Remove ads

ფრანცესკო ბუშე (ფრანგ. François Boucher; დ. 29 სექტემბერი, 1703 — გ. 30 მაისი, 1770) — ფრანგი მხატვარი, როკოკოს სტილის მიმდევარი. ცნობილია მისი იდილიური და მგრძნობიარე ნახატები კლასიკურ თემაზე. მან აგრეთვე დახატა თავისი პატრონესის, მადამ დე პომპადურის რამდენიმე პორტრეტი.

სწრაფი ფაქტები ფრანსუა ბუშე, დაიბადა ...
ფრანსუა ბუშე
Thumb
დაიბადა 29 სექტემბერი, 1703
დაბადების ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდაიცვალა 30 მაისი, 1770 (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო
ეროვნება ფრანგი
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა როკოკო
ჟანრი ისტორიული ფერწერა[1] , რელიგიური ფერწერა[1] , ალეგორია[1] , პეიზაჟი[1] , მითოლოგიური ფერწერა[1] , ანიმალისტური ფერწერა[1] , საჟანრო ფერწერა[1] , პორტრეტი[1] და ბატალური ჟანრი[1]
დახურვა

ბიოგრაფია

ფრანსუა ბუშე დაიბადა პარიზში. მამამისი ნიკოლას ბუშე იყო თასმის დიზაინერი. 17 წლის ასაკში ბუშე მამამისმა მიაბარა ფრანსუა ლემუანს. სამი თვის შემდეგ მუშაობა დაიწყო გრავიორ ჟან-ფრანსუა კარსის სახელოსნოში[2]. ოთხი წლის შემდეგ იგი სწავლობდა იტალიაში. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ 1731 წელს მიიწვიეს ფერწერისა და ქანდაკებების სამეფო აკადემიაში[3], როგორც ისტორიკოსი ფერმწერი და 1734 წელს მასწავლებელი გახდა.

1742–48 წლებში ეკავა მუსიკისა და ცეკვის სამეფო აკადემიის დეკორატორის თანამდებობა. 1755–70 წლებში იყო გობელენის მანუფაქტურის დირექტორი, 1761 წელს სამეფო აკადემიის რექტორი, ხოლო 1765 წელს დირექტორი.

ფრანსუა ბუშე გარდაიცვალა 1770 წლის 30 მაისს პარიზში. მისი სახელი გახდა ფრანგული როკოკო სტილის სინონიმი, მადამ დე პომპადურის ჩაცმის სტილის გამო.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Remove ads

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads