From Wikipedia, the free encyclopedia
ბელგიის დროშა (ნიდერლ. vlag van België, ფრანგ. drapeau de la Belgique, გერმ. Flagge Belgiens) — ბელგიის სამეფოს სახელმწიფო და ეროვნული სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად, რომელიც შედგება სამი თანაბარი ვერტიკალური ზოლისგან, რომლებიც ასახავს ბელგიის ეროვნულ ფერებს: შავი, ყვითელი და წითელი. ფერები აღებულია ბრაბანტის საჰერცოგოს გერბიდან, ვერტიკალური დიზაინი კი შესაძლოა საფრანგეთის დროშაზე იყოს დაფუძნებული.
ბელგიის სამეფო | |
---|---|
მიღებულია | 23 იანვარი 1831. 191 წლის წინ |
პროპორცია | 2:3 ან მსგავსი |
კომპიუტერული დიზაინი |
ვერტიკალური სამფერი შავი, ყვითელი და წითელი. |
1830 წელს დროშა, იმ დროისთვის არაოფიციალურად, შედგებოდა სამი ჰორიზონტალური ზოლისგან, ფერებით წითელი, ყვითელი და შავი. 1831 წლის 23 იანვარს ეროვნულმა კონგრესმა კონსტიტუციაში შეიტანა სამფერი, მაგრამ არ დაადგინა ფერთა ზოლების მიმართულება და რიგი. შედეგად, „ოფიციალურ“ დროშას მიენიჭა ვერტიკალური ზოლები შავი, ყვითელი და წითელი ფერებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.