Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
არაბული სამყარო (არაბ. العالم العربي al-ʿālam al-ʿarabī) — შედგება არაბულენოვანი ქვეყნებისგან და ტერიტორიებისგან, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში.
სტანდარტული განსაზღვრების თანახმად, არაბული სამყარო შედგება არაბული ლიგის 22 სახელმწიფოსა და ტერიტორიისგან, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ატლანტის ოკეანიდან (დასავლეთით) არაბეთის ზღვამდე (აღმოსავლეთით), ხმელთაშუა ზღვიდან (ჩრდილოეთით) სომალის ნახევარკუნძულამდე და ინდოეთის ოკეანემდე (სამხრეთ-აღმოსავლეთით). მთლიანი მოსახლეობა 340 მლნ ადამიანს შეადგენს, რომლის ნახევარიც 25 წელს ქვემოთაა.[1]
არაბული ნაციონალიზმის იდეა XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგორდა, ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე ნაციონალისტური მოძრაობების პარალელურად. 1945 წელს ჩამოყალიბდა არაბული ლიგა, რომლის მიზანიც არაბების ინტერესების დაცვა და, განსაკუთრებით, არაბული ქვეყნების პოლიტიკური ერთობის გაძლიერება იყო, რაც პანარაბიზმის სახელითაა ცნობილი.[2][3] 2010 წლის ბოლოსა და 2011 წლის დასაწყისში, არაბულ სამყაროში საპროტესტო ტალღა აგორდა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული მთავრობების წინააღმდეგ და მეტი დემოკრატიული უფლებების მოთხოვნისკენ.
ტერმინი „არაბული სამყარო“ მიუღებელია რეგიონში მცხოვრები არა არაბებისათვის, მაგალითად ისეთი არასემიტური ხალხებისთვის, როგორებიც არიან ბერბერები, ქურთები, რადგან ეს ტერმინი მთლიან რეგიონს არაბებს აკუთვნებს, როგორც იდენტურად, მოსახლეობის თვალსაზრისით ისე წარმოშობით, მაშინ, როდესაც არაბების სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ტერმინი ასევე მიუღებელია ზოგიერთი ადგილობრივი სემიტი უმცირესობებისთვის, მათ შორის არიან ასურელები; ისინი სირიასა და ერაყში არაბებამდე ბევრად ადრე სახლობდნენ. ასევე, კოპტი ეგვიპტელები საკუთარ თავს ეგვიპტელებად მიიჩნევენ და არა არაბებად.
№ | სახელმწიფო | ტერიტორია (კმ²) | მოსახლეობა (ად.) | დედაქალაქი |
1 | ალჟირი | 2 382 741 | 33 769 668 | ალჟირი |
2 | ბაჰრეინი | 695 | 718 321 | მანამა |
3 | ჯიბუტი | 22 000 | 476 703 | ჯიბუტი |
4 | ეგვიპტე | 997 739 | 81 713 520 | კაირო |
5 | დასავლეთი საჰარა [4] | 252 120 | 393 831 | ელ-აიუნი |
6 | იემენი | 536 869 | 23 013 376 | სანა |
7 | იორდანია | 97 740 | 6 173 579 | ამანი |
8 | ერაყი | 435 317 | 28 221 180 | ბაღდადი |
9 | კატარი | 11 437 | 824 789 | დოჰა |
10 | კომორის კუნძულები | 2 170 | 798 000 | მორონი |
11 | ქუვეითი | 17 818 | 2 596 799 | ელ-ქუვეითი |
12 | ლიბანი | 10 452 | 3 971 941 | ბეირუთი |
13 | ლიბია | 1 775 500 | 6 173 579 | ტრიპოლი |
14 | მავრიტანია | 1 030 700 | 3 364 940 | ნუაქშოტი |
15 | მაროკო | 458 730 | 34 343 220 | რაბატი |
16 | არაბეთის გაერთიანებული საამიროები | 77 700 | 4 621 399 | აბუ-დაბი |
17 | ომანი | 212 457 | 3 311 640 | მასკატი |
18 | პალესტინა | 6 257 | 3 907 883 | |
19 | საუდის არაბეთი | 1 960 582 | 28 146 656 | ერ-რიადი |
20 | სირია | 185 180 | 19 747 586 | დამასკო |
21 | სომალი | 637 657 | 9 800 000 | მოგადიშო |
22 | სუდანი | 1 866 068 | 30 894 000 | ხარტუმი |
23 | ტუნისი | 163 610 | 10 383 577 | ტუნისი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.