უბე (გერმ. Bucht — ყურე) — ოკეანის, ზღვის, ტბის, წყალსაცავის ხმელეთში შეჭრილი მცირე ნაწილი. ზოგჯერ უბე განლაგებულია საკუთრივ ყურეში. უბე წყლის სივრცეში შეიძლება შეჭრილი იყოს კლდეებით, ნაპირით ან ახლომდებარე კუნძულით. ადგილობრივი პირობები ადგენენ მის ჰიდროლოგიურ რეჟიმს, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდება მასთან ახლოს მდებარე წყლის რეჟიმისაგან.
უბე მეტად მოსახერხებელია გემების სადგომად. ამის კარგი მაგალითია ცემესისა და გელენჯიკის უბეები. იგი შემოზღუდულია კონცხით, კუნძულით, ცელით.
უბე და მისნაირი ჰიდროლოგიური ობიექტები ფორმირდება ეროზიის შედეგად. გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ტერმინის ფართო მნიშვნელობა აქვს და იგი შეიძლება აღნიშნავდეს როგორც ყურეს, ისე ზღვას.
ცნობილი უბეები
მსოფლიოში უბეები ფართოდაა გავრცელებული; ცნობილი უბეებია :
- მეკლენბურგის უბე
- ლიუბეკის უბე
- კილის უბე
- ვისმარის უბე
- პომორის უბე
- ჩეშის უბე
- სამსუნის უბე
- სენის უბე
- ზიენტიაუ
- პროა და ა.შ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 96.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.