From Wikipedia, the free encyclopedia
მარაქეში (ბერბერ. Murakush; არაბ. مراكش), აგრეთვე ცნობილი როგორც „წითელი ქალაქი" — ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოფილი საიმპერატორო ქალაქი მაროკოს ისტორიაში. ამჟამად მარაქეში მაროკოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთ ეკონომიკური რეგიონის მარაქეშ-ტენსიფტ-ალ-ჰაუზის დედაქალაქია. მდებარეობს თოვლით დაფარული ატლასის მთების მთისწინეთში და მაროკოს მეოთხე უმსხვილეს ქალაქს წარმოადგენს კასაბლანკას, ფესისა და ტანჟერის შემდეგ.[1] მარაქეში ტანჟერიდან სამხრეთ-დასავლეთით 580კმ-ით, რაბატიდან სამხრეთ-დასავლეთით 327კმ-ით, კასაბლანკადან სამხრეთით 239კმ-ით და აგადირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 246კმ-ითაა დაშორებული.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მარაქეში مراكش | |||
| |||
ქვეყანა | მაროკო | ||
კოორდინატები | 31°38′00″ ჩ. გ. 08°00′00″ დ. გ. | ||
მაიორი | ფატიმა ზაჰრა მანსური | ||
დაარსდა | 1065 | ||
ფართობი | 230 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 465 მეტრი | ||
მოსახლეობა | 1 070 000 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | Western European Time და UTC±00:00 | ||
საფოსტო ინდექსი | 40000 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.ville-marrakech.ma | ||
მარაქეში ერთ-ერთია მაროკოს ოთხი საიმპერატორო ქალაქიდან (გარდა მარაქეშისა- ფესი, მექნესი, რაბატი).[2] ბევრი სხვა ჩრდილოაფრიკული ქალაქის მსგავსად, მარაქეშიც შედგება ძველი, გამაგრებული ქალაქისა (მედინა) და მისი დანამატი თანამედროვე ქალაქისაგან. ამჟამად მისი მთლიანი მოსახლეობა 1 070 000 ადამიანს შეადგენს.[3] ქალაქს ემსახურება მენარას საერთაშორისო აეროპორტი, ამავე დროს, რკინიგზით დაკავშირებულია კასაბლანკასთან.
მარაქეშს გააჩნია უდიდესი ტრადიციული ბაზარი (სუკი) მაროკოში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მოედანი მთელს აფრიკასა და მთელ მსოფლიოში — ჯემაა-ელ-ფნა. მოედანი გადაჭედილია აკრობატებით, მკითხავებით, წყლის გამყიდველებით, მოცეკვავეებითა და მუსიკოსებით. ღამით აქ იხსნება კვების ობიექტები და მოედანი ღია ცის ქვეშ მდებარე უდიდეს რესტორნად იქცევა.
ქალაქის სახელწოდების ზუსტი წარმოშობა სადავოა.[4] ქალაქის სახელწოდება სავარაუდოდ ბერბერული amur (n) akush-დან მოდის და „ღმერთის მიწას“ ნიშნავს.[5] მაგრამ სიტყვა mur[6] ფიგურირებს მავრიტანიის, ჩრდილოაფრიკული სამეფოს სახელწოდებაში. ასევე შასაძლოა სახელი დაკავშირებული იყოს ძველბერძნულ სიტყვა მავროს-თან (μαύρος), რაც შავს აღნიშნავს.[4] ინგლისურად მარაქეში გამოითქმის, როგორც Marrakesh,[7][8] თუმცა გავრცელებულია ქალაქის ფრანგული დასახელებაც - Marrakech.[5]
სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, მაროკო არაბებისთვის, სპარსელებისა და ევროპელებისთვის ცნობილი იყო როგორც „მარაქეშის სამეფო".[9][10] ევროპული სახელი მაროკო პირდაპირ წამოვიდა ბერბერული სიტყვა Murakush-დან. თუმცა, ბევრ სამხრეთ აზიურ ენაზე ამ ქვეყანას დღემდე „მარაქეში" ჰქვია.
XI საუკუნეში ალმორავიდების მოსვლამდე, არეალი ქალაქ აღმათიდან იმართებოდა. ალმორავიდების ლიდერმა, აბუ-ბაქრ იბნ-უმარმა მიიჩნია, რომ აღმათი ხალხით მეტისმეტად იყო გავსებული და ახალი დედაქალაქის აგება გადაწყვიტა. მშენებლობა მან მდინარე ტენსიფტის სიახლოვეს წამოიწყო. სამუშაოები 1070 წლის მაისში დაიწყო, მაგრამ აბუ-ბაქრს 1071 წლის იანვარში საჰარაში მოუწია წასვლა აჯანყების ჩასახშობად, შესაბამისად ქალაქის მშენებლობა მისმა მოადგილემ და შესაძლო მემკვიდრემ, იუსუფ იბნ-ტაშფინმა დაასრულა. ქალაქმა თავის დიად ხანას მესამე ალმორავიდი სულთნის, იაქუბ ალ-მანსურის მმართველობისას მიაღწია. ამ დროს ქალაქში მრავალი პოეტი და მეცნიერი მოვიდა და მან კუტუბიას მეჩეთისა და ახალი კასბას (გამაგრებული ნაწილი) მშენებლობა დაიწყო.
მულაი-ისმაილის მმართველობამდე, მარაქეში მაროკოს დედაქალაქი იყო. ისმაილის შემდეგ, მისმა ვაჟმა დედაქალაქი მექნესში გადაიტანა.
მარაქეშის მედინა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.