ვახტანგ ქორიძე

ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia

ვახტანგ ქორიძე

ვახტანგ ქორიძე (დ. 24 დეკემბერი, 1949, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1975), ღირსების ორდენის კავალერი.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქორიძე.
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
ვახტანგ ქორიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვახტანგ იონას ძე ქორიძე[1]
დაბადების
თარიღი
24 დეკემბერი, 1949 (1949-12-24) (74 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი,
საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967–1969 დინამო ბათუმი 104 (6)
1969–1970 დინამო თბილისი 2 (0)
1971–1974 დინამო ბათუმი
1975–1980 დინამო თბილისი 144 (22)
1981 გურია ლანჩხუთი 26 (3)
ეროვნული ნაკრები
1979 საბჭოთა კავშირი 4 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
დახურვა

კარიერა

საკლუბო კარიერა

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1963 წელს ბათუმში მწვრთნელ ლ. ვერულიძესთან. შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ბათუმის „დინამოში“. 1969 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 25 ნოემბერს.[2][3]

შემდეგ ისევ ბათუმის „დინამოშია“. 1975 წლიდან კი კვლავ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს, სადაც 1980 წლამდე თამაშობს. საფეხბურთო კარიერას 1981 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ ასრულებს.

ვახტანგ ქორიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატის 146 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში კი „დინამოს“ ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა, აქედან სამი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და სამიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[4]

სანაკრებო კარიერა

მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1979 წლის 28 მარტს, ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[5] მან ასევე ითამაშა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ[6][7] და გაიტანა გოლი ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[8]

მიღწევები

საკლუბო

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 1st ჩემპიონი: 1978
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.)
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980[9][10]

სანაკრებო

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი: 1979[11]

ფაქტები

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვახტანგ ქორიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[12]

2015 წლის 15 ოქტომბერს ვახტანგ ქორიძე საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.[13]

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

მეტი ინფორმაცია თემატური საიტები ...
დახურვა
მეტი ინფორმაცია ლექსიკონები და ენციკლოპედიები, უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი ...
დახურვა
მეტი ინფორმაცია ფოტო, ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი ...
დახურვა
მეტი ინფორმაცია ვიდეო, ვიზიტი ვეტერანთან – ვახტანგ ქორიძე · ტუხა ქორიძე – მე ბათუმელი ვარ ...
დახურვა

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.