Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოდუენი (ფრანგ. Baudouin Albert Charles Léopold Axel Marie Gustave, ნიდერლ. Boudewijn Albert Karel Leopold Axel Marie Gustaaf; დ. 7 სექტემბერი, 1930 — გ. 31 ივლისი, 1993) — ბელგიის მეფე საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან, 1951-1993 წლებში. ლეოპოლდ III-ის ვაჟი. იქორწინა 1960 ფაბიოლა დე მორა ი არაგონზე, გონსალეს ფერნანდესის, კასა-რიერას მარკიზის ასულზე.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, როდესაც გერმანელებმა ბელგია დაიკავეს, ბოდუენი საფრანგეთში გაქცა და იქიდან ესპანეთში. 1940 წლის აგვისტოში იგი ოკუპირებულ ბრიუსელში დაბრუნდა და სწავლა განაგრძო 1944 წლამდე. ივნისში იგი და მამამისი გერმანიაში გადაიყვანეს. ბოდუენი ამერიკელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს 1945 წლის მაისში. შემდეგ 1950 წლამდე სამეფო ოჯახი შვეიცარიაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში ბოდუენი ჟენევის კოლეჯში სწავლობდა. 1951 წლის აგვისტოში, ლეოპოლდის გადადგომის შემდეგ, ბოდუენი მეფე გახდა.
მისი მმართველობის დროს ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: „სკოლის პაქტის“ მიღება, დეკოლონიზაცია, ადმინისტრაციული რეფორმა, რომელმაც ბელგია ფედერაციად აქცია. იგი გამეფდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში აღარ იყო მონარქიის ნდობა, მან შეძლო სიტუაციის გაუმჯობესება, იგი როგორც წესი გაბედულად და მტკიცედ მოქმედებდა. ურთიერთობაში იგი უბრალო, რბილი და ტაქტიანი იყო, შეეძლო კომპრომისების გამონახვა. ამ ყველაფრის წყალობით მოხდა ბელგიის უნიტარული სახელმწიფოდან ფედერაციად ქცევა, ისე რომ იგი არ დაიშალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.