Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ქურთები (ქურთ. Kurd) — ირანული ხალხი, რომელთა ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდოირანულ ენობრივ ჯგუფს. ისინი ცხოვრობენ თურქეთში (12,0 მლნ), ირანში (9,5 მლნ), სირიაში (1,2 ათ), ერაყში (ძირითადად ქურთების ავტონომიურ რეგიონში, 4,5 მლნ) და სხვა ქვეყნებში.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქურთები}} |
ქურთების წარმოშობა დღეს სადისკუსიო საკითხია. გამოითქმება სხვადასხვა ჰიპოთეზები ქურთების წარმოშობის შესახებ, კერძოდ მიდიური და იაფეტური მარას ჰიპოთეზები. ვერსიას, თანამედროვე ქუთების წარმოშობის შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ მესოპოტამიაში და ირანის პლატოზე ასევე ამყარებენ ანტიკური წყაროები. წყარო იძლევა ცნობებს ქურთების ტომებზე, რომლებიც ძველი დროიდანვე სახლობდნენ სპარსეთში. ქურთები ასევე სახლობდნენ სპარსეთისა და მიდიის ატროპატენის მთებში, ქურთისტანში, სომხეთში, კასპიისპირეთის მიდამოებსა და ირანულ აზერბაიჯანში. ძირითადად დაკავებულნი იყვნენ მესაქონლეობით და ყაჩაღობით. უძველესი სპარსეთის მონარქიის დროს ქურთები ალბათ შედიოდნენ სომხეთის პროვინციის შემადგენლობაში.
ქურთების სახელი გვხვდება შუა სპარსეთის წყაროებში, მაგრამ როგორც მკვლევარები აღნიშნავენ ეს მაშინ პირველ რიგში სოციაულ-ეკონომიკური ტერმინი იყო, რომელიც მომთაბარეს ნიშნავდა. ამის გამო ახალ დრომდე „ქურთის“ სახელწოდებით მოიხსენიებოდნენ ირანის ხალხები, რომლებიც სახლობდნენ ზაგროსის, ზედა მესოპოტამიისა და სომხეთის მთებში და მეტყველებდნენ სხვადასხვა დიალექტზე: ქურმანჯი, სორანი, ზაზაკი და გორანი. დღეს ქურთულ ენად მოიხსენიებენ ქურმანჯის. დ.ნ. მაკკენზის კვლევების თანახმად ქურთული ყველაზე ახლოს დგას სპარსულთან. ამ თეორიის მიხედვით ეს სიახლოვე ასახავს სპარსულ-ქურთული ერთობის არსებობას ცენტრალურ ირანში (მიდიაში). ზაგროსის მთებში არსებული გარდამავალი დიალექტები სამხრეთქურთულსა და ლურო-ბახტიალის დიალექტებს შორის შეიძლება ჩაითვალოს ხიდად ქურთულსა და სპარსულს შორის, პირიქით ისეთ ქურთულ ენებს, როგორიცაა ზაზაკი და გორანი, რომლებიც ასევე მიეკუთვნებიან ჩრდილო-დასავლურ ქვეჯგუფს და შესაბამისად დასახლებულებს შუა ზაგროსში, ტიგროსსა და ევფრატის სათავეებთან, არ უკავშირებენ ქურთულ დიალექტს. მოცემული ენები წარმოიქმნა კასპიისპირა რეგიონებიდან და მათი გავრცელება დაკავშირებულია დეილემიტების მიგრაციებთან ირანის პლატოს დასავლეთით, სადაც ისინი შემდეგ მჭიდროდ დაუკავშირდნენ ქურთებს.
ქურთები წარმოადგენდნენ მრავალრიცხვოვანი და ხშირად სვადასხვაგვარი ტომების ერთობლიობას, რომლებსაც ეპონიმებს უწოდებდნენ. ტომობრივი კუთვნილება დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციული ქურთული საზოგადოების სოციალურ ურთიერთობებში. მეთექვსმეტე საუკუნის ქურთულ-სპარსულენოვანი ისტორიკოსი შარაფხან ბიდლისი წერდა, რომ ქურთები იყოფიან ოთხად: ქურმანჯი, ლური, კელხური და გორანი. მათ შორის ლურებს, რომლებიც მეტყველებდნენ სამხრეთ-დასავლურ ირანულ დიალექტზე უკვე აღარ თვლიან ქურთებად. კელხური - შეადგენენ ძლიერ დიფირენცირებულ სამხრეთ-ქურთულ ერთობას, რომელიც გაერთიანებულია გორანთან. ქურმანჯი - ძირითადად თვითსახელია დანარჩენი უმრავლესობის, ცენტრალური და ჩრდილო ქურთებისა. თავისი არსით, ის ტერმინი „ქურთის“ ანალოგიურია მისი ძველი მნიშვნელობით და აღნიშნავს განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური წყობის მატარებელს, რომელიც ეფუძნება სამთო მესაქონლეობას. მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „ქურმანჯი“, როგორც წესი, აღნიშნავს მხოლოდ ჩრდილოეთის ქურთებს, მაგრამ, თვით სიტყვა ქურმანჯი, ქურთულიდან ითარგმნება როგორც „მიდიის ვაჟიშვილი“. მრავალი მეცნიერი თვლის, რომ ქურთები პირდაპირი მემკვიდრეები არიან მიდიელების. ლინგვისტების თვალსაზრისით დღეს „ქურთულად“ წოდებული ყველა ენა თუ დიალექტი შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:
ქურთული ენები:
ქურმანჯი
სორანი (სამხრეთის ქურმანჯი)
სამხრეთ-ქურთული ენა
დეილემიტური ენები
გორანი და ავრომანი
ზაზაკი.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური მოხმარებისთვის სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად საუბარია ქურთულ ენაზე და მის დიალექტებზე, ურთიერთგაგება ძალიან გაძნელებულია ქურმანჯისა და სორანის შორისაც კი, რომლებიც ყველაზე ახლო ქურთული ენებია. ქურთების უმრავლესობა ბილინგვია და მეტყველებს იმ ქვეყნების ძირითად ენაზე სადაც ცხოვრობენ: თურქული, სპარსული, არაბული და სხვა.
ზაზა - მომთაბარე ტომების შთამომავლობაა, რომელებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ თანამედროვე ირანის ჩრდილოეთით კასპიის ზღვის სანაპიროზე, საიდანაც მეთექვსმეტე საუკუნიდან მოყოლებული დაიწყეს მიგრაცია სომხეთის ტერიტორიაზე. ზაზამ მრავალი სომეხი გადაარჩინა გენოციდის დროს. ისინი ქურთების ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენენ, ამიტომ ზაზას გამოყოფა სხვა ქურთების რიგებიდან არასწორია.
გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქურთები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ და ებრაელ ხალხებთან, რომლებსაც რამდენიმე საერთო წინაპარი გააჩნია ახლოაღმოსავლეთის რეგიონის ჩრდილო ნაწილის ხალხებთან. ქურთები - ყველაზე მრავალრიცხვოვანი ერია, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სასხელმწიფო. ქურთების ავტონომია არსებობს მხოლოდ ერაყში. ეს ხალხი ოც წელზე მეტია იბრძვის ქურთისტანის შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ ქურთების ბანქოს ათამაშებენ მსოფლიოს ყველა დიდი ქვეყნები. ასე მაგალითად ისრაელი და აშშ, რომლებიც თურქეთის მოკავშირეები არიან, ამართლებენ მის ბრძოლას ქურთების მოძრაობის წინააღმდეგ. რუსეთი, საბერძნეთი და სირია კი მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიას. ქურთისტანის ხელსაყრელი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდგომარეობის გამო, ძველი დროიდან უცხოელი დამპყრობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამ ქვეყნებს. ამის გამო ხალიფატის დროიდან დღემდე, ქურთები იძულებულნი არიან იბრძოლონ დამპყრობელთა წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ადრეული ფეოდალიზმის დროს ქურთულ დინასტიებს დიდი პოლიტიკური ზეგავლენა ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთზე და მართავდნენ არა მხოლოდ ცალკეულ სამთავროებს, არამედ ისეთ დიდ ქვეყნებსაც, როგორებიცაა სირია და ეგვიპტე. მეთექვსმეტე საუკუნეში ქურთისტანში დაიწყო უწყვეტი ომები, რომელთა მიზეზი იყო ოსმალეთისა და ირანის იმპერიები, რომლებიც ერთმანეთს ედავებოდნენ ქურთისტანის მიწებს. შემდეგ ზოჰაბის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაიდო ამ ომების შედეგად, ქურთისტანი გაიყო ორ ნაწილად - თურქულად და ირანულად. შემდგომში ამან სავალო როლი შეასრულა ქურთისტანის ხალხების ბედში. ოსმალეთის და ირანის მთავრობები თანდათან ასუსტებდნენ და შემდეგ საერთოდ მოსპეს ქურთული სამთავროები იმ მიზნით, რომ დაემოწმებინათ ქურთისტანი ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ოსმალეთის იმპერიის მთავრობამ ქურთების ნების წინააღმდეგ ჩაითრია ქურთები პირველ მსოფლიო ომში, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ნგრევა და მისი ოთხ ნაწილად გაყოფა: თურქულ, ირანულ, სირიულ და ერაყულ ჯგუფებად.
ქურთებს გააჩნიათ ენობრივი და კულტურული იდენტობა. სახლობენ 50 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე რომელიც მოიცავს 4 ქვეყანას და ასევე არსებობს ქურთული დიასპორებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
თურქეთში დაიწყო გაფიცვები, ქურთისტანის მუშათა პარტია ათეული წლის განმავლობაში იბრძვის თურქეთში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად, თურქები გამოჩნდნენ, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პარტნიორები ისლამური სახელმწიფოს ჯგუფთან ომში, სირიასა და ერაყში და მათ ამავდროულად კვლავ დააყენეს ქურთების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გააფთრებული ომი სირიაში, გახდა ანტიწინააღმდეგობის სიმბოლო და სიმბოლო ქურთების მისწრაფებისა ტრანსნაციონალური ერთობისაკენ. სამი ქვეყნის ქურთი ბოევიკები პირველად ერთად იბრძოდნენ, როდესაც სირიის ქურთულ მილიციას შეუერთდა ფეშმერგას (ქურთისტანის სამთავრობო შეიარაღებული ძალები) კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკების მცირე კონტინგენტი და ასევე სეპარატისტულ ქურთ მუშათა პარტიის მებრძოლები თურქეთიდან. აშშ-ს საჰაერო ძალების ჰაერიდან თავდასხმით და მხარდაჭერით მათ საბოლოო ჯამში დაიპყრეს და გამორიცხეს ჯიჰადისტები კობანედან 2015 წლის იანვარში. თურქეთის 24 ივლისის გადაწყვეტილებამ ქურთ მუშათა პარტიის დაბომბვის შესახებ აჩვენა, რომ ანკარა არ გაუშვებს ხელიდან ქურთ სეპარატისტებზე დარტყმის შესაძლებლობას.
ქვეყნების მიხედვით, არ არსებობს ქურთების ეთნიკური აღწერა, მაგრამ ანგარიშები აჩვენებს, ისინი ქმნიან მოსახლეობას, 20-დან 40 მილიონამდე ადამიანით. თურქეთში 15 მილიონი ქურთი ცხოვრობს, ირანში 7-8 მილიონი, 1-2 მილიონი სირიაში. ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა ნახევრად ავტონომიური რეგიონია ერაყში. ირანი ამტკიცებს, რომ იქ 5.3 მილიონი ქურთი ცხოვრობს. ევროპაში უდიდესი ქურთული დიასპორაა. პარიზის ქურთთა ინსტიტუციის თანახმად 1.5 დან 1.7 მილიონამდე ქურთია დასავლეთ ევროპაში, მათ შორის გერმანიაში ცხოვრობს 800 000 ქურთი მოსახლე. დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქურთების 80 პროვცენტი გადმოდის თურქეთიდან, კიდევ 50 ათასი ქურთი ცხოვრობს ამერიკაში და 25 000 კანადაში. პარიზის ქურთთა ინსტიტუციის მეთაურის ქენ დალ ნეზანის თქმით, ქურთების პიროვნება არ ეფუძნება რელიგიას, მაგრამ ეფუძნება ენასა და კულტურას. ქურთების უმრავლესობა 70 %-დან 80 %-მდე სუნიტი მუსლიმები არიან, მაგრამ არსებობს ქურთების უმცირესობა, რომელიც შიიტი მუსლიმია, ისინი ირანსა და სამხრეთ ერაყში ცხოვრობენ, სადაც მათი რაოდენობა 20 000 მდეა და სადაც ისინი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაბრუნდნენ. ალავიტი ქუთები, რომლებიც თურქეში არიან, ითვლებიან სუფიზმის ელემენტების მქონე შიიტური ფილიალის წევრებად. ქურთებს შორის სხვა რელიგიებიც არის გავრცელებული: ქრისტიანობა (კათოლიკები, სირიელები და ასირიელები), იუდაიზმი (ზოგიერთი ებრაელი, 25 000 ქურთი ემიგრირებულია ისრაელიდან აშშ-ში 1950 წელს) და ასევე იეზიდიზმი ერაყში.
ქურთისტანი, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს ქურთების ქვეყანას, ხშირად ჩნდება მსოფლიო რუკებზე, რომლებსაც იყენებენ ქურთი ბოევიკები. მიუხედავად ამისა საერთაშორისოდ აღიარებული ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. ქურთებს შორის ყველაზე ახლოს დამოუკიდებლობასთან დგას ერაყის ქურთისტანი, რომელსაც მართავს ნახევრად ავტონომია. პრეზიდენტი მასუთ ბარზანი ამავდროულად არის, ფეშმერგას (შეწირულების) შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. შეიარაღებულ ძალებში 190 000 მდე მებრძოლია. ერაყის ქურთისტანი წარმოადგენს მოდელს სირიელი ქურთებისათვის, რომლებიც იმედოვნებენ შექმნან ანალოგიური ავტონომიური პროვინცია - როჯავა მასში შემავალი ანკლავებით ატზინი, კობანე და კამიშლი. ქურთებს არასოდეს უცხოვრიათ ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი კონტროლის პირობებში და არსებობენ ათეულობით პოლიტიკური ფრაქციები, რომლებიც განაწილებული არიან თურქეთს, ირანს, სირიასა და ერაყს შორის, სირიაში 17 ქურთული პარტიაა, მთავარი მათ შორის არის დემოკრატიულ პარტიათა კავშირი, რომელიც წარმოადგენს თურქეთის მუშათა პარტიის ფილიალს. ის 1978 წელს დააარსა აბდულა თჯალანმა. 1984 წელს მათ ხელში აიღეს იარაღი ანკარას წინააღმდეგ და მოითხოვეს დამოუკიდებლობა და მას შემდეგ მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. ჯგუფი ხასიათდება მარქსისტული იდეოლოგიით, აშშ-ში და ევროკავშირში შედიოდნენ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ერაყის ქურთისტანში ერთმანეთს მეტოქეობას უწევს ქურთების ორი პარტია: ქურთისტანის დემოკრატიული პარტია ბარზანის ხელმძღვანელობით, რომელიც აკონტროლებს ერაყის ქურთისტანის ჩრდილოეთ ნაწილს და მის დედაქალაქ ერბილს და ქურთისტანის პატრიოტული კავშირი, დაფუძნებული ქალაქ სულეიმანიაში და წამყვანი სამხრეთ ნაწილში.
ქურთებმა სხვა მრავალ ეროვნულ ღირებულებებთან ერთად შეინარჩუნეს ტრადიციები და ადათ-წესებიც. რა თქმა უნდა, საზოგადოების მიერ ტენდეციების მიყოლა, უცხო ქვეყანაში ცხოვრება და მრავალი სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას ტრადიციებზე და დღეს ისინი სახეცვლილად არის ჩამოყალიბებული.
ქურთების ნაციონალური ტანსაცმელი ძალიან მრავალფეროვანი იყო. ეზიდი ქალების ჩაცმულობა შედგებოდა მრავალი კაბისა და მონეტებისგან. ეზიდური ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ატრიბუტი თავსაბურავი ქოფია იყო, (საქართველოში ანალოგიურ თავსაბურავს ჩიხტი-კოპი ჰქვია) ქოფია ათასობით მონეტითა და მძივით იყო მორთული. ხოლო მამაკაცების ჩაცმულობა შედგებოდა შარვლისგან, რომელიც ძალიან განიერი უნდა ყოფილიყო და პერანგისგან რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღია ფერის, ასევე მათ ჩაცმულობაში შედიოდა ჟილეტი.
ქურთ-ეზიდებს (რომელიც ამ ეთნიკური ჯგუფის განშტოებაა) არც ისე ბევრი მარხვა და დღესასწაული შემორჩათ.
დეკემბერში ეზიდები 3 დღიან მარხვას იცავენ, რომელსაც roje ezdi ჰქვია.
ასევე 3 დღიან მარხვას იცავენ თებერვალში, რომელსაც roje xrnave ჰქვია, ამ მარხვის დროს ეზიდი ახალგაზრდები მკითხაობენ და მიირთმევენ მლაშე ღვეზელს, რათა გაიგონ თუ ვინ გაბედნიერდება მომდევნო წელს.
ეზიდების ოჯახში, ყოველი წლის მარტის მესამე ოთხშაბათს დიასახლისი აცხობს ქადის მსგავს ნამცხვარს, სადაც მონეტას ან მძივს ათავსებს. შემდეგ დილას ოჯახის ყველა წევრი იკრიბება და ოჯახის ყველაზე უფროსი მამაკაცი იძახის xata jot და ნახევრად ჭრის კლოჭს. შემდეგ ერთ მხარეს 6 ნაწილად ჭრის და ანგელოზებს უძღვნიან წილებს, მეორე ნაწილს ჭრიან ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, ის ვისაც შეხვდება მონეტა ან მძივი ოჯახის მეკვლე ისაა და ბედნიერი წელი იქნება.
არის დღე რომელსაც mazali ჰქვია. ამ დღეს მთელი ეზიდხანა მიდის სასაფლაოზე საკუთარი მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად. mazalis დღე როგორც წესი ივნისის მე-3 ხუთშაბათსაა.
ეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზს malake taus, რომელიც ფარშევანგის სახით ჰყავთ წარმოდგენილი; აგრეთვე თაყვანს სცემენ shams რომელის მზის ღვთაებაა იეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს.
იეზიდების ერთ-ერთი საკულტო ნაგებობაა laleshi. იგი ეზიდთა წმინდა ტაძარი და ლოცვისა და აღსარების ადგილია. მდებარეობს ერაყში, ერაყის ქურთისტანში ქალაქ სინჯარში. ლეგენდის მიხედვით, ტაძარი აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა malake taus.
ბევრი რიტუალისა და დღესასწაულებისათვის სპეციალურად განკუთვნილ ლოცვებში ხშირად ჟღერს სიტყვა shams. სრულიად იეზიდების iezidxana საზოგადოება იყოფა სამ კასტად: შეიხები, ფირები და მრიდები. თითოეული კასტა იყოფა მრავალ ტომებად. თითოეულ კასტას თავისი მოვალეობა აქვს. ამ კასტებს შორის აუცილებელია თანამშრომლობა, მაგრამ მათ ერთმანეთის დანიშვნის უფლება არ აქვთ.
შეიხები: შეიხები არიან პირველი რანგის სულიერი პირები. ისინი ფირებთან ერთად იცავენ რელიგიურ ტრადიციებს და ლოცვებს კითხულობენ. შეიხები არიან: ადანი, ყათანი და შამსანი.
ფირები: ფირებიც მეორე რანგის სულიერი პირები არიან. ისინი შეიხებთან ერთად იცავენ რელიგიურ ტრადიციებს და ლოცვებს კითხულობენ. ფირები არიან: ასმანამი, ისებია, ომალხალი, მამეშვანი და ა.შ.
მრიდები: მრიდები არ არიან სასულიერო პირები, სწორედ აქედან იღებს ფუძეს სიტყვა mridi რაც ძველ ეზიდთა დიალექტზე kurmanj მოწაფეს ნიშნავს. მრიდები უმეტესობას შეადგენენ. ყველა მრიდს ჰყავს თავისი შეიხი და ფირი, მრიდხანეს ასეული ტომი შეადგენს. მათგან ყველაზე მეტნი არიან: სიპკი, ბალი, მანდიკი და ა.შ.
ამ სამი კასტის არევა ყოვლად დაუშვებელია ქორწინებაში. შეიხმა შეიხთან უნდა შექმნას ოჯახი, ფირმა ფირთან და მრიდმა მრიდთან.
რაც შეეხება საქორწილო რიტუალს: ეზიდებში საქორწინო გარიგება დღემდე მიღებული ტრადიციაა, რომელიც როგორც წესი ქალიშვილის ოჯახში ხდება. თავდაპირველად ვაჟის მხრიდან სტუმრობენ მთხოვნელები, ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლები 3-4 კაცი (მამაკაცებიც და ქალებიც). ქალიშვილის მოწონების შემთხვევაში, სტუმრები მასპინძელს უთახმდებიან სასიძო საცოლესთან და მის მშობლებთან გაცნობის თარიღზე. გაცნობის შემდეგ, თუ სასიძო თანახმაა შეირთოს ქალი, ვაჟის მშობლები ხელს სთხოვენ ქალის მშობლებს. წესისამებრ, საპატარძლოს მშობლები ცოტა დროს ითხოვენ, ოჯახში მოსათათბირებლად, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა საპატარძლოზეა. ქალიშვილის მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, სასიძოს მხარე, საპატარძლოს უკეთებს თითზე ბეჭედს (ბელგას) და იწყება მზადება ნიშნობისთვის; ნიშნობაც საპატარძლოს ოჯახში ხდება, სადღესასწაულო სუფრისა და მუსიკის თანხლებით, რომელსაც სასიძოს და მის მშობლებთან ერთად უახლოესი ნათესავები და მეგობრები ესწრებიან. სასიძოს მხარე საჩუქრებს გადასცემს საპატარძლოს ოჯახის წევრებს - დედა, მამა, და, ძმა და ა.შ. რის შემდეგაც, სტუმრების თანდასწრების აცხადებენ ქალ-ვაჟის ნიშნობას. ადათის მიხედვით, ამ დროს ქალიშვილს უკეთებენ shara buke ე.ი. საპატარძლოს თავსაფარს, ასევე საპატარძლოს უკეთებენ მთავარ ნიშნობის ბეჭედს gustilka nishane, რომელიც ქალიშვილის ოფიციალური დანიშვნის მაუწყებელია. ასევე საპატარძლოს უკეთებენ ბეჭედს, სამაჯურს, ძეწკვს. ეს იმის აღსანიშნავად რომ სასიძოს უფლება აქვს ესტუმროს საცოლეს (რია ვაკირნე). ცერემონიის შემდეგ ქალიშვილის მშობლებიდან ძირითადად მამა აწარმოებს მოლაპარაკებას სასიძოს მშობლებთან გამოსასყიდის (კალანის) შესახებ.
რაც შეეხება ქორწილს, ეზიდთა ქორწილი საკმაოდ მხიარულია და მრავალფეროვანია, როგორც საპატარძლოს ასევე სასიძოს მხრიდან იწყებენ მზადებას ქორწილისათვის, ქორწილის წინა დღეს სტუმრების ნაწილი სასიძოს მხრიდან იკრიბება მის სახლში და ემზადება ქორწილისათვის, ამ დროს ახალგაზრდობა ეხმარება მეჯვარეს (ბრაზავა), რათა მორთონ ხის ტოტი (დარა მრაზა) კანფეტებით, ხილით და ფულით, რომელიც ბარაქის, კეთილდღეობისა და ბედნიერების სიმბოლოა და ტრადიციულად იეზიდების საყვარელ ცეკვის (გოვანდის) თანხლებით მიმდინარეობს. ამ დროს საპატარძლოს ოჯახში ამზადებენ მზითვებს. მზითევი ითვალისწინებს ყველა საჭირო ნივთს ახალშექმნილი ოჯახისთვის. ხოლო ქორწილის დღეს სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, პატარძლის წაყვანამდე, აუცილებლად მისი ძმა ან ნათესავი ბიჭი, მას წელზე სამჯერ შემოახვევს ბაფთას: პირველი გულისხმობს კეთილდღეობის ჩასახვას, მეორე სიკეთის დანერგვას, მესამე კი კეთილ საქმეს. ამას გარდა სასიძო ვალდებულია გამოისყიდოს balgie buke ანუ საპატარძლოს ბალიში, სარძლოს ძმისგან ან ნათესავი ბიჭისგან, ძირითადად დღეისდღეისობით ბალიშს გამოსასყიდის გარეშე აძლევენ ანუ ჩუქნიან სასიძოს და მხოლოდ ამ წესის შესრულების შემდეგ სასიძოს უფლება ეძლევა წაიყვანოს პატარძალი სახლიდან, მეფე-პატარძალი დოლისა და ზურნის მუსიკის თანხლებით მიაცილებენ სიძის სახლში. ახალდაქორწინებულებს ეგებება დედამთილი ტკბილეულით სავსე ლანგრით ხელში და თავზე აყრის მეფე-პატარძალს, ხოლო ამის შემდეგ სასიძო უნდა ავიდეს სახლის მეორე სართულზე და იქიდან ესროლოს პატარძალს თავში სამი ვაშლი, პირველი ვაშლი ნიშნავს უბიწოებას, მეორე ნიშნავს ბედნიერებას, ხოლო მესამე ნიშნავს გამრავლებას, ამის შემდეგ სიძემ უნდა დაბერტყოს ხის ტოტი, ხოლო შემდეგ დედამთილი მეფე-პატარძალს მხრებზე ადებს ლავაშს, რომელიც ოჯახის კეთილდღეობასა და მშვიდობას ნიშნავს. შემდეგ სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას, მეფე-პატარძალიმა ერთდროულად უნდა გატეხონ წინასწარ გამზადებული თეფში. ქორწილის მსვლელობისას სასიძოს ოჯახი აგზავნის ნათესავს რათა მოიყვანოს საპატარძლოს მშობლები. ქორწილის დროს მიმდინარეობს ე.წ. ხნის დარიგება. ხნას მოაქვს ბედნიერება, ახალდდაქორწინებულ და ახალგაზრდებსაც ბედნიერებას მოუტანს, ეს ადათ-წესი ძალიან ძველია. ადათწესის თანახმად ამ ლანგარს დაატარებს ბიჭის ნათესავი, უფრო ხშირად კი სიძის და.
მსგავსად dara mrazas შესრულების დროს ქვრივს კატეგორიულად ეკრძალება მონაწილეობა ამ ადათის შესრულებაში. როდესაც ხნის სავსე თეფშიან ლანგარს მიართმევენ სტუმარს, მან თეფშში უნდა ჩაყოს ნეკის თითი და ამასთან ერთად ლანგარზე უნდა დადოს გარკვეული რაოდენობის თანხისა. ეს იმ გოგოსთვისაა განწესებული, ვინც ხნას დაატარებს.
ქორწილის შემდეგ რძალს ელოდება ე.წ. bukti, რომელიც გულისხმობს რომ მას არ აქვს უფლება ელაპარაკოს მამამთილს და ხანდაზმულ ხალხს, განსაკუთრებით მამაკაცებს, არ აქვს უფლება აგრეთვე მათი თანდასწრებით მიიღოს საკვები. bukti უპირველეს ყოვლისა არის ქცევის მანერა, რომელიც მიუთითებს თავმდაბლობაზე და გამოხატავს გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემას. გარკვეული დროის განმავლობაში რძალი მოიპოვებს უფლებას ელაპარაკოს თავის მამამთილს, ამ შემთხვევაში მამამთილი რძალს რაიმე სახის საჩუქარს უძღვნის და სთხოვს დალაპარაკებას, რძალი ვალდებულია მიიღოს საჩუქარი და სიტყვიერად მადლობა გადაუხადოს მას.
ქურთების ეთნიკური ტერიტორიების ყველაზე დიდი მასივი განსახლებულია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის და აღმოსავლეთის რეგიონში. ცალკეული განსახლებები ასევე გვხვდება მთელ ანატოლიაში. მსხვილი ქურთული დიასპორები ასევეა ქვეყნის დასავლეთის დიდ ქალაქებში. ექსპერტის შეფასებები მეტყველებენ ქვეყნის მოსახლეობის 20-23 %-ზე, რამაც შეიძლება შეადგინოს 16–20 მილიონამდე ადამიანი. მათ რიცხვში შედიან ჩრდილოეთის ქურთები - ქურმანჯი. ასევე ქურთების ძირითადი მოსახლეობაა ზაზას ხალხი. დიდი რაოდენობით გვხვდება თურქულად მოლაპარაკე ქურთების ტომები, რომლებიც გადავიდნენ თურქულ ენაზე. ასეთი კი დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანია. თურქულ-ქურთულ ტომებში ტრადიციულად შეიმჩნევა გაუნათლებლობის ყველაზე მაღალი დონე.
ირანში ქურთები სახლობენ ილამსა და ქირმანშაჰში (სამხრეთის ქურთები: კელხური და გორანი), ქურთისტანში (სორანი) და დასავლეთ აზერბაიჯანში (ქურმანჯი) და ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. ქურთული დასახლებები ასევე გაბნეულია მთელს ირანში. ქურთების კომპაქტური განსახლებების განსაკუთრებულად დიდი რაიონი განლაგებულია ჩრდილოეთ ხორასანში, სადაც შაჰ აბასმა XVII საუკუნეში ჩაასახლა მებრძოლი ქურთული ტომები ხორასანის დასაცავად. ირანში სულ დაახლოებით 5,5 მილიონი ქურთია.
ჩრდილოეთ სირიაში ცხოვრობს დაახლოებით 3,8–4 მილიონი ქურთი, ძირითადად ქურმანჯები. სირიაში ქურთების რაოდენობა შეადგენს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 15 %-ს. სირიის ქურთები კომპაქტურად ცხოვრობენ ქალაქებში - კამიშლი, კობანი, დერიკა და სხვა.
დღეს ქურთები ითვლიან არანაკლებ 30 მილიონ ადამიანს. ქურთების უმრავლესობა განსასხლებულია ქურთისტანის რეგიონში. თითქმის 2,5 მილიონი ქურთი გაბნეულია ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მათ შექმნეს უძლიერესი და ორგანიზებული სათვისტომოები.
ერაყში ასევე წარმოდგენილია ქურთების სამი სუბეთნოსი: სახმრეთის ქურთები (გორანი), სორანი - კირკუკას და სულეიმანის რაიონში და ქურმანჯი - მოსულას რაიონში, რომლებიც სახლობენ ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში. ერაყის ქურთების ეთნიკური ტერიტორიების მხოლოდ ნაწილია შესული ავტონომიურ წარმონაქმნში, ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილეთი. ერაყში სულ დაახლოებით ცხოვრობს 5,6 მილიონამადე ქურთი. ირან-ერაყის ომმა, რომელსაც შეეძლო ქურთებისთვის მიეცა ხელსაყრელი მომენტი, მხოლოდ გაამწვავა დაძაბულობა ძირითად ქურთულ ქვეყნებს შორის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.