From Wikipedia, the free encyclopedia
რონალდო დე ასის მორეირა[georgian 1] (პორტ. Ronaldo de Assis Moreira; 21 მარტი 1980, პორტუ-ალეგრი, შტატი რიუ-გრანდი-დუ-სული), უფრო მეტად ცნობილია, როგორც რონალდინიო (პორტ. Ronaldinho [ʁonawˈdʒĩɲu]) და რონალდინიო გაუჩო[georgian 2] (პორტ. Ronaldinho Gaúcho) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ამჟამად ესპანურ კლუბ „ბარსელონას ელჩია.[2] უკანასკნელად თამაშობდა ბრაზილიურ „ფლუმინენსეში“. მფლობელი „ოქროს ბურთისა“, რომელიც გადაეცა 2005 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. 2004 და 2005 წლების მსოფლიოს წლის ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით.
მეტსახელები: რონი (Ronni), ახალი რონალდუ, ჯადოქარი პორტუ-ალეგრიდან (El Brujo de Porto Alegre), მოღიმარი (O Rei), დინიო (Dinho) | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რონალდო დე ასის მორეირა[1] | ||
დაბადების თარიღი | 21 მარტი, 1980[1] | ||
დაბადების ადგილი |
პორტუ-ალეგრი, რიუ-გრანდი-დუ-სული, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 181[1] | ||
სათამაშო პოზიცია |
შემტევი ნახევარმცველი/ თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1987–1991 | ლანჟენდონკი | ||
1991–1995 | ბელუ-ორიზონტი | ||
1995–1998 | გრემიო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2001 | გრემიო | 52 | (21) |
2001–2003 | პარი სენ-ჟერმენი | 55 | (17) |
2003–2008 | ბარსელონა | 145 | (70) |
2008–2011 | მილანი | 76 | (20) |
2011–2012 | ფლამენგო | 33 | (15) |
2012–2014 | ატლეტიკო მინეირო | 48 | (16) |
2014–2015 | კერეტარო | 25 | (8) |
2015 | ფლუმინენსე | 7 | (0) |
სულ | 441 | (167) | |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
1996 | ბრაზილია 17 წლ. | 6 | (2) |
1999 | ბრაზილია 20 წლ. | 5 | (3) |
1999–2005 | ბრაზილია 23 წლ. | 27 | (18) |
1999–2013 | ბრაზილია | 97 | (33) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 10 დეკემბერი, 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 დეკემბერი, 2014 |
იცავდა ბრაზილიური „გრემიოს“, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“, ესპანური „ბარსელონას“, იტალიური „მილანის“, ბრაზილიური „ფლამენგოსა“ და „ატლეტიკო მინეიროს“, აგრეთვე მექსიკური „კერეტაროს“ ღირსებებს.
რონალდინიო დაიბადა 1980 წლის 21 მარტს შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულის დედაქალაქ პორტუ-ალეგრის საავადმყოფო „სან-ლუკასში“. იგი ოჯახში მესამე შვილი გახდა.[3] მისი დედა, დონა მიგუელინა, გამყიდველად მუშაობდა, პარალელურად ექთნობას სწავლობდა. მისი მამა, ჟუან და სილვა მორეირა, ნავსაშენზე მუშაობდა და კლუბ „გრემიოს“ ავტოსადგომის გუშაგი იყო,[4] ასევე მანამდე იგი თამაშობდა ადგილობრივ სამოყვარულო გუნდ „კრუზეიროში“.[5] სწორედ მამა გახდა რონალდინიოს პირველი მწვრთნელი. იგი მას ფეხბურთის თამაშს ასწავლიდა ვილა ნოვას ქუჩებში, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. 1987 წელს რონალდინიომ სწავლა დაიწყო „ალბერტო ტორეს დე ვილა ნოვას“ კოლეჯში, მაგრამ ფეხბურთისადმი სიყვარულმა მაინც თავისი ქნა: რონალდინიოს ფეხბურთის თამაში მთელი დღის განმავლობაში შეეძლო. მაშინაც კი, როცა მისი მეგობრები დაღლილობის გამო ვერ ახერხებდნენ თამაშის გაგრძელებას, იგი ბურთს თავის ძაღლთან, ბომბონთან ერთად თამაშობდა, როგორც ბაღში, ისევე სახლში.
7 წლის ასაკში რონალდინიო შევიდა საფეხბურთო სკოლა „ლანჟენდოკში“.[3] სწორედ მაშინ მიიღო მან თავისი მეტსახელი „რონალდინიო“, რაც ნიშნავს „პატარა რონალდოს“. იგი „გრემიოს“ უმცროსი გუნდის ყველაზე პატარა ფეხბურთელი იყო.[6]. 1988 წელს, როდესაც რონალდინიო 8 წლის იყო, მისი მამა ოჯახის აუზში ცურვისას გულის შეტევისგან გარდაიცვალა. როდესაც რონალდინიოს უფროსმა ძმამ, რობერტო დე ასისმა ხელი მოაწერა „გრემიოსთან“ კონტრაქტს, ოჯახი პორტუ-ალეგრის უფრო პრესტიჟულ რაიონში, გუარუიაში გადავიდა. ამ ადგილზე სახლი ოჯახისთვის „გრემიოს“ საჩუქარი გახდა, რათა რობერტო გუნდიდან არ წასულიყო. მოგვიანებით რონალდინიომ თქვა:
„ჩემი ძმა — ჩემთვის ნამდვილი გმირია. სწორედ ის გახდა ჩემთვის სამაგალითო მამა, ძმა და ფეხბურთელი“[7]
1991 წელს მან კლუბ „ბელუ-ორიზონტიში“ დაიწყო თამაში. დიდ ფეხბურთთან ერთად რონალდინიო მინი-ფეხბურთითა და საპლაჟო ფეხბურთითაც იყო დაკავებული, რაც მას დიდი ფეხბურთის მატჩებში ეხმარებოდა. 1993 წელს, 13 წლის ასაკში, რონალდინიო პირველად მოიხსენიეს ბრაზილიურ ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში, ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ მატჩის შემდეგ. თამაში დამთავრდა ანგარიშით 23:0 „ბელუ-ორიზონტის“ სასარგებლოდ, მატჩის 23-ვე გოლი კი რონალდინიომ გაიტანა.[8]
რონალდინიოს კარიერა „გრემიოში“ დაიწყო 1995 წელს ახალგაზრდულ გუნდში, სადაც იგი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლიამ ჰიგინსის ხელმძღვანელობის ქვეშ გამოდიოდა გაუჩუს ლიგის ახალგაზრდულ პირველობაში. 1997 წლის თებერვალში მან ხელი მოაწერა პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს გუნდთან. იმავე წელს, ეგვიპტეში გამართულ 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც მან პენალტიდან ორი გოლი გაიტანა, რონალდინიო გახდა ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი. ამავე ტურნირზე რონალდინიოს მაისურზე ეწერა სახელი „რონალდო“.[9]
ერთი წლის შემდეგ ლიბერტადორესის თასის მატჩში რონალდინიომ კლუბის პირველი გუნდის შემადგენლობაში განახორციელა დებიუტი. 1998 წლის 11 აპრილს შედგა რონალდინიოს დებიუტი რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის ჩემპიონატში „სანტა კრუზის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც დამთავრდა ფრედ 1:1.[10] იმავე წლის 26 ივლისს რონალდინიომ პირველად ითამაშა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატში „ინტერნასიონალის“ წინააღმდეგ, სადაც „გრემიო“ დამარცხდა ანგარიშით 0:1.[10] ერთი წლის შემდეგ რონალდინიომ მოიგო თავისი პირველი სერიოზული ტურნირი — შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულის ჩემპიონატი, რომლის გათამაშებაშიც მან 14 მატჩში 15 გოლი გაიტანა, რომელთაგან ერთ-ერთიც ფინალში, „ინტერნასიონალის“ კარში.[4] „გრემიოში“ 4-წლიანი კარიერის განმავლობაში რონალდინიომ ბრაზილიის ჩემპიონატში გამართა 35 მატჩი და გაიტანა 14 გოლი.
2001 წელს რონალდინიოთი დაინტერესდა ლონდონის „არსენალი“. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა იმის გამო, რომ ბრაზილიელმა ვერ მოახერხა სამუშაოზე ნებართვის აღება, რადგან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში არასაკმარისი რაოდენობის მატჩები ჰქონდა ჩატარებული.[11] ასევე ჩაიშალა 6 მლნ ფუნტის ოდენობის საარენდო შეთანხმება შოტლანდიურ კლუბ „სენტ-მირენთან“ იმის გამო, რომ რონალდინიო გარეული იყო ყალბ პასპორტთან დაკავშირებულ სკანდალში, რომლის გამოც რონალდინიოს შოტლანდიურ კლუბში გადასვლის უფლება მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ მიეცა.[12] ასევე არსებობდა ჭორები კლუბ „ლიდს იუნაიტედის“ რონალდინიოსადმი ინტერესის შესახებ შესაძლო ტრანსფერთან ერთად, რომელიც უნდა შემდგარიყო 40-დან 80 მილიონ დოლარამდე თანხის გადახდის შემთხვევაში, თუმცა ეს ჭორები არ დადასტურდა.[13]
2000 წლის 22 დეკემბერს რონალდინიომ საიდუმლოდ მოაწერა ხელი წინასწარ კონტრაქტს ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენთან“. რაღაც პერიოდის შემდეგ „გრემიოს“ პრეზიდენტმა გაზეთში განაცხადა პარიზელების 6,4 მლნ ევროიანი შემოთავაზების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იყო 2 წელიწადზე, რონალდინიოსთვის პირველ სეზონზე 150 000, ხოლო მეორეზე 213 000 ევროს გადახდის ოდენობით.[14] ამ შემოთავაზების მიუხედავად, 2001 წლის 17 იანვარს პარიზულმა კლუბმა განაცხადა რონალდინიოს 5,1 მლნ ევროს ოდენობის ტრანსფერის შესახებ,[15] რომლის თანახმადაც რონალდინიომ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც ბრაზილიურ კლუბს საერთოდ არ მოეწონა.[14] ბოლო თვე ბრაზილიელმა „გრემიოში“ გაატარა, რომლის გულშემატკივრებმაც ფეხბურთელის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს: მათ ჩაიცვეს შავი სამკლაურები, რონალდინიოს ძმა, რობერტო დე ასისი, მოღალატედ გამოაცხადეს, ხოლო თვითონ რონალდინიოს ყოველ მოქმედებას სტვენით ხვდებოდნენ.[14]
2001 წლის 15 თებერვალს რონალდინიომ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენთან“. თვითონ პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერში 5 მლნ ევრო გადაიხადა. პარიზში ჩამოსვლისას რონალდინიომ მიიღო 21-ნომრიანი მაისური. იგი გუნდის შემტევ ხაზში დააყენეს თავდამსხმელ ალოიზიოსა და ნახევარმცველებ მიკელ არტეტასა და ჯეი-ჯეი ოკოჩასთან ერთად. რონალდინიომ ახალ კლუბში დებიუტი განახორციელა 2001 წლის 4 აგვისტოს საფრანგეთის ლიგაში „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც ფრე ანგარიშით 1:1 დასრულდა. რონალდინიომ 2001-2002 წლების სეზონის უდიდესი ნაწილი მონაცვლეობაში გაატარა, ხან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხან კი მთავარ შემადგენლობაში გამოდიოდა. პირველი გოლი კლუბის მაისურით რონალდინიომ გაიტანა 13 ოქტომბერს „ლიონის“ წინააღმდეგ (2:2), როცა მოახდინა პენალტის რეალიზება, თანაც ამ დროისთვის მხოლოდ 10 წუთის გამოსული იყო მოედანზე. ზამთრის არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ რონალდინიომ შესანიშნავი სერია აჩვენა: მან ზედიზედ ოთხ მატჩში მოახერხა მოწინააღმდეგის კარის აღება. ბრაზილიელმა საკუთარ ანგარიშზე ჩაწერა შესანიშნავი გოლები „მონაკოს“, „რენის“, „ლანსისა“ და „ლორიანის“ წინააღმდეგ. 2002 წლის 16 მარტს რონალდინიომ კლუბში პირველი დუბლი განახორციელა, როცა „ტრუას“ წინააღმდეგ მატჩში ორჯერ გაიტანა გოლი (3:1). სეზონზე თავისი ბოლო გოლი მან 27 აპრილს „მეცის“ წინააღმდეგ მატჩში გაიტანა (2:0).
ახალი სეზონის დასაწყისში რონალდინიომ თავისი 21 ნომერი შეცვალა 10-ით. ბრაზილიელი თავდამსხმელი უფრო ხშირად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონზე მისი გამოსვლები კლუბში გულშემატკივრებისთვის არც ისე აღმაფრთოვანებელი იყო, იგი სეზონის კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 2002 წლის 26 ოქტომბერს რონალდინიომ ორი გოლი გაიტანა, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ლე კლასიკოში „მარსელის“ წინააღმდეგ პარიზელების გამარჯვებაში (3:1). პირველი გოლი რონალდინიომ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, როდესაც 18 იარდიდან ბურთი „მარსელის“ რამდენიმე ფეხბურთელს გადაუგდო თავზე. საპასუხო მატჩში მან ისევ შეძლო გოლის გატანა და მისმა კლუბმა იმარჯვა ანგარიშით 3:0. რონალდინიო ასევე შეაქეს საფრანგეთის თასის ნახევარფინალში თამაშისთვის, სადაც მან ორი გოლის გატანა მოახერხა და კლუბს „ბორდოს“ წინააღმდეგ 2:0 მოაგებინა, რითიც „პარი სენ-ჟერმენმა“ ფინალის საგზური მოიპოვა. მაგრამ თასის ფინალში პარიზელები „ოსერთან“ დამარცხდნენ ანგარიშით 1:2, როცა უკანასკნელ წუთებზე გაუშვეს ბურთი. რონალდინიოს გრანდიოზული გამოსვლის მიუხედავად, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა. სეზონის დასრულების შემდეგ რონალდინიომ განაცხადა, რომ იგი მზად იყო, დაეტოვებინა კლუბი, რადგან იგი ევროთასებზე ვერ გავიდა.
შედეგი კლუბში: ორი სეზონი (2001—2003), 86 მატჩი, 25 გოლი, 18 საგოლე გადაცემა.
თავდაპირველად „ბარსელონის“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლუბში ინგლისელი დეივიდ ბექჰემის მოყვანას აპირებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, ლაპორტამ აქცენტი რონალდინიოს შეძენაზე გადაიტანა. 2003 წლის 19 ივლისს, ძალიან რთული მოლაპარაკებების შემდეგ, რონალდინიო „ბარსელონის“ ფეხბურთელი გახდა. „ბარსამ“ ბრაზილიელში 32,25 მლნ ევრო გადაიხადა.[15] მან გუნდის შემადგენლობაში დებიუტი განახორციელა „მილანის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, გაიტანა გოლი, მისმა გუნდმა კი 2:0 მოიგო. ოფიციალურ შეხვედრაში მან დებიუტი განახორციელა ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ, რომელიც „ბარსამ“ დაამარცხა ანგარიშით 1:0. პირველი გოლი ოფიციალურ თამაშში მან გაიტანა „სევილიის“ კარში. მეორე წრეზე რონალდინიომ ტრავმა მიიღო და დროებით შეწყვიტა გამოსვლები. „ბარსელონას“ შემადგენლობაში თავისი პირველი სეზონის განმავლობაში რონალდინიომ გამართა 45 მატჩი და გაიტანა 22 გოლი. თვითონ „ბარსამ“ დაიკავა მეორე ადგილი ესპანეთის ჩემპიონატში. სეზონის დასრულების შემდეგ რონალდინიო ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელეს. იმავე წელს მან მიიღო მსოფლიოს წლის ფეხბურთელის წოდება ფიფა-ს ვერსიით. ეს ჯილდო მას გადაეცა 2004 წლის 20 დეკემბერს. თუმცა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში რონალდინიომ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. მან დააგროვა 133 ქულა, რაც ნაკლები იყო ანდრეი შევჩენკოსა (175 ქულა) და დეკუს (139 ქულა) მიერ დაგროვებულ ქულებზე.
2004-2005 წლების სეზონზე რონალდინიომ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე კლუბი 1/8 ფინალში „ჩელსისთან“ დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ რონალდინიომ სტუმრად გასვლისას თავისი კლუბისთვის ორი გოლი გაიტანა (საერთო ანგარიში 4:5).[16] სეზონის დასრულებისას რონალდინიომ მიიღო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ფიფპრო-ს ვერსიით, ასევე „ოქროს ბურთი“ (მან დააგროვა 225 ქულა, რაც 77 ქულით მეტია მეორე ადგილზე გასული ფრენკ ლამპარდის მიერ დაგროვებულზე) და ზედიზედ მეორეჯერ გახდა მსოფლიოს წლის ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით (დააგროვა 956 ქულა, რაც 650 ქულით მეტია მე-2 ადგილზე გასული ლამპარდის ქულებზე). იმავე სეზონზე მან კლუბთან 2010 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ამ კონტრაქტის მიხედვით მას „ლურჯ-ბროწეულისფერების“ რიგების დატოვება მხოლოდ 85 მლნ ფუნტის სანაცვლოდ შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მას 2014 წლამდე სთავაზობდა კონტრაქტის გახანგრძლივებას.[17]
2005-2006 წლების სეზონზე 19 ნოემბერს რონალდინიომ დუბლი შეასრულა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. თამაშის ბოლოს, როდესაც ბრაზილიელი მოედნიდან შეცვლაზე გადიოდა, მას „სამეფო კლუბის“ თაყვანისმცემლებიც კი უკრავდნენ აპლოდისმენტებს.[18] იმავე წელს „ბარსა“ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც კლუბმა ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა ანგარიშით 2:1. ამ თამაშამდე ერთი კვირით ადრე ლურჯ-ბროწეულისფერებმა „სელტასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვება აღნიშნეს. ამისთვის რონალდინიო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად (მან 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა) და ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელეს. ამავე სეზონზე მან დაამყარა პირადი რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობაში — 26 გოლი.
შემდეგი სეზონის დასაწყისში რონალდინიოს ხშირად აკრიტიკებდნენ. კრიტიკოსებს შორის იყო ლურჯ-ბროწეულისფერების მთავარი მწვრთნელიც, ფრანკ რეიკარდი, რომელიც თვლიდა, რომ ბრაზილიელი ვერ ახერხებდა კარგი ფორმის აკრიბვას. ფეხბურთელის ძმა და აგენტი ამბობდა, რომ თავდამსხმელის ფორმის გაუარესება დაკავშირებული იყო პრესაში მოწყობილი დევნასთან.[19] 25 ნოემბერს რონალდინიომ განგმირა „ვილიარეალის“ კარი და თავისი 50-ე გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში, იმავე თამაშში მან მაკრატელა გოლის გატანა მოახერხა. მოგვიანებით რონალდინიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთი გოლის გატანას ჯერ კიდევ მაშინ ოცნებობდა, როცა პატარა ბიჭი იყო.[20] 2006 წლის ნოემბერში რონალდინიომ მე-4 ადგილი დაიკავა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, ერთი თვის შემდეგ კი მესამე ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ფიფა-ს ვერსიით. 2006 წლის 14 დეკემბერს რონალდინიომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „ამერიკის“ წინააღმდეგ გაიტანა გოლი და განახორციელა ორი საგოლე გადაცემა, მაგრამ ტურნირის ფინალში „ბარსელონა“ დამარცხდა ბრაზილიურ „ინტერნასიონალთან“ მინიმალური სხვაობით 0:1. იანვარში რონალდინიო შევიდა უეფა-ს წლის გუნდში და დააგროვა ყველაზე მეტი, 292 000 ნომინაცია.[21] მარტში რონალდინიომ საქველმოქმედო მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო, რომელიც „რეალთან“ მიიღო (3:3). გაზაფხულზე რეიკარდმა გუნდისთვის ახალი ტაქტიკური მონახაზების ძებნა დაიწყო, რის გამოც რონალდინიოს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში მოუწია, ამ პოზიციაზე კი მას უკვე მრავალი წლის განმავლობაში არ ეთამაშა.[19] 36-ე ტურში „ხეტაფესთან“ მატჩში რონალდინიომ მიიღო წითელი ბარათი, რის შემდეგაც მან მოედანი გაბრაზებულმა დატოვა და რის გამოც ვერ მოახერხა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ „ოქროს მატჩში“ მონაწილეობის მიღება.[19] შემოდგომაზე „ჩელსიმ“ „ბარსელონას“ რონალდინიოს ტრანსფერში 70 მლნ ევრო შესთავაზა, თუმცა „ბარსამ“ უარი განაცხადა.
2007-2008 წლების სეზონის დასაწყისი რონალდინიოსთვის წარუმატებელი გამოდგა. ამას იმდენი მოყვა, რომ საბოლოოდ „ბარსას“ გულშემატკივრები ბრაზილიელს სტვენით ხვდებოდნენ,[19] ამასთან ერთად სეზონისთვის მომზადებას ხელი შეუშალა წვივის კუნთის ტრავმამ, რომლის გამოც მან სეზონის დასაწყისში რამდენიმე თამაში გამოტოვა.[22] 2008 წლის 3 თებერვალს რონალდინიომ გამართა თავისი მე-200 მატჩი „ბარსელონას“ მაისურით „ოსასუნას“ წინააღმდეგ. შუა სეზონში რეიკარდმა, რომელიც უკმაყოფილო იყო ბრაზილიელის დამოკიდებულებით ვარჯიშისადმი, რონალდინიო გუნდის შემადგენლობიდან გაიყვანა.[19] რეიკარდმა რონალდინიოს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი „რეალის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში ანდო, თუმცა ბრაზილიელმა საკმაოდ წარუმატებლად ითამაშა. ეს მატჩი ლურჯ-ბროწეულისფერებმა წააგეს, ხოლო საზოგადოებამ ამ მარცხში სწორედ რონალდინიოს დასდო ბრალი.[23] 3 აპრილს რონალდინიოს მარჯვენა ფეხზე კუნთი გაუწყდა, რის გამოც იგი 6 თვის განმავლობაში ფორმიდან ამოვარდა. საბოლოოდ მისთვის სეზონი დასრულებული იყო.[24] 19 მაისს ლაპორტამ განაცხადა, რომ „რონალდინიოს ახალი გამოწვევა სჭირდებოდა“. იგი ამტკიცებდა, რომ ბრაზილიელს ახალი კლუბი ესაჭიროებოდა, რათა თავისი გამოსვლების დონე აღედგინა.[25] „მანჩესტერ სიტის“ მფლობელმა ტაკსინ ჩინავატმა 6 ივნისს თქვა, რომ მისი კლუბი რონალდინიოთი იყო დაინტერესებული.[26] უკანასკნელად „ბარსელონას“ მაისურით რონალდინიომ ითამაშა 28 ივნისს ვენესუელაში, რასიზმის წინააღმდეგ გამართულ საჩვენებელ მატჩში, რომელშიც მან 2 გოლი გაიტანა, მატჩი კი დასრულდა ანგარიშით 7:7.[27] 2008 წლის ივლისის დასაწყისში „მანჩესტერ სიტიმ“ კვლავ სცადა რონალდინიოს ყიდვა 25,5 მლნ ფუნტად, თუმცა ფეხბურთელს არ სურდა ინგლისში გადასვლა.[28]
2008 წლის 15 ივნისს რონალდინიო იყიდა იტალიურმა „მილანმა“.[29] მილანის კლუბმა „ბარსელონას“ 21 მლნ ევრო გადაუხადა +4 მლნ ევრო იმ შემთხვევაში, თუ „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაციას გაივლიდა.[30] ახალ კლუბში რონალდინიოს წლიური ხელფასი შეადგენდა 6,5 მლნ ევროს.[31] 17 ივლისს თავდამსხმელი ოფიციალურად წარადგინეს „მილანის“ ფეხბურთელად. მან პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი კონტრაქტს 2011 წლის 30 ივნისამდე.[32] იმავე საღამოს იგი წარუდგინეს „როსონერის“ ტიფოზის სან-სიროზე, სადაც 40 000 მაყურებელი შეიკრიბა.[33] „მილანში“ რონალდინიომ აიღო 80 ნომერი, იმის გამო, რომ 10-იანი ნიდერლანდელ კლარენს ზედორფს ეკუთვნოდა.[34]
პირველი სეზონი იტალიაში მეტად რთული იყო: ახალი ენა, ცხოვრების ახალი სტილი, ახალი ხალხი. ახალი წლის წინ მე ტრავმა მივიღე, ხოლო, როცა დავბრუნდი, ანჩელოტიმ სასტარტო შემადგენლობაში აღარ დამაყენა. მე ისღა მრჩებოდა, რომ მევარჯიშა და დამემტკიცებინა, რომ იგი არ იყო მართალი[35] |
რონალდინიომ „მილანის“ შემადგენლობაში დებიუტი განახორციელა 2008 წლის 31 აგვისტოს „ბოლონიასთან“, რომელთანაც „როსონერი“ დამარცხდა ანგარიშით 1:2. 28 სექტემბერს მან კლუბისთვის პირველი გოლი გაიტანა, როცა თანამემამულე კაკას გადაცემის შემდეგ „ინტერის“ კარი თავით გაგმირა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა (1:0).[36] 2008 წლის 19 ოქტომბერს რონალდინიომ „სამპდორიის“ კარში ორი გოლის გატანა მოახერხა და კლუბისთვის პირველი დუბლი შეასრულა. 6 ნოემბერს რონალდინიომ „ბრაგის“ წინააღმდეგ უეფა-ს თასის მატჩში გოლი გაიტანა და გუნდს 1:0 გაამარჯვებინა.[37] საკმაოდ წარმატებული დასაწყისის მიუხედავად, შუა სეზონზე რონალდინიომ შეყვიტა სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლა, იგი ხშირად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. სულ პირველი სეზონის განმავლობაში „მილანში“ რონალდინიომ გამართა 36 მატჩი და გაიტანა 10 გოლი.
მეორე სეზონის დასაწყისი „მილანში“ რონალდინიოსთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლეონარდო არაუჟოს მოსწონდა:
„სამწუხაროდ, ის ჯერჯერობით ვერ ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს. თუ იგი კარგ ფორმაში იქნება და მართლა მოენატრება ფეხბურთი, მხოლოდ მაშინ შეძლებს გუნდისთვის სარგებლის მოტანას.[38] საქმე ის არ არის, მომწონს თუ არა მე რონალდინიო, მაგრამ მე და კლუბის მფლობელი სხვადასხვანაირად ვუყურებთ ბრაზილიელის სიტუაციას. ბერლუსკონიმ იცის, რომ მის შემადგენლობაში ბრილიანტია და უნდა, რომ იგი რაც შეიძლება მკაფიოდ ბრწყინავდეს. მე კი რონალდინიოს ყოველდღე ვხედავ და სხვანაირად ვთვლი. ჩემი აზრით, ახლა რონალდინიოს კარიერაში გადამწყვეტი მომენტია. იგი მშვენივრად ვარჯიშობს ყოველდღიურად. საჭიროა, რომ ეს მატჩებშიც გამოვლინდეს, რათა მან ეს მომენტები ხელახლა გაავარჯიშოს. სწორედ მაშინ გველოდება წარმატება. მან თამაშებისადმი თავისი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, რათა სტაბილური ფეხბურთი აჩვენოს“.[39]
მალე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდინიოს საფეხბურთო კარიერის დასრულება სურდა, მაგრამ ბრაზილიელის ძმამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მოგონილი იყო.[40] ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგაზე, „მილანის“ „ციურიხთან“ მატჩის წინ, ბრაზილიელი 2:30 საათზე ღამის კლუბში შენიშნეს, რის გამოც იგი დააჯარიმეს.[41] 2009-2010 წლების სეზონის დასაწყისში რონალდინიოს გადაეცა პრიზი Golden Foot, რომელიც განკუთვნილი იყო 29 წელს გადაცილებული საუკეთესო მოთამაშისთვის.[42] 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ თამაშისას რონალდინიომ „სამეფო კლუბის“ ფორვარდს, რაულს გუნდების ფეხბურთელების შეტაკებისას თავში დაარტყა.[43] მალე რონალდინიომ კარგი ფორმა აკრიბა, ხოლო „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ, სადაც ბრაზილიელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, „მილანის“ პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ თქვა, რომ რონალდინიო, როგორც ფეხბურთელი, აღსდგა.[44] თვითონ რონალდინიო ამ შეფასებას დაეთანხმა:[45] „მე ახლა იმაზე უკეთესიც გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. წელიწადი დავხარჯე სწავლაში, თანაც არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე. ამის შემდეგ გაცილებით უფრო გამიმარტივდა, ყველაფერი ჩემი ჩარევის გარეშეც აეწყო. მე მსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მთავარი ვარსკვლავი გავხდე. ეს ნამდვილად ძალმიძს. ისედაც გამოვტოვე შესარჩევი კამპანია, რაც აქამდე ჩემს თავს არასდროს მომხდარა, ამიტომ ყველაფერი უნდა ავინაზღაურო“.[45]
2010 წლის იანვარში „მილანის“ ხელმძღვანელობამ რონალდინიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოინდომა.[46] 10 იანვარს რონალდინიომ „იუვენტუსთან“ მატჩში ორი გოლი გაიტანა. თამაშის შემდეგ მან თქვა, რომ კმაყოფილი იყო საკუთარი თამაშით[47] და ბედნიერი იყო კლუბში ყოფნით: „მე გახარებული ვარ. „მილანმა“ ყველა პირობა შემიქმნა საიმისოდ, რომ კარგად მემუშავა. ახლა მოედანზე გამოვდივარ საკუთარ თავში დარწმუნებული და იმის გაკეთების უფრო მეტი მონდომებით, რაც მსურს. როცა არ ვთამაშობდი, არ ვიყავი კმაყოფილი. მაგრამ ლეონარდოსთან მე რეგულარულად ვიღებ სათამაშო პრაქტიკას. ახლა კარგ ფორმაში ვარ, ამიტომ ყველაფერი მშვენივრადაა. მე მხოლოდ მსურს, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და „მილანს“ რაიმეს მოგებაში დავეხმარო.[48] 2010 წლის 17 იანვარს რონალდინიომ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში სამჯერ გაგმირა „სიენის“ კარი.[49] 21-ე ტურში „ინტერის“ წინააღმდეგ მატჩის წინ, რომელშიც „მილანი“ 0:2 დამარცხდა,[50] რონალდინიო ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ერთობოდა მილანის ერთ-ერთ სასტუმროში,[51] რის გამოც კლუბმა იგი დააჯარიმა.[52]
2010 წლის 13 აპრილს რონალდინიომ „მილანთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა.[53] 16 მაისს, ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, რონალდინიომ „იუვენტუსის“ კარში ორი გოლი გაიტანა და გუნდს 3:0 გაამარჯვებინა.[54] პირველობის შედეგებით „მილანმა“ მე-3 ადგილი დაიკავა. რონალდინიო 15 საგოლე გადაცემით გახდა სერია A-ს საუკეთესო ასისტენტი,[55] „გოლი + საგოლე გადაცემის“ სისტემით მან მე-3 ადგილი დაიკავა — 12 გოლი და 15 საგოლე გადაცემა.[56] სულ სეზონის განმავლობაში რონალდინიომ 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.[57]
შემდეგი სეზონის დასაწყისში გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ მალე რონალდინიო „მილანის“ დატოვებას აპირებდა.[58] ასევე მან შეწყვიტა შარშანდელი თამაშის დონის ჩვენება და უკმაყოფილო იყო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკით.[59] ნოემბერში რონალდინიო ერთ-ერთ ბარში შეამჩნიეს, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება გუნდის მთავარი მწვრთნელისა,[60] რომელმაც ფეხბურთელი „როსონერის“ სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო.[61] თვითონ ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მზად იყო, ებრძოლა გუნდის შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად.[62] თუმცა, ამ სიტყვების მიუხედავად, ფეხბურთელმა მოლაპარაკებები გამართა „პალმეირასში“[63] ან „გრემიოში“[64] გადასვლასთან დაკავშირებით. 2010 წლის 30 დეკემბერს „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ თქვა: „რონალდინიო „მილანიდან“ იანვარში წავა. ახლა მას არ სურს გუნდთან ერთად ვარჯიში იმიტომ, რომ თავს მის ნაწილად ვეღარ გრძნობს“.[65] 2011 წლის 8 იანვარს ბრაზილიური ტელეარხის, SporTV-ის ეთერში გალიანიმ განაცხადა, რომ რონალდინიო 99,99%-ით „ფლამენგოს“ ფეხბურთელი იყო.[66][67]
2011 წლის 10 იანვარს რონალდინიო „ფლამენგოში“ გადავიდა, ამასთან ერთად კლუბის პრეზიდენტმა, პატრისია ამორინმა დირექტორთა საბჭოს მადლობა გადაუხადა „მოლაპარაკებების მსვლელობისას გამოჩენილი სიბრძნისა და გამჭრიახობისთვის“.[68][69] ხელი მოეწერა 4-წლიან კონტრაქტს.[70] 2011 წლის 2 თებერვალს რონალდინიო „rubro-negro-სთვის“ დებიუტი განახორციელა გუანაბარის თასის მე-5 ტურის მატჩში „ნოვა იგუასუს“ წინააღმდეგ.[71][72] 2011 წლის 6 თებერვალს გუანაბარის თასის მე-6 ტურის გასვლით მატჩში „ბოავისტას“ წინააღმდეგ რონალდინიომ „ფლამენგოს“ მაისურით გატანილი გოლით ანგარიში გახსნა (23-ე წუთზე მან პენალტის რეალიზება მოახდინა. პენალტი დაიდო იმის გამო, რომ მასპინძელთა მეკარე ტიაგო შმიდტმა საჯარიმოში წააქცია დეივიდ დე სოუზა).[73][74] 2011 წლის 16 თებერვალს ბრაზილიის თასის 1-ლი რაუნდის მატჩში „მურისის“ წინააღმდეგ რონალდინიომ „ფლამენგოსთვის“ თავისი პირველი გოლი გაიტანა „თამაშიდან“ (66-ე წუთზე რონალდინიომ მატჩში ანგარიში გახსნა. მან ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა თავით). მატჩი დასრულდა ანგარიშით 3:0 „ფლამენგოს“ სასარგებლოდ.[75][76][77] 2011 წლის 27 თებერვალს ბრაზილიელმა ერთადერთი გოლი გაიტანა გუანაბარის თასის ფინალში „ბოავისტის“ წინააღმდეგ (მან ტიაგო ნევესის წინააღმდეგ თამაშის დარღვევის გამო დადებული 24-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის რეალიზება მოახდინა).[78][79][80] 28 ივლისს „სანტოსის“ წინააღმდეგ მატჩში რონალდინიომ სამი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, რითიც თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა (5:4).[81]
2012 წლის 4 ივნისს რონალდინიომ ხელი მოაწერა 6-თვიან კონტრაქტს „ატლეტიკო მინეიროსთან“.[82][83][84] მან აიღო 49 ნომერი, რადგან მისი საყვარელი 10-იანი გილიერმე გუსმანს ჰქონდა დაკავებული. რონალდინიომ კლუბში დებიუტი განახორციელა 2012 წლის 9 ივნისს „პალმეირასის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც დასრულდა „ატლეტიკოს“ მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით (1:0). კლუბისთვის პირველი გოლი რონალდინიომ გაიტანა 2012 წლის 23 ივნისს „ნაუტიკო რესიფის“ წინააღმდეგ თამაშისას. მან პენალტის რეალიზება მოახდინა.
საბოლოოდ რონალდინიომ 2012 წელს თავის ახალ კლუბთან ერთად ლიგაზე გამოსვლებისთვის ბრაზილიის ოქროს ბურთი მოიგო.[85]
2014 წლის 9 იანვარს რონალდინიომ, როგორც იგი თავის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე იუწყება[86], კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2014 წლის 28 ივლისს ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა[87].
2014 წლის 5 სექტემბერს რონალდინიომ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს მექსიკურ კლუბ „კერეტაროსთან“.[88] 17 სექტემბერს მან კლუბის შემადგენლობაში დებიუტი განახორციელა „ტიგრესთან“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც „კერეტარომ“ წააგო ანგარიშით 0:1, თვითონ ბრაზილიელმა კი ვერ მოახერხა პენალტის რეალიზება[89]. 22 სექტემბერს „გვადალახარასთან“ მატჩში მან პენალტის რეალიზების შედეგად ანგარიში გახსნა.
2015 წლის 11 ივლისს რონალდინიომ განაცხადა ბრაზილიაში დაბრუნებისა და კლუბ „ფლუმინენსესთან“ 18 თვიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ.[90] თუმცა იმავე წლის 28 სექტემბერს რონალდინიომ მიაღწია შეთანხმებას კლუბთან გარიგების შეწყვეტაზე.[91]
2018 წლის 16 იანვარს რონალდინიომ ოფიციალურად დაასრულა საფეხბურთო კარიერა.[92].
რონალდინიომ თავისი საერთაშორისო გამოსვლები 17 წლამდელთა ნაკრებში დაიწყო, რომელთან ერთადაც 1997 წელს ეგვიპტეში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. ამ ტურნირზე მან ორი გოლი გაიტანა, პირველი — ავსტრიის კარში, ბრაზილიელებისთვის პირველ მატჩში, რომელიც დასრულდა ანგარიშით 7:0. გარდა ამისა, გათამაშების შედეგების მიხედვით მან მიიღო „ბრინჯაოს ბურთი“ — ტურნირის მესამე მოთამაშის ჯილდო.
1999 წელს რონალდინიომ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ თამაშში ზამბიის კარში გაიტანა გოლი. 1/8 ფინალში რონალდინიომ ხორვატიას ორი გოლი გაუტანა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 4:0 მოიგო.[93] 1/4 ფინალში ბრაზილია ურუგვაისთან დამარცხდა.
1999 წლის 26 ივნისს, ამერიკის თასის დაწყებამდე 3 დღით ადრე, რონალდინიომ დებიუტი განახორციელა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც ბრაზილიელებმა 3:0 მოიგეს. თავის მეორე თამაშში — ვენესუელასთან, ამერიკის თასზე, რონალდინიომ თავისი გუნდის 7 უპასუხო ბურთიდან ერთ-ერთი გაიტანა. ეს ამერიკის თასი ბრაზილიამ მოიგო, რონალდინიომ კი 4 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა.[94] ამერიკის თასის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ რონალდინიო კონფედერაციების თასზე გამოიძახეს, სადაც მან ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გარდა ფინალური თამაშისა (რომელშიც ბრაზილიამ მექსიკას მოუგო ანგარიშით 3:4), ასევე 1 აგვისტოს, საუდის არაბეთთან გააკეთა ჰეთ-თრიკი (ის მატჩი ბრაზილიელებმა 8:2 მოიგეს). რონალდინიომ თავისი გამოსვლებისთვის ტურნირის საუკეთესო მოთამაშისა და 6 გოლით საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა (ამავე რაოდენობის გოლები ჰქონდათ გატანილი მარზუკ ალ-ოტაიბისა და კუაუტემოკ ბლანკოს).
2000 წელს რონალდინიო ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებზე სიდნეიში. უფრო ადრე, იმავე წელს, იგი ბრაზილიელებს წინასაოლიმპიადო ტურნირის მოგებაში დაეხმარა და 7 თამაშში 9 გოლი გაიტანა. თუმცა თვითონ შეჯიბრში ბრაზილია 1/4 ფინალიდან გამოვარდა, როცა კამერუნთან წააგო. რონალდინიომ ტურნირზე 4-ვე მატჩი გამართა და კამერუნთან წაგებულ თამაშში 1 გოლი გაიტანა.
2002 წელს რონალდინიომ მონაწილეობდა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში. ტურნირზე მან 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. პირველი გოლი მან ჯგუფურ ეტაპზე, ჩინეთის ნაკრების კარში გაიტანა. ეს თამაში ბრაზილიელებმა მოიგეს ანგარიშით 4:0. მეორე ბურთი რონალდინიომ ინგლისს გაუტანა 21 ივნისს, ამ გოლმა ბრაზილიელებს გამარჯვება მოუტანა: შეხვედრის 50-ე წუთზე რონალდინიომ 35 მეტრიდან დაარტყა და დევიდ სიმენის კარი განგმირა. 7 წუთში რონალდინიო მოედნიდან გააძევეს, მას შემდეგ, რაც მან თამაშის წესები დაარღვია ინგლისელ მცველ დენი მილზთან. ამის გამო ბრაზილიელმა ნახევარფინალური მატჩი გამოტოვა, მაგრამ გავიდა ფინალში და გუნდს გერმანიის დამარცხებასა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
2003 წელს რონალდინიო მონაწილეობდა კონფედერაციების თასზე, თუმცა ბრაზილიელებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს, თვითონ რონიმ კი 3-ვე თამაში გამართა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. მომავალ წელს რონალდინიო არ წავიდა ამერიკის თასზე, რადგან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს ალბერტო პარეირამ გადაწყვიტა თავისი „ვარსკვლავები“ დაესვენებინა და ტურნირზე მეორე შემადგენლობა წაიყვანა.[95] 2005 წელს რონალდინიო თავის გუნდს კონფედერაციების თასის მოგებაში დაეხმარა, ასევე იგი დაასახელეს ფინალური შეხვედრის მთავარ მოთამაშედ, სადაც ბრაზილიელებმა არგენტინა დაამარცხეს ანგარიშით 4:1. ტურნირზე რონალდინიომ 3 გოლი გაიტანა.
2006 წელს იგი მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ბრაზილელების 5-ვე შეხვედრა გამართა. ის გუნდის შეტევის „მაგიური კვადრატის“ ნაწილი იყო, რომელიც შედგებოდა რონალდოს, კაკას, ადრიანოსა და თვითონ რონალდინიოსგან. თუმცა თავდასხმის ოთხეულმა ტურნირზე მხოლოდ 5 გოლი გაიტანა. რონალდინიომ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის კარის აღება, მეტიც, მან მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა (ჟილბერტოზე იაპონიასთან მატჩში). 1/4 ფინალში ბრაზილია საფრანგეთთან დამარცხდა ანგარიშით 0:1. ამ მატჩში ბრაზილიელებმა ფრანგების კარში მხოლოდ ერთხელ გაგზავნეს ბურთი.[96] შინ დაბრუნებისას მთელი გუნდი კრიტიკას დაექვემდებარა. 3 ივნისს, საფრანგეთთან მარცხის შემდეგ 2 დღეში, ვანდალებმა შაპეკოში ფისისა და მინის ბოჭკოსგან გაკეთებული რონალდინიოს 7,5 მეტრიანი ძეგლი გაანადგურეს,[97] რომელიც 2004 წელს დადგეს ფიფა-ს ვერსიით წლის ფეხბურთელად დასახელების პატივსაცემად. იმავე დღეს რონალდინიო, რომელსაც ადრიანოც შეუერთდა, წავიდნენ ბარსელონაში და მის სახლში გამართეს წვეულება, რომელიც ღამის კლუბში გაგრძელდა დილამდე. ამას მოჰყვა იმ აზრის მომხრეების ზრდა, რომლის თამახმადაც ბრაზილიელი ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე არ დახარჯულან.[98]
2007 წლის 24 მაისს რონალდინიომ ორჯერ მოახერხა ჩილეს ნაკრების კარის აღება, რაც მისთვის პირველი შედეგიანი მატჩი გამოდგა 2005 წლის კონფედერაციების თასის შემდეგ, ამით მან შეყვიტა 2-წლიანი უგოლო სერია ეროვნულ ნაკრებში. იმავე წელს მან ითხოვა, რომ არ გამოეძახებინათ ამერიკის თასზე. ამის მიზეზად მან დაღლილობა მოიყვანა.[99] 18 დეკემბერს რონალდინიომ დააგვიანა „ბარსელონის“ შეკრებაზე, ნაკრებში ეკვადორთან თამაშის შემდეგ, იმის გამო, რომ ის და კიდევ რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბში ერთობოდნენ და იქიდან მხოლოდ დილის 11 საათზე წამოვიდნენ.[100]
2008 წლის 7 ივლისს რონალდინიო დაასახელე 3 ასაკოვ ფეხბურთელს შორის, რომლებიც გაემგზავრებოდნენ ოლიმპიადაზე.[101] „ბარსელონამ“ თავიდან აუკრძალა რონალდინიოს ტურნირზე წასვლა, მაგრამ ბრაზილიელი „მილანში“ გადავიდა, რომელსაც თავისი ფეხბურთელის ტურნირზე გამგზავრებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.[102] რონალდინიომ ტურნირზე 2 გოლი გაიტანა, ორივე — ახალი ზელანდიის კარში. ბრაზილიელები ტურნირის ნახევარფინალამდე გავიდნენ, სადაც არგენტინასთან დამარცხდნენ. მე-3 ადგილისთვის მატჩში ბრაზილიამ დაამარცხა ბელგია ანგარიშით 3:0.
მილანში გადასვლის შემდეგ რონალდინიომ თავიდან დაკარგა ადგილი ბრაზილიელების სასტარტო შემადგენლობაში, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტეს მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. 2009 წლის შემოდგომაზე რონალდინიომ კარგი ფორმა აკრიბა და ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.[45][103] წარმატებული გამოსვლების მიუხედავად, რონალდინიო მხოლოდ ნაკრების სათადარიგო ფეხბურთელების სიაში მოხვდა.[104] ეს გადაწყვეტილება კრიტიკას დაექვემდებარა მსოფლიო ჩემპიონატის ორგკომიტეტის თავმჯდომარის, დენი ჯორდანის მიერ.[105]
2010 წლის 6 სექტემბერს ბრაზილიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, მანო მენეზესმა, განაცხადა, რომ რონალდინიოს ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალებას მისცემდა.[106]
2010 წლის 29 ოქტომბერს რონალდინიო წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.[107] 17 ნოემბერს რონალდინიო ეროვნული ნაკრების მაისურით გამოვიდა არგენტინასთან მატჩში, რომელშიც ბრაზილიელები დამარცხდნენ ანგარიშით 0:1.[108]
2011 წლის 18 აგვისტოს მანო მენეზესმა რონალდინიო გამოიძახა განის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც გაიმართა 5 სექტემბერს[109] და რომელიც ბრაზილიელების მინიმალური სხვაობით გამარჯვებით დასრულდა — 1:0. მალე რონალდინიო როკის თასის ორ მატჩში გამოიძახეს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ, რომლებიც შედგა 15[110] და 29 სექტემბერს.[111] პირველ მატჩში ის კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა, შეხვედრა კი საბოლოოდ ნულოვანი ყაიმით დასრულდა. ასევე მანო მენეზესმა რონალდინიო გამოიძახა ამხანაგურ მატჩებზე კოსტა-რიკისა და მექსიკის ნაკრებების წინააღმდეგ, რომლებიც შესაბამისად გაიმართა 7 და 11 ოქტომბერს.[112]
მისი კარგი ფორმა 2013 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ იგი ნაკრების კაპიტნად დაასახელა ჩილესთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც 24 აპრილს გაიმართა.[113] მიუხედავად ამისა, რონალდინიო არ გამოუძახებიათ 2013 წლის კონფედერაციების თასზე.
რობერტო, რონალდინიოს ძმა, ამჟამად მისი აგენტია.[6] ხოლო და, დეიზი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კონტაქტის კოორდინატორად მუშაობს.[114]
2001 წელს იგი გადაიღეს ტელესერიალ „კლონის“ ეპიზოდში.
2005 წლის 25 თებერვალს რონალდინიო მამა გახდა. მან ვაჟს ჟუანი დაარქვა, გარდაცვლილი მამის პატივსაცემად.[115] ბიჭი გაჩნდა კლუბ „დომინგან დე ფაუსტანის“ მოცეკვავე ჟანაინა ნატიენელე ვიანა მენდესისგან.
2007 წლის 27 აგვისტოს რონალდინიომ ესპანეთის ქვეშევდრომობა მიიღო.[116]
გამოსვლები | ჩემპიონატი | თასი | კონტინენტი | სხვა | ჯამში | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კლუბი | ლიგა | სეზონი | თამაშები | გოლები | თამაშები | გოლები | თამაშები | გოლები | თამაშები | გოლები | თამაშები | გოლები |
„გრემიო“ | სერია А | 1998 | 14 | 1 | 2 | 0 | 15 | 3 | 17 | 4 | 48 | 8 |
1999 | 17 | 6 | 3 | 0 | 4 | 2 | 24 | 15 | 48 | 23 | ||
ჟოაო აველანჟის თასი | 21 | 14 | 6 | 6 | — | 22 | 21 | 49 | 41 | |||
ჯამში | 52 | 21 | 11 | 6 | 19 | 5 | 63 | 40 | 145 | 72 | ||
„პარი სენ-ჟერმენი“ | ლიგა 1 | 2001/02 | 28 | 9 | 6 | 2 | 14 | 2 | — | 48 | 13 | |
2002/03 | 27 | 8 | 7 | 3 | 4 | 1 | — | 38 | 12 | |||
ჯამში | 55 | 17 | 13 | 5 | 18 | 3 | — | 86 | 25 | |||
„ბარსელონა“ | პრიმერა | 2003/04 | 32 | 15 | 6 | 3 | 7 | 4 | — | 45 | 22 | |
2004/05 | 35 | 9 | 0 | 0 | 7 | 4 | — | 42 | 13 | |||
2005/06 | 29 | 17 | 2 | 1 | 12 | 7 | 2 | 1 | 45 | 26 | ||
2006/07 | 32 | 21 | 6 | 0 | 11 | 3 | — | 49 | 24 | |||
2007/08 | 17 | 8 | 1 | 0 | 8 | 1 | — | 26 | 9 | |||
ჯამში | 145 | 70 | 22 | 4 | 45 | 19 | 2 | 1 | 214 | 94 | ||
„მილანი“ | სერია А | 2008/09 | 29 | 8 | 1 | 0 | 6 | 2 | 7 | 1 | 43 | 11 |
2009/10 | 36 | 12 | 0 | 0 | 7 | 3 | 14 | 2 | 57 | 17 | ||
2010/11 | 11 | 0 | 0 | 0 | 5 | 1 | — | 16 | 1 | |||
ჯამში | 76 | 20 | 1 | 0 | 18 | 6 | 21 | 3 | 116 | 29 | ||
„ფლამენგო“ | სერია А | 2011 | 31 | 14 | 5 | 1 | 3 | 2 | 13 | 4 | 52 | 21 |
2012 | 27 | 7 | 12 | 0 | 8 | 2 | 9 | 4 | 56 | 13 | ||
ჯამში | 33 | 15 | 5 | 1 | 11 | 4 | 22 | 8 | 71 | 28 | ||
სულ კარიერის განმავლობაში | 376 | 147 | 73 | 16 | 113 | 37 | 107 | 52 | 669 | 252 |
ნაკრები | სეზონი | ამხანაგური | ტურნირები | სულ | |||
---|---|---|---|---|---|---|---|
თამაშები | გოლები | თამაშები | გოლები | თამაშები | გოლები | ||
ბრაზილია | |||||||
1999 | 4 | 0 | 9 | 7 | 13 | 7 | |
2000 | 0 | 0 | 5 | 1 | 5 | 1 | |
2001 | 2 | 1 | 2 | 0 | 4 | 1 | |
2002 | 5 | 2 | 5 | 2 | 10 | 4 | |
2003 | 4 | 1 | 4 | 1 | 8 | 2 | |
2004 | 5 | 5 | 5 | 1 | 10 | 6 | |
2005 | 1 | 0 | 11 | 6 | 12 | 6 | |
2006 | 4 | 0 | 5 | 0 | 9 | 0 | |
2007 | 7 | 4 | 4 | 1 | 11 | 5 | |
2008 | 0 | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | |
2009 | 1 | 0 | 2 | 0 | 3 | 0 | |
2010 | 1 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | |
2011 | 5 | 1 | 0 | 0 | 5 | 1 | |
2012 | 1 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | |
2013 | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 | |
სულ კარიერაში | 42 | 14 | 54 | 19 | 96 | 33 | |
№ | თარიღი | ჩატარების ადგილი | ოპონენტი | ანგარიში | რონალდინიოს გოლები | შეჯიბრი |
1 | 26 ივნისი 1999 | კურიტიბა | ლატვია | 3:0 | - | ამხანაგური მატჩი |
2 | 30 ივნისი 1999 | სიუდად-დელ-ესტე | ვენესუელა | 7:0 | 1 | ამერიკის თასი 1999 |
3 | 3 ივლისი 1999 | სიუდად-დელ-ესტე | მექსიკა | 2:1 | - | ამერიკის თასი 1999 |
4 | 6 ივლისი 1999 | სიუდად-დელ-ესტე | ჩილე | 1:0 | - | ამერიკის თასი 1999 |
5 | 15 ივლისი 1999 | სიუდად-დელ-ესტე | მექსიკა | 2:0 | - | ამერიკის თასი 1999 |
6 | 24 ივლისი 1999 | გვადალახარა | გერმანია | 4:0 | 1 | კონფედერაციების თასი 1999 |
7 | 24 ივლისი 1999 | გვადალახარა | აშშ | 1:0 | 1 | კონფედერაციების თასი 1999 |
8 | 30 ივლისი 1999 | გვადალახარა | ახალი ზელანდია | 2:0 | 1 | კონფედერაციების თასი 1999 |
9 | 24 ივლისი 1999 | გვადალახარა | საუდის არაბეთი | 8:2 | 3 | კონფედერაციების თასი 1999 |
10 | 4 აგვისტო 1999 | მეხიკო | მექსიკა | 3:4 | - | კონფედერაციების თასი 1999 |
11 | 4 სექტემბერი 1999 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 0:2 | - | ამხანაგური მატჩი |
12 | 7 სექტემბერი 1999 | პორტუ-ალეგრი | არგენტინა | 4:2 | - | ამხანაგური მატჩი |
13 | 9 ოქტომბერი 1999 | ამსტერდამი | ნიდერლანდები | 2:2 | - | ამხანაგური მატჩი |
14 | 23 თებერვალი 2000 | ბანგკოკი | ტაილანდი | 7:0 | 1 | ამხანაგური მატჩი |
15 | 28 მარტი 2000 | ბოგოტა | კოლუმბია | 0:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2002 |
16 | 28 ივნისი 2000 | რიო-დე-ჟანეირო | ურუგვაი | 1:1 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2002 |
17 | 26 ივლისი 2000 | სან-პაულუ | არგენტინა | 3:1 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2002 |
18 | 3 სექტემბერი 2000 | რიო-დე-ჟანეირო | ბოლივია | 5:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2002 |
19 | 3 მარტი 2001 | პასადინა | აშშ | 2:1 | 1 | ამხანაგური მატჩი |
20 | 7 მარტი 2001 | გვადალახარა | მექსიკა | 3:3 | - | ამხანაგური მატჩი |
21 | 28 მარტი 2001 | კიტო | ეკვადორი | 0:1 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2002 |
22 | 14 ნოემბერი 2001 | სან-ლუისი | ვენესუელა | 3:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2002 |
23 | 27 მარტი 2002 | ფორტალეზა | იუგოსლავია | 1:0 | - | ამხანაგური მატჩი |
24 | 17 აპრილი 2002 | ლისაბონი | პორტუგალია | 1:1 | 1 | ამხანაგური მატჩი |
25 | 25 მაისი 2002 | კუალა-ლუმპური | მალაიზია | 4:1 | - | ამხანაგური მატჩი |
26 | 3 ივნისი 2002 | ულსანი | თურქეთი | 2:1 | - | მჩ-ის ფინალური მატჩები 2002 |
27 | 8 ივნისი 2002 | სოგვიპხო | ჩინეთი | 4:0 | 1 | მჩ-ის ფინალური მატჩები 2002 |
28 | 17 ივნისი 2002 | კობე | ბელგია | 2:0 | - | მჩ-ის ფინალური მატჩები 2002 |
29 | 8 ივნისი 2002 | ფუკუროი | ინგლისი | 2:1 | 1 | მჩ-ის ფინალური მატჩები 2002 |
30 | 30 ივნისი 2002 | იოკოგამა | გერმანია | 2:0 | - | მჩ-ის ფინალური მატჩები 2002 |
31 | 21 აგვისტო 2002 | ფორტალეზა | პარაგვაი | 0:1 | - | ამხანაგური მატჩი |
32 | 20 ნოემბერი 2002 | სეული | სამხრეთი კორეა | 3:2 | 1 | ამხანაგური მატჩი |
33 | 12 თებერვალი 2003 | გუანჩჟოუ | ჩინეთი | 0:0 | - | ამხანაგური მატჩი |
34 | 29 მარტი 2003 | პორტუ | პორტუგალია | 1:2 | 1 | ამხანაგური მატჩი |
35 | 30 აპრილი 2003 | გვადალახარა | მექსიკა | 0:0 | - | ამხანაგური მატჩი |
36 | 30 აპრილი 2003 | აბუჯა | ნიგერია | 3:0 | - | ამხანაგური მატჩი |
37 | 19 ივნისი 2003 | სენ-დენი | კამერუნი | 0:1 | - | კონფედერაციების თასი 2003 |
38 | 21 ივნისი 2003 | ლიონი | აშშ | 1:0 | - | კონფედერაციების თასი 2003 |
39 | 23 ივნისი 2003 | სენტ-ეტიენი | თურქეთი | 2:2 | - | კონფედერაციების თასი 2003 |
40 | 10 სექტემბერი 2003 | მანაუსი | ეკვადორი | 1:0 | 1 | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
41 | 18 თებერვალი 2004 | დუბლინი | ირლანდია | 0:0 | - | ამხანაგური მატჩი |
42 | 31 მარტი 2004 | ასუნსიონი | პარაგვაი | 0:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
43 | 28 აპრილი 2004 | ბუდაპეშტი | უნგრეთი | 4:1 | 1 | ამხანაგური მატჩი |
44 | 20 მაისი 2004 | სენ-დენი | საფრანგეთი | 0:0 | - | ამხანაგური მატჩი |
45 | 18 აგვისტო 2004 | პორტ-ო-პრენსი | ჰაიტი | 6:0 | 3 | ამხანაგური მატჩი |
46 | 5 სექტემბერი 2004 | სან-პაულუ | ბოლივია | 3:1 | 1 | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
47 | 8 სექტემბერი 2004 | ბერლინი | გერმანია | 1:1 | 1 | ამხანაგური მატჩი |
48 | 9 ოქტომბერი 2004 | მარაკაიბო | ვენესუელა | 5:2 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
49 | 13 ოქტომბერი 2004 | მასეიო | კოლუმბია | 0:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
50 | 17 ნოემბერი 2004 | კიტო | ეკვადორი | 0:1 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
51 | 9 თებერვალი 2005 | ჰონგ-კონგი | ჰონგ-კონგი | 7:1 | 1 | ამხანაგური მატჩი |
52 | 27 მარტი 2005 | გოიანია | პერუ | 1:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
53 | 30 მარტი 2005 | მონტევიდეო | ურუგვაი | 1:1 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
54 | 5 ივნისი 2005 | პორტუ-ალეგრი | პარაგვაი | 4:1 | 2 | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
55 | 8 ივნისი 2005 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1:3 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
56 | 16 ივნისი 2005 | ლაიპციგი | საბერძნეთი | 3:0 | - | კონფედერაციების თასი 2005 |
57 | 19 ივნისი 2005 | ჰანოვერნი | მექსიკა | 0:1 | - | კონფედერაციების თასი 2005 |
58 | 22 ივნისი 2005 | კელნი | იაპონია | 2:2 | 1 | კონფედერაციების თასი 2005 |
59 | 25 ივნისი 2005 | ნიურნბერგი | გერმანია | 3:2 | 1 | კონფედერაციების თასი 2005 |
60 | 29 ივნისი 2005 | ფრანკფურტი | არგენტინა | 4:1 | 1 | კონფედერაციების თასი 2005 |
61 | 12 ოქტომბერი 2005 | ბელენი | ვენესუელა | 3:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2006 |
62 | 12 ნოემბერი 2005 | აბუ-დაბი | ემირატები | 8:0 | - | ამხანაგური მატჩი |
63 | 4 ივნისი 2006 | ჟენევა | ახალი ზელანდია | 4:0 | - | ამხანაგური მატჩი |
64 | 13 ივნისი 2006 | ბერლინი | ხორვატია | 1:0 | - | მჩ-ის ფინალური მატჩები 2006 |
65 | 18 ივნისი 2006 | მიუნხენი | ავსტრალია | 2:0 | - | მჩ-ის ფინალური მატჩები 2006 |
66 | 22 ივნისი 2006 | დორტმუნდი | იაპონია | 4:1 | - | მჩ-ის ფინალური მატჩები 2006 |
67 | 27 ივნისი 2006 | დორტმუნდი | განა | 3:0 | - | მჩ-ის ფინალური მატჩები 2006 |
68 | 1 ივლისი 2006 | ფრანკფურტი | საფრანგეთი | 9:1 | - | მჩ-ის ფინალური მატჩები 2006 |
69 | 5 სექტემბერი 2006 | ლონდონი | უელსი | 2:0 | - | ამხანაგური მატჩი |
70 | 10 ოქტომბერი 2006 | სტოკჰოლმი | ეკვადორი | 2:1 | - | ამხანაგური მატჩი |
71 | 15 ნოემბერი 2006 | ბაზელი | შვეიცარია | 2:1 | - | ამხანაგური მატჩი |
72 | 24 მარტი 2007 | გიოტებორგი | ჩილე | 4:0 | 2 | ამხანაგური მატჩი |
73 | 27 მარტი 2007 | სტოკჰოლმი | განა | 1:0 | - | ამხანაგური მატჩი |
74 | 1 ივნისი 2007 | ლონდონი | ინგლისი | 1:1 | - | ამხანაგური მატჩი |
75 | 5 ივნისი 2007 | დორტმუნდი | თურქეთი | 0:0 | - | ამხანაგური მატჩი |
76 | 22 აგვისტო 2007 | მონპელიე | ალჟირი | 2:0 | 1 | ამხანაგური მატჩი |
77 | 9 სექტემბერი 2007 | ჩიკაგო | აშშ | 4:2 | 1 | ამხანაგური მატჩი |
78 | 12 სექტემბერი 2007 | ბოსტონი | მექსიკა | 3:1 | - | ამხანაგური მატჩი |
79 | 14 ოქტომბერი 2007 | ბოგოტა | კოლუმბია | 0:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2010 |
80 | 17 ოქტომბერი 2007 | რიო-დე-ჟანეირო | ეკვადორი | 5:0 | 1 | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2010 |
81 | 18 ნოემბერი 2007 | ლიმა | პერუ | 1:1 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2010 |
82 | 21 ნოემბერი 2007 | სან-პაულუ | ურუგვაი | 2:1 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2010 |
83 | 7 სექტემბერი 2008 | სანტიაგო | ჩილე | 3:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2010 |
84 | 10 სექტემბერი 2008 | რიო-დე-ჟანეირო | ბოლივია | 0:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2010 |
85 | 10 თებერვალი 2009 | ლონდონი | იტალია | 2:0 | - | ამხანაგური მატჩი |
86 | 29 მარტი 2009 | კიტო | ეკვადორი | 1:1 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2010 |
87 | 1 აპრილი 2009 | პორტუ-ალეგრი | პერუ | 3:0 | - | მჩ-ის შესარჩევი მატჩები 2010 |
88 | 17 ნოემბერი 2010 | დოჰა | არგენტინა | 0:1 | - | ამხანაგური მატჩი |
89 | 5 სექტემბერი 2011 | ლონდონი | განა | 1:0 | - | ამხანაგური მატჩი |
90 | 15 სექტემბერი 2011 | კორდოვა | არგენტინა | 0:0 | - | ამხანაგური მატჩი |
91 | 28 სექტემბერი 2011 | ბელენი | არგენტინა | 2:0 | - | ამხანაგური მატჩი |
92 | 8 ოქტომბერი 2011 | სან-ხოსე | კოსტა-რიკა | 1:0 | - | ამხანაგური მატჩი |
93 | 11 ოქტომბერი 2011 | ტორეონი | მექსიკა | 2:1 | 1 | ამხანაგური მატჩი |
94 | 28 თებერვალი 2012 | სანქტ-გალენი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 2:1 | - | ამხანაგური მატჩი |
95 | 6 თებერვალი 2013 | ლონდონი | ინგლისი | 1:2 | - | ამხანაგური მატჩი |
96 | 6 აპრილი 2013 | სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა | ბოლივია | 4:0 | - | ამხანაგური მატჩი |
97 | 24 აპრილი 2013 | ასუნსიონი | ჩილე | 2:2 | - | ამხანაგური მატჩი |
ჯამში: 27 მატჩი / 18 გოლი; 20 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.
სულ რონალდინიოს ჯარიმიდან გატანილი აქვს 54 გოლი. მათ შორის: 24 „ბარსელონასთვის“, 11 ბრაზილიის ნაკრებისთვის, 7 „გრემიოსთვის“, 4 „ფლამენგოსა“ და „პარი სენ-ჟერმენისთვის“, 3 „მილანისთვის“ და 1 „ატლეტიკო მინეიროსთვის“.
რონალდინიომ თავისი კარიერის განმავლობაში 15 პენალტის რეალიზება მოახდინა. მათ შორის: 9 „მილანისთვის“ და 6 „ფლამენგოსთვის“.
გუნდური
პირადი მიღწევები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.