ემილ ფრანსუა ზოლა (ფრანგ. Émile François Zola; დ. 2 აპრილი, 1840 — გ. 29 სექტემბერი, 1902) — გავლენიანი ფრანგი მწერალი, ნატურალიზმის ლიტერატურული მიმდინარეობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, თეატრალური ნატურალიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილით, და საფრანგეთის პოლიტიკური ლიბერალიზაციის წამყვანი ფიგურა, დრეიფუსის საქმის გამოძიების აქტივისტი.

სწრაფი ფაქტები ემილ ზოლა, დაბადების თარიღი ...
ემილ ზოლა
ფრანგ. Émile Zola
Thumb
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1840(1840-04-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24]
დაბადების ადგილი rue Saint-Joseph
გარდაცვალების თარიღი 29 სექტემბერი, 1902(1902-09-29)[2] [1] [4] [6] [7] [8] [10] [11] [22] [23] [24] [3] (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[1] [25] [22] [26]
დასაფლავებულია პარიზის პანთეონი[3] [27]
საქმიანობა პოლიტიკური ჟურნალისტი, ხელოვნების კრიტიკოსი[28] [26] , რომანისტი[29] , ესეისტი, დრამატურგი[24] , ნოველისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი[24] , თეატრალური კრიტიკოსი, ჟურნალისტი[26] , მწერალი[22] [23] [24] [30] [26] , პოეტი, ფოტოგრაფი[26] და ლიბრეტისტი[26]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[31] [26]
Magnum opus Les Rougon-Macquart, Thérèse Raquin, ბრალს ვდებ! და Nana
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[32] [33] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[32] [33] და Q130762055?[34]
მეუღლე ალექსანდრინ ზოლა
პარტნიორ(ებ)ი ჟან როზერო[35]
შვილ(ებ)ი ჟაკ როზერო და დენის როზერო
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა Thumb
დახურვა

ბიოგრაფია

ემილ ზოლა იტალიურ-ფრანგული წარმომავლობის ოჯახში დაიბადა. მამამისი იტალიელი ინჟინერი, „ექსის“ წყალგაყვანილობის სისტემაში მუშაობდა. ზოლამ ბავშვობა ექს-ან-პროვანსში გაატარა, სადაც იგი მხატვარ სეზანს დაუმეგობრდა. ბუნებით რომანტიკოსი ემილი ბავშვობიდანვე ლექსებს წერდა. შვიდი წლისაც არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა და ოჯახი უსახსროდ დარჩა.

1858 წელს დედამისი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ემილი პარიზისა და მარსელის ლიცეუმში სწავლობდა, პარიზში უსახსროდ დარჩენილი ყმაწვილი იძულებული იყო თავშესაფარში ეცხოვრა, რომელიც სავსე იყო ქურდებით, მაწანწალებითა და მეძავებით. იგი საშინელ სიღარიბეში იმყოფებოდა. ზოლა საშუალო ტანის, წვერიანი, ძალიან მგრძნობიარე მამაკაცი იყო, რომელსაც სახეზე მუდმივი მელანქოლია აღბეჭდვოდა.

ახალგაზრდობაში ემილს შეუყვარდა ლუიზა სოლიარი, თავისი მეგობრის და. თავშესაფარში გატარებულმა წლებმა ზოლას ქალებთან ურთიერთობა ასწავლა. 25 წლისა გატაცებული იყო ალექსანდრა მელით, რომელიც მასზე ერთი წლით უფროსი იყო.

ბიბლიოგრაფია

  • აბე მურეს შეცოდება (1875)
  • ხაფანგი (1877
  • ნანა (1880)
  • ქალთა ბედნიერება (1883)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.