ომარ თეთრაძე

From Wikipedia, the free encyclopedia

ომარ თეთრაძე

ომარ თეთრაძე (დ.13 ოქტომბერი, 1969, ველისპირი, როგორც ომარ ოსიპოვი) — ქართულ–ბერძნული წარმოშობის ფეხბურთელი, ამჟამად ყაზახური „ჟეტისუს“ მწვრთნელი.

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
ომარ თეთრაძე
Thumb
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ომარ თეთრაძე
დაბადების
თარიღი
13 ოქტომბერი, 1969 (1969-10-13) (55 წლის)
დაბადების
ადგილი
ველისპირი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი/მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჟეტისუ (მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1986–1987 დინამო თბილისი 24 (0)
1988–1991 მერცხალი ოზურგეთი 30 (4)
1991 დინამო მოსკოვი 101 (11)
1992 ალანია ვლადიკავკაზი 61 (1)
1992 რომა 15 (0)
1992-1996 პაოკი სალონიკი 60 (2)
1997 ალანია ვლადიკავკაზი 29 (0)
1998-2000 ანჟი მაჰაჩყალა 40 (1)
2000-2002 კრილია სოვეტოვი სამარა 26 (0)
სულ 386 (19)
ეროვნული ნაკრები
1991 სსრკ (ოლიმპიური) 5 (0)
1992 დსთ 3 (0)
1992–2002 რუსეთი 37 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2003 ანჟი მაჰაჩყალა (თანაშემწე)
2007–2010 ანჟი მაჰაჩყალა
2010–2011 ვოლგა ნიჟნი ნოვგოროდი
2012 ხიმკი
2013– ჟეტისუ
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
დახურვა

ადრეული წლები

18 წლის ასაკამდე ცნობილი იყო როგორც ომარ ოსიპოვი, პროფესიონალურ ფეხბურთში წასვლის შემდეგ გადაწყვიტა შეეცვალა გვარი. საბჭოთა კავშირის დანგრევას გეზი ჰქონდა აღებული და საქართველოში ნაციონალური აზროვნება საკმაოდ ძლიერად იყო განვითარებული, რაც ახალგაზრდა მოთამაშის კარიერაზე ზეგავლენას მოახდენდა. ამის გამო ომარიმ დედის მხრიდან ბებიის გვარი მიიღო — თეთრაძე. შემდეგ მან გადაწყვიტა ძველი გვარის დაბრუნება, მაგრამ ეს ბევრ პრობლემას შეუქმნიდა.

კარიერა

საკლუბო

საკლუბო დონეზე თამაშობდა თბილისის „დინამოში“, მოსკოვის „დინამოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ (რომელთან ერთადაც მოიგო რუსეთის პრემიერ ლიგა 1995 წელს), „რომაში“ და თესალონიკის „პაოკში“.

სანაკრებო

თამაშობდა რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და ევრო 96–ზე. ამ უკანასკნელში ითამაშა სამი შესანიშნავი მატჩი, მიუხედავად რუსეთის ნაკრების ცუდი შედეგებისა თეთრაძე დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველად.

სამწვრთნელო

2005 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელის თანაშემწედ სამარის „კრილია სოვეტოვში“. მოგვიანებით იყო მაჰაჩყალის „ანჟის“ მწვრთნელი. 2008 წლის სექტემბერში „ბელგოროდთან“ 1–0 წაგების შემდეგ მას დაემუქრა მწვრთნელობიდან მოხსნა, თუმცა მან შეინარჩუნა პოსტი. საბოლოოდ „ანჟი“ დაბრუნდა რუსეთის პრემიერ ლიგაში, მას შემდეგ რაც რუსეთის პირველ დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა. 2010 წლის 19 მარტს თეთრაძემ დატოვა „ანჟი“.

სათამაშო კარიერა

1987საბჭოთა კავშირის დროშა „დინამო“ თბილისიუმაღლესი ლიგა 1–ლი დონე00/0
1988საბჭოთა კავშირის დროშა „დინამო“ თბილისიუმაღლესი ლიგა 1–ლი დონე09/0
1989საბჭოთა კავშირის დროშა „დინამო“ თბილისიუმაღლესი ლიგა 1–ლი დონე15/0
1990საბჭოთა კავშირის დროშა„იბერია“ თბილისიუმაღლესი ლიგა 1–ლი დონეl
საბჭოთა კავშირის დროშა „მერცხალი“ ოზურგეთი
1991საბჭოთა კავშირის დროშა „დინამო“ მოსკოვიუმაღლესი ლიგა 1–ლი დონე21/0
1992რუსეთის დროშა „დინამო“ მოსკოვიპრემიერ ლიგა 1–ლი დონე25/6
1993რუსეთის დროშა „დინამო“ მოსკოვიპრემიერ ლიგა 1–ლი დონე32/4
1994რუსეთის დროშა „დინამო“ მოსკოვიპრემიერ ლიგა 1–ლი დონე23/1
1995რუსეთის დროშა „სპარტაკი–ალანია“ ვლადიკავკაზიპრემიერ ლიგა 1–ლი დონე30/0
1996რუსეთის დროშა „ალანია“ ვლადიკავკაზიპრემიერ ლიგა 1–ლი დონე31/1
1996–97იტალიის დროშა „რომა“სერია A 1–ლი დონე08/0
1997–98იტალიის დროშა „რომა“სერია A 1–ლი დონე07/0
1998–99იტალიის დროშა „რომა“სერია A 1–ლი დონე00/0
1999-00საბერძნეთის დროშა „პაოკი“სუპერ ლიგა 1–ლი დონე27/0
2000–01საბერძნეთის დროშა „პაოკი“სუპერ ლიგა 1–ლი დონე22/2
2001–02საბერძნეთის დროშა „პაოკი“სუპერ ლიგა 1–ლი დონე05/0
2002რუსეთის დროშა „ალანია“ ვლადიკავკაზიპრემიერ ლიგა 1–ლი დონე29/0
2003რუსეთის დროშა „ანჟი“ მაჰაჩყალაპირველი დივიზიონი მე–2 დონე40/1
2004რუსეთის დროშა „კრილია სოვეტოვი“ სამარაპრემიერ ლიგა 1–ლი დონე14/0
2005რუსეთის დროშა „კრილია სოვეტოვი“ სამარაპრემიერ ლიგა 1–ლი დონე12/0

* – თამაშების და გოლების რაოდენობა

პირადი ცხოვრება

ადრეულ 1990–იან წლებში თეთრაძემ მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა, თუმცა შემდეგ უარი თქვა მასზე.[1] თეთრაძე თვლის რომ ეთნიკურად ბერძენია, თუმცა ამბობს რომ მისი სამშობლო საქართველოა.

მიღწევები

მოთამაშე

მწვრთნელი

„ანჟი“ მაჰაჩყალა
  • რუსეთის პირველი დივიზიონი გამარჯვებული: 2009
  • რუსეთის პირველი დივიზიონი საუკეთესო მწვრთნელი: 2009.[2]
„ვოლგა“ ნიჟნი ნოვგოროდი
  • რუსეთის პირველი დივიზიონი მეორე ადგილი: 2010

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.