Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მორონი (ფრანგ. Moroni; არაბ.: موروني) — კომორის კუნძულების კავშირის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. გაშენებულია ინდოეთის ოკეანეში მდებარე მოზამბიკის სრუტეში, კუნძულ ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) დასავლეთ სანაპიროზე. შიკომორის ენიდან თარგმანში «მორონი» ნიშნავს «ცეცხლის გულში», სავარაუდოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქი მდებარეობს მოქმედ ვულკან კართალასთან (2361 მ) სიახლოვეს.[1] მორონი ასევე ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) ავტონომიური რეგიონის, სადაც მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი იგივე დასახელების კუნძული, ადმინისტრაციული ცენტრია. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 54 000 ადამიანი.
დედაქალაქი | |
---|---|
მორონი ფრანგ. Moroni არაბ. موروني | |
ქვეყანა | კომორის კუნძულები |
ავტონომიური რეგიონი | ნგაზიჯა |
შიდა დაყოფა | კვარტლები |
კოორდინატები | 11°42′13″ ს. გ. 43°15′13″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1962 |
ფართობი | 30 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 29 მ |
მოსახლეობა | 54 000 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1800 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ანტალოატრა |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +269 |
მორონი დააარსეს არაბებმა X საუკუნეში, როგორც სასულთნოს დედაქალაქი, რომლის გავლითაც გადიოდა საზღვაო გზა ზანზიბარის არქიპელაგში (დღეისათვის ტანზანიის ნაწილი). X-XIX საუკუნეებში აქ არსებობდა მორონის სასულთნო. XVI საუკუნემდე ქალაქ განვითარებას განიცდიდა როგორც ნავსადგური. 1886 წლის 25 ივლისიდან 1912 წლამდე იყო ბამბაოს სასულთნოს დედაქალაქი. 1962 წლის 6 ივლისიდან 1975 წლამდე საფრანგეთის ზღვისიქითა ავტონომიური ტერიტორიის — კომორის კუნძულების დედაქალაქი საფრანგეთის კავშირის ფარგლებში, ხოლო 1975 წლის 6 ივლისიდან კომორის კუნძულების კავშირის დედაქალაქია.
ქალაქი მდებარეობს კუნძულ ნგაზიჯას დასავლეთ სანაპიროზე (ადრე ცნობილი იყო გრანდ-კომორის სახელით) მოქმედ ვულკან კართალას ძირში, რომლის სიმაღლეა 2361 მეტრი და რომლის ბოლო ამოფრქვევა მოხდა 2005 და 2006 წლებში. მორონი მდებარეობს ვულკანის კრატერიდან 10 კმ-ში.
მორონი მდებარეობს ეკვატორული კლიმატური სარტყლის ზონაში წელიწადის განმავლობაში ნალექების დიდი რაოდენობით. ნალექების ყველაზე უფრო მცირე რაოდენობა მოდის ოქტომბერში (100 მმ-ზე ცოტა).
გაბატონებულია ტროპიკული ჰავა. როგორც ეკვატორული კლიმატური სარტყლის ზონაში მდებარე ბევრ სხვა ქალაქს, მორონისთვის დამახასიათებელია შედარებით მუდმივი საშუალო წლიური ტემპერატურა. ცხელ ამინდს ხშირად თან სდევს თავსხმა წვიმები.
მორონის პორტი შედგება პატარა ნავსაყუდელისგან, რომელიც მდებარეობს ბუნებრივ უბეში, რომლის ბუნებრივი დაცვა გემების დასაცავად სუსტია. ამ პორტის საშუალებით ექსპორტზე გადის ვანილი, კაკაო და ყავა. პორტის ტერიტორიაზე იმყოფება საწყობი, სადაც ინახება იმპორტული საქონელი და საექსპორტოდ გამზადებული საქონელი, ასევე ნავთობპროდუქტები. მორონის მრეწველობა სპეციალიზებულია უალკოჰოლო სასმელების წარმოების, ეთერის ზეთების გასუფთავების და დამუშავების, ლითონის, ხის მასალების, ვულკანური ტუფის დამუშავების (ცემენტის მიღების მიზნით) სფეროში. მორონი ავტოგზებით დაკავშირებულია სანაპირო დასახლებებთან, ჰაჰაიასთან ჩრდილოეთში და მიცუჯესთან სამხრეთში[2].
მორონიდან 15 კმ-ში, სოფელ ჰაჰაიაში მდებარეობს პრინც საიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქში მდებარეობს პორტი, რომელიც ახორციელებს რეგულარულ ტვირთების გადაზიდვებს მატერიკზე (აფრიკა) და კომორის არქიპელაგის სხვა კუნძულებზე, ასევე მადაგასკარზე და ინდოეთის ოკეანის სხვა კუნძულებზე.
ტურისტული ინფრასტრუქტურა სუსტადაა განვითარებული. ევროპაში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება. მორონის კლდოვანი სანაპირო ხაზი აგებულია ვულკანური ჯიშებით, პლაჟები არ არსებობენ (მაგრამ იცანდრას მთის ტერიტორიასთან, რომელიც მდებარეობს მორონიდან ჩრდილოეთით, მდებარეობს პატარა პლაჟი).
ქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ძველი მეჩეთი (ფრანგ. ncienne Mosquée du Vendredi). ქალაქის ისტორიულ ცენტრში დიდი რაოდენობით მდებარეობს ვიწრო ალეები, სადაც სიღარიბის დონე კვლავ იზრდება და მასში განლაგებულია მთელი რიგი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, რომლებიც თავისი ასაკით შეიძლება შევადაროთ ზანზიბარის სტოუნ-ტაუნს.
მიუხედავად იმისა, რომ მორონიში მდებარეობს თანამედროვე სტილით აგებული რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, მათი დიდი ნაწილი აგებულია არაბული სტილით. მთავარი ღირსშესანიშნავი ობიექტია — დიდი, ღია და კოლორიტული ბაზარი. ქალაქში იმყოფება რამდენიმე მეჩეთი, მათ შორის ჩიუნდა, რომელიც მლოცველების ცენტრია[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.