1399: რიჩარდ II-ის ირლანდიაში ყოფნით ისარგებლა ჰენრიხ ბოლინგბროკიმ და თავი მეფედ გამოაცხადა. კორონაცია მოხდა ჰენრიხ IV-დ, რიჩარდი ჩაამწყვდიეს ტაუერში გვიან კი დასაჯეს, ის გახდა პირველი მეფე რომელიც ტახტიდან გადადგა, ის იყო ბოლო პლანტაგენეტების დინასტიის მეფე, ხოლო ჰენრიხი გახდა პირველი ლანკასტერი მეფე.
1650: ჰენრი რობინსონიჰენრი რობინსონმა ლონდონში პირველად მსოფლიოში გახსნა ქორწინების სააგენტო.
1829: ლონდონის რეორგანიზებული პოლიცია (შემდგომში სკოტლანდ იარდი) პირველი ოფიციალური პოლიციის დეპარტამენტი ხდება მსოფლიოში.
1885: ბლეკბულში პირველად ინგლისში დაიწყო სიარული ელექტრო ტრამვაიმ.
1887: დაფუძნდა საფეხბურთო კლუბი „ჰამბურგი“. გერმანიის 7 გზის ჩემპიონი, 1983 წ. ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, 1977 წ. თასის მფლობელთა თასის მფლობელი.
1938: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნაცისტური გერმანია და იტალიამიუნხენის ხელშეკრულებას დებენ, რითაც გერმანიას ჩეხოსლოვაკიის სედეტენლანდის რეგიონის ანექსიის უფლებას აძლევენ.
1941: ბაბი იარის ხოცვა - ნაცისტებმა ორი დღის განმავლობაში ბაბი იარის ხევში კიევთან 60.000-მდე ადამიანი დახოცეს, ძირითადად ებრაელები, ბოშები და საბჭოთა სამხედრო ტყვეები.
1947: საიდუმლო ქალაქ ჩელიბინსკ-40-ში ატომურ საწარმოო რეაქტორზე მოხდა ავარია, რომელიც ატომური ბომბისათვის პლუტონს აწარმოებდა. სადაც ძალიან დიდი ტერიტორია მოხდა დასხივების ზონაში.
1963: როლინგ სთოუნზმა დაიწყო თავისი პირველი ინგლისური ტურნე, რომელიც 3 ნოემბერს დაასრულა. მათთან ერთად გამოდიოდნენ ძმები ევერლი და ბო დიდლი, სულ მისცეს 30 კონცერტი
1973: დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა ირლანდიასა და სსრკ-ს შორის.
1976: თბილისის დინამოს სტადიონზე პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის.
1988: მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა გაეროს მშვიდობისმყოფელებს.
1991: ჰაიტიზე, სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი გადააყენეს.
2010: კიმ ჩენ ირის მესამე ვაჟს, კიმ ჩენ უნს მიანიჭეს არმიისგენერლის წოდება და აირჩიეს მშრომელთა პარტიის ცენტრალური სამხედრო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარედ.