From Wikipedia, the free encyclopedia
ბელგია (ნიდერლ. België; ფრანგ. Belgique; გერმ. Belgien), ოფიციალურად ბელგიის სამეფო (ნიდერლ. Koninkrijk België, ფრანგ. Royaume de Belgique, გერმ. Königreich Belgien) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი (620 კმ), ჩრდილოეთით — ნიდერლანდები (450 კმ), აღმოსავლეთით გერმანია (167 კმ) და ლუქსემბურგი (148 კმ), ჩრდილო-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა. სანაპირო ხაზის სიგრძეა 66 კმ. ბელგია მდებარეობს დასავლეთი ევროპის ბევრი ქვეყნის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების გზაჯვარედინზე. ფართობი 30,689 კმ². ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბრიუსელი. ოფიციალური ენებია: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული.
ბელგიის სამეფო |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: ძალა ერთობაშია |
||||||
ჰიმნი: Brabançonne (ინსტრუმენტული ვერსია) |
||||||
ბელგიის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ბრიუსელი [ა] 50°51′ ჩ. გ. 4°21′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
ეთნოქორონიმი | ბელგიელი | |||||
მთავრობა | ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია[1] |
|||||
- | მონარქი | ფილიპე | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ალექსანდრ დე კრო | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ფედერალური პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | წარმომადგენელთა პალატა | ||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | გამოაცხადა ნიდერლანდისგან |
4 ოქტომბერი, 1830 |
||||
- | აღიარება | 19 აპრილი, 1839 | ||||
- | დაარსდა ევროპული თანამეგობრობა (ამჟამად ევროკავშირი) |
1 იანვარი, 1958 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 30,689 კმ2 (136-ე) | ||||
- | წყალი (%) | 6.5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 აღწერა | 11,492,641[2] (81-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 376 კაცი/კმ2 (22-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2018 შეფასება | |||||
- | სულ | $550 მილიარდი[3] (38-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $48,224[3] (მე-20) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2018 შეფასება | |||||
- | სულ | $533 მილიარდი[3] (23-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $46,724[3] (მე-17) | ||||
ჯინი (2018) | 25.6[4] დაბალი |
|||||
აგი (2013) | 0.919[5] ძალიან მაღალი · მე-17 |
|||||
ვალუტა | ევრო (€) [ბ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | 32 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .be [გ] | |||||
ა. | ^ ბრიუსელის რეგიონი არის დე ფაქტო დედაქალაქი, მაგრამ ქალაქ ბრიუსელის მუნიციპალიტეტი არის დე იურე დედაქალაქი | |||||
ბ. | ^ 1999 წლამდე, ბელგიური ფრანკი (BEF). | |||||
გ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
ბელგია კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმა ფედერაციულია. ფულის ერთეულია ევრო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ბელგიაში ცხოვრობდა 11,492,641 ადამიანი. ეროვნული შემადგენლობით ბელგიის მოსახლეობა 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ფლამანდელები და ვალონები. ამ ორი ჯგუფის ტერიტორიული განსახლების საზღვარი გადის ბრიუსელის სამხრეთით. ბელგიის კონსტიტუცია სარწმუნოების თავისუფლების გარანტიას იძლევა. მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, არიან აგრეთვე პროტესტანტები, იუდეველები და სხვა.
ძვ. წ. III საუკუნიდან ბელგიის ტერიტორია დასახლებული იყო ბელგების კელტური ტომებით. ქვეყნის სახელწოდება ბელგების სახელწოდებასთან არის დაკავშირებული. ძვ. წ. 57 წელს რომაელებმა დაიპყრეს. III-V საუკუნეებში ბელგიის ტერიტორიაზე დასახლდნენ გერმანული ტომები — ფრანკები, ფრიზები და საქსები, რამაც გამოიწვია ჩრდილოეთ ბელგიის ადრინდელი ბელგურ-რომაული მოსახლეობის გაგერმანელება. V-IX საუკუნეებში ბელგიის ტერიტორია შედიოდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. XIV საუკუნის დასასრულს ბელგიის თითქმის მთელი ტერიტორია ბურგუნდიის ჰერცოგთა გამგებლობაში მოექცა, ხოლო 1516 წელს ესპანეთს დაემორჩილა.
1795 წელს ბელგია საფრანგეთს შეუერთდა. შემდეგ, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ბელგია ნიდერლანდებს შეუერთდა. ლონდონის კონფერენციამ 1830-1831 წლებში ცნო ბელგიის სუვერენიტეტი და გამოაცხადა მისი სამუდამო ნეიტრალიტეტი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიამ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი და თავისი ჯარებით დაიკავა მისი ტერიტორია. 1940 წლის 10 მაისს გერმანიის ფაშისტურმა არმიამ კვლავ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი. ბელგიის მთავრობა ლონდონში წავიდა.
ბელგია არის ევროპის კავშირის, გაეროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. 1944 წლის 5 სექტემბერს შეიქმნა ეკონომიკური კავშირი ბენილუქსი, რომელიც არის შემოკლებული სახელწოდება ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგისა. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განლაგებულია ევროპის კავშირის შტაბ-ბინა, აგრეთვე ნატოს ოფისი და ბენილუქსის ქვეყნების სეკრეტარიატი.
ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს - შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992 წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი. მას საზღვრები აქვს: საფრანგეთთან - 620 კმ., გერმანიასთან - 167 კმ., ლუქსემბურგთან - 148 კმ., ნიდერლანდებთან - 450 კმ. ბელგიის ფართობი შეადგენს 30 528 კმ²-ს.[6] ის მდებარეობს 49°30 - 51°30 ჩრდილოეთ განედებსა და 2°33 - 6°24 აღმოსავლეთ გრძედებს შორის.[7]
ბელგიის სანაპირო ზოლი ჩრდილოეთის ზღვასთან ძირითადად წარმოადგენს ქვიშის დიუნებსა და პოლდერებს. ბელგიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ტყიან გორაკებს რომელიც დაღარულია ხევებით და კლდოვანი კანიონებით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, გერმანიის საზღვართან ახლოს არის მაღალი ჭაობის პლატო, სადაც მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი ბოტრანჟი. მისი სიმაღლე შეადგენს 694 მ-ს.[8][9] ბელგიის უდიდესი მდინარეებია - შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370) და მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933). უდიდესი ტბა - ო-დერი; კლიმატი - ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.
კიოპების კლასიფიკაციის მიხედვით, ბელგია ხასიათდება ოკეანური კლიმატით; ჩრდილო-დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილის მსგავსად, ბელგიაშიც თითოეულ სეზონში ნალექების დიდი ოდენობა მოდის.[10] საშუალოდ —3 გრადუს ტემპერატურით, იანვარი ყველაზე ცივი თვეა, ხოლო ყველაზე თბილი თვე, საშუალოდ 18 გრადუსით, ივლისია. საშუალო ნალექების რაოდენობა თებერვალი-აპრილის პერიოდში 54 მმ-ია, ხოლო ივლისში - 78 მმ. 2000-2006 წლებში საშუალო ყოველდღიური ტემპერატურა 7-14 გრადუსებს შორის მერყეობს, ხოლო ყოველთვიური ნალექების რაოდენობა დაახლოებით 74 მმ-ის ტოლია.[11]
ბელგიის ტერიტორია დაყოფილია სამ რეგიონად, რომელთაგან ორი, ფლამანდრიის რეგიონი და ვალონსის რეგიონი, თავის მხრივ, პროვინციებად არის დაყოფილი; მესამე რეგიონი, დედაქალაქ ბრიუსელის რეგიონი, არც პროვინციაა და არც პროვინციის ნაწილი.
2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბელგიის მთლიანი მოსახლეობა (რეგისტრირებული მოქალაქეები) შეადგენდა 11,492,641-ს.[2] 2019 წლის იანვრის მდგომარეობით ბელგიის მოსახლეობის სიმჭიდროვეა 376/კმ2, რაც მას მსოფლიოში 22-ე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნად და ევროპაში მე-6 ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნად აქცევს. ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა ანტვერპენის პროვინცია, ხოლო ყველაზე მჭირდოდ დასახლებული - ლუქსემბურგის პროვინცია. 2019 წლის მონაცემებით, ფლანდრიის მოსახლეობა შეადგენდა 6,589,069-ს (მთლიანი მოსახლეობის 57.6%); მის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებს მიეკუთვნება: ანტვერპენი (523,248), გენტი (260,341) და ბრიუგე (118,284). ვალონიის მოსახლეობა ტოლია 3,633,795-ს (მთლიანი მოსახლეობის 31.8%); ყველაზე ხალხმრავალი ქალაქებია: შარლერუა (201,816), ლიეჟი (197,355) და ნამური (110,939). ქვეყნის დედაქალაქ ბრიუსელში ცხოვრობს 1,208,542 ადამიანი, რომლებიც განაწილებულში არიან 19 მუნიციპალიტეტში (მათგან 3 მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 100,000-ს აღემატება).[2]
2017 წლის მონაცემებით, ბელგიაში შობადობის მაჩვენებელი იყო 1.64 ბავშვი/ქალზე, რაც 1873 წლის მაჩვენებელთან (4.87 ბავშვი/ქალზე) მნიშვნელოვნად დაბალია.[12] ქვეყანას, საშოალოდ 41.5 წლით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი საზოგადოება ჰყავს.
2007 წლის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს ჰქონდა ბელგიის მოქალაქეობა,[13] ხოლო 6% წარმოადგენდნენ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. სხვა ქვეყნის მოქალაქეების შორის იყვნენ: იტალიელები (171,918), ფრანგები (125,061), გერმანელები (116,970), მაროკოელები (80,579), პორტუგალიელები (43,509), ესპანელები (42,765), თურქები (39,419) და გერმანელები (37,621).[14][15] 2007 წელს ბელგიაში 1,38 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 12.9% -ს შეადგენს. აქედან 685,000 (6.4%) დაიბადა ევროკავშირის გარეთ, ხოლო 695,000 (6,5%) დაიბადა ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში.[16][17]
2012 წლის დასაწყისში უცხოური წარმოვავლობის ხალხი და მათი შთამომავლები წარმოადგენდნენ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, ანუ 2.8 მილიონ ახალ ბელგიელს.[18] ამ ახალ ბელგიელთაგან 1,200,000 ევროპული წარმოშობისაა და 1,350,000[19] არადასავლური ქვეყნებიდან (მათი უმეტესობა მაროკოდან, თურქეთიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან). 1984 წლიდან, ბელგიის მოქალაქეობის შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, 1.3 მილიონზე მეტმა მიგრანტმა მიიღო ბელგიის მოქალაქეობა. ემიგრანტთა და მათი შთამომავლების უდიდესი ჯგუფს წარმოადგენენ მაროკოელები.[20] ქვეყნის მოქალაქე გახდა თურქული წარმოშობის მოსახლეობის 89.2%, ასევე მაროკოული მოსახლეობის 88.4%, იტალიელების 75.4%, ფრანგების 56.2% და ჰოლანდიელების 47.8%. [19]
ძირითადი ენების სავარაუდო განაწილება ბელგიაში | ||||
---|---|---|---|---|
ნიდერლანდური | 59% | |||
ფრანგული | 40% | |||
გერმანული | 1% |
ბელგიას გააჩნია სამი ოფიციალური ენა: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული. აგრეთვე ვხვდებით არაოფიციალურ უმცირესობათა ენებს.[21] იმის გათვალისწინებით, რომ აღწერა არ ტარდება, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ბელგიის სამი ოფიციალური ენისა ან მათი დიალექტების განაწილებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით.[22] თუმცა, სხვადასხვა კრიტერიუმებით, მათ შორის, მშობლების ენის (ენების), განათლების, სტატუსების გათვალისწინებით, შესაძლებელია დაახლოებითი ციფრების დაწერა. სავარაუდოდ, ბელგიის მოსახლეობის 60%-სთვის მშობლიური ენა ნიდერლანდურია (ხშირად ფლამანდურად მოიხსენიებენ), ხოლო მოსახლეობის 40%-სთვის - ფრანგული. ფრანგულად-მოსაუბრე ბელგიელებს ხშირად უწოდებენ ვალონებს.
ნიდერლანდურ ენაზე მოსაუბრეთა საერთო რიცხვი არის დაახლოებით 6.23 მილიონი, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში; ხოლო ფრანგულ ენაზე მოსაუბრეების რაოდენობა ვალონიაში არის დაახლოებით 3.32 მილიონი; აგრეთვე, ფრანგულენოვან მოსახლეობას (~870,000) ვხვდებით დედაქალაქ ბრიუსელის რეგიონში.[23] გერმანულ-ენაზე მოლაპარაკე საზოგადოება შედგება 73,000 ადამიანისგან (უმეტესად ვალონიის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში); აქედან დაახლოებით 10,000 წარმოშობით გერმანელია, ხოლო 60,000 - ბელგიელი, რომელიც გერმანულად საუბრობს.[24][25][26][27]
ბელგია უმეტესწილად სეკულარული ქვეყანაა: მისი კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლებას და მთავრობა პრაქტიკულად პატივს სცემს ამ უფლებას. ალბერტ I-ისა და ბოდუენის მეფობის დროს ბელგიის სამეფო ოჯახს ღრმადმორწმუნე კათოლიკეების რეპუტაცია ჰქონდა.[28] ტრადიციულად, ბელგიის მოსახლეობის დიდი ნაწილის ძირითადი სარწმუნოება კათოლიციზმია; განსაკუთრებული რელიგიურობით გამოირჩევიან ფლანდრიელები. მიუხედავად ამისა, 2009 წლის მონაცემებით, კვირას ტაძარში მოსახლეობის მხოლოდ 5% დადიოდა (3% ბრიუსელში,[29] 5.4% ფლანდრიაში). 1998 წელთან შედარებით, 2009 წელს საკვირაო ეკლესიის დამსწრეთა რაოდენობა თითქმის განახევრებული იყო (1998 წელს ესწრებოდა მთლიანი მოსახლეობის 11%).[30] მიუხედავად ეკლესიაში დასწრეთა რაოდენობის კლებისა, კათოლიკური თვითმყოფადობა ბელგიის კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.[28]
ევრობარომეტრის 2010 წლის გამოკითვაში,[31] ბელგიის მოქალაქეების 37%-მა უპასუხა, რომ თვლის, ღმერთი არსებობს. 31%-მა უპასუხა, რომ თვლიან, არსებობს რაიმე სახის სული ან მაცოცხლებეი-ძალა. 27%-მა უპასუხა, რომ მათ არ სჯერათ რაიმე სახის სულის, ღმერთის ან სიცოცხლის ძალის არსებობის. ხოლო 5%-მა გამოკითვაში მონაწილეობაზე თავი შეიკავა. ევრობარომეტრის 2015 წლის მონაცემებით, ბელგიის მთლიანი მოსახლეობის 60.7% მიჰყვებოდა ქრისტიანობას, მათ შორის, ყველაზე ხალხმრავალი (52.9%) მიმდინარეობა იყო რომაული კათოლიციზმი. პროტესტანტები 2.1%-ს შეადგენდნენ, ხოლო მართლმადიდებლები მთლიანობაში - 1.6%-ს. არარელიგიური მოსახლეობის წილი იყო 32.0%, რომელიც ათეისტებად და აგნოსტიკებად იყოფა. დანარჩენი მოსახლეობის 5%-ს წარმოადგენდნენ მაჰმადიანები, ხოლო სხვა, შედარებით მცირე რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებოდა მოსახლეობის 2.1%.[32] 2012 წელს ჩატარებულმა იმავე გამოკითხვამ დაადგინა, რომ ქრისტიანობას ბელგიაში ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავდა - მოსახლეობის 65%.[33]
სიმბოლურად და მატერიალურად, რომის კათოლიკური ეკლესია ხელსაყრელ მდგომარეობაში რჩება.[28] ბელგია ოფიციალურად ცნობს სამ რელიგიას: ქრისტიანობას (კათოლიკე, პროტესტანტიზმი, მართლმადიდებლური ეკლესიები და ანგლიკანიზმი), ისლამსა და იუდაიზმს.[34]
2000-იანი წლების დასაწყისში ბელგიაში დაახლოებით 42000 ებრაელი ცხოვრობდა.
2008 წლის აღწერამ დადგინდა, რომ ბელგიის მოსახლეობის დაახლოებით 6% (628.751 ადამიანი) მუსლიმია.[35] მუსულმანები წარმოადგენენ ბრიუსელის მოსახლეობის 23,6%-ს, ვალონიას - 4.9%-ს და ფლანდრიას - 5.1%-ს. ბელგიის მუსლიმთა უმეტესი ნაწილი ცხოვრობს დიდ ქალაქებში, მაგალითად, ანტვერპენიანტვერპენში, ბრიუსელსა და შარლერუაში. ემიგრანტთა ყველაზე დიდ ჯგუფს ბელგიაში წარმოადგენენ მაროკოელები 400,000 ადამიანით. 220,000 წევრით თუქრები ქმნიან ეთნიკურად მესამე, ხოლო რელიგიურად მეორე ყველაზე დიდ ჯგუფს ბელგიაში.[20][36]
განათლება სავალდებულოა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბელგიელებისთვის.[37] 2002 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, ბელგიას ჰქონდა მესამე უმაღლესი წილი 18-დან 21 წლამდე ასაკის მოზარდებში (42%), რომლებმაც სწავლა სკოლისშემდგომ სასწავლო დაწესებულებებში (მესამე დონის სასწავლებლებში) განაგრძეს.[38] მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 99%-მა წერა-კითხვა იცის, ფუნქციონალური გაუნათლებლობის (შედის წერის, კითვხის და სხვა ყველდღიური უნარების უცოდინრობა) გამო შეშფოთება იზრდება.[39][40] სტუდენტთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა (PISA), რომელსაც კოორდინირებას OECD უწევს, ამჟამად ბელგიის განათლებას მსოფლიოში მე-19 საუკეთესოდ ასახელებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს.[41]
ბელგია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (272 მლრდ $) მსოფლიოში მე-20 ადგილი უკავია.
1970-იანი წლების შემდეგ, სპორტული კლუბები და ფედერაციები ენის მიხედვით ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ.[42] ბელგიის ორივე ნაწილში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა ფეხბურთი; აგრეთვე პოპულარულ სპორტის სახეობებს მიეკუთვნება: ველორბოლა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო[43] და კალათბურთი.[44]
გარდა საფრანგეთისა, ბელგიის წარმომადგენლებს ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული ველომრბოლელთა ჩემპიონატი სახელად ტურ-დე-ფრანსი. აგრეთვე, ბელგიის სახელით მოასპარეზეებს, ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული „UCI-როდ მსოფლიო ჩემპიონატი“. 2012 წლის მოსლფლიო ჩემპიონია ფილიპ გილბერტი. კიდევ ერთი ცნობილი ბელგიელი ველომრბოლებია ტომ ბუნენი. ხუთჯერ მოგებული ტურ-დე-ფრანსითა და მრავალი სხვა მიღწევით, ბელგიელი ველომრბოლელი ედი მერკსი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ველომრბოლელად მიიჩნევა.[45]
ბელგიამ უმასპინძლა 1972 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს; აგრეთვე ნიდერლანდებთან ერთად უმასპინძლა 2000 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას მსოფლიო რეიტინგში 2015 წლის ნოემბერში პირველ ადგილს იკავებდდა.[46]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.