდა, შემდეგ კი საფრანგეთმა 4–0 მოუგო სლოვაკეთს. 1995 წლის 6 სექტემბერს აზერბაიჯანთან 10–0 მოგებული მატჩი 2023 წლის 18 ნოემბრამდე ყველაზე დიდი ანგარიში იყო ნაკრების ისტორიაში. საკვალიფიკაციო ეტაპი საფრანგეთმა დაუმარცხებლად დააასრულა, მიუხედავად ამისა, ის ჩამორჩა რუმინეთს და გავიდა მეორე ადგილზე, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი კვალიფიკაციისთვის. სავალიფიკაციო ეტაპის დროს ნაკრებს სკანდალის გამო გამოაკლდა კაპიტანი ერიკ კანტონა, რომელიც დიდიე დეშამმა შეცვალა.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საფრანგეთმა ითამაშა ამხანაგური მატჩები გერმანიასთან, პორტუგალიასა და საბერძნეთთან. ფრანგებმა სამივე მატჩი მოიგეს, მათ შორის მოუგეს გერმანიას 1-0 შტუტგარტში გოტლიბ-დაიმლერ სტადიონზე. ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდს 22 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და პრეტენზია გააჩნდა ევროპის საუკეთესო გუნდობაზე.[1] ჩემპიონატზე საფრანგეთის მეტოქეები იყვნენ რუმინეთი, ესპანეთი და ბულგარეთი. პირველი მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ, რომელიც გაიმართა ნიუკასლში სენტ-ჯეიმზ პარკზე, საფრანგეთმა მოიგო 1-0 დიუგარის გოლით. მეორე მატჩი ლიდსში ესპანეთის წინააღმდეგ დასრულდა 1-1. საფრანგეთი იური ჯორკაეფის გოლით დაწინაურდა და ესპანელებმა 86-ე წუთზე გაათანაბრეს. ბოლო მატჩი საფრანგეთმა ბულგარეთს 3-1 მოუგო, თუმცა მხოლოდ ფრეც ჰყოფნიდა პლეი-ოფის ეტაპისთვის.
მეოთხედფინალში საფრანგეთი დაუპირისპირდა ნიდერლანდს ენფილდზე ლივერპულში. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ყველა ფეხბურთელმა გაიტანა, გარდა ახალგაზრდა ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფისა. ნახევარფინალში საფრანგეთი შეხვდა ჩეხეთს. ეს მატჩის ფრედ დაასრულდა და პენალტების სერიაში ჟაკემ იგივე ხუთეული დააყენა, რომელიც წინა, მეოთხედფინალურ მატჩში. ხუთივემ (ზიდანი, ჯორკაეფი, ლისარასუ, გუერინი, ბლანი) გაიტანა, მაგრამ მეექვსეს, რეინალდ პედროსის დარტყმა მარტივად მოიგერია ჩეხების მეკარე პეტრ კუბამ, ხოლო ჩეხმა კადლეცმა გაიტანა და საფანგეთი გამოთიშა ასპარეზობას. მედიამ გააკრიტიკა საფრანგეთის ნაკრები ცოტა გატანილი გოლის გამო. გოლების სიმცირის პრობლემა უკავშირდებოდა კანტონას არყოფნას. კანტონას დაბრუნება ნაკრებში შეიძლებოდა 1995 წლის ნოემბრის შემდეგ, თუმცა ჟაკემ მაინც არ წაიყვანა ის ჩემპიონატზე. ჟაკეს შემდგომი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც საფრანგეთში უნდა გამართულიყო, უნდა ეპოვნა ახალი შემტევი ფეხბურთელები.
2010 წლის მუნდიალზე ჩავარდნის შემდეგ ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლორან ბლანი. ბლანის გუნდმა 2010 წლის 7 სექტემბრიდან 2012 წლის 15 ივნისამდე 23 წაუგებელი მატჩი ითამაშა, რაც საუკეთესო შედეგი იყო ემე ჟაკეს ნაკრების მიერ 1994-96 წლებში ნაჩვენები შედეგის (30 მატჩი) შემდეგ. ბლანი გაუძღვა გუნდს ევრო 2012-ზე, სადაც საფრანგეთი გავიდა მეოთხედფინალში. მიუხედავადა მიღწევებისა, ბლანმა უარი განაცხადა კონტრაქტის გაგრძელებაზე და მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ბლანის ყოფილი თანაგუნდელი დიდიე დეშამი. დეშამპის გუნდმა 2014 წლის მუნდიალზე მიაღწია მეოთხედფინალამდე, სადაც დამარცხდა გერმანიასთან 0-1.
№ | მოთამაშე | მატჩი | გოლი | წლები |
---|---|---|---|---|
1 | უგო ლორისი | 145 | 0 | 2008–2022 |
2 | ლილიან ტურამი | 142 | 2 | 1994–2008 |
3 | ოლივიე ჟირუ | 128 | 56 | 2011–დღემდე |
4 | ანტუან გრიზმანი | 126 | 44 | 2014–დღემდე |
5 | ტიერი ანრი | 123 | 51 | 1997–2010 |
6 | მარსელ დესაი | 116 | 3 | 1993–2004 |
7 | ზინედინ ზიდანი | 108 | 31 | 1994–2006 |
8 | პატრიკ ვიეირა | 107 | 6 | 1997–2009 |
9 | დიდიე დეშამი | 103 | 4 | 1989–2000 |
10 | ქარიმ ბენზემა | 97 | 37 | 2007–2022 |
ლორან ბლანი | 16 | 1989–2000 | ||
ბიშენტე ლისარასუ | 2 | 1992–2004 |
№ | სახელი | წლები | გოლები | მატჩები | საშ. |
---|---|---|---|---|---|
1 | ოლივიე ჟირუ | 2011–დღემდე | 56 | 128 | 0.44 |
2 | ტიერი ანრი | 1997–2010 | 51 | 123 | 0.41 |
3 | კილიან მბაპე | 2017–დღემდე | 46 | 74 | 0.55 |
4 | ანტუან გრიზმანი | 2014–დღემდე | 44 | 126 | 0.36 |
5 | მიშელ პლატინი | 1976–1987 | 41 | 72 | 0.57 |
6 | ქარიმ ბენზემა | 2007–2022 | 37 | 97 | 0.38 |
7 | დავიდ ტრეზეგე | 1998–2008 | 34 | 71 | 0.48 |
8 | ზინედინ ზიდანი | 1994–2006 | 31 | 108 | 0.29 |
9 | ჟიუსტ ფონტენი | 1953–1960 | 30 | 21 | 1.43 |
ჟან-პიერ პაპენი | 1986–1995 | 30 | 54 | 0.56 | |
10 | იური ჯორკაეფი | 1993–2002 | 28 | 82 | 0.34 |
2023 წლის 18 ნოემბერს, საფრანგეთის ნაკრებმა გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს ნიცაში, სტადიონ „ალიანს რივიერაზე“ (Allianz Riviera) გამართულ ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში 14 გოლი გაუტანა. ამრიგად, ფრანგებმა ერთ მატჩში ერთდროულად სამი რეკორდი დაამყარეს — ევროს შესარჩევი რეკორდი ერთ მატჩში გოლების რაოდენობით (მანამდე რეკორდი იყო გერმანია 13–0 სან მარინო), საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება (მანამდე რეკორდი იყო აზერბაიჯანთან 10–0) და ყველაზე დიდი გამარჯვება ევროკვალიფიკაციის ისტორიაში (ასევე გერმანია 13–0 სან მარინო).[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.